თბილისი:
მანჩესტერი:
13-12-2016, 13:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2376,
კომენტარები: 22
დენი როუზი მანჩესტერელთა სამიზნეა
"ტოტენჰემის" მარცხენა მცველი მანჩესტერული კლუბების სატრანსფერო სამიზნეა.
დენი როუზი მანჩესტერელთა სამიზნეა
დენი როუზი "მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელის, პეპ გვარდიოლას სატრანსფერო სამიზნეა, მაგრამ "მანჩესტერ იუნაიტედთან" კონკურენციის გაწევა მოუწევს.

26 წლის მცველმა სექტემბერში "ტოტენჰემთან" ახალი 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, მაგრამ "ცისფერების" შეთავაზება მისთვის უფრო მიმზიდველი შეიძლება გამოდგეს, რისთვისაც გვარდიოლა ფულს ნამდვილად არ დაიშურებს, რადგან მისი გუნდის ფლანგის ყველა მცველი - ალექსანდერ კოლაროვი, პაბლო საბალეტა, ბაქარი სანია და გაელ კლიში - 31 წელს გადაცილებულები არიან და პეპს დაცვის ხაზის საშუალო ასაკის შემცირება სურს.

"სიტის" სკაუტები ბოლო კვირებში აქტიურად აკვირდებიან "დეზების" მარცხენა მცველს და გვარდიოლა მათი ანგარიშით მოხიბლულია.

მაგრამ ესპანელს ჟოზე მოურინიოსთვის მოუწევს კონკურენციის გაწევა, რამეთუ პორტუგალიელიც აქტიურად ეძებს მარცენა მცველს.

"იუნაიტედი" დიდი ხანია აკვირდება როუზს და მისი გადაბირება ლუი ვან გაალსაც სურდა, მაგრამ "ტოტენჰემთან" ურთიერთობის მდიდარი გამოცდილების ხარჯზე იციან, რომ "დეზების" აღმასრულებელ დირექტორ დანიელ ლევისთან თანამშრომლობა არც ისე ადვილია.

ლევი დიდძალ თანხას მოითხოვს როუზში, მითუმეტეს, რომ მას ხუთწლიანი კონტრაქტი აკავშირებს "სიტისთან" და ინგლისის ნაკრების რეგულარულ წევრად იქცა.

2007 წელს "ლიდსიდან" გადასვლის შემდეგ როუზს გარკვეული დრო დასჭირდა იმისათვის, რომ "უაით ჰარტ ლეინზე" ადგილი დაემკვიდრებინა და მიმდინარე სეზონშიც კი უხდებოდა უელსის ნაკრების ფეხბურთელ ბენ დევისისთვის კონკურენციის გაწევა.

მისმა სისწრაფემ და შეტევაში ჩართვის უნარმა როუზი პრემიერ ლიგის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ მცველად აქცია და გვარდიოლას მიაჩნია, დონკასტერელი ფეხბურთელი "სიტის" სათამაშო სისტემას მოერგება.

წყარო: mirror
ახალი ამბები
22 კომენტარი
№21
ავტორი: JuanMata
14 დეკემბერი 2016 01:45
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
როუზი კარგია მაგრამ მარცხენა მცველების კოლექციაა გუნდში, მარჯვენა მცველი უფრო გვჭირდება, ვალენსია 31 წლისაა, დარმიანი ძალიან არასტაბილურია, უოლკერი საუკეთესოა ამ პოზიციაზე ინგლისში, ძაან გამიხარდება უოლკერის გადმოსვლა.

მარცხენა ფლანგიც არ დაფრინავს, მაგრამ შოუ-ბლინდი-როხო სამივეს შეუძლია საშუალო დონეზე თამაში. აგერ როხო ბოლო თამაშებია გაუვალია ვაფშე და სისწრაფეც არ დაეწუნება.
0
№22
ავტორი: stepno
14 დეკემბერი 2016 04:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
Shows didi imedi maq
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top