თბილისი:
მანჩესტერი:
13-12-2016, 13:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2376,
კომენტარები: 22
დენი როუზი მანჩესტერელთა სამიზნეა
"ტოტენჰემის" მარცხენა მცველი მანჩესტერული კლუბების სატრანსფერო სამიზნეა.
დენი როუზი მანჩესტერელთა სამიზნეა
დენი როუზი "მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელის, პეპ გვარდიოლას სატრანსფერო სამიზნეა, მაგრამ "მანჩესტერ იუნაიტედთან" კონკურენციის გაწევა მოუწევს.

26 წლის მცველმა სექტემბერში "ტოტენჰემთან" ახალი 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, მაგრამ "ცისფერების" შეთავაზება მისთვის უფრო მიმზიდველი შეიძლება გამოდგეს, რისთვისაც გვარდიოლა ფულს ნამდვილად არ დაიშურებს, რადგან მისი გუნდის ფლანგის ყველა მცველი - ალექსანდერ კოლაროვი, პაბლო საბალეტა, ბაქარი სანია და გაელ კლიში - 31 წელს გადაცილებულები არიან და პეპს დაცვის ხაზის საშუალო ასაკის შემცირება სურს.

"სიტის" სკაუტები ბოლო კვირებში აქტიურად აკვირდებიან "დეზების" მარცხენა მცველს და გვარდიოლა მათი ანგარიშით მოხიბლულია.

მაგრამ ესპანელს ჟოზე მოურინიოსთვის მოუწევს კონკურენციის გაწევა, რამეთუ პორტუგალიელიც აქტიურად ეძებს მარცენა მცველს.

"იუნაიტედი" დიდი ხანია აკვირდება როუზს და მისი გადაბირება ლუი ვან გაალსაც სურდა, მაგრამ "ტოტენჰემთან" ურთიერთობის მდიდარი გამოცდილების ხარჯზე იციან, რომ "დეზების" აღმასრულებელ დირექტორ დანიელ ლევისთან თანამშრომლობა არც ისე ადვილია.

ლევი დიდძალ თანხას მოითხოვს როუზში, მითუმეტეს, რომ მას ხუთწლიანი კონტრაქტი აკავშირებს "სიტისთან" და ინგლისის ნაკრების რეგულარულ წევრად იქცა.

2007 წელს "ლიდსიდან" გადასვლის შემდეგ როუზს გარკვეული დრო დასჭირდა იმისათვის, რომ "უაით ჰარტ ლეინზე" ადგილი დაემკვიდრებინა და მიმდინარე სეზონშიც კი უხდებოდა უელსის ნაკრების ფეხბურთელ ბენ დევისისთვის კონკურენციის გაწევა.

მისმა სისწრაფემ და შეტევაში ჩართვის უნარმა როუზი პრემიერ ლიგის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ მცველად აქცია და გვარდიოლას მიაჩნია, დონკასტერელი ფეხბურთელი "სიტის" სათამაშო სისტემას მოერგება.

წყარო: mirror
ახალი ამბები
22 კომენტარი
№1
ავტორი: shotkin
13 დეკემბერი 2016 13:07
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4067
ტეხავს რო შოუც ვერამართლებს და საუთჰემპტონიდან მარტო ლივერპული იღებს სარგებელს არც შნეიდერლენმა გაამართლა და შოუსაც მაინდამაინც ფეხი მოტყდა იმის მერე კიდე ისე ვეღარაა მარა მომატება შეუძლია რომარა ეს პატარ პატარა ტრანვები რეალობა კი ის გამოდის რო მარჯვენა მცველად უფრო ძლიერი გვყავდ დღეს ვალენსია ვიდრე მარცხენა მცველად როხო ბლინდი ან შოუ
1
№2
ავტორი: DRJBECKHAM
13 დეკემბერი 2016 13:37
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 487
ჯობია მაინც შოუს დაუცადონ, თუარადა როუზი კიარა ისეთი უნდა იყიდონ ვინც მართლა კარგია, იგივე ალექს სანდრო, ალაბა , ვალენსიაში რო თამაშობს გაია, ბერნატი. ბევრი იწერება გუარდიოლას ალაბა უნდაო და თუ ეს წავიდა სიტიში მაშინ ალკაბაზე იჩალიჩონ. და თუ მაინც ტოტენჰემიდან უნდა ვიყიდოთ ვინმე მაშინ ვოლკერი იყოს ))
0
№3
ავტორი: ikeoni
13 დეკემბერი 2016 13:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11626
Imedi maqvs shou daubrundeba dzvel formas da agar iqneba laparaki rouzebze da velrnalenebze
0
№4
ავტორი: kantona-7
13 დეკემბერი 2016 13:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
ბლინდი დააყენოს რათგვინდა მარცხენა მცველი ვერ ვხვდები
1
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
№5
ავტორი: shotkin
13 დეკემბერი 2016 13:56
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4067
ციტატა: DRJBECKHAM
ჯობია მაინც შოუს დაუცადონ, თუარადა როუზი კიარა ისეთი უნდა იყიდონ ვინც მართლა კარგია, იგივე ალექს სანდრო, ალაბა , ვალენსიაში რო თამაშობს გაია, ბერნატი. ბევრი იწერება გუარდიოლას ალაბა უნდაო და თუ ეს წავიდა სიტიში მაშინ ალკაბაზე იჩალიჩონ. და თუ მაინც ტოტენჰემიდან უნდა ვიყიდოთ ვინმე მაშინ ვოლკერი იყოს ))

და როუზი მართლა კარგი არარი?))))) ძაან მაგარი მარცხენა მცველაი ინგლისში ამ მომენტში ნომერ პირველი ჩემიაზრით
0
№6
ავტორი: kobinio
13 დეკემბერი 2016 13:57
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
ეს მართლა კაი ტრანსფერი იქნება
0
№7
ავტორი: Gamkrelidze
13 დეკემბერი 2016 14:04
  • სიახლეები: 86
  • კომენტარები: 504
მაგარი ჩოილარია sad
1
№8
ავტორი: kaxeti
13 დეკემბერი 2016 14:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 407
ბლინდი დააყენოს შოუსაც უნდა მიეცეს შანსი მაგრამ ეს უკანასკნელი შუშისაა
0
№9
ავტორი: SANDROGRIGA
13 დეკემბერი 2016 14:19
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
ციტატა: shotkin
ტეხავს რო შოუც ვერამართლებს და საუთჰემპტონიდან მარტო ლივერპული იღებს სარგებელს არც შნეიდერლენმა გაამართლა და შოუსაც მაინდამაინც ფეხი მოტყდა იმის მერე კიდე ისე ვეღარაა მარა მომატება შეუძლია რომარა ეს პატარ პატარა ტრანვები რეალობა კი ის გამოდის რო მარჯვენა მცველად უფრო ძლიერი გვყავდ დღეს ვალენსია ვიდრე მარცხენა მცველად როხო ბლინდი ან შოუ

100%
0
№10
ავტორი: gache1991
13 დეკემბერი 2016 14:51
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
ესენი დებილები არიან მგონი,ამდენი მარცხენა მცველი რათ უნდათ..დაბრუნდებიან სმოლინგი ბაიი შოუ და დრეს რო ყველა კმაყოფილია როხოთი რომელმაც მართლა იმუშავა და ფაქტია მწვრთნელის ყველა დავალება შეასრულა უნდა გადავაგდოთ??შოუ,ბლინდი,დარმიანი ჩვენ არ მოგვწონს მარცხენა მცველად თორე მოუს ხო მოწონს,და ამათ ზემოდან როუზი?:)))რომელიც ჯანმთელ შოუს არაფრით ჯობია..სისულელეა..
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top