"ტოტენჰემის" მარცხენა მცველი მანჩესტერული კლუბების სატრანსფერო სამიზნეა.
დენი როუზი "მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელის, პეპ გვარდიოლას სატრანსფერო სამიზნეა, მაგრამ "მანჩესტერ იუნაიტედთან" კონკურენციის გაწევა მოუწევს.
26 წლის მცველმა სექტემბერში "ტოტენჰემთან" ახალი 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, მაგრამ "ცისფერების" შეთავაზება მისთვის უფრო მიმზიდველი შეიძლება გამოდგეს, რისთვისაც გვარდიოლა ფულს ნამდვილად არ დაიშურებს, რადგან მისი გუნდის ფლანგის ყველა მცველი - ალექსანდერ კოლაროვი, პაბლო საბალეტა, ბაქარი სანია და გაელ კლიში - 31 წელს გადაცილებულები არიან და პეპს დაცვის ხაზის საშუალო ასაკის შემცირება სურს.
"სიტის" სკაუტები ბოლო კვირებში აქტიურად აკვირდებიან "დეზების" მარცხენა მცველს და გვარდიოლა მათი ანგარიშით მოხიბლულია.
მაგრამ ესპანელს ჟოზე მოურინიოსთვის მოუწევს კონკურენციის გაწევა, რამეთუ პორტუგალიელიც აქტიურად ეძებს მარცენა მცველს.
"იუნაიტედი" დიდი ხანია აკვირდება როუზს და მისი გადაბირება ლუი ვან გაალსაც სურდა, მაგრამ "ტოტენჰემთან" ურთიერთობის მდიდარი გამოცდილების ხარჯზე იციან, რომ "დეზების" აღმასრულებელ დირექტორ დანიელ ლევისთან თანამშრომლობა არც ისე ადვილია.
ლევი დიდძალ თანხას მოითხოვს როუზში, მითუმეტეს, რომ მას ხუთწლიანი კონტრაქტი აკავშირებს "სიტისთან" და ინგლისის ნაკრების რეგულარულ წევრად იქცა.
2007 წელს "ლიდსიდან" გადასვლის შემდეგ როუზს გარკვეული დრო დასჭირდა იმისათვის, რომ "უაით ჰარტ ლეინზე" ადგილი დაემკვიდრებინა და მიმდინარე სეზონშიც კი უხდებოდა უელსის ნაკრების ფეხბურთელ ბენ დევისისთვის კონკურენციის გაწევა.
მისმა სისწრაფემ და შეტევაში ჩართვის უნარმა როუზი პრემიერ ლიგის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ მცველად აქცია და გვარდიოლას მიაჩნია, დონკასტერელი ფეხბურთელი "სიტის" სათამაშო სისტემას მოერგება.
წყარო:
mirror