თბილისი:
მანჩესტერი:
3-02-2015, 10:36
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2487,
კომენტარები: 26
"იუნაიტედი" "კემბრიჯის" ფეხბურთელებს მაისურებს აჩუქებს
"წითელი ეშმაკები" მომავალ მეტოქეს მაისურებს აჩუქებენ.
"კემბრიჯ იუნაიტედის" ფეხბურთელებმა "მანჩესტერ იუნაიტედისგან" "ები სტედიუმზე" მაინც მიიღეს მაისურები, მიუხედავად იმისა, რომ მეორე ლიგის გუნდი მაისურების გაცვლის თაობაზე მთავარმა მწვრთნელმა გააფრთხილა.

"ოლდ ტრაფორდზე" ინგლისის თასის მეოთხე რაუნდის მატჩის გამართვის შემდეგ კი "კემბრიჯის" ფეხბურთელები დამატებით წითელ მაისურებს მიიღებენ, რადგან პირველ მატჩში "იუნაიტედი" თეთრ ფორმას ატარებდა.

ინგლისის თასის პირველი მატჩის დაწყებამდე "კემბრიჯის" მთავარმა მწვრთნელმა, რიჩარდ მანიმ ფეხბურთელებს განუცხადა, რომ თუ ანხელ დი მარიასა და მის თანაგუნდელებს მაისურს გაუცვლიდნენ, სათანადო თანხის გადახდა მოუხდებოდათ.

სათანადო თანხა კი 39.99 ფუნტს შეადგენს. მაგრამ "იუნაიტედმა" ნაცვლად მაისურის გაცვლისა და მოწინააღმდეგის ჯიბის დაზარალებისა, მაისურების ჩუქება ისურვა.

"ჩვენ საკმარისად მდიდრები არ ვართ იმისთვის, რომ მაისურები გავცვალოთ. თუ ჩემი ფეხბურთელები ამას გააკეთებენ, მათ საფასურის გადახდა მოუწევთ." - განაცხადა კემბრიჯის მწვრთნელმა.

მანის გუნდი პირველი მატჩის დასრულების შემდეგ ძალიან დაკავებული იყო ფრის აღნიშვნით და მაისურების გაცვლისთვის არ ეცალა.

მაგრამ კამერებს მიღმა "კემბრიჯის" ფეხბურთელების რვა-ცხრა კაციანი რიგი იდგა, რომლებიც "იუნაიტედის" გასახდელი ოთახისკენ მიიწევდნენ, რათა მაისურები მიეღოთ.

"იუნაიტედის" ყოფილი ფეხბურთელი, ლუკ ჩედვიკი კი ამ ყველაფერს ორგანიზებას უწევდა.

მიუხედავად იმისა, რომ მეორე ლიგის ფეხბურთელებმა დე ხეას, დი მარიას, ვან პერსის, ფალკაოსა და კერიკის მაისურები მიიღეს, მაინც უკმაყოფილინო დარჩნენ, რადგან მათ რიგებში არ იყო "მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტნის, უეინ რუნის 10 ნომრიანი მაისური.

თუმცა "იუნაიტედი" "კემბრიჯს" "დანაკარგს" დღესვე აუნაზღაურებს.

წყარო: M.E.N.
ახალი ამბები
26 კომენტარი
№21
ავტორი: Wardell
3 თებერვალი 2015 17:32
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
კაროჩე იმენა კათარზისი ვართ :D :D ვაჭამეთ, ვასვით, ეხლა ვაცმევთ კიდევაც ფულიც მივეცით ცოტა :D :D
0
№22
ავტორი: batumski
3 თებერვალი 2015 17:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 132
აუ ესენი რა გაჭირვებულები არიან
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ There are Good Football teams and there are Great Football teams, then of course there is Manchester United
№23
ავტორი: RedGirl
3 თებერვალი 2015 17:57
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
მოგიკვდით :(
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№24
ავტორი: Esi
3 თებერვალი 2015 20:14
  • სიახლეები: 265
  • კომენტარები: 1115
ციტატა: ვახო ( G G M U)
მერე წაიღებენ ამ ჩვენ მაისურებს, უეჭველი დაალომბარდებენ და ერთი 3 წლის განმავბლობაში გუნდს ფინანსური საკითხი მოგვარებული ექნება wink


ცვეტში biggrin2

ისე რაც ამათმა ჩვენთან თამაშისას ფული აკეთეეს biggrin2
0
№25
ავტორი: Macklemore
3 თებერვალი 2015 23:31
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
ისე კემბრიჯის ზამენამ ოლდ ტრაფორდზე სემიჩკა რო გაყიდოს საშხაპეების ფულსაც მოაგროვებენ :D :D :D
0
№26
ავტორი: PaLoMo
4 თებერვალი 2015 00:07
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4130
ვახო ( G G M U),
Yvela qartveli egre moiqceoda daalombardebda da lombardi gauyidda mere:-D
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top