"წითელი ეშმაკები" მომავალ მეტოქეს მაისურებს აჩუქებენ.
"კემბრიჯ იუნაიტედის" ფეხბურთელებმა "მანჩესტერ იუნაიტედისგან" "ები სტედიუმზე" მაინც მიიღეს მაისურები, მიუხედავად იმისა, რომ მეორე ლიგის გუნდი მაისურების გაცვლის თაობაზე მთავარმა მწვრთნელმა გააფრთხილა.
"ოლდ ტრაფორდზე" ინგლისის თასის მეოთხე რაუნდის მატჩის გამართვის შემდეგ კი "კემბრიჯის" ფეხბურთელები დამატებით წითელ მაისურებს მიიღებენ, რადგან პირველ მატჩში "იუნაიტედი" თეთრ ფორმას ატარებდა.
ინგლისის თასის პირველი მატჩის დაწყებამდე "კემბრიჯის" მთავარმა მწვრთნელმა, რიჩარდ მანიმ ფეხბურთელებს განუცხადა, რომ თუ ანხელ დი მარიასა და მის თანაგუნდელებს მაისურს გაუცვლიდნენ, სათანადო თანხის გადახდა მოუხდებოდათ.
სათანადო თანხა კი 39.99 ფუნტს შეადგენს. მაგრამ "იუნაიტედმა" ნაცვლად მაისურის გაცვლისა და მოწინააღმდეგის ჯიბის დაზარალებისა, მაისურების ჩუქება ისურვა.
"ჩვენ საკმარისად მდიდრები არ ვართ იმისთვის, რომ მაისურები გავცვალოთ. თუ ჩემი ფეხბურთელები ამას გააკეთებენ, მათ საფასურის გადახდა მოუწევთ." - განაცხადა კემბრიჯის მწვრთნელმა.
მანის გუნდი პირველი მატჩის დასრულების შემდეგ ძალიან დაკავებული იყო ფრის აღნიშვნით და მაისურების გაცვლისთვის არ ეცალა.
მაგრამ კამერებს მიღმა "კემბრიჯის" ფეხბურთელების რვა-ცხრა კაციანი რიგი იდგა, რომლებიც "იუნაიტედის" გასახდელი ოთახისკენ მიიწევდნენ, რათა მაისურები მიეღოთ.
"იუნაიტედის" ყოფილი ფეხბურთელი, ლუკ ჩედვიკი კი ამ ყველაფერს ორგანიზებას უწევდა.
მიუხედავად იმისა, რომ მეორე ლიგის ფეხბურთელებმა დე ხეას, დი მარიას, ვან პერსის, ფალკაოსა და კერიკის მაისურები მიიღეს, მაინც უკმაყოფილინო დარჩნენ, რადგან მათ რიგებში არ იყო "მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტნის, უეინ რუნის 10 ნომრიანი მაისური.
თუმცა "იუნაიტედი" "კემბრიჯს" "დანაკარგს" დღესვე აუნაზღაურებს.
წყარო:
M.E.N.