თბილისი:
მანჩესტერი:
3-02-2015, 10:36
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2487,
კომენტარები: 26
"იუნაიტედი" "კემბრიჯის" ფეხბურთელებს მაისურებს აჩუქებს
"წითელი ეშმაკები" მომავალ მეტოქეს მაისურებს აჩუქებენ.
"კემბრიჯ იუნაიტედის" ფეხბურთელებმა "მანჩესტერ იუნაიტედისგან" "ები სტედიუმზე" მაინც მიიღეს მაისურები, მიუხედავად იმისა, რომ მეორე ლიგის გუნდი მაისურების გაცვლის თაობაზე მთავარმა მწვრთნელმა გააფრთხილა.

"ოლდ ტრაფორდზე" ინგლისის თასის მეოთხე რაუნდის მატჩის გამართვის შემდეგ კი "კემბრიჯის" ფეხბურთელები დამატებით წითელ მაისურებს მიიღებენ, რადგან პირველ მატჩში "იუნაიტედი" თეთრ ფორმას ატარებდა.

ინგლისის თასის პირველი მატჩის დაწყებამდე "კემბრიჯის" მთავარმა მწვრთნელმა, რიჩარდ მანიმ ფეხბურთელებს განუცხადა, რომ თუ ანხელ დი მარიასა და მის თანაგუნდელებს მაისურს გაუცვლიდნენ, სათანადო თანხის გადახდა მოუხდებოდათ.

სათანადო თანხა კი 39.99 ფუნტს შეადგენს. მაგრამ "იუნაიტედმა" ნაცვლად მაისურის გაცვლისა და მოწინააღმდეგის ჯიბის დაზარალებისა, მაისურების ჩუქება ისურვა.

"ჩვენ საკმარისად მდიდრები არ ვართ იმისთვის, რომ მაისურები გავცვალოთ. თუ ჩემი ფეხბურთელები ამას გააკეთებენ, მათ საფასურის გადახდა მოუწევთ." - განაცხადა კემბრიჯის მწვრთნელმა.

მანის გუნდი პირველი მატჩის დასრულების შემდეგ ძალიან დაკავებული იყო ფრის აღნიშვნით და მაისურების გაცვლისთვის არ ეცალა.

მაგრამ კამერებს მიღმა "კემბრიჯის" ფეხბურთელების რვა-ცხრა კაციანი რიგი იდგა, რომლებიც "იუნაიტედის" გასახდელი ოთახისკენ მიიწევდნენ, რათა მაისურები მიეღოთ.

"იუნაიტედის" ყოფილი ფეხბურთელი, ლუკ ჩედვიკი კი ამ ყველაფერს ორგანიზებას უწევდა.

მიუხედავად იმისა, რომ მეორე ლიგის ფეხბურთელებმა დე ხეას, დი მარიას, ვან პერსის, ფალკაოსა და კერიკის მაისურები მიიღეს, მაინც უკმაყოფილინო დარჩნენ, რადგან მათ რიგებში არ იყო "მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტნის, უეინ რუნის 10 ნომრიანი მაისური.

თუმცა "იუნაიტედი" "კემბრიჯს" "დანაკარგს" დღესვე აუნაზღაურებს.

წყარო: M.E.N.
ახალი ამბები
26 კომენტარი
№11
ავტორი: Mufc7
3 თებერვალი 2015 10:54
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
აუ რა იყო ასეთი რა გაჭირვებულები არიან:დდ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№12
ავტორი: ვახო ( G G M U)
3 თებერვალი 2015 10:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
RojoDiablo,
ვალენსიამ მაინც არაფერი შემეტყობაო და... wink
0
№13
ავტორი: AkkRed
3 თებერვალი 2015 11:00
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ვალენსია რომ საერთოდ ვაჩუქოთ პატივისცემის პონტში რა lol ჩვენ ჭირს მოგვაშორებს ისინი კიდე გამდიდრდებიან lol
0
№14
ავტორი: RojoDiablo
3 თებერვალი 2015 11:01
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ვახო ( G G M U),
არა, საქაჩი წყალი აქვთ კემბრიჯის სტადიონზე და ვალენსიას ფანტაზია არ ეყო, რომ მიმხვდარიყო წყალი როგორ გამოეშვა, ისიც ადგა და ჩააწოდა.

AkkRed,
გუნდს ფული არ აქვს ისედაც და უბედურებას უბედურებაზე უმატებ?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№15
ავტორი: Mufc7
3 თებერვალი 2015 11:06
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
RojoDiablo,
ვახო ( G G M U),
AkkRed,
areyoukiddingme rage
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№16
ავტორი: AkkRed
3 თებერვალი 2015 11:08
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
RojoDiablo,

ეკუადორიდან შესაწირს გამოუგზავნიან შავი ჭირის მოშორებისთვის lol
0
№17
ავტორი: ვახო ( G G M U)
3 თებერვალი 2015 11:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
Mufc7,
გვანცა რა გინდა??? გავერთეთ ბიჭები tongue wink
0
№18
ავტორი: Mufc7
3 თებერვალი 2015 11:28
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
ვახო ( G G M U),
:დ ჩემს ნერვებზე?:დდდ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№19
ავტორი: Goginashvili777
3 თებერვალი 2015 12:49
  • სიახლეები: 425
  • კომენტარები: 1577
რატო ? თვითონ არააქვთ ? lol
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ რასაცა გასცემ შენია! , რაც არა ხო ისედაც შენია smoke
№20
ავტორი: GeorgeBest
3 თებერვალი 2015 16:29
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
აღარ მიტყდება უკვე ფრე, მადლია ამათთვის wink
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top