თბილისი:
მანჩესტერი:
11-01-2015, 00:46
ავტორი: Wardell,
ნანახია: 3068,
კომენტარები: 31
აირჩიე შენი შემადგენლობა
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "საუთჰემპტონი".
აირჩიე შენი შემადგენლობა
redarmy ახალ რუბრიკას უყრის საფუძველს, რომელშიც გვერდის მწერლები "იუნაიტედის" სავარაუდო შემადგენლობას აირჩევენ მატჩების წინ და ამასთან ყველა მათგანი საკუთარ არჩევანს არგუმენტულად დაასაბუთებს. პირველ ჯერზე ამ რუბრიკის სტუმარი მხოლოდ მე ვიქნები, თუმცა შემდეგ ტურებში უკვე აუცილებლად გაიზრდება რაოდენობა. ასევე შანსი მიეცემათ კომენტარების ავტორებს, ვინც ყველაზე კომპეტენტური იქნება და გამართულად გადმოსცემს საკუთარ აზრს სურვილის შემთხვევაში შემოგვიერთდება.

ლაშა ვეკუა


აირჩიე შენი შემადგენლობა


მატჩის წინა პრეს-კონფერენციაზე "იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ვან გაალმა, ძალიან სასიხარულო და ნანატრი ინფორმაცია გაავრცელა. ჰოლანდიელის თქმით გუნდს მხოლოდ ერთი ტრავმირებული მოთამაშე ჰყავს, რაც მას აძლევს საშუალებას სასურველი შემადგენლობა აარჩიოს. ეს ფაქტი მეც ძალიან დამეხმარა, რადგან გაცილებით დიდი არჩევანი მაქვს.

მეკარის საკითხი თავად დავიდმა გადაწყვიტა საოცარი თამაშით, ამიტომ პირდაპირ მცველებზე გადავალ. დიდი ალბათობით ლუი 4-მცველიან ტაქტიკას დაუბრუნდება და ამის თქმის საფუძველს მაძლევს განაპირა მცველების სათამაშო ფორმა. ალბათ დამეთანხმებით, რომ მოთამაშე, რომელიც არ არის 100%-ით მზად ვერანაირად ვერ ჩაიბარებს მთლიან ფლაგს. ცენტრალურ მცველთა წყვილი თავად ლუის მიკარნახა, რომელმაც პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ მარკოს როხო არის და იქნება მისი პირველი არჩევანი, ფილ ჯონსი კი მარჯვენა ფეხით მოთამაშე მცველებს შორის ყველაზე კარგად გამოიყუება.

ყველასთვის ცნობილია "საუთჰემტონის" ძლიერი ნახევარდაცვის შესახებ, მით უფრო რომ მათ ლიდერი, მორგან შნეიდერლინი, დაუბრუნდათ. ძლიერ ცენტრალურ ნახევარმცველებს ლუიმაც უნდა დაუპირისპიროს ისინი, ვისაც ხელეწიფება კონკურენტების შეჩერება და თამაშის რიტის ხელში ჩაგდება, კერიკი-ბლინდის დუეტი კი დღევანდელ "იუნაიტედში" საუკეთესო ვარიანტია. მათ წინ შემქნელთა ტრიო იმოქმედებს, რომლებიც ძალიან მოძრავები და მრავალფეროვნები არიან, ამიტომ არ გაუჭირდებათ ადგილების გაცვლა და მეტოქის მცველების დაბნევა. შესაძლოა ერერას ნაცვლად მატას გამწესება, თუმცა კარგ ფორმაში მყოფი ანდერი, რომელიც მაღალიცაა და ფიზიკურად ძლიერიც უფრო პროდუქტიულია ასეთ მეტოქესთან.

წინ ერთადერთი ფორვარდი კი რობინ ვან პერსი იქნება, რომელსაც ძალიან უყვარს "სოტონის" კარის აღება და ესეც რომ არ იყოს, მისი მაღალი კლასი აუცილებლად გამოადგება გუნდს. ეს "სენტ მერიზეც" დამტკიცდა.

გიორგი დუმბაძე

აირჩიე შენი შემადგენლობა


როგორც მოგეხსენებათ, ვან გაალს "მანჩესტერ იუნაიტედში" მოსვლის შემდეგ პირველად აქვს შემადგენლობის ფართო არჩევანი. ამჯერად ლუის შეუძლია აირჩიოს არა მარტო ძირითადი, არამედ სათადარიგო შემადგენლობა, რაც დამეთანხმებით თავისებური კოზირია მწვრთნელისთვის.

ძირითადი შემადგენლობის მეკარის პოზიცია დიდი ხანია უკვე დავის საკითხს აღარ წარმოადგენს. დავიდ დე ხეას კარის უცვლელი დარაჯია.

გამომდინარე იქიდან, რომ "ნომინალური" ვინგ-ბექები, ვალენსია და იანგი სრულ მზადყოფნაში არ არიან, სავარაუდოდ ვან გაალმა ხელი უნდა აიღოს სამი ცენტრალური მცველით თამაშზე. შესაბამისად ვფიქრობ, რომ დაცვის ცეტრალურ ხაზს ჯონსისა და სმოლინგის დუეტი ჩაიბარებს, ხოლო ფლანგებს შოუ და სავარაუდოდ მაკნეირი. შეგახსენებთ, ამ უკანასკნელს სათასო მატჩში უკვე აქვს მარჯვენა ფლანგზე თამაშის გამოცდილება და მიუხედავად იმისა, რომ ოპონენტი გაცილებით სუსტი იყო, ვიდრე ჩვენი დღევანდელი მეტოქე, ის კარგად გამოიყურებოდა. არსებობს სარისკო ვარიანტი, რომელიც ახლახანს ნაოპერაციები რაფაელის ან ტრავმამოშუშებული ვალენსიას დაყენებას გულისხმობს, თუმცა ლუის არ უყვარს მოთამაშეთა ჯანმრთელობით გარისკვა.

ნახევარდაცვის საყრდენ პოზიციას ტრადიციულად მაიკლ კერიკი დაიკავებს, რომელსაც ჩვეულ მანერაში დახმარებას გაუწევს უეინ რუნი. თავის მხრივ, მატამ სათადარიგოთა სკამზე უნდა გადაინაცვლოს, რადგან "საუთჰემპტონი" ერთ-ერთი ყველაზე ძალისმიერი ფეხბურთის მოთამაშე გუნდია, რაც ხუანის ფიქტიურ დაჩაგრვას ნიშნავს. მის ნაცვლად უმჯობესი იქნება ერერას გამოყენება, ხოლო მატა ზემოხსენებული კოზირის ფუნქციას შეითავსებს და შეცვლაზე შევა.

თავდასხმის ხაზს უცვლელი დუეტი ეყოლება, რომლის ერთი წევრი ვან გაალის საყვარელი ფეხბურთელი, ვან პერსი იქნება, ხოლო მეორე წევრი ფორმას დაბრუნებული რადამელ ფალკაო. ერთ მათგანს ძალიან უყვარს "წმინდანების" კარის დალაშქრვა, მეორეს კი ძალიან ბევრი აქვს დასამტკიცებელი.


რომელ ავტორს ეთანხმებით?

ლაშა ვეკუას
გიორგი დუმბაძეს
არც ერთს

სტატიები
31 კომენტარი
№21
ავტორი: De_Gea
11 იანვარი 2015 12:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 0
---Van Persie------Falcao--------
------------Rooney----------------
-------Mata--------Di Maria------
-------------Blind------------------
-Shaw----------------Rafael------
--------Rojo----Jones-------------
------------De Gea----------------
ვინმე მეთანხმებით? derpwhy
0
№22
ავტორი: UTD-Rule
11 იანვარი 2015 12:26
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
მგონი უკვე დროა ჩვენი ვინგერების სიძლიერე დაინახოს პრემიერ ლიგამ winked
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№23
ავტორი: VaRdo
11 იანვარი 2015 14:16
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
საღოლ საღოლ მშვენიერია : )

კარებში იასნად დდგ ამას წყალი არ გაუვა.

დაცვაში ცოთა რთულადაა საქმე. ვერ გაიგებ ვინაა მზად მატჩისთვის და ვინ არა ბევრი ახალ იდაბრუნებულია, მაგრამ მაინც მგონია რომ შოუ სმოლინგი ჯონსი და ვალნესია იდგებიან. მიუხედავათ იმის, რომ ვალენსია ახალი დაბრუნებულია. რაფაელი ჯერ მზად არაა და მაკნერს რამდენად ენდობა არ ვიცი.

ნახევარდაცვაში დი მარია კერიკი რომ იქნებიან ამაზეც თავს დავდებ და ორივე ყველაზე მეტად გვჭირდება დღეს. ასევე მგონია რომ ერერა დაიწყებს ძირითადში რას ნახევარდაცვას უფრო მრავალფეროვანს გახდის რუნისთან ერთად.

წინ ფალკაო პერსი დადგებიან.

სახლში გვაქვს თამაში და შემტევი იქნება რაც შეიძლება გუნდი. თან მოგების დროა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№24
ავტორი: Lalana
11 იანვარი 2015 14:37
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2349
მე კი სიამოვნებით ვიხილავდი რუნი-ფალკაოს ტანდემს.პერსის ადგილას ერთხელ ვცდიდი და რუნის დავაყენებდი,უკან კი მატას.ვინგერად იანუზაისა და დიამარიას,შუაში ერერას,ან კერიკს.აი რაც შეეხება დაცვას:შოუ,სმოლინგი,ჯონსი და ვალენსია.
0
№25
ავტორი: Scholes18
11 იანვარი 2015 14:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 15
პირველ რიგში ძაან კარგი იდეაა და ამისთვის ყოჩაღ ადმინისტრაციას ასე განაგრძეთ ;)
შემადგენლობას რაც შეეხება ვფიქრობ ამ სეზონში ყველაზე ლამაზი და შედეგიანი ფეხბურთი მაშინ ვაჩვენეთ როცა "დაიმონდით" ვთამაშობდით ამიტომ ვფიქრობ თუ ვან გაალი თავს გადაახტება და 4 მცველს დააყენებს შემადგენლობა ასეთი იქნება:
მაგრამ თუ ლუის სიამაყემ იჩინა თავი ალბათ შემდეგნაირად იქნება
0
№26
ავტორი: Berba 9
11 იანვარი 2015 15:05
  • სიახლეები: 278
  • კომენტარები: 1500
კარგი წამოწყებაა ნამდვილად, წარმატებები ))

ისე კი ვერ ვხვდები რატომ არავის ახსოვს მატა, რომელიც ძალიან მაგარ ფორმაშია ))) პლიუს ამას რუნი ცენტრშია დაწეული და ასეც იქნება კიდე რამდენიმე თამაში

ფალკაოც აუცილებლად ითამაშებს:)) ლუი რას გადაწყვეტს ვნახავთ, მაგრამ მატას სკამზე დასმა არ შეიძლება
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
The City Is Yours?
The City Is Yours?
20,000 empty seats!
Are You Fucking Sure?
№27
ავტორი: A.HERRERA
11 იანვარი 2015 15:31
  • სიახლეები: 80
  • კომენტარები: 464
falcao rvp
di Maria. Mata Valencia
. Rooney Carrick
ROJO MCNAIR JONES

. DE GEA
ase mgonia

falcao rvp
di Maria. Mata Valencia
. Rooney Carrick
ROJO MCNAIR JONES

. DE GEA
ase mgonia
0
№28
ავტორი: temo-scholes
11 იანვარი 2015 16:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1666
chemi azrit lui ar shecvlis arc satamasho sqemas da arc taktikas am matchshi...:) da ragatqmaunda itamashebs: 3-4-1-2 taqtikit.... Xolo rac sheexeba shemadgenlobas shemdegnairi iqneba:: de gea, jonsi, smolingi, roxo, di maria, valencia, runi, keriki, mata, van persi, falcao.....;)
0
№29
ავტორი: Malboro463
11 იანვარი 2015 18:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5892
ვანგალმა თითქმის ყველა მწყობრშიაო ეხლა ყველაფერი მასზეა დამოკიდებული კარგი შემადგენლობა უნდა დაყენოს ამ ბოლო დროს მისი ტაქტიკა ვერ ამართლებს. ნახევარი სათის მერე სულ გუნდის გადაწყობა უწევს. 3 ქულას ველოდები

და ერთი ეს რპვ და ფალკაოს დაყენება ერთად სისულელეა ორივე ნელია და ცენტრფორვადის ფუნქციას ითვისებენ სტრაიკერად კიდე ვერცერთი ვერ ქაჩავს. წინ ერთი ფორვარდი და უკან მატა რო დაყენოს კარგი იქნება სვარკის ყურება არ მოგვიწევს

-------------------------დე გეა---------------------
---მაკნეირი----ჯონსი------სმოლინგი---
0
№30
ავტორი: Lev
11 იანვარი 2015 19:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1522
ძმურად მითხარით სად და როგორ გავაკეთო ეს ტაქტიკა. საიტზეა სადმე?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top