"მანჩესტერ იუნაიტედი" - "საუთჰემპტონი".
redarmy ახალ რუბრიკას უყრის საფუძველს, რომელშიც გვერდის მწერლები "იუნაიტედის" სავარაუდო შემადგენლობას აირჩევენ მატჩების წინ და ამასთან ყველა მათგანი საკუთარ არჩევანს არგუმენტულად დაასაბუთებს. პირველ ჯერზე ამ რუბრიკის სტუმარი მხოლოდ მე ვიქნები, თუმცა შემდეგ ტურებში უკვე აუცილებლად გაიზრდება რაოდენობა. ასევე შანსი მიეცემათ კომენტარების ავტორებს, ვინც ყველაზე კომპეტენტური იქნება და გამართულად გადმოსცემს საკუთარ აზრს სურვილის შემთხვევაში შემოგვიერთდება.
ლაშა ვეკუამატჩის წინა პრეს-კონფერენციაზე "იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ვან გაალმა, ძალიან სასიხარულო და ნანატრი ინფორმაცია გაავრცელა. ჰოლანდიელის თქმით გუნდს მხოლოდ ერთი ტრავმირებული მოთამაშე ჰყავს, რაც მას აძლევს საშუალებას სასურველი შემადგენლობა აარჩიოს. ეს ფაქტი მეც ძალიან დამეხმარა, რადგან გაცილებით დიდი არჩევანი მაქვს.
მეკარის საკითხი თავად დავიდმა გადაწყვიტა საოცარი თამაშით, ამიტომ პირდაპირ მცველებზე გადავალ. დიდი ალბათობით ლუი 4-მცველიან ტაქტიკას დაუბრუნდება და ამის თქმის საფუძველს მაძლევს განაპირა მცველების სათამაშო ფორმა. ალბათ დამეთანხმებით, რომ მოთამაშე, რომელიც არ არის 100%-ით მზად ვერანაირად ვერ ჩაიბარებს მთლიან ფლაგს. ცენტრალურ მცველთა წყვილი თავად ლუის მიკარნახა, რომელმაც პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ მარკოს როხო არის და იქნება მისი პირველი არჩევანი, ფილ ჯონსი კი მარჯვენა ფეხით მოთამაშე მცველებს შორის ყველაზე კარგად გამოიყუება.
ყველასთვის ცნობილია "საუთჰემტონის" ძლიერი ნახევარდაცვის შესახებ, მით უფრო რომ მათ ლიდერი, მორგან შნეიდერლინი, დაუბრუნდათ. ძლიერ ცენტრალურ ნახევარმცველებს ლუიმაც უნდა დაუპირისპიროს ისინი, ვისაც ხელეწიფება კონკურენტების შეჩერება და თამაშის რიტის ხელში ჩაგდება, კერიკი-ბლინდის დუეტი კი დღევანდელ "იუნაიტედში" საუკეთესო ვარიანტია. მათ წინ შემქნელთა ტრიო იმოქმედებს, რომლებიც ძალიან მოძრავები და მრავალფეროვნები არიან, ამიტომ არ გაუჭირდებათ ადგილების გაცვლა და მეტოქის მცველების დაბნევა. შესაძლოა ერერას ნაცვლად მატას გამწესება, თუმცა კარგ ფორმაში მყოფი ანდერი, რომელიც მაღალიცაა და ფიზიკურად ძლიერიც უფრო პროდუქტიულია ასეთ მეტოქესთან.
წინ ერთადერთი ფორვარდი კი რობინ ვან პერსი იქნება, რომელსაც ძალიან უყვარს "სოტონის" კარის აღება და ესეც რომ არ იყოს, მისი მაღალი კლასი აუცილებლად გამოადგება გუნდს. ეს "სენტ მერიზეც" დამტკიცდა.
გიორგი დუმბაძეროგორც მოგეხსენებათ, ვან გაალს "მანჩესტერ იუნაიტედში" მოსვლის შემდეგ პირველად აქვს შემადგენლობის ფართო არჩევანი. ამჯერად ლუის შეუძლია აირჩიოს არა მარტო ძირითადი, არამედ სათადარიგო შემადგენლობა, რაც დამეთანხმებით თავისებური კოზირია მწვრთნელისთვის.
ძირითადი შემადგენლობის მეკარის პოზიცია დიდი ხანია უკვე დავის საკითხს აღარ წარმოადგენს. დავიდ დე ხეას კარის უცვლელი დარაჯია.
გამომდინარე იქიდან, რომ "ნომინალური" ვინგ-ბექები, ვალენსია და იანგი სრულ მზადყოფნაში არ არიან, სავარაუდოდ ვან გაალმა ხელი უნდა აიღოს სამი ცენტრალური მცველით თამაშზე. შესაბამისად ვფიქრობ, რომ დაცვის ცეტრალურ ხაზს ჯონსისა და სმოლინგის დუეტი ჩაიბარებს, ხოლო ფლანგებს შოუ და სავარაუდოდ მაკნეირი. შეგახსენებთ, ამ უკანასკნელს სათასო მატჩში უკვე აქვს მარჯვენა ფლანგზე თამაშის გამოცდილება და მიუხედავად იმისა, რომ ოპონენტი გაცილებით სუსტი იყო, ვიდრე ჩვენი დღევანდელი მეტოქე, ის კარგად გამოიყურებოდა. არსებობს სარისკო ვარიანტი, რომელიც ახლახანს ნაოპერაციები რაფაელის ან ტრავმამოშუშებული ვალენსიას დაყენებას გულისხმობს, თუმცა ლუის არ უყვარს მოთამაშეთა ჯანმრთელობით გარისკვა.
ნახევარდაცვის საყრდენ პოზიციას ტრადიციულად მაიკლ კერიკი დაიკავებს, რომელსაც ჩვეულ მანერაში დახმარებას გაუწევს უეინ რუნი. თავის მხრივ, მატამ სათადარიგოთა სკამზე უნდა გადაინაცვლოს, რადგან "საუთჰემპტონი" ერთ-ერთი ყველაზე ძალისმიერი ფეხბურთის მოთამაშე გუნდია, რაც ხუანის ფიქტიურ დაჩაგრვას ნიშნავს. მის ნაცვლად უმჯობესი იქნება ერერას გამოყენება, ხოლო მატა ზემოხსენებული კოზირის ფუნქციას შეითავსებს და შეცვლაზე შევა.
თავდასხმის ხაზს უცვლელი დუეტი ეყოლება, რომლის ერთი წევრი ვან გაალის საყვარელი ფეხბურთელი, ვან პერსი იქნება, ხოლო მეორე წევრი ფორმას დაბრუნებული რადამელ ფალკაო. ერთ მათგანს ძალიან უყვარს "წმინდანების" კარის დალაშქრვა, მეორეს კი ძალიან ბევრი აქვს დასამტკიცებელი.