თბილისი:
მანჩესტერი:
11-01-2015, 00:46
ავტორი: Wardell,
ნანახია: 3068,
კომენტარები: 31
აირჩიე შენი შემადგენლობა
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "საუთჰემპტონი".
აირჩიე შენი შემადგენლობა
redarmy ახალ რუბრიკას უყრის საფუძველს, რომელშიც გვერდის მწერლები "იუნაიტედის" სავარაუდო შემადგენლობას აირჩევენ მატჩების წინ და ამასთან ყველა მათგანი საკუთარ არჩევანს არგუმენტულად დაასაბუთებს. პირველ ჯერზე ამ რუბრიკის სტუმარი მხოლოდ მე ვიქნები, თუმცა შემდეგ ტურებში უკვე აუცილებლად გაიზრდება რაოდენობა. ასევე შანსი მიეცემათ კომენტარების ავტორებს, ვინც ყველაზე კომპეტენტური იქნება და გამართულად გადმოსცემს საკუთარ აზრს სურვილის შემთხვევაში შემოგვიერთდება.

ლაშა ვეკუა


აირჩიე შენი შემადგენლობა


მატჩის წინა პრეს-კონფერენციაზე "იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ვან გაალმა, ძალიან სასიხარულო და ნანატრი ინფორმაცია გაავრცელა. ჰოლანდიელის თქმით გუნდს მხოლოდ ერთი ტრავმირებული მოთამაშე ჰყავს, რაც მას აძლევს საშუალებას სასურველი შემადგენლობა აარჩიოს. ეს ფაქტი მეც ძალიან დამეხმარა, რადგან გაცილებით დიდი არჩევანი მაქვს.

მეკარის საკითხი თავად დავიდმა გადაწყვიტა საოცარი თამაშით, ამიტომ პირდაპირ მცველებზე გადავალ. დიდი ალბათობით ლუი 4-მცველიან ტაქტიკას დაუბრუნდება და ამის თქმის საფუძველს მაძლევს განაპირა მცველების სათამაშო ფორმა. ალბათ დამეთანხმებით, რომ მოთამაშე, რომელიც არ არის 100%-ით მზად ვერანაირად ვერ ჩაიბარებს მთლიან ფლაგს. ცენტრალურ მცველთა წყვილი თავად ლუის მიკარნახა, რომელმაც პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ მარკოს როხო არის და იქნება მისი პირველი არჩევანი, ფილ ჯონსი კი მარჯვენა ფეხით მოთამაშე მცველებს შორის ყველაზე კარგად გამოიყუება.

ყველასთვის ცნობილია "საუთჰემტონის" ძლიერი ნახევარდაცვის შესახებ, მით უფრო რომ მათ ლიდერი, მორგან შნეიდერლინი, დაუბრუნდათ. ძლიერ ცენტრალურ ნახევარმცველებს ლუიმაც უნდა დაუპირისპიროს ისინი, ვისაც ხელეწიფება კონკურენტების შეჩერება და თამაშის რიტის ხელში ჩაგდება, კერიკი-ბლინდის დუეტი კი დღევანდელ "იუნაიტედში" საუკეთესო ვარიანტია. მათ წინ შემქნელთა ტრიო იმოქმედებს, რომლებიც ძალიან მოძრავები და მრავალფეროვნები არიან, ამიტომ არ გაუჭირდებათ ადგილების გაცვლა და მეტოქის მცველების დაბნევა. შესაძლოა ერერას ნაცვლად მატას გამწესება, თუმცა კარგ ფორმაში მყოფი ანდერი, რომელიც მაღალიცაა და ფიზიკურად ძლიერიც უფრო პროდუქტიულია ასეთ მეტოქესთან.

წინ ერთადერთი ფორვარდი კი რობინ ვან პერსი იქნება, რომელსაც ძალიან უყვარს "სოტონის" კარის აღება და ესეც რომ არ იყოს, მისი მაღალი კლასი აუცილებლად გამოადგება გუნდს. ეს "სენტ მერიზეც" დამტკიცდა.

გიორგი დუმბაძე

აირჩიე შენი შემადგენლობა


როგორც მოგეხსენებათ, ვან გაალს "მანჩესტერ იუნაიტედში" მოსვლის შემდეგ პირველად აქვს შემადგენლობის ფართო არჩევანი. ამჯერად ლუის შეუძლია აირჩიოს არა მარტო ძირითადი, არამედ სათადარიგო შემადგენლობა, რაც დამეთანხმებით თავისებური კოზირია მწვრთნელისთვის.

ძირითადი შემადგენლობის მეკარის პოზიცია დიდი ხანია უკვე დავის საკითხს აღარ წარმოადგენს. დავიდ დე ხეას კარის უცვლელი დარაჯია.

გამომდინარე იქიდან, რომ "ნომინალური" ვინგ-ბექები, ვალენსია და იანგი სრულ მზადყოფნაში არ არიან, სავარაუდოდ ვან გაალმა ხელი უნდა აიღოს სამი ცენტრალური მცველით თამაშზე. შესაბამისად ვფიქრობ, რომ დაცვის ცეტრალურ ხაზს ჯონსისა და სმოლინგის დუეტი ჩაიბარებს, ხოლო ფლანგებს შოუ და სავარაუდოდ მაკნეირი. შეგახსენებთ, ამ უკანასკნელს სათასო მატჩში უკვე აქვს მარჯვენა ფლანგზე თამაშის გამოცდილება და მიუხედავად იმისა, რომ ოპონენტი გაცილებით სუსტი იყო, ვიდრე ჩვენი დღევანდელი მეტოქე, ის კარგად გამოიყურებოდა. არსებობს სარისკო ვარიანტი, რომელიც ახლახანს ნაოპერაციები რაფაელის ან ტრავმამოშუშებული ვალენსიას დაყენებას გულისხმობს, თუმცა ლუის არ უყვარს მოთამაშეთა ჯანმრთელობით გარისკვა.

ნახევარდაცვის საყრდენ პოზიციას ტრადიციულად მაიკლ კერიკი დაიკავებს, რომელსაც ჩვეულ მანერაში დახმარებას გაუწევს უეინ რუნი. თავის მხრივ, მატამ სათადარიგოთა სკამზე უნდა გადაინაცვლოს, რადგან "საუთჰემპტონი" ერთ-ერთი ყველაზე ძალისმიერი ფეხბურთის მოთამაშე გუნდია, რაც ხუანის ფიქტიურ დაჩაგრვას ნიშნავს. მის ნაცვლად უმჯობესი იქნება ერერას გამოყენება, ხოლო მატა ზემოხსენებული კოზირის ფუნქციას შეითავსებს და შეცვლაზე შევა.

თავდასხმის ხაზს უცვლელი დუეტი ეყოლება, რომლის ერთი წევრი ვან გაალის საყვარელი ფეხბურთელი, ვან პერსი იქნება, ხოლო მეორე წევრი ფორმას დაბრუნებული რადამელ ფალკაო. ერთ მათგანს ძალიან უყვარს "წმინდანების" კარის დალაშქრვა, მეორეს კი ძალიან ბევრი აქვს დასამტკიცებელი.


რომელ ავტორს ეთანხმებით?

ლაშა ვეკუას
გიორგი დუმბაძეს
არც ერთს

სტატიები
31 კომენტარი
№11
ავტორი: giggs
11 იანვარი 2015 01:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 0
პირველ რიგში მოგესალმებით საიტის მომხმარებლებს და მადლობა რო ამდენს შრომობთ. და გვაწვდით ინფორმაციას. ვეცდები ჩემი პატარა წვლილი მეც შევიტანო იმ დიდ საქმეში რასაც თქვენ აკეთებთ. საიტს ხშირად ვსტუმრობ მაგრამ დარეგისტრირება ახლა გადავწყვიტე : ) რაც შეეხება შემადგენლობას : ) ვფიქრობ ვან გაალი 4-1-3-2 ტაქტიკას შემოგვთავაზებს.
დეხეა
ვალენსია ჯონსი სმოლინგი შოუ
კერიკი
იანუზაი რუნი დიმარია
ვან პერსი ფალკაო
0
№12
ავტორი: GeorgeBest
11 იანვარი 2015 02:03
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
პირველ რიგში აუცილებლად 4 მცველს ველოდები. რაფა არამგონია დააყენოს, შოუს მარცხნივ ისევ როხო მირჩევნია მე პირადად, ან ცენტრში საერთოდ არ უნდა იდგეს და ზამენაზე დაჯდეს
0
№13
ავტორი: DimaSanaia
11 იანვარი 2015 03:10
  • სიახლეები: 58
  • კომენტარები: 289
რაღაცებში ვეთანხმები, რაღაცებში არა. ვან გაალი ძალიან ჯიუტი მგონია და ის იმ მწვრთნელებს განეკუთვნება, ვისაც ბოლომდე სჯერა თავისი ფილოსოფიის და არამგონია გადაუხვიოს არჩეულ გზას, მითუმეტეს რომ ყველა მწყობრშია თითქმის.

აი ჩემი ვარაუდი ასეთია, მგონია რომ ეს შემადგენლობა იქნება.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ We will never Die !

manunited
№14
ავტორი: Jubo
11 იანვარი 2015 03:20
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
რამდენჯერაც სცადა ლუიმ 4 მცველით თამაში, იმდენჯერ გაამართლა და მგონი ამჯერად მაინც დავიწყებთ სასურველი ფორმაციით

დაცვა: ლაზარეთიდან ახლადდაბრუნებული ფეხბურთელების ძირითადში დაყენება არ ჩვევია ლუის, ამიტომ რაფაელის სასტარტოში დაყენება ნაკლებად სავარაუდოა. ეს ერთი მიზეზი, რის გამოც ვალენსია იქნება ძირითადში, მეორე მოგვიანებით.
როხოც ამავე მიზეზის გამო არ იქნება, ცენტრში ჯონსი და სმოლინგი. ჯონსი მშვენიერ ფორმაშია, მაკნეირის ან ევანსის დაყენებას კი ლუის დარწმუნებული ვარ სმოლინგის დაყენება ურჩევნია. მარცხნივ შოუ იქნება და ამჯერად სრულად ითამაშებს. ბოლო 2 მატჩში ცვლილება მოუწია, ორივეჯერ კარგი შთაბეჭდილება დატოვა, ცენტრში სწრაფად და უპრობლემოდ შედიოდა, ძირითადში ადგილი დაიმსახურა.

ნახევარდაცვა: კერიკი, დი მარია, რუნი, მატა
ბლინდი და ფელაინი ახალი დაბრუნებულები არიან და არ გარისკავს ლუი, მაიკლს დააყენებს რუნის და მატას უკან. მატას საჭიროებაში საბოლოოდ დარწმუნდა მგონი ვან გაალი, გუნდში მატასგან მოდის დღესდღეობით მთავარი კრეატივი. კარგი ცენტრი ჰყავს საუთჰემპტონს, ორი დაცვითი ნახევარმცველით თამაშობენ, ამიტომ დი მარია მარცხენა ფლანგიდან ჩაწოდებებს შეეცდება. ვალენსია როგორც ყოველთვის ფლანგზე დაუღლელად იმოძრავებს და მარჯვენა ნახევარმცველის როლსაც შეითავსებს, ასეთი ფორმაციის დროს (4-1-3-2) ეს არის ვალენსიას დიდი პლიუსი და მეორე მიზეზი, რის გამოც ხვალ ძირითადში იქნება.

საუთჰემპტონის "რისხვაც" ძირითადში იქნება რა თქმა უნდა, მეორე თავდამსხმელი ფალკაო იქნება. გარდა იმისა, რომ რადამელი თამაშის ხარისხს აუმჯობესებს და თამაშს იმსახურებს, ლუის ერთჯერადი შანსების მიცემა არ ჩვევია. ბლეკეტი, მაკნეირი გაიხსენეთ, ხუთი ან ექვსი მატჩი ჩაატარეს ზედიზედ.
რუნის უკომენტაროდ ვტოვებ:დ სავარაუდო შედეგი: 2-0

ძირითადი: დე ხეა, ვალენსია, ჯონსი, სმოლინგი, შოუ, კერიკი, დი მარია, რუნი, მატა, ვან პერსი, ფალკაო
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
№15
ავტორი: bziki
11 იანვარი 2015 05:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
შოუ როხო სმოლინგი ვალენსია
კერიკი ერერა
დიმარია რუნი მატა
ვან პერსი
სურვილის დონეზე ესე ვისურვებდი. მატა იმიტო რო სახში ვართ და თამაში ჩვენი კარნახით უნდა წავიდეს სოტონიც ძალისხმიერ და დაცვით ფეხბურთს არ თამაშობს და მეტი სივრცე ექნება მატას. უფრო ძალისხმიერი ,დაცვითი სტილის გუნდებთან ერერას მაგიერ ფელაინი ერერა მატას ადგილზე. ფალკაო ვანპერსი შეეცვალონ ერთმანეთს wink
0
№16
ავტორი: AkkRed
11 იანვარი 2015 09:41
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
მივესალმები ამ მშვენიერი პროექტს winked იმედია ამით არ შემოვიფარგლებით და უფრო მეტი და მეტი რუბრიკები იქნება redarmy მომხარებლისთვის.

ნუ რაც შეეხება შემადგენლობას.

მეკარე თავისთავად უნდა ძნელი მისახვედრი არაა თუ ვინ იქნება.
რადგან ლუი იმყოფება იმ მწვრთნელების კატეგორიაში, რომლებიც თავისას აწვებიან ბოლომდე მე ავირჩევ 3 მცველიან ტაქტიკას ამასთან ერთად გამიადვილდება წინ იმ ფეხბურთელების დაყენება ვინც მინდა ერთად ვიხილო.

დაცვა: სმოლინგი ჯონსი როხო.

სმოლინგი ბოლო პერიოდია კარგად გამოიყურება და ამიტომ ის ავირჩიე, ჯონსი გადმოსვლის დღიდან მაგრად მევასება და მეიმედება ძაან მისი და ბოლოს როხო მგონი იმ დარჩენილ მცველებს ჯობია.

ნახევარდაცვა: ბლინდი, ერერა, დი მარია, მატა და რუნი.

ბლინდი და ერერა გაიმწესებენ საყრდენ ზონაში ორივეს აქვთ კარგი ბურთის ფლობა არც თუ ისეთი ფიზიკური სიძლიერით გამოირჩევიან, მაგრამ ბურთის დაჭერა/ართმევა/განაწილება მათ ეს კარგად შეუძლიათ ამიტომ ისინი დავაყენე საყრდენ ზონაში. ცოტა უფრო წინ დავაყენებ ჩვენს კაპიტანს რუნის რადგან მოგეხსენებათ სოტონის ნახევარდაცვა წელს არი მაღალ დონეზე და ასე ვთქვათ რუნი იქნება თამაშის ხერხემალი. რუნის წინ კი იქნებიან მატა დი მარიას დუეტი, უბრალოდ შესანიშნავი დუეტი ყალიბდება.

თავდასხმა: პერსი და ფალკაო

მგონი დროა ამ ორმა ფეხბურთელმა გვიჩვენოს თუ რა შეუძლიათ და შეყარონ იმდენი ბურთი რამდენსაც მისცემენ.
0
№17
ავტორი: Di Maria (7)
11 იანვარი 2015 11:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 14
ფალკაო
დი მარია რუნი ვან პერსი
ერერა ბლინდი
შოუ როხო ჯონსი ვალენსია
დე ხეა love
0
№18
ავტორი: abrama
11 იანვარი 2015 11:27
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1000
Kai dastavebia bichebo Mara patara ragacashi Minda she few in a am gcd got. Me mgonia Mata dziritadshi daiwyebs radgan dzalian kargad tamashobs da misi gamcholi pasebi aucileblad gamogvadgeba dges.
0
№19
ავტორი: Lev
11 იანვარი 2015 11:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1522
გენიალური რუბრიკაა..უღრმესი მადლობა ამისთვის))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!
№20
ავტორი: Jorbe-Jorbe
11 იანვარი 2015 12:02
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279

თუ ვან გაალი 3-5-2 სქემას აირჩევს.


ეს შემადგენლობა მინდა მე...
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top