თბილისი:
მანჩესტერი:
5-11-2020, 12:53
ავტორი: ALEXFERGUSON,
ნანახია: 1759,
კომენტარები: 28
ოლე მატჩის შემდეგ
ჩემი პასუხისმგებლობაა.
ოლე მატჩის შემდეგ
ცუდი თამაში

ჩვენი თამაშის დონე არ იყო საკმარისად კარგი მეტოქის წინააღმდეგ, რომელიც დარბოდა და მუშაობდა. მათ ტაიმის დაწყებამდე ორი გოლი გაიტანეს - ასე ხდება ევროპულ თამაშებში, როდესაც საკმარისად კარგად არ იცავ თავს. რა თქმა უნდა, ჩვენ ავირჩიეთ შემადგენლობა, რომელსაც ამ მატჩის მოგება შეეძლო. ვიმედოვნებდით, რომ საკმარისი იქნებოდა შანსების სწორად შესაქმნელად, მაგრამ ეს არ გამოგვივიდა. ემოციებს მნიშვნელობა არ აქვს - როცა მარცხდები, დრო აღარ არის გრძნობების დასალაგებლად, შენ უნდა იარო წინ.

ასეთი რამ დაუშვებელია

პირველ შემთხვევაში, კუთხური ჩამოვაწდოეთ და კაცი დავტოვეთ წინ - ეს მიუტევებელია! ასეთ გოლებს არუნდა ვუშვებდეთ- მიუღებელი იყო ასეთი მარტივი გოლის გაშვება. ჩვეულებრივ, ჩვენ ასეთი ბურთებს არ ვუშვებთ, რაც ნიშნავს, რომ ჩვენი უპასუხისმგებლობით ცუდი სამუშაო შევასრულეთ. უნდა ვაღიარო, რომ ეს ჩემი პასუხისმგებლობაა. მეორე გოლის მომენტში ჩვენ კარგად ორგანიზებულებიც არ ვიყავით. ჩვენ ცუდად ვთამაშობდით, ვერ ვიბრუნებდით ბურთს, ვერც კონტრშეტევებზე მივდიოდით, ორი მარტივი გოლი გაუშვით და მეორე ტაიმში საკმარისი ზეწოლა ვერ შევძელით. ენტონიმ კარგი გოლი გაიტანა დ აჩვენ კიდევ 45 წუთი გვქოდა თამაშის გადასარჩენად. ძალა არ დაგვიშურებია, უბრალოდ არაფერი გამოგვივიდა.

ტუანზებეს შეცვლის შესახებ

ყვითელი ბარათის გამო შევცვალეთ. ჩვენ წინ უნდა წავსულიყავით და ასეთი ნაბიჯი გადავდგით, ამიტომ ყვითელი ბარათი გახდა ამის მიზეზი.

ვან დე ბეკის თამაშის შესახებ

ტაქტიკურად, ბოლოს რამდენიმე რამის შეცვლა მოგვიწია. დონი კარგად ფლობდა ბურთს და აჩვენებდა ფეხბურთის ინტელექტს. ზოგჯერ ვგრძნობდი, რომ გუნდი ძალიან შორს მიდიოდა მარცხნივ. ჩვენ ძალიან ვხვდებოდით ჩვენს მარჯვენა ფლანგს. დონი იყო გუნდის ნაწილი, დღეს მან აჩვენა თავისი ხარისხი, მაგრამ მას არ ჰქონდა შესაძლებლობა გაბრწყინებულიყო რეალურად.

ქულების დაკარგვა

თქვენ არ შეგიძლიათ უბრალოდ მიხვიდეთ და სამი ქულა წამოიღოთ თქვენი მეტოქისგან ჩემპიონთა ლიგაზე - ეს დღეს ჩვენთვის კარგად გამოჩნდა. ჩვენ ვთამაშობდით კარგ ორგანიზებული გუნდის წინააღმდეგ, მაგრამ ჩვენ არ ვითამაშეთ კარგად, ფაქტობრივად ეს არის წარუმატებლობის მიზეზი.

ევერტონთან მატჩის მოლოდინი

რა თქმა უნდა, ადვილი არ არის იყო პოზიტიური, როცა ამდენჯერ მარცხდები, მაგრამ ჩვენს გუნდში კარგი ფეხბურთელები გვყავს და დაბრუნების შანსი გვექნება ამ შაბათს. ბოლო ორი შედეგი იყო ჩვენთვის დარტყმა, მაგრამ პასუხის გასაცემად მხოლოდ ევერტონში სტუმრობა და კარგი ფეხბურთის თამაშია. ვიმედოვნებ, რომ ფეხბურთლებმაც მხოლოდ ეს ვარიანტი იციან.

https://www.manutd.com/en
ინტერვიუები
28 კომენტარი
№11
ავტორი: ikeoni
5 ნოემბერი 2020 16:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11520
ბურუსით არის მოცულიო ჩვენ სიტუაციაზეა ნათქვამი
0
№12
ავტორი: LASHQARA
5 ნოემბერი 2020 16:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1980
შენ ხმას საერთოდ როგორ იღებ, ცოტათი მაინც შეგრცხვეს. ერთხელ ვერ შეუტიე თავიდანვე წაგებულ მატჩში, სირცხვილია...
0
№13
ავტორი: kaja
5 ნოემბერი 2020 16:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 76
ეხლა წავა და ევერტონს დააჭედებს !
0
№14
ავტორი: onlyred
5 ნოემბერი 2020 16:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 483
დასალაგებელია გუნდი
0
№15
ავტორი: Dato kutaisi
5 ნოემბერი 2020 17:10
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3225
ეჭვიც არ მეპარება რომ ევერტონს მოუგებენ.რატომ?სულ ასეა როცა უკვე წყალი შეუდგება მაშინ გუნდი იგებს და მერე ისევ იგივე წრეზე მივდივართ.კარლომ თუ მოტვინა და მეორე ნომრად დაუდგა მაშინ გადაგვივლიან.მოკლედ არამგონია ევერტონი ჩადგეს და თუ არსენალივით წინ და უკან ირბინეს ექნებათ შანსი.\უბრალოდ რაც ყველაზე ცუდი ხდება ჩვენთან არის ის რომ უკვე ფეხბურთელები ისე თამაშობენ აი კისერში რომ გაქვს ამოსული უფროსი და უბრალოდ იმიტომ რომ მუშაობ რომ ხელფასი აიღო.უემოციოა ყველა და გეგონება ყველას ეზარება თამაშიო.
ფეხბურთელებს თუ სწამთ მწვრთნელის ხედვების აი იქ ბრძოლა ჩანს და არა ასე უაზროდ ბოდიალი გეგონება დღეს შეყარეს ერთად პირველად მოედანზეო.
გუნდში ოლეს დროს რაც მიხაროდა (მეტი სიხარულის მიზეზი სამწუხაროდ არ მქონდა) ის იყო რომ გუნდში იყო კარგი განწყობა და ერთსულოვნება.ამის ხარჯზე ბევრი მნიშვნელოვანი თამაში მოვიგეთ.ახლა უკვე ეგეც აღარ ჩანს
0
№16
ავტორი: GOGAruud
5 ნოემბერი 2020 17:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 23
ამ თამაშის პირველი ანტიგმირი არც ოლეა, არც მაგუაირი და არც სხვა რომელიმე მცველი. ნახეთ პირველი გოლი რა ვითარებაში გავიდა? კუთხურიდან დაიკარგა ბურთი, ამ დროს როგორც წესი ცენტრალური მცველები მოწინააღმდების საჯარიმოში არიან, ვისაც უთამაშია გუნდში და ფეხბურთის რამე გაეგება ყველამ იცის რომ ასეთ დროს დაზღვევაზე ანუ ბოლო კაცზე უნდა იყოს ვინმე. ეს ვინმე ამ შემთხვევაში იყო “გამოცდილი” მატიჩი რომელსაც დატოვილი ყავდა 10 მეტრით შორს მაინც დემბა ბა, სიტის უოლკერი რო ყოფილიყო შეიძლება მისი სისწრაფით აგვეხსნა ეს დაშორება როგორც ბოლო კაცი, მაგრამ ისეთი ზანტი როგორიც მატიჩია და ესეთი “გამოცდილი” არაფრით არ აიხსნება. ეს ბურთი სწორედ მატიჩმა ჭამა. მეორე გოლი როგორც დავინახეთ დონის, ბრუნოს და მატას შეცდომით გავიდა, ავღნიშნავდი განსაკუთრებით დონის რომელმაც შეტენა ბრუნოს ბურთი და ასევე როდესაც მატამ დაკარგა ბურთი შემდგომ ძუნძულით მიყვებოდა უკან და თვალს ადევნებდა როგორ გაქონდათ ბურთი, ვერც სისწრაფით ვერ დაიკვეხნის მაგრამ როგორც ჩანს მაინცდამაინც ვერც დიდი მონდომებით და ჟილკით... ვერდიქტი ისაა რო ჩამშლელის პოზიცია იყო დირკა, ეს ის პოზიციაა სადაც საჭიროა ძაღლივით ირბინოს ვინმემ, როგორიც იყო როი კინი, ეხლა ამ პოზიციაზე საუკეთესოა ჩვენთან ფრედი და სკოტი... საქმე იმაშია რო სულ ყველა თამაშზე მათ ვერ გამოვიყენებთ და სწორედ აქ უნდა ნახოს ოლემ გამოსავალი. თავდასხმას რაც შეეხება როგორც რეში ისე მარსიალი როცა ხასიათზე არიან მაშინ თამაშობენ და იხვევენ ფეხზე მოწინააღმდეგეს. მაგრამ მათზეც იგივეს ვიტყვი რომ აქაც საჭიროა როტაცია, ალტერნატივა იყოს და ჩემი აზრით სკამზე ამისთვის არა გვყავს სათანადო ხალხი. ისევ მივდივართ ტრანსფერებზე რომელიც არ განხორციელდა და ამაში არც ოლეა დამნაშავე და არც ფეხბურთელები, ესენი არიან გლეიზერები და ვუდვორდი რომელთაც მხოლოდ ჯიბე ადარდებთ და მეტი არაფერი. სანამ ეგენი სათავეში იქნებიან სასწაულები უნდა მოახდინოს ოლემ ან ნებისმიერმა სხვამ რომ რამეს მიაღწიოს “ვწუხვარ რომ ამას ვამბობ”. მე პირადად ვთვლი რომ ოლე სწორი არჩევანი და არ უნდა შეიცვალოს, ეს ამ სიტუაციას გუნდის სიყვარულის გამო მოითმენს და სხვა არ დაიწყებს ხელმძღვანელობის მოთმენას და თავისი რეპუტაციიშ შელახვას და ესეც მოხდა დანარჩენი მწვრთნელების შემთხვევაში.დარწმუნებული ვარ ისინი ვინც აქამდე დაითხოვეს უბრალოდ მათი ცუდი შედეგების გამო არ დაითხოვეს არამედ იმის უკმაყოფილების გამოხატვითაც რომ მხარს არ უჭერდნენ მათ ფილოსოფიას და ტრანსფერებს არ ანხორციელებდნენ...
0
№17
ავტორი: Lalana
5 ნოემბერი 2020 18:45
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2339
ციტატა: GOGAruud
GOGAruud

ფერგიუსონის შემდეგ მილიარდორასიმილიონი არის დახარჯული და ჯერ ისევ ვბობღავთ და ვერ დავადგით საშველი ამ გუნდის წარმატებას.ვერ ვიტყვით რომ გლეიზერები არ ხარჯავენ,პოლ პოგბა ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გახადეს,მაგის შემდეგ კი ჰარი მაგუაიერი ყველაზე ძვირადღირებული მცველი.ფული იხარჯებოდა მაგრამ რამდენად სწორად აი ეგ არის საქმე.თუნდაც ამ სატრანსფერო ბაზარზე დიალოში 20 მილიონზე მეტი გადაიხადეს როდესაც ამ ფეხბურთელს ატალანტას პირველ გუნდშიც კი არ ჰქონია ნათამაშები.ფული იხარჯება მაგრამ მისი მიზნობრიობაა მთავარი.წელს მეც მინდოდა სანჩო,მაგრამ წელს ნამდვილად არ გამოდიოდა მაგ ფასში მისი შეძენა,მაგრამ როგორც დორტმუნდის უფროსობა ამბობს არც კი მიუმართავთ მის თაობაზე.გამოდის რომ შეიძლება მის მიმართ ინტერესი შეიძლება მხოლოდ გაზეთების ჭორი იყო და მეტი არაფერი.ოლეს მოსვლის შემდეგაც უკვე 300 მილიონი დაიხარჯა და არაა ნამდვილად პატარა თანხა.პრობლემა ასევე სკაუტებშია,ასევე სპორტულ დირექტორში.ვუდვორდი ტექნიკური დირექტორია და ჩვენ კი გვჭირდება სპორტული დირექტორი რომელიც მწვრთნელთან და ტექნიკურ დირექტორთან ერთად დასახავს გეგმას და ამ გეგმას მიყვებიან ბოლომდე,მაგრამ სპორტული დირექტორი კარგა ხანს ამ გუნდში არც დაინიშნება,რადგან ვუდვორდს ისედაც ყავს უკვე მრჩეველი მაგ საკითხში.
0
№18
ავტორი: PaLoMo
5 ნოემბერი 2020 19:09
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4066
ციტატა: The Special One
კარლო დაამთავრებს სავარაუდოდ ოლეს მანჩესტერულ მოღვაწეობას,მარა ამათგან არც გამიკვირდება უშანსოდ რო მოუგონ...

თუ წააგო ვფიქრობ გაუშვებნ,მაგრამ მგონია რო გადაანცობს ბურთს თავზე

ციტატა: Takashi Fukunishi
თურქეთში თამაში ყოველთვის უჭირდა გუნდს არაუშავს, პროსტა არავინ ყავს გუნდში კონკრეტულად მცველების მწვრთნელი, ნახევარმცველების და დავდამსხმელების? როგორც მეკარეს ყავს ცალკე თავისი. ზოგჯერ ისე აურევენ თითქოს პირველად ნახეს ერთმანეთი სტადიონზე. მაგრამ ეს არ იყო ტაქტიკური თამაში მაინც, აი არსენალმა რო გვაჯობა და ბრავო მაგათ მთელი თამაში პრესინგი მაგარი რთულია, ეგრე დაგვიდგება ევერტონიც და მან გამოჩნდება რამე გეგმა ბ თუ მოიფიქრეს ეგეთ პრსინგზე

სადაცა არუნდანიყო,თუ მაყურებელი არ ყავს მეტოქეს რაა აზრი აქვს? შინ იქნები თუ გასვლაზე?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№19
ავტორი: Dato kutaisi
5 ნოემბერი 2020 19:22
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3225
ციტატა: Lalana
ციტატა: GOGAruud
GOGAruud

ფერგიუსონის შემდეგ მილიარდორასიმილიონი არის დახარჯული და ჯერ ისევ ვბობღავთ და ვერ დავადგით საშველი ამ გუნდის წარმატებას.ვერ ვიტყვით რომ გლეიზერები არ ხარჯავენ,პოლ პოგბა ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გახადეს,მაგის შემდეგ კი ჰარი მაგუაიერი ყველაზე ძვირადღირებული მცველი.ფული იხარჯებოდა მაგრამ რამდენად სწორად აი ეგ არის საქმე.თუნდაც ამ სატრანსფერო ბაზარზე დიალოში 20 მილიონზე მეტი გადაიხადეს როდესაც ამ ფეხბურთელს ატალანტას პირველ გუნდშიც კი არ ჰქონია ნათამაშები.ფული იხარჯება მაგრამ მისი მიზნობრიობაა მთავარი.წელს მეც მინდოდა სანჩო,მაგრამ წელს ნამდვილად არ გამოდიოდა მაგ ფასში მისი შეძენა,მაგრამ როგორც დორტმუნდის უფროსობა ამბობს არც კი მიუმართავთ მის თაობაზე.გამოდის რომ შეიძლება მის მიმართ ინტერესი შეიძლება მხოლოდ გაზეთების ჭორი იყო და მეტი არაფერი.ოლეს მოსვლის შემდეგაც უკვე 300 მილიონი დაიხარჯა და არაა ნამდვილად პატარა თანხა.პრობლემა ასევე სკაუტებშია,ასევე სპორტულ დირექტორში.ვუდვორდი ტექნიკური დირექტორია და ჩვენ კი გვჭირდება სპორტული დირექტორი რომელიც მწვრთნელთან და ტექნიკურ დირექტორთან ერთად დასახავს გეგმას და ამ გეგმას მიყვებიან ბოლომდე,მაგრამ სპორტული დირექტორი კარგა ხანს ამ გუნდში არც დაინიშნება,რადგან ვუდვორდს ისედაც ყავს უკვე მრჩეველი მაგ საკითხში.

ლუკა ვინ ყავს მაგ საკითხში მრჩეველი?
0
№20
ავტორი: Lalana
5 ნოემბერი 2020 19:57
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2339
ციტატა: Dato kutaisi
ლუკა ვინ ყავს მაგ საკითხში მრჩეველი?

ოფიციალურად სერ ალექს ფერგიუსონი დირექტორთა საბჭოს წევრია და ასევე 2019 წლიდან დევიდ გილიც.აქედან გამომდინარე მრჩეველებიც ისინი გამოდიან
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top