თბილისი:
მანჩესტერი:
5-11-2020, 12:53
ავტორი: ALEXFERGUSON,
ნანახია: 1759,
კომენტარები: 28
ოლე მატჩის შემდეგ
ჩემი პასუხისმგებლობაა.
ოლე მატჩის შემდეგ
ცუდი თამაში

ჩვენი თამაშის დონე არ იყო საკმარისად კარგი მეტოქის წინააღმდეგ, რომელიც დარბოდა და მუშაობდა. მათ ტაიმის დაწყებამდე ორი გოლი გაიტანეს - ასე ხდება ევროპულ თამაშებში, როდესაც საკმარისად კარგად არ იცავ თავს. რა თქმა უნდა, ჩვენ ავირჩიეთ შემადგენლობა, რომელსაც ამ მატჩის მოგება შეეძლო. ვიმედოვნებდით, რომ საკმარისი იქნებოდა შანსების სწორად შესაქმნელად, მაგრამ ეს არ გამოგვივიდა. ემოციებს მნიშვნელობა არ აქვს - როცა მარცხდები, დრო აღარ არის გრძნობების დასალაგებლად, შენ უნდა იარო წინ.

ასეთი რამ დაუშვებელია

პირველ შემთხვევაში, კუთხური ჩამოვაწდოეთ და კაცი დავტოვეთ წინ - ეს მიუტევებელია! ასეთ გოლებს არუნდა ვუშვებდეთ- მიუღებელი იყო ასეთი მარტივი გოლის გაშვება. ჩვეულებრივ, ჩვენ ასეთი ბურთებს არ ვუშვებთ, რაც ნიშნავს, რომ ჩვენი უპასუხისმგებლობით ცუდი სამუშაო შევასრულეთ. უნდა ვაღიარო, რომ ეს ჩემი პასუხისმგებლობაა. მეორე გოლის მომენტში ჩვენ კარგად ორგანიზებულებიც არ ვიყავით. ჩვენ ცუდად ვთამაშობდით, ვერ ვიბრუნებდით ბურთს, ვერც კონტრშეტევებზე მივდიოდით, ორი მარტივი გოლი გაუშვით და მეორე ტაიმში საკმარისი ზეწოლა ვერ შევძელით. ენტონიმ კარგი გოლი გაიტანა დ აჩვენ კიდევ 45 წუთი გვქოდა თამაშის გადასარჩენად. ძალა არ დაგვიშურებია, უბრალოდ არაფერი გამოგვივიდა.

ტუანზებეს შეცვლის შესახებ

ყვითელი ბარათის გამო შევცვალეთ. ჩვენ წინ უნდა წავსულიყავით და ასეთი ნაბიჯი გადავდგით, ამიტომ ყვითელი ბარათი გახდა ამის მიზეზი.

ვან დე ბეკის თამაშის შესახებ

ტაქტიკურად, ბოლოს რამდენიმე რამის შეცვლა მოგვიწია. დონი კარგად ფლობდა ბურთს და აჩვენებდა ფეხბურთის ინტელექტს. ზოგჯერ ვგრძნობდი, რომ გუნდი ძალიან შორს მიდიოდა მარცხნივ. ჩვენ ძალიან ვხვდებოდით ჩვენს მარჯვენა ფლანგს. დონი იყო გუნდის ნაწილი, დღეს მან აჩვენა თავისი ხარისხი, მაგრამ მას არ ჰქონდა შესაძლებლობა გაბრწყინებულიყო რეალურად.

ქულების დაკარგვა

თქვენ არ შეგიძლიათ უბრალოდ მიხვიდეთ და სამი ქულა წამოიღოთ თქვენი მეტოქისგან ჩემპიონთა ლიგაზე - ეს დღეს ჩვენთვის კარგად გამოჩნდა. ჩვენ ვთამაშობდით კარგ ორგანიზებული გუნდის წინააღმდეგ, მაგრამ ჩვენ არ ვითამაშეთ კარგად, ფაქტობრივად ეს არის წარუმატებლობის მიზეზი.

ევერტონთან მატჩის მოლოდინი

რა თქმა უნდა, ადვილი არ არის იყო პოზიტიური, როცა ამდენჯერ მარცხდები, მაგრამ ჩვენს გუნდში კარგი ფეხბურთელები გვყავს და დაბრუნების შანსი გვექნება ამ შაბათს. ბოლო ორი შედეგი იყო ჩვენთვის დარტყმა, მაგრამ პასუხის გასაცემად მხოლოდ ევერტონში სტუმრობა და კარგი ფეხბურთის თამაშია. ვიმედოვნებ, რომ ფეხბურთლებმაც მხოლოდ ეს ვარიანტი იციან.

https://www.manutd.com/en
ინტერვიუები
28 კომენტარი
№1
ავტორი: The Special One
5 ნოემბერი 2020 12:56
  • სიახლეები: 60
  • კომენტარები: 886
კარლო დაამთავრებს სავარაუდოდ ოლეს მანჩესტერულ მოღვაწეობას,მარა ამათგან არც გამიკვირდება უშანსოდ რო მოუგონ...
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Maradona Good, Pele Better, George Best
№2
ავტორი: Rooney10wayne
5 ნოემბერი 2020 13:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 3
რატო არ ვიცი მაგრამ დარწმუნებული.ვარ ევერტონათ აუცილებლად მოვიგებთ და მერე უკვე დაიწყებს გუნდი თამაშს
0
№3
ავტორი: Lalana
5 ნოემბერი 2020 13:12
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2339
პირველი მიზეზი გუნდის დამარცხებისა იყო მეტოქის არ დაფასება,ეს კი შემადგენლობაზეც ისახებოდა.აშკარა იყო უფრო ევერტონთან მატჩზე ფიქრობდა გუნდი,ნაკლები ენერგიით და სიარულით სურდათ მატჩის მოგება,მაგრამ ეს ნამდვილად არ გამოუვიდათ.პირიქით,მაინც მოუწიათ იმ ფეხბურთელების დროზე ადრე გამოყვანა რომლებსაც ევერტონისთვის ინახავდა და მაინც მოხდა მათი გადაღლა,რადგან წაგებული პოზიციის გამოსწორებისთვის შეცვლაზე შემოსულ ფეხბურთელებს უფრო მეტი უნდა ებრძოლათ.ჩემპიონთა ლიგაზე საგანგაშო ჯერ კიდევ არაფერია,მაგრამ ამ მოგებით შეგვეძლო ბევრად თავისუფლად ვყოფილიყავით,ახლა კი ისევ ვირთულებთ საქმეს და ოლეც ირთულებს საქმეს.ევერტონთან გასვლაზე გვაქვს თამაში და ეს უფრო მამხნევებს,რადგან ამათ ოლდტრაფორდზე თამაში უფრო არ გამოსდით ვიდრე გასვლაზე,მაგრამ ამათი მაინც ვერ გავიგე,საკმაოდ არასტაბილურები არიან და ვისთან მოიგებენ ან ვისთან წააგებენ ვერანაირად ვერ იტყვი წინასწარ.
1
№4
ავტორი: glory28
5 ნოემბერი 2020 13:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 535
წადი რა, ისე რომ შერცხვენილი და მიწასთან გასწორებული არ იყო , ვერ ისწავლა სუსტ გუნდებთან თამაში, 3-5-2 არის წყობა და თამაშობ კონტრზე დაცვიდან მეტი არაფერი არ გამოდის ოლეს გუნდს , იმასაც ვერ ვხდება რომ "რონბა" წყობა რომელშიც ფლანგები არ თამაშობს მანჩესტერის თამაში არ არის , არსენალთანაც იგივე დაემართა, გამიგია შეცდომებზე სწავლობენო მაგრამ ამან ვერ ისწავლა ვერააფერი , თან დომხალიზაცია ხდება როდესაც ვაგებთ შემოყრის ყველა ნახევარმცველს და ვინ სად დგას რას აკეთებს არავინ იცის, კავანი რომ შემოგყავს უნდა ჩაუწოდო ბურთი რომ მიიღოს და გაიტანოს ის კი არაა გუშინ ნახევარდაცვაში ჩამოდიოდა ბურთს რომ შეხებოდა , უბრალოდ ოლემ არ იცის როგორ ათამაშოს გუნდი , ოლემ იცის მეორე ნომრად თამაში როდესაც ბურთს თავზე ახავენ და შეცოდმაზე კონტრზე გარბის, ეს იყო მანჩესტერი არასდორს მანჩესტერი იყო დინამუიური და მომაკვდინელები პოზიციური შეტები და მოწინაღმდგეის მიწანსთან გასწორება . ოლე უნდა წავიდეს დიდი ალბათობით ევერტონტან თამაშის მერე ოლე დატოვებს გუნდს , თან სანაკრებო პაუზა უწევს, მაგრამ ეხლა ევერტონთან ითამაშებს მეორე ნომრად და მოუგებს ტავის 3-5-2 წყობით და ისევ იმედებს შექმინსი რომლებიც მალევე გაქარწყლდება .
0
№5
ავტორი: wiking
5 ნოემბერი 2020 13:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 115
მემგონი მეტოქე არ დააფასეს და იმიტო წავაგეთ, მაგრამ ეს მაუეარი რომ სკამზე იყოს და ლინდელოფი ტუანზებე ძირითადში, მაგუეარის გამო რამდენი ქულა დაიკარგდა, ამასთან მეტოქეს მაგიერ გუნდელს იყვანს. მაგრამ მცველი რატო ათამაშევს ბურთს და მიდის სულ წინ როცა სივრცე ჩნდება ამხელა უკან, ამდენი გამთამაშებელი არავინაა მაგუეარზე კარგი დავიჯერო გუნდში???
არ გამიკვირდება რომ წელს ევროპაზე ამოვყოთ ტავი, არადა რა კარგად დავიწყეთ ლიგა no request
0
№6
ავტორი: zulte waregem
5 ნოემბერი 2020 13:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 117
კარლო დაგეშილი იქნება 3 ქულაზე ამ უთრაკოებს მოუგებენ. ერთი ბრუნო მეცოდება სად ამოყო თავი
1
№7
ავტორი: Malboro463
5 ნოემბერი 2020 13:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5871
პირველ გოლზე დასველებას მოეროდენ ბიჭები
სკამიდან არაცის ცენზურა არ აუწევია ხომ შეილებოდა ვინმეს ეკარნახა მოედნის გარედან ბა რომ დარჩენილი იყო.
0
№8
ავტორი: Lalana
5 ნოემბერი 2020 14:13
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2339
საინტერესო ფაქტი ის არის რომ ოლე გუნარის მანჩესტერმა იმდენივე მატჩი წააგო უკვე რამდენიც ჟოზეს მანჩესტერმა,მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია რომ ჟოზეს მანჩესტერში ბევრად მეტი მატჩი აქვს ჩატარებული.რამენაირად ეს არასტაბილურობა უნდა გამოსწორდეს გუნდში,თორემ არამგონია ასეთი თამაშების სვლებით ოლესაც დიდი დრო ჰქონდეს დარჩენილი.
0
№9
ავტორი: Takashi Fukunishi
5 ნოემბერი 2020 14:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 109
თურქეთში თამაში ყოველთვის უჭირდა გუნდს არაუშავს, პროსტა არავინ ყავს გუნდში კონკრეტულად მცველების მწვრთნელი, ნახევარმცველების და დავდამსხმელების? როგორც მეკარეს ყავს ცალკე თავისი. ზოგჯერ ისე აურევენ თითქოს პირველად ნახეს ერთმანეთი სტადიონზე. მაგრამ ეს არ იყო ტაქტიკური თამაში მაინც, აი არსენალმა რო გვაჯობა და ბრავო მაგათ მთელი თამაში პრესინგი მაგარი რთულია, ეგრე დაგვიდგება ევერტონიც და მან გამოჩნდება რამე გეგმა ბ თუ მოიფიქრეს ეგეთ პრსინგზე
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ B E L I E V E
№10
ავტორი: გიორგი13
5 ნოემბერი 2020 15:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1
ბიჯო რას გვერჩით რა დაგიშავეთ ესეთი თამაში როგორ შეიძლება ყველამ ჩვენთან რატომ უნდა მოიგოს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top