თბილისი:
მანჩესტერი:
8-10-2019, 21:48
ავტორი: Ole__boss,
ნანახია: 3510,
კომენტარები: 35
"ნიუკასლი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" ტაქტიკური ანალიზი.
კრისიზი გასვლით მატჩებში და ოლე გუნარ სოლსკიაერის მორიგი მარცხი ტაქტიკურად.
კრისიზი გასვლით მატჩებში და ოლე გუნარ სოლსკიაერის მორიგი მარცხი ტაქტიკურად. მოუგებელი სერია გრძელდება და ჯერ-ჯერობით პროგრესი არ ჩანს.

"ნიუკასლმა" 5-4-1 ფორმაცია თამაშების  62% ში გამოიყენა."ნიუკასლმა" 5-4-1 ფორმაცია თამაშების 62% ში გამოიყენა.

სტივ ბრიუსი თავს ისე გრძნობდა, როგორც თევზი წყალში, ვინაიდან მისი სამწვრთნელო კარიერის მანძილზე ეს ფორმაცია ყველაზე ღრმაწლოვანია. იგი 5-3-2 და 5-4-1 ძალიან ხშირად იყენებდა მის წინა გუნდებშიც, თუმცა "ნიუკასლში" ცოტა გადასხვაფერებული ვარიანტები შემოგვთავაზა. "მანჩესტერ იუნატედთან" სტივ ბრიუსმა, მძიმე დაცვის ცენტრი და ძალიან მოძრავი ფლანგები შემოგვთავაზა, ასევე მოძრავი ცენტრი, ძმები ლონგსტაფების სახით, წინ კი მძიმე ფორვარდი გაამწესა ჟოელინტონის სახით, დავალება ძალიან მარტივი იყო, "ნიუკასლი" მთელი გუნდით იცავდა თავს, ხოლო შეტევაში ძალიან დალაგებულად ადიოდნენ, სისწრაფეების და სწორი, კარგად დამუშავებული კონტრშეტევებით.

ოლე გუნარ სოლსკიაერი კი დიდი გამოწვევის წინაშე იდგა, აარონ ვან-ბისაკას ტრავმა, ასევე პოლ პოგბასი საკმაოდ სერიოზული განსაცდელი აღმოჩნდა. მათ შემცვლელებათ მოედანზე, დიეგო დალოტი და ფრედი მოგვევლინა. ფორმაცია უცვლელი, ფურცელზე 4-2-3-1, რეალურად კი ჩანაფიქრი 4-3-1-2 თამაში იყო, საკმაოდ მძიმე დაცვით.

"ნიუკასლის" თითქმის ყველა შეტევა მარჯვენა ფლანგიდან ვითარდებოდა, იედლინის და შაარის წამოწყებული შეტევები."ნიუკასლის" თითქმის ყველა შეტევა მარჯვენა ფლანგიდან ვითარდებოდა, იედლინის და შაარის წამოწყებული შეტევები.

"ნიუკასლის" მოწოდება რა თქმა უნდა დაცვა იყო და სწრაფი კონტრშეტევები, თუმცა მოედნის ცენტრში სტივ ბრიუსის შეგირდები შესანიშნავად მოქმედბნენ, ძმებმა ლონგსტაფებმა ცენტრი ფაქტიურად მოკლეს, რითაც ხუან მატას და ანდრეს პერეირას ყველანაირი არეალი შეუზღუდეს. ასევე გრძელი პასები ჟოელინტონზე, რომელმაც 55% მოიგო ამ ორთაბრძოლების რაც ძალიან ცუდი მაჩვენებელია. ძალიან საინტერესო იყო ალმირონის როლი მოედანზე, იგი ძალიან ავიწროებდა "იუნაიტედის" ფლანგის მცველს.

შეუჩერებელი იყო საინტ მაქსიმი, ფრანგმა მეტოქის წინააღმდეგ 9 წარმატებული დრიბლინგი განახორციელა.

მაგვაიერი და ტუანზებე ერთამანეთს თითქმის 32 ჯერ უპასესმაგვაიერი და ტუანზებე ერთამანეთს თითქმის 32 ჯერ უპასეს

"მანჩესტერ იუნაიტედმა" არჩევანი მოკლე სიღრმისეულ პასებს გააკეთა, სრულიად უფანტაზიო მოკლე პასები, რომელსაც მომავალი არ ჰქონდა, ყველა შეტევა თითქმის ცენტრზე გადიოდა, ფრედი - სკოტის დუეტი აკეთებდა ამას, ასევე დაიტვირთა მარცხენა მხარე იანგის სახით. ჩანაფიქრი სწრაფი პასები იყო, თუმცა "ნიუკასლის" დაცვა სივრცეები მოკლა და პასებიც განელდა, რასაც მომავალი არ ჰქონდა და აუცილებელი იყო სათამაშო სტილის ცვლილება. "მანჩესტერი იუნაიტედის" ცენტრალური ნახევარმცველები ბურთს 197 ჯერ შეეხნენ. მათი ეს მოკლე პასები და ასევე ფლანგიდან - ფლანგზე წარუმატებლად გადატანა ბურთის ძალიან კარგ შანსს აძლევდა მეტოქეს კონტრშეტევისთვის.

უფანტიზიო თამაში

"მანჩესტერის" შეტევის სტილი, ძალიან ნელი, უფანტაზიო და მარტივად აღსაქმელი, რომაა ამაში ორი აზრი არ არსებობს, ამას იეყებს ყველა წარმატებული თუ წარუმატებელი მწვრთნელი ჩვენს წინააღმდეგ.

აქსელ ტუანზებემ მატჩი 96% პასების სიზუსტით დატოვა, რაც მოედანზე მყოფთაგან ყველაზე მაღალი შედეგიააქსელ ტუანზებემ მატჩი 96% პასების სიზუსტით დატოვა, რაც მოედანზე მყოფთაგან ყველაზე მაღალი შედეგია

ასევე

ეშლი იანგი ბურთს შეეხო ყველა მეტჯერ - 109 .ეშლი იანგი ბურთს შეეხო ყველა მეტჯერ - 109 .

გარდა ამისა ძალიან წარუმატებელი წადობების სერია :

მხოლოდ წითლად მონიშნული დასრულდა წარმატებულადმხოლოდ წითლად მონიშნული დასრულდა წარმატებულად

ეს შეტევის სტილი, როდესაც მძიმე ფორვარდი არ გყავს გუნდში და მოედანზე მყოფი ფორვარდი ყველაზე ცოტა 22 ჯერ ეხება ბურთს, მგონი რაიმის ახსნა უკვე ზედმეტი ხდება.

მარკუს რაშფორდი ყველაზე ცოტა 22 ჯერ შეეხო ბურთს, რაც ყველაზე ცუდი მაჩვენებელი გახლდათ მოედანზემარკუს რაშფორდი ყველაზე ცოტა 22 ჯერ შეეხო ბურთს, რაც ყველაზე ცუდი მაჩვენებელი გახლდათ მოედანზე

იხილეთ ყველა ჩაწოდება, სადაც მარკუს რაშფორდი არ გაიხსნა სწორად :

"ნიუკასლი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" ტაქტიკური ანალიზი.

დუბლი 2

"ნიუკასლი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" ტაქტიკური ანალიზი.
სტატიები
35 კომენტარი
№11
ავტორი: Lalana
9 ოქტომბერი 2019 12:47
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ციტატა: JuanMata
ამ რეშფორდს სულ წინ უწოდებენ და სულ უკან იხსნება. იდეაში სწორად აწვდიან, ძალიან სწრაფია და დასწრებაზე თამაშში უპირატესობა უნდა ჰქონდეს და თვითონაც ერჩივნოს, ვიდრე პოზიციური ბრძოლაში შევიდეს მცველთან.

ჰოდა ამაზე მარტივი რა არის, ეს მომენტი რომ დაამუშავონ, ნეტა ვარჯიშებზე მაინც თუ იტანენ ასე გოლს?

დეილი მეილმა დაწერა ნაგელსმანთან მიდის მოლაპარაკებებიო. მაგ გამოცემას კი არაფერი დაეჯერება, მაგრამ რაღაც სასიამოვნო სიახლეა.

სპორტულ დირექტორზე არაფერი ისმის, სამაგიერო ახალი შეფმზარეული მოიყვანეს.

იქნებ აიღონ ეგ გამოცემა ხელში,წაიკითხონ და გაუჯდეთ ეგ აზრი თავში.

აქ საუბარია ჩვენ წინა მწვრთნელებზე და მოდით თოთოეულზე ერთ-ორ სიტყვას ვიტყვი.
დავიწყოთ მოიესიდან,უნდა შევთანხმდეთ რომ მოიესი არ არის მაღალი დონის მწვრთნელი და ის სართოდ არ უნდა დაენიშნათ ამ გუნდში,თვითონაც ვერ მიხვდა რა და როგორ უნდა ეკეთებინა გუნდში,ფერგიუსონის წასვლის შემდეგ პირდაპირ უნდა მოეყვანათ მაღალი დონის მწვრთნელი,მოიესის თემა თავშივე განწირული იყო.რაც შეეხება ვან გაალს,მოდი ვთქვათ რომ მისი დრო ნამდვილად წასული იყო,ჩვენ რომ არ მიგვეპატიჟებინა წესით მას კარიერა უნდა დაესრულებინა,მოვიყვანეთ კაცი რომლის იდეებიც მოძველებული იყო და იმ მწვრთნელთა სიაში იყო რომლებიც ბარგის ჩალაგებას იწყებდნენ,ამიტომაც ვერ გაამართლა მანდ,უნდოდა ახალი აიაქსი შეექმნა,მოყარა ახალგაზრდები,მაგრამ ამ იდეის განსახორციელბლად უკვე აღარ ჰქონდა ახალი იდეები,ამიტომაც იყო რომ ამაზრზენი იყო მისი თამაშის ყურება.
შემდეგ მოვიდა მოურინიო,სადაც რამოდენიმე სერიოზული და კარგი ტრანსფერიც დაიდო,ამას მოყვა ევროპა ლიგის თასი,რომელიც პირველად მოვიგეთ.დიდი ხნის შემდეგ კი ამ კაცმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფიდან გაგვიყვანა,გადახედეთ წინა ისტორიებს და დავინახავთ რომ ძალიან ბანძ ჯგუფებშიც კი ვრჩებოდით,შემდეგ მოხვდა ყველაზე უსიამოვნო,გამოვარდით სევილიასთან და უცნაური განცხადებაც გაკეთდა მისგან,რასაც ცუდი რეაქციები მოყვა,მაგრამ ამის და მიუხედავად გუნდმა მვენიერი შედეგი აჩვენა,ამდენი ხნის შემდეგ მეორე ადგილზე გავედით და იმის და მიუხედავად რომ ჩასვრილი დაცვა გვყავდა მაინც ძალიან ცოტა გოლი გავუშვით.მაგ ზაფხულს კი როგორც მოურინიო ასევე ჩვენც ველოდით რომ დაიდებოდა სერიოზული ტრანსფერები,მაგრამ რატომღაც ხელმძღვანელობამ კაცს რომელსაც კონტრაქტი გაუხანგრძლივა მხარი აღარ დაუჭირა და ტრანსფერები არ გაკეთდა,მოიყვანეს ფრედი რომელიც უბრალოდ სიტის სურდა,სიტის დაინტერესების შემდეგ ჩაერთო მანჩესტერი ამ ბრძოლაში მაქამდე კი არც განიხილებოდა,მოვიყვანეთ ფეხბურთელი რომელიც მწვრთნელის გეგმებში სულაც არ შედიოდა,იგივე იყო სანჩესის შემთხვევაში.ამ სატრანსფერო მდგომარეობიდან გამომდინარე უკმაყოფილიყო იყო მწვრთნელი,შემდეგ მოხდა დაძაბულობა და ამის შემდეგ აირია გუნდი,შეიძლება ხარისხობრივად მაქამდე ცუდად ვთამაშობდით მაგრამ ასე თუ ისე შედეგი იდებოდა და ამ კაცმა რამოდემიმე თასიც მოგვიტანა.ამ გაუგებრობაში ხელმძღვანელობამ მხარი ფეხბურთელებს დაუჭირა და გააგდეს მოურინიო.ანუ რა ხდება,როდესაც ვამბობთ რომ მწვრთნელების ცვლას შედეგი არ მოაქვს იმაზე დვფიქრდეთ რამდენად მოიყვანეს შესაბამისი კადრი?არც მოიესი და არც ვან გაალი აქ არ უნდა დანიშნულიყვნენ,მოურინიოს დანიშვნას კი უბრალოდ ერთი გამართლება აქვს,შედეგის მოტანა, თორემ სტილით არც ის შეესაბამებოდა მანჩესტერს,აქედან გამომდინარე მოყავდათ არასწორი მწვრთნელები.ახლაც ოლეს დანიშვნა ძალიან დიდი შეცდომა იყო,როგორც მოურინიოსთვის კონტრაქტის გახანგრძლივება.
0
№12
ავტორი: SANDROGRIGA
9 ოქტომბერი 2019 12:55
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ციტატა: Jashi96
Marcusrashfordi ariskle

is vintkva amaze bentekes tvini aqvso zustadutkvia))

მე დავწერე ადრე აქ wink ერთ-ერთი ინგლისელი გულშემატკივრის შეფასება იყო :)
0
№13
ავტორი: Lalana
9 ოქტომბერი 2019 13:00
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
და მოდით ბიჭებო სიმართლეს გავუსწოროთ თვალები.ოლე რომ არ იყოს ძველი მანჩესტერელი,ჩვენი ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელი და იყოს,უბრალოდ ჩვეულებრივი მწვრთნელი რომელსაც შეხება არ ჰქონია მანჩესტერთან დღეს ყველა მის გაგდებაზე ისაუბრებდა აქ.უბრალოდ მოგვწონს და გვიყვარს როგორც გულით მანჩესტერელი და გვინდა შედეგები დადოს,მაგრამ სიმართლე ისაა რომ არ არის მაღალი დონის მწვრთნელი.ეს მანჩესტერშიც ჩანს და კარდიფშიც გამოჩნდა როდესაც ნახევარი სეზონის განმავლობაში ვერაფერი გამოასწორა და გუნდი ჩემპიონშიპში გააგდო,იქ გაგდების შემდეგაც კი არ ჰქონია კარგი შედეგი და მაგიტომაც გააგდეს.ნორვეგიისთვის კი შესაფერისი მწვრთნელია.დღეს რომ მოურინიოს ან სხვა მწვრთნელს ეთამაშებინა ჩვენი გუნდი ასე ავტობუსა და მსგავსი ტექსტები იქნებოდა,ეგ კი არა მაგათგან მეორე ადგილი არ გვყოფნიდა და ოლეს მეთორმეტე ადგილი გვაკმაყოფილებს მომავლის იმედით.
0
№14
ავტორი: SANDROGRIGA
9 ოქტომბერი 2019 13:07
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ციტატა: Lalana

გეთანხმები, თან ისეთი მდგომარეობაა, მწვრთნელის შეცვლის გარეშე ვერ მოგვარდება ეს პრობლემა, არ მახსენდება მე პირადად ისეთი შემთხვევა, როცა გუნდი ასეთ ცუდ მდგომარეობაში ყოფილიყო და ახალი მწვრთნელის გარეშე უცებ ჩემპიონობისთვის ან რაიმე სხვა მაღალი მიზნებისთვის ებრძოლოს გუნდს. არც მომავალ სეზონში გამოსწორდება სიტუაცია, ახალი მაღალი დონის სპეციალისტია საჭირო და პლუს კარგი ტრანსფერები. გასაგებია ხელმძღვანელობის ცუდი მუშაობა და გაუგებარი სატრანსფერო პოლიტიკა მარა ოლეს მაინც არ უწერია აქ დიდი დრო.
0
№15
ავტორი: Lalana
9 ოქტომბერი 2019 13:24
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ციტატა: SANDROGRIGA

მთავარია ეს სწორ დროს მოხდეს,თუ ევროპა ლიგიდანაც გავარდით და ყველანაირი შანსი გავუშვით ხელიდან ოთხეულში შესასვლელად მერე ნამდვილად გვიანი იქნება.კიდევ კარგი რომ ტოტენჰემშიც არაა კარგ მდგომარეობაში და არც არსენალი გამოიყურება კარგად თორემ ახლა ჩამორჩენა უფრო მეტი იქნებოდა.მოურინიოზეც ასე იყო,სანამ ლივერპულმა არ გაგვანადგურა მაქამდე ერთი ადგილი არ გაანძრიეს რომ შეეცვალათ მწვრთნელი.ახლა მარტო პრობლემა ტაქტიკებსა და მონახაზებში კი აღარ არის,არამედ უბრალოდ ფსიქოლოგიური პრობლემაც არსებობს და ეს კიდევ ძალიან რთულად მოაგვარებადია,როდესაც ამდენ თამაშს ასე აგებ შემდეგ მწვრთნელისაც აღარ გჯერა.მაინც ვიტოვებ იმედს რომ ლივერპულთან არ გავნადგურდებით,მაგრამ მოხარული ვიქნები სასწრაფოდ ჩანაცვლდეს ეს კაცი ნორმალური მწვრთნელით,მანჩესტერის ფილოსოფიასთან შესაბამისი ხედვების მქონე მწვრთნელით.
0
№16
ავტორი: Dato kutaisi
9 ოქტომბერი 2019 14:14
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3202
აი აზრზე ვერ მოვდივარ როგორ უნდა მოგივიდეს კაცს თავში აზრი რომ მოურინიოს უშვებ და დემორალიზებულ გუნდში მოგყავს ოლეს მწვრთნელად.მე კი ვიცი ეგ ფერგის ახირებაა მოიესის ვარიანტივით ამანაც ჩაისვარა და წინასწარვე იყო განწირული მაგისთვის.
როდესაც ვლაპარაკობთ ოლეზე როგორც მწვრთნელზე, ყველა ერთხმად ამბობს რომ გამოუცდელია და არაა მაღალი დონის პროფესიონალი.კარგი ეგ ვიცით.აი მისი წინა სამუშაოებიდან რომელში ქონდა კარგი შედეგი.ყველა მიოლდეს ახსენებს რომ იქ აწეული პრესინგით და კონტრებით თამაშობდაო, მაგრამ მიოლდე რომელ ჩემპიონატშიც თამაშობს ის და პრემიერ ლიგას ერთია?პრემიერ ლიგაში რა ხვითოც იყო კარდიფში გამოჩნდა.ტიპი იქედანაც გააგდეს და ჩვენ მოვიყვანეთ.არ ვირეოდი როცა დანიშნეს დროებით მწვრთნელად მაგრამ მეგონა ვნახავთ შედეგებს და მერე გადაწყვეტენთქო.ამ დროს მთელი სეზონის ბოლო ჩააგდო გუნდმა საშინლად და უარესობისკენ მიდიოდა და ამათმა აჯახეს კონტრაქტი.მერე ეს ხვითო ადგა და დაიწყო წმენდა იმ ხალხით ვინც ვარგოდა და ვინც არ ვარგოდა დაიტოვა.თან არავინ მოიყვანა სანაცვლო.მოკლედ აბრალეთ ბიჭებო ვუდვორდს რომელმაც თავისი საქმე იცის უზადოდ და ამის გამო არც არავინ გაუშვებს.რაც შეეხება იმას რომ სპორტული დირექტორი არ გვყავს აქაც მე პირადად ფერგის ფაქტორს ვხედავ.არ ვიცი ახლა პირდაპირ მაგი აჭიანურებს ამ ყველაფერს თუ არა მაგრამ ზუსტად ისე რომ გრძელდება ყველაფერი როგორც ფერგის დროს იყო-ერთ იმსახიობის თეატრი,ეგ თვალშისაცემია.დემოკრატიულ მმართველობაში დივერსიფიცირება არის ყველაზე აუცილებელი, რაც გამოიხატება ფუნქციების დელეგირებაში, ანუ ყველამ იცის თავისი საქმე და აკეთებს იმას.სპორტული დირექტორის არ ყოლა უშლის ხელს იმას რომ სპორტული კუთხით პროფესიონალები არ მუშაობენ.სკაუტები მწვრთნელი და კიდევ ერთი რუხი კარდინალი ყავთ ვუდვორდის ძმაკაცი გვარი დამავიწყდა,აი ესენი წყვეტენ ვინ უნდა მოვიდეს და წავიდეს.ამ სამი რგოლიდან სკაუტები როგორ გვყავს კარგად იცით შესახედაობით რომ არჩევენ ფეხბურთელებს ვითომ სუხიშვილები იყონ და კონკურენტი არავინ ყავდეთ ბაზარზე, მწვრთნელია და ამბობს ღიად მინდა ბრიტანელი იაფიანი მუშა ფეხბურთელებიო(ვარსკვლავებთან აბა რა ავტორიტეტი მაგას აქვს)და მესამე რუხი კარდინალი კიდე არის საფონდო ბირჟის სპეციალისტი.ტიპი მანჩესტერის სახელით კრედიტებს გასცემს სხვადასხვა კომპანიებზე.ანუ დაკრედიტების სპეციალისტი,უცოდინარი მწვრთნელი და სამოდელო სააგენტოს სკაუტები - აი ხალხი ვინც დღეს მანჩესტერში ქმნიან ამინდს.აი დანარჩენს რაც შეეხება აკეთებს ვუდვორდი.
ასე რომ არაა ისე მარტო იძახო ვუდვორდი არის პრობლემაო.ვუდვორდმა იდეალურად იცის თავისი საქმე.ჩაჯმული გუნდი შემოსავლებით იხევდეს ყველას ეგ ერთეულებს შეუძლიათ.
ხოდა ბოლოს.ეს უაზრო მმართველობის სტილი არის ფერგის გადმონაშთი.ფერგი იყო სკაუტიც მწვრთნელიც და მენეჯერიც.სხვა ყველა ფიქცია იყო გუნდში.ასეთმა ავტორიტარულმა მმართველობამ შედეგები დადო სხვადასხვა დროს.მაგრამ მომავალი დაუნგრია გუნდს.
აცადე ფერგი ამ გუნდს და დასვენე დატკბი შენი სიბერით.თქვენ კიდევ ვინც მანჩესტერში ყრიხართ მიხვდით რომ ცვლილებების დროა რადიკალური ცვლილებების,გარდაქმნის და გარდატეხის.
0
№17
ავტორი: Lalana
9 ოქტომბერი 2019 14:45
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
Dato kutaisi-ყველაფერში გეთანხმები დავით,მაგრამ როდესაც აღმასრულებელი დირექტორი ხარ პირველ რიგში შენ მოგეთხოვება გუნდის წარუმატებლობა.თუ ვინმე ტვინს ურევს ეგეც თავისი ბრალია რომ გვერდით ყავს.თავის საქმეში მართლაც ძალიან კარგია,მაგრამ სპორტული თვალსაზრისით ვერაფრით ვითარდებით.
ისე ვფიქრობ პოჩეტინოს გაშვებას უცდიან,არაა მატივი 32 მილიონამდე გადაიხადო მწვრთნელში,მაგრამ ამ შემთხვევისთვის ნამდვილად ღირს,უბრალოდ მაინც უცდიან,შეიძლება თვითონ ტოტენჰემმა გაუშვას,რამოდენიმე გამოცემაშიც დაიწერა შეიძლება ტოტენჰემი მოურინიომ ჩაიბაროსო და იქნებ მასეც მოხდეს და პოჩეტინო ხელმისაწვდომი იყოს.ნაგელსმანი ოპტიმალური ვარიანტია,მაგრამ ჩემი აზრით ახლა მისი მიზანი ბუნდესლიგაში წარმატების მიღწევაა,მაგრამ მასთან დაკავშირებული მაინც ჭორი მგონია.ისე კი სასიამოვნო ჭორი კია და ასე რომ ფიქრობდნენ ხელმძღვანელობაში მშვენიერი იქნბოდა,დისციპლინიდან დაწყებული ახალი ხედვებით დამთავრებული ყველაფერი აქვს ნაგელსმანს.
0
№18
ავტორი: Dato kutaisi
9 ოქტომბერი 2019 16:21

ბაზარი არაა გეთანხმები ყველაფერში.ვუდვორდი იღებს პასუხისმგებლობას საბოლოო ჯამში ყველაფერზე ისევე როგორც ოლე იღებს პასუხისმგებლობას გუნდის სათამაშო ხარისხსა და შედეგებზე.გუშინწინ თქვა ჩემი პასუხისმგებლობაა ეგ და მე ვიღებ ჩემ თავზეო.ვერ დაუკარგავ სიალალეს.მაგრამ არ მესმის ზოგადად ტიპების რომლებიც გამოცდილების გარეშე მიდიან სამუშაოდ საპასუხისმგებლო საქმიანობაზე.არსებობს პროფესიები სადაც შეიძლება რომ მუშაობა დაიწყო,გამოცდილება არ გქონდეს და ისწავლო.ამ დროს სხვა გყავს გვერდით შენი უფროსი რომელიც შეცდომებს გაგისწორეს და ყოველ შემთხვევისთვის საქმის დაქცევის საშუალებას არ მოგცემს.
ოლემ თვითონ როგორ გადაწყვიტა წასულიყო გუნდში სადაც პროფესიონალმა მწვრთნელებმა ვერ ივარგეს ისეთი არეული სიტუაციაა,ხოდა როგორ გაბედა თვითონ იმას ვერ ვხვდები.ინიშნები მთავარ მწვრთნელად პირველი პირი ხარ, ვინ გაგისწორებს რო რამე გეშლებოდეს?ფელანი?:)))
ხოდა ჩემო ძმაო რაც შეეხება ახალ მწვრთნელს, აქაც ძალიან კურიოზული მდგომარეობა შეიქმნება აგერ ნახე.ეს გააგრძელებს ასე ჩასვრას და აგერ გუნდმა ჩვენ დროს მივცემთო.ხოდა გასაგდები რო ეყოლებათ მერე ადგება და ოლე წავა თვითონ იმიტომ რომ გუნდს გაუტყდება რამდენიმე კვირის წინ ვენდობოდითო და ახლა აღარ ვენდობით არ გამოდისო.ერთადერთი არ მინდა რომ სამარცხვინოდ წავაგოთ ლივერთან.ფრე იყოს წავაგოთ მინიმალურად მაგრამ ბრძოლით.თუ მოვიგებთ მაგას რა ჯობია მაგრამ არ მინდა სულ გასახსენებლად იყოს ეს თამაში.ნაგელსმანი მინდა მეც.დისციპლინა დაბრუნდება გუნდში და გრძელვადიანი პროექტი იქნება
0
№19
ავტორი: David_Beckham7
9 ოქტომბერი 2019 16:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1057
მარკუსოს 9 ნობის რა ვთქვი მე. ვისი თამაშიც მოგვწონს და გვინდა მათსავით ათამაშდეს გუნდი. სიტი... ლივერპული ... სიტი უფრო ზუსტად ესეთ გოლ3ბს იტანს ფლანგიდან შედის კქცი ცრიანზე მყოფი მოთამქშე მიოწევს კარისკენ ახლოს თუ კარგი გახსნილია ხო იღებს პას თუ არადა მას სო ყვება მცველი და მის უკან იქმნება სივრცე. და უკან პას აკეთებენ. სხვათაშორის სანჩოს რო გავკოვივართ დააკვირდით პასების უმეტესობას ესეთს აკეთებს როგორსაც ამ მონწხაზშო რაშვორდი ან გააფუჭებდა ან სულ ვერ გაეხსნებოდა და ეგაც რო შევიძინოთ თუ რამე სქემა არ ჩამოყალიბდა ისაც მუდამ პერსპეკტიულ ახალგაზრდად დარჩება და ვერ ვანვითარდება. ხო ბოლოს აწ ხშირად ვახსენებდით. შეიძლება ჭორია მაგრამ როგორც იქნა ნაგელსმანზეც დაიწერა მანჩესტერთან დაკავშირებით. goal.ge. ზე ვნახე
0
№20
ავტორი: Lalana
9 ოქტომბერი 2019 17:15
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
Dato kutaisi-სრულიად გეთანხმები დავით.რთული მდგომარეობაა და ვნახოთ რა მოხდება,მოვლენები როგორ განვითარდება.20 ოქტომბრამდე არაა პატარა დრო დარჩენილი და დიდი იმედი მაქვს რაღაც მოხდება და შეიცვლება.ლივერპულთან კიდევ უშანსოდ და სამარცხვინოდ დამარცხება არ მინდა.ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ მაგ თამაში მაინც იბრძოლებენ და ბოლომდე დაიხარჯებიან.

David_Beckham7-ისეთმა წყარომ დაწერა ეგ ცნობა არაა დასაჯერებელი,მაგრამ თუ ოდნავ მაინც სიმართლე ურევია მაგ ინფორმაციას საკმაოდ სასიხარულო იქმება.

დღეს კარინგტონზე მარსიალი,ჯონსი,ბაილი და შოუ გამოჩდნენ,გამოკეთდნენ ესენი?
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top