"ნიუკასლი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" ტაქტიკური ანალიზი.
კრისიზი გასვლით მატჩებში და ოლე გუნარ სოლსკიაერის მორიგი მარცხი ტაქტიკურად.
კრისიზი გასვლით მატჩებში და ოლე გუნარ სოლსკიაერის მორიგი მარცხი ტაქტიკურად. მოუგებელი სერია გრძელდება და ჯერ-ჯერობით პროგრესი არ ჩანს.
"ნიუკასლმა" 5-4-1 ფორმაცია თამაშების 62% ში გამოიყენა.სტივ ბრიუსი თავს ისე გრძნობდა, როგორც თევზი წყალში, ვინაიდან მისი სამწვრთნელო კარიერის მანძილზე ეს ფორმაცია ყველაზე ღრმაწლოვანია. იგი 5-3-2 და 5-4-1 ძალიან ხშირად იყენებდა მის წინა გუნდებშიც, თუმცა "ნიუკასლში" ცოტა გადასხვაფერებული ვარიანტები შემოგვთავაზა. "მანჩესტერ იუნატედთან" სტივ ბრიუსმა, მძიმე დაცვის ცენტრი და ძალიან მოძრავი ფლანგები შემოგვთავაზა, ასევე მოძრავი ცენტრი, ძმები ლონგსტაფების სახით, წინ კი მძიმე ფორვარდი გაამწესა ჟოელინტონის სახით, დავალება ძალიან მარტივი იყო, "ნიუკასლი" მთელი გუნდით იცავდა თავს, ხოლო შეტევაში ძალიან დალაგებულად ადიოდნენ, სისწრაფეების და სწორი, კარგად დამუშავებული კონტრშეტევებით.
ოლე გუნარ სოლსკიაერი კი დიდი გამოწვევის წინაშე იდგა, აარონ ვან-ბისაკას ტრავმა, ასევე პოლ პოგბასი საკმაოდ სერიოზული განსაცდელი აღმოჩნდა. მათ შემცვლელებათ მოედანზე, დიეგო დალოტი და ფრედი მოგვევლინა. ფორმაცია უცვლელი, ფურცელზე 4-2-3-1, რეალურად კი ჩანაფიქრი 4-3-1-2 თამაში იყო, საკმაოდ მძიმე დაცვით.
"ნიუკასლის" თითქმის ყველა შეტევა მარჯვენა ფლანგიდან ვითარდებოდა, იედლინის და შაარის წამოწყებული შეტევები."ნიუკასლის" მოწოდება რა თქმა უნდა დაცვა იყო და სწრაფი კონტრშეტევები, თუმცა მოედნის ცენტრში სტივ ბრიუსის შეგირდები შესანიშნავად მოქმედბნენ, ძმებმა ლონგსტაფებმა ცენტრი ფაქტიურად მოკლეს, რითაც ხუან მატას და ანდრეს პერეირას ყველანაირი არეალი შეუზღუდეს. ასევე გრძელი პასები ჟოელინტონზე, რომელმაც 55% მოიგო ამ ორთაბრძოლების რაც ძალიან ცუდი მაჩვენებელია. ძალიან საინტერესო იყო ალმირონის როლი მოედანზე, იგი ძალიან ავიწროებდა "იუნაიტედის" ფლანგის მცველს.
შეუჩერებელი იყო საინტ მაქსიმი, ფრანგმა მეტოქის წინააღმდეგ 9 წარმატებული დრიბლინგი განახორციელა.
მაგვაიერი და ტუანზებე ერთამანეთს თითქმის 32 ჯერ უპასეს"მანჩესტერ იუნაიტედმა" არჩევანი მოკლე სიღრმისეულ პასებს გააკეთა, სრულიად უფანტაზიო მოკლე პასები, რომელსაც მომავალი არ ჰქონდა, ყველა შეტევა თითქმის ცენტრზე გადიოდა, ფრედი - სკოტის დუეტი აკეთებდა ამას, ასევე დაიტვირთა მარცხენა მხარე იანგის სახით. ჩანაფიქრი სწრაფი პასები იყო, თუმცა "ნიუკასლის" დაცვა სივრცეები მოკლა და პასებიც განელდა, რასაც მომავალი არ ჰქონდა და აუცილებელი იყო სათამაშო სტილის ცვლილება. "მანჩესტერი იუნაიტედის" ცენტრალური ნახევარმცველები ბურთს 197 ჯერ შეეხნენ. მათი ეს მოკლე პასები და ასევე ფლანგიდან - ფლანგზე წარუმატებლად გადატანა ბურთის ძალიან კარგ შანსს აძლევდა მეტოქეს კონტრშეტევისთვის.
უფანტიზიო თამაში"მანჩესტერის" შეტევის სტილი, ძალიან ნელი, უფანტაზიო და მარტივად აღსაქმელი, რომაა ამაში ორი აზრი არ არსებობს, ამას იეყებს ყველა წარმატებული თუ წარუმატებელი მწვრთნელი ჩვენს წინააღმდეგ.
აქსელ ტუანზებემ მატჩი 96% პასების სიზუსტით დატოვა, რაც მოედანზე მყოფთაგან ყველაზე მაღალი შედეგიაასევე
ეშლი იანგი ბურთს შეეხო ყველა მეტჯერ - 109 .გარდა ამისა ძალიან წარუმატებელი წადობების სერია :
მხოლოდ წითლად მონიშნული დასრულდა წარმატებულადეს შეტევის სტილი, როდესაც მძიმე ფორვარდი არ გყავს გუნდში და მოედანზე მყოფი ფორვარდი ყველაზე ცოტა 22 ჯერ ეხება ბურთს, მგონი რაიმის ახსნა უკვე ზედმეტი ხდება.
მარკუს რაშფორდი ყველაზე ცოტა 22 ჯერ შეეხო ბურთს, რაც ყველაზე ცუდი მაჩვენებელი გახლდათ მოედანზეიხილეთ ყველა ჩაწოდება, სადაც მარკუს რაშფორდი არ გაიხსნა სწორად :

დუბლი 2