თბილისი:
მანჩესტერი:
14-07-2017, 23:46
ავტორი: Dato Sirabidze,
ნანახია: 5106,
კომენტარები: 23
მოურინიო: "ორი ფეხბურთელის დამატება გვჭირდება"
ჟოზე მოურინიო "ლა გალაქსთან" მატჩის წინ ჟურნალისტებს ესაუბრა.
მოურინიო:
ახალ სეზონში ჟოზე მოურინიომ პირველი პრესკონფერენცია გამართა. ჟურნალისტებთან პორტუგალიელმა მნიშვნელოვანი კომენტარები გააკეთა, რომელსაც ჩვენი საიტი უცვლელად გთავაზობთ.

დარჩება თუ არა ზლატანი ?

"შესაძლებელია. სიმართლე გითხრათ ჯერ არაფერია გარკვეული. იმედი მაქვს ისეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული რომელიც ყველას გაგვახარებს. დაწვრილებით ყველაფრის თქმა დეკემბერში შეიძლება, მაშინ როცა ზლატანი ფეხბურთს დაუბრუნდება. მან ჩვენ ბევრი მოგვცა. გადაწყვეტილება მისტერ ვუდვორდსა და აგენტ რაიოლაზეა, მაგრამ რა თქმა უნდა ბოლო სიტყვას იბრაჰიმოვიჩი იტყვის."

მატიჩის შესახებ

"არაფრის თქმა არ შემიძლია ფეხბურთელზე, რომელიც სხვა გუნდს ეკუთვნის. მატიჩი "ჩელსის" ფეხბურთელია, იგივეს თქმა შემიძლია მორატაზე. შენ პატივი უნდა სცე გუნდს, მფლობელებსა თუ მენეჯერს.

ჩვენ ჯერ კარი არ გაგვიხურავს. მხოლოდ ლუკაკუს და ლინდელოფის შეძენით ბედნიერი არ ვართ. 4 ფეხბურთელის შეძენა დავისახეთ, 2 უკვე შევიძინეთ. მოლაპარაკებებს მისტერ ვუდვორდი აწარმოებს, მაგრამ ეს პროცესი ძალზედ რთულია. შეიძლება ჩვენ ვერ შევიძინოთ 2 ფეხბურთელი, მაგრამ მინიმუმ 1 ფეხბურთელის შეძენა აუცილებლად გვესაჭიროება."

"გვყავს ფეხბურთელები რომლებიც რამდენიმე თვის განმავლობაში ვერ ითამაშებენ, მაგალითად როხო,შოუ,იანგი,ზლატანი, რა თქმა უნდა თუ დარჩება. ჩვენ 2 ფეხბურთელი გვჭირდება, 1 აუცილებლად, მაგრამ ვერ გეტყვით ეს მატიჩია თუ სხვა, ჩემი მხრიდან ეს არ იქნება სწორი საქციელი."

ალვარო მორატა

"არ მიყვარს როცა სხვა გუნდის ფეხბურთელებზე ვლაპარაკობ. მორატა არ არის ჩვენი ფეხბურთელი. მართალია, რომ ჩვენ მისდამი ინტერესი გქვონდა, ეს თითქმის ყველამ იცის, მაგრამ ისიც ნათელია რომ მასთან არანაირი ფინანსური შეთანხმება არ გვქონია."

"ეს "რეალ მადრიდის" უფლებაა მოითხოვოს საკუთარი ფეხბურთელების სანაცვლოდ ესა თუ ის ფასი. ამას "რეალი" განსაზღვრავს და არა ჩვენ. საბოლოოდ ჩვენ ვერ შევუთანხმდით მათ. "

"არ ვაკრიტიკებ "რეალს" და რა თქმა უნდა არ ვაკრიტიკებ ჩემი გუნდის ხელმძღვანელებს. მათ გაუკეთეს "რეალს" შეთავაზება, მაგრამ შეთანხმება მიღწეული არ იქნა. ეს ძალზედ მარტივია."

რომელუ ლუკაკუ

"ჩვენ გვქონდა კარგი ოფციები, კარგი სამიზნეები,ფეხბურთელები, მაგრამ გადავწყვიტეთ რომ ცხრიანზე იდეალური ვარიანტი ლუკაკუ იყო."

"ის არ არის მულტიფუნქციური ფეხბურთელი. ის არის თავდამსხმელი რომელსაც გოლები გააქვს და ეს ისაა რაც ჩვენ გვჭირდება და რასაც მისგან მოველით."

"მართალია დღეს ფეხბურთში ბევრი კარგი ფორვარდია, მაგრამ პრემიერ ლიგა განსხვავებული ტურნირია, ბევრ მათგანს აქ დრო სჭირდება, ლუკაკუ კი პრემიერ ლიგაში უკვე 4 თუ 5 წელია რაც ასპარეზობს."

"რთული იყო მისი შეძენა, მაგრამ ეს მოვახერხეთ. ახლა ის ჩვენთანაა, მას განსხვავებული პასუხისმგებლობა აკისრია. ის ჯერ ძალზედ ახალგაზრდაა, თუმცა მას პრემიერ ლიგაში და ეროვნულ ნაკრებში თამაშის დიდი გამოცდილება აქვს. ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის უფლებამ მის შეძენაში გარკვეული როლი ითამაშა."

ურთიერთობა ლუკაკუსთან

"მოლაპარაკებებს მე არ ვაწარმოებს. ამ საქმეში მისტერ ვუდვორდი, ლუკაკუს აგენტი და "ევერტონის" ხელმძღვანელობა იყო ჩართული. მე მას მხოლოდ დავურეკე და ვუთხარი რომ ჩვენს გუნდში მას მნიშვნელოვანი როლი ექნებოდა."

"მასთან ადრეც მიმუშავია და კარგია, რომ ამის გამოცდილება მაქვს. როდესაც "ევერტონში" იყო მასთან კონტაქტი მაშინაც მქონდა. ის მორიდებული და ზრდილობიანი ბიჭია. მჯერავს რომ ჩვენი მუშაობა გაამართლებს."

რა უთხრა ახალ შენაძენებს

"ვუთხარი მათ, რომ ისინი ძალზედ იღბლიანები არიან ასეთ გუნდში მოხვედრით. მჯერავს რომ ორივე მათგანი გუნდში დიდი ხნით დარჩება."

დაპირისპირებებსა და პრემიერ ლიგაზე

"უნდა ვთქვათ რომ ჩემპიონი "ჩელსის" შემდეგ ყველაზე წარმატებული სეზონი "იუნაიტედმა" ჩაატარა, მესამე კი "არსენალი" იყო. სხვებმა ითამაშეს, მაგრამ ვერაფერი მოიგეს, მათ გაძლიერება მართებთ."

"პრემიერ ლიგაში ყველა გუნდი ძლიერია. ყველას შეუძლია ფეხბურთელის ყიდვა და ყველას შეუძლია უარის თქმა ფეხბურთელის გაყიდვაზე. რთული და შეუძლებელიცაა კონკურენტი გუნდის ფეხბურთელის დამატება."

"აქ ყველა მატჩი რთულია. ყველა მატჩში შეგიძლია წააგო, ამიტომაც არის პრემიერ ლიგა სწორედ რომ პრემიერ ლიგა."

წყარო:M.E.N
პრესკონფერენცია
23 კომენტარი
№11
ავტორი: Dato kutaisi
15 ივლისი 2017 05:49
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3192
ციტატა: JuanMata
ციტატა: მჟიმავი_ბარსელონელი
მე თუ მკითხავთ ორი ვინგერი გჭირდებათ მარცხნივაც და მარჯვნივაც კერძოდ გრიზმანი აზარი დახატავდა გუნდს მარა ეგ 200 მილიონის თემაა :D ამეტაპზე რაფინია თUრანიც კაი იქნებოდა მხითარიანს და რაშფორდს კიაჯობებდნენ წესით


ბარსას ფეხბურთელებს ასაღებ wink

ნეტა მარტო 200 მილიონის თემა იყოს, ხვალვე მანჩესტერში იქნებოდნენ.
გრიზმანი ძაან მაგარი იქნება მანჩესტერისთვის, მჯერა შემდეგ სეზონში გადმოვა, 7-იანს შეუნახავენ wink

აზარი ზღაპარია ძაან.

რეშფორდი კაი ბიჭია ძაან, დრო უნდა და დაალაგებს იმ პრობლემებს რაც აქვს, მთავარია მუშაობას არ მოუკლოს, მხითოსგან შემდეგ სეზონში მეტს ველოდები, ამ სეზონშიც ჰქონდა კარგი პერიოდი, მაგრამ არასტაბილურია.

აქვე დავამატებდი და იგივე ასეთ მოცემულობაში რაფინია და თურანი მხითარიან რეშფორდს არაფრით არც მირჩევნია და არც ჯობია
0
№12
ავტორი: kantona-7
15 ივლისი 2017 07:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
სანჩესი და ნაინგოლანი მაგარი იქნებოდა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
№13
ავტორი: ikeoni
15 ივლისი 2017 08:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11410
Faqtia gvinda kide igrokebi jozee❤️
0
№14
ავტორი: lasha001
15 ივლისი 2017 09:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 128
Sanchesi dzalian magari iqneba magram shansi ar gvaq me vfiqrob.... naingolans vfiqrob ufro meti shansi gvaq da midi vudvord iyide eg cxoveli... :)))
0
№15
ავტორი: shotkin
15 ივლისი 2017 09:38
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ციტატა: Dato kutaisi
ციტატა: JuanMata
ციტატა: მჟიმავი_ბარსელონელი
მე თუ მკითხავთ ორი ვინგერი გჭირდებათ მარცხნივაც და მარჯვნივაც კერძოდ გრიზმანი აზარი დახატავდა გუნდს მარა ეგ 200 მილიონის თემაა :D ამეტაპზე რაფინია თUრანიც კაი იქნებოდა მხითარიანს და რაშფორდს კიაჯობებდნენ წესით


ბარსას ფეხბურთელებს ასაღებ wink

ნეტა მარტო 200 მილიონის თემა იყოს, ხვალვე მანჩესტერში იქნებოდნენ.
გრიზმანი ძაან მაგარი იქნება მანჩესტერისთვის, მჯერა შემდეგ სეზონში გადმოვა, 7-იანს შეუნახავენ wink

აზარი ზღაპარია ძაან.

რეშფორდი კაი ბიჭია ძაან, დრო უნდა და დაალაგებს იმ პრობლემებს რაც აქვს, მთავარია მუშაობას არ მოუკლოს, მხითოსგან შემდეგ სეზონში მეტს ველოდები, ამ სეზონშიც ჰქონდა კარგი პერიოდი, მაგრამ არასტაბილურია.

აქვე დავამატებდი და იგივე ასეთ მოცემულობაში რაფინია და თურანი მხითარიან რეშფორდს არაფრით არც მირჩევნია და არც ჯობია

რატო უნდა მოიყვანო არდა თურანი როცა შეგიძლია იგივე რეშფორდს მისცე შანსი მიტუმეტეს ტუ არც ერთი გირჩევნია მეორეს და არც მეორე პირველს ჯობია ასაკის და ენერგიის გათვალისწინებით ახალგაზრდა დააყენო და ვაფშე რატურანი რის ტურანი ვინგერი თუ უნდა მოიყვანონ ბარემ ის დონე უნდა მოიყვანონ ვინც გუნდის ერთ ერთი მამოძრავებელი ძალა იქნება და ფლანგს ულიდერებს, არდა დაიტოვეთ ბარსაში აქ სხვა კალიბრის იგროკებია საჭირო (გრიზმანი,სანჩესი) თუ წელს ვერა და მომავალ წელს დაიმატებენ გრიზმანს და 1 სეზონსაც მოვითმენთ.
0
№16
ავტორი: Morata9
15 ივლისი 2017 10:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 53
ეჰ მე რომ მკითხო 4 ფეხბურთელიცაა საჭირო :(
0
№17
ავტორი: kantona-7
15 ივლისი 2017 10:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
მასე 6 ფეხბურთელიც არიქნება ცუდი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
№18
ავტორი: Manstark_United
15 ივლისი 2017 11:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 528
მარცხენა ვინგერი და საყრდენი ნახევარმცველი გვჭირდება სასწრაფოდ.
მომვალ ზაფხულს მარჯვენა ვინგერი (გრიზმანი) და მარცხენა მცველიც და ეგაა რა love
0
№19
ავტორი: temo-scholes
15 ივლისი 2017 13:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
ჩემი აზრით ყველაზე მეტად გვჭირდება ჩამშლელი და შემტევი, გარემარბი, რომელიც მარცხენა და მარჯვენა ფლანგზე ორივეზე თანაბრად წარმატებულად შეძლებს თამაშს... აქედან გამომდინარე ორივე პოზიციაზე მაქვს 5-5 ვარიანტი. ესენია: ვიქტორ ვანიამა, ერიკ დაიერი, ფაბინიო, რაჯა ნაინგოლანი, ნემანია მატიჩი; ოსმან დემბელე, მუსა დემბელე, ადამა ტრაორე, ალექსის სანჩესი, ივან პერისიჩი.

პირადად ჩემი სურვილი იქნება ვანიამა-დაიერიდან ერთ-ერთი და სელტიკის დემბელე ან დორტმუნდის დემბელე..:)) smile love

სანჩესის მაინც ალბათ ყველაზე მცირე შანსია...
0
№20
ავტორი: gache1991
15 ივლისი 2017 13:31
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
დაიერი პერიშიჩს იყიდის ალბატ და მშვენიერი აიქნება,მე პირადად სანცესი მინდა და ცენტრში დაიერი ნაინგოლანიდან ერთერთი მაგრამ არაუშავს იყოს პერიშიჩი..საინტერესო ისაა სეზონის წინ ამან თქვა სურპრიზიო და ამ სურპრიზში ლუკაკუს გულისხმობდა?ტუპოი ჟურნალისტები არიან უეჭველი ვკითხავდი:)) დე ხეა
ვალენსია ბაილი ლინდელოფი შოუ
დაიერი ერერა
პოგბა
მხითარიანი ალექსის სანჩესი
ლუკაკუ

სახეს ავახევთ ყველას :))
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top