თბილისი:
მანჩესტერი:
14-07-2017, 23:46
ავტორი: Dato Sirabidze,
ნანახია: 5106,
კომენტარები: 23
მოურინიო: "ორი ფეხბურთელის დამატება გვჭირდება"
ჟოზე მოურინიო "ლა გალაქსთან" მატჩის წინ ჟურნალისტებს ესაუბრა.
მოურინიო:
ახალ სეზონში ჟოზე მოურინიომ პირველი პრესკონფერენცია გამართა. ჟურნალისტებთან პორტუგალიელმა მნიშვნელოვანი კომენტარები გააკეთა, რომელსაც ჩვენი საიტი უცვლელად გთავაზობთ.

დარჩება თუ არა ზლატანი ?

"შესაძლებელია. სიმართლე გითხრათ ჯერ არაფერია გარკვეული. იმედი მაქვს ისეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული რომელიც ყველას გაგვახარებს. დაწვრილებით ყველაფრის თქმა დეკემბერში შეიძლება, მაშინ როცა ზლატანი ფეხბურთს დაუბრუნდება. მან ჩვენ ბევრი მოგვცა. გადაწყვეტილება მისტერ ვუდვორდსა და აგენტ რაიოლაზეა, მაგრამ რა თქმა უნდა ბოლო სიტყვას იბრაჰიმოვიჩი იტყვის."

მატიჩის შესახებ

"არაფრის თქმა არ შემიძლია ფეხბურთელზე, რომელიც სხვა გუნდს ეკუთვნის. მატიჩი "ჩელსის" ფეხბურთელია, იგივეს თქმა შემიძლია მორატაზე. შენ პატივი უნდა სცე გუნდს, მფლობელებსა თუ მენეჯერს.

ჩვენ ჯერ კარი არ გაგვიხურავს. მხოლოდ ლუკაკუს და ლინდელოფის შეძენით ბედნიერი არ ვართ. 4 ფეხბურთელის შეძენა დავისახეთ, 2 უკვე შევიძინეთ. მოლაპარაკებებს მისტერ ვუდვორდი აწარმოებს, მაგრამ ეს პროცესი ძალზედ რთულია. შეიძლება ჩვენ ვერ შევიძინოთ 2 ფეხბურთელი, მაგრამ მინიმუმ 1 ფეხბურთელის შეძენა აუცილებლად გვესაჭიროება."

"გვყავს ფეხბურთელები რომლებიც რამდენიმე თვის განმავლობაში ვერ ითამაშებენ, მაგალითად როხო,შოუ,იანგი,ზლატანი, რა თქმა უნდა თუ დარჩება. ჩვენ 2 ფეხბურთელი გვჭირდება, 1 აუცილებლად, მაგრამ ვერ გეტყვით ეს მატიჩია თუ სხვა, ჩემი მხრიდან ეს არ იქნება სწორი საქციელი."

ალვარო მორატა

"არ მიყვარს როცა სხვა გუნდის ფეხბურთელებზე ვლაპარაკობ. მორატა არ არის ჩვენი ფეხბურთელი. მართალია, რომ ჩვენ მისდამი ინტერესი გქვონდა, ეს თითქმის ყველამ იცის, მაგრამ ისიც ნათელია რომ მასთან არანაირი ფინანსური შეთანხმება არ გვქონია."

"ეს "რეალ მადრიდის" უფლებაა მოითხოვოს საკუთარი ფეხბურთელების სანაცვლოდ ესა თუ ის ფასი. ამას "რეალი" განსაზღვრავს და არა ჩვენ. საბოლოოდ ჩვენ ვერ შევუთანხმდით მათ. "

"არ ვაკრიტიკებ "რეალს" და რა თქმა უნდა არ ვაკრიტიკებ ჩემი გუნდის ხელმძღვანელებს. მათ გაუკეთეს "რეალს" შეთავაზება, მაგრამ შეთანხმება მიღწეული არ იქნა. ეს ძალზედ მარტივია."

რომელუ ლუკაკუ

"ჩვენ გვქონდა კარგი ოფციები, კარგი სამიზნეები,ფეხბურთელები, მაგრამ გადავწყვიტეთ რომ ცხრიანზე იდეალური ვარიანტი ლუკაკუ იყო."

"ის არ არის მულტიფუნქციური ფეხბურთელი. ის არის თავდამსხმელი რომელსაც გოლები გააქვს და ეს ისაა რაც ჩვენ გვჭირდება და რასაც მისგან მოველით."

"მართალია დღეს ფეხბურთში ბევრი კარგი ფორვარდია, მაგრამ პრემიერ ლიგა განსხვავებული ტურნირია, ბევრ მათგანს აქ დრო სჭირდება, ლუკაკუ კი პრემიერ ლიგაში უკვე 4 თუ 5 წელია რაც ასპარეზობს."

"რთული იყო მისი შეძენა, მაგრამ ეს მოვახერხეთ. ახლა ის ჩვენთანაა, მას განსხვავებული პასუხისმგებლობა აკისრია. ის ჯერ ძალზედ ახალგაზრდაა, თუმცა მას პრემიერ ლიგაში და ეროვნულ ნაკრებში თამაშის დიდი გამოცდილება აქვს. ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის უფლებამ მის შეძენაში გარკვეული როლი ითამაშა."

ურთიერთობა ლუკაკუსთან

"მოლაპარაკებებს მე არ ვაწარმოებს. ამ საქმეში მისტერ ვუდვორდი, ლუკაკუს აგენტი და "ევერტონის" ხელმძღვანელობა იყო ჩართული. მე მას მხოლოდ დავურეკე და ვუთხარი რომ ჩვენს გუნდში მას მნიშვნელოვანი როლი ექნებოდა."

"მასთან ადრეც მიმუშავია და კარგია, რომ ამის გამოცდილება მაქვს. როდესაც "ევერტონში" იყო მასთან კონტაქტი მაშინაც მქონდა. ის მორიდებული და ზრდილობიანი ბიჭია. მჯერავს რომ ჩვენი მუშაობა გაამართლებს."

რა უთხრა ახალ შენაძენებს

"ვუთხარი მათ, რომ ისინი ძალზედ იღბლიანები არიან ასეთ გუნდში მოხვედრით. მჯერავს რომ ორივე მათგანი გუნდში დიდი ხნით დარჩება."

დაპირისპირებებსა და პრემიერ ლიგაზე

"უნდა ვთქვათ რომ ჩემპიონი "ჩელსის" შემდეგ ყველაზე წარმატებული სეზონი "იუნაიტედმა" ჩაატარა, მესამე კი "არსენალი" იყო. სხვებმა ითამაშეს, მაგრამ ვერაფერი მოიგეს, მათ გაძლიერება მართებთ."

"პრემიერ ლიგაში ყველა გუნდი ძლიერია. ყველას შეუძლია ფეხბურთელის ყიდვა და ყველას შეუძლია უარის თქმა ფეხბურთელის გაყიდვაზე. რთული და შეუძლებელიცაა კონკურენტი გუნდის ფეხბურთელის დამატება."

"აქ ყველა მატჩი რთულია. ყველა მატჩში შეგიძლია წააგო, ამიტომაც არის პრემიერ ლიგა სწორედ რომ პრემიერ ლიგა."

წყარო:M.E.N
პრესკონფერენცია
23 კომენტარი
№1
ავტორი: shotkin
14 ივლისი 2017 23:54
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
იმ ორი ფეხბურთელიდან ერთი უეჭველი ვინგერი უნდა იყოს და მეორე ალბათ ცენტრალური ნახევარმცველი იქნება.
0
№2
ავტორი: makaveli
15 ივლისი 2017 00:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 962
მარსიალი არ გაყიდო და რაცგინდა ისქენი
0
№3
ავტორი: levionok
15 ივლისი 2017 00:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1266
ისე ჩამოთვალა მცველები ეს კიდევ ერთ მცველს უმიზნებს მგონი თან თუ სმოლინგი უნდა გაუშვას,მიხარია რომ შოუს აძლევს შანსს და იმედი ვიქონიოთ რომ მისი კარიერა ჰოლანდიაში არ დასრულებულა
0
№4
15 ივლისი 2017 00:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5
მე თუ მკითხავთ ორი ვინგერი გჭირდებათ მარცხნივაც და მარჯვნივაც კერძოდ გრიზმანი აზარი დახატავდა გუნდს მარა ეგ 200 მილიონის თემაა :D ამეტაპზე რაფინია თUრანიც კაი იქნებოდა მხითარიანს და რაშფორდს კიაჯობებდნენ წესით
0
№5
ავტორი: SANDROGRIGA
15 ივლისი 2017 00:55
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ეჭვი მაქ ის ორი ფეხბურთელი მატიჩი და პერიშიჩია მოუს ვინც უნდა
0
№6
ავტორი: dybbuk
15 ივლისი 2017 01:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1528
ციტატა: shotkin
იმ ორი ფეხბურთელიდან ერთი უეჭველი ვინგერი უნდა იყოს და მეორე ალბათ ცენტრალური ნახევარმცველი იქნება.

მეკიდე ჩამშლელი უფრო საჭიროდ მიმაჩნია, მაგრამ ვინგერიც რო საყიდელია ბაზ არაა
0
№7
ავტორი: Giorgi MU
15 ივლისი 2017 01:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 55
ჩამშლელი და კრაის ნახევარმცველი გვინდა ვინმე და ვსო რა... თუ ტანადები იქნებიან მთლად უკეთესი :დ
0
№8
ავტორი: Gauchinho
15 ივლისი 2017 01:54
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 38
სულ გაჭაღარავებულა მოუ love თუ მეჩვენება ? ;დ
დიდი ალბათობით აღარ განხორციელდება მარა ნაინგოლანი მინდა ძალიან
0
№9
ავტორი: bziki
15 ივლისი 2017 01:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
ერთი რო უეჭველი ჩამშლელია ბაზარი არ უნდა ეგ უეჭველი მოვა, მატიჩზე,დაიერზე და ალბათ სანჩესზე თქვა ურთულესია კონკურენტიდან ფეხბურთელის ყიდვაო,ვინგერს თუ დაიმატებენ მაშინ მინიმუმ ერთი შემტევი უნდა გაუშვან
0
№10
ავტორი: JuanMata
15 ივლისი 2017 03:04
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ციტატა: მჟიმავი_ბარსელონელი
მე თუ მკითხავთ ორი ვინგერი გჭირდებათ მარცხნივაც და მარჯვნივაც კერძოდ გრიზმანი აზარი დახატავდა გუნდს მარა ეგ 200 მილიონის თემაა :D ამეტაპზე რაფინია თUრანიც კაი იქნებოდა მხითარიანს და რაშფორდს კიაჯობებდნენ წესით


ბარსას ფეხბურთელებს ასაღებ wink

ნეტა მარტო 200 მილიონის თემა იყოს, ხვალვე მანჩესტერში იქნებოდნენ.
გრიზმანი ძაან მაგარი იქნება მანჩესტერისთვის, მჯერა შემდეგ სეზონში გადმოვა, 7-იანს შეუნახავენ wink

აზარი ზღაპარია ძაან.

რეშფორდი კაი ბიჭია ძაან, დრო უნდა და დაალაგებს იმ პრობლემებს რაც აქვს, მთავარია მუშაობას არ მოუკლოს, მხითოსგან შემდეგ სეზონში მეტს ველოდები, ამ სეზონშიც ჰქონდა კარგი პერიოდი, მაგრამ არასტაბილურია.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top