თბილისი:
მანჩესტერი:
4-11-2016, 14:18
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3153,
კომენტარები: 28
სქოულზი: "იუნაიტედის" თამაშისგან დეპრესია მაქვს"
"იუნაიტედის" ლეგენდარული ფეხბურთელი გუნდის თამაშს აკრიტიკებს.
სქოულზი:
ევროპის ლიგაზე "ფენერბაჰჩესთან" "მანჩესტერ იუნაიტედის" დამარცხების შემდეგ პოლ სქოულზმა განაცხადა, რომ თავისი ყოფილი გუნდის თამაშისგან დიდი ხანია დეპრესიაში იმყოფება.

ხუთშაბათს საღამოს ჟოზე მოურინიოს გუნდის გულშემატკივრებმა კიდევ ერთი უსიამოვნო მარცხი განიცადეს სტამბულში, სადაც ადგილობრივ გუნდთან თავიანთი საყვარელი გუნდის 2:1 მარცხის მომსწრენი გახდნენ.

პრემიერ ლიგის 11-გზის გამარჯვებული სქოულზი თვლის, რომ კრიზისიდან გამოსვლა გაჭიანურდება, მაგრამ მწვრთნელისთვის დროის მიცემას ითხოვს.

"ძალიან რთული სამი წელიწადი გადავიტანეთ. მომდევნო სამი წელიც ასეთივე შეიძლება იყოს. "მანჩესტერ იუნაიტედი" არსებული შემადგენლობით ჩემპიონატს ვერ მოიგებს. უკვე რამდენიმე წელია დეპრესიაში ვიმყოფები. პრემიერ ლიგაში ჩვენზე უკეთესი გუნდი მინიმუმ სამი მაინც არის.

სადამდე მივალთ, თუკი მწვრთნელის ცვლას გავაგრძელებთ? მაინტერესებს, ჰგონია თუ არა ჟოზე მოურინიოს, რომ გუნდი უფრო ძლიერი იყო, სანამ ის მოვიდოდა.

"იუნაიტედის" ამ გუნდს 18 თვეში ან 2 წელიწადში ვეღარ იცნობთ, თუკი ჟოზე მომდევნო ოთხი სატრანსფერო ფანჯრის განმავლობაში მას გარდაქმნის. ვფიქრობ, ამ გუნდს მის ამჟამინდელ მდგომარეობასთან შედარებით ვეღარ ვიცნობთ, მაგრამ მაინც, რასაც მივაღწევთ ამ ორ წელიწადში, მხოლოდ სასიამოვნო ბონუსი შეიძლება იყოს.

ვნახოთ, მოიგებენ თუ არა ლიგის თასს ან ინგლისის თასს. იქნებ ევროპის ლიგასაც?"
- განაცხადა სქოულზმა BT Sport-ის პირდაპირ ეთერში.

წყარო: dailymail
ინტერვიუები
28 კომენტარი
№11
ავტორი: gaga1987
4 ნოემბერი 2016 15:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
სამწუხარო რეალობააა
0
№12
ავტორი: mufc1878
4 ნოემბერი 2016 15:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 291
ამან ხო ტვინი მო**** რა.პოლ მაგარი იყავი და მევასები მაგრამ ჩჯ რა
0
№13
ავტორი: Amiran Kervalishvili
4 ნოემბერი 2016 15:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 24
არამგონია რამე მოვიგოთ წელს
0
№14
ავტორი: Sh-rati
4 ნოემბერი 2016 15:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 91
ვან გაალისთვისაც რომ ეცლიათ კიდე ორი წელი რამეს იზამდა მაუ მაგარი მწვრთნელია მარა მის პრაქტიკაში პირველად ხდება რომ სახელიანი მაგრამ მოშლილი გუნდი ჩაიბარა და ეძებს ოპტიმალურს სანამ იპოვნის გაუშვებენ.შოკშია მანჩესტერშია მაგრამ ევერტონის დონის გუნდიც არაა ჯერ. ვნახოთ რას იზამს ფაქტია მაგრა უჭირს გუნდის აწყობა.აი კლოპს და კონტეს მშვენივრად გამოსდით
0
№15
ავტორი: MANUTD1878
4 ნოემბერი 2016 15:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 70
პრობლემა მარტო ფეხბურთელებში არ არის, მწვრთნელზე არის ყველაფერი დამოკიდებული, ფეხბურთელიც იმან უნდა აათამაშოს და ყველაფერი, მაგან არ მოიყვანა პოგბა მხითარიანი და სირთა ბალადა, ამ ტიპის მწვრთნელი მანჩეს არ გამოადგება, აქამდე ფერგი დედას მოუ****ვდა ყველას სათითაოდ და გაყრიდა, ამას კიდე არაფრის ცენზურა არ აქვს, არანაირი შემართება, არანაირი ტაქტიკა არანაირი პერსპექტივა და მომავლის ხედვა არა აქვს, დროზე უნდა ***ას სანამ ბოლომდე მოუ****ვს დედის მუტელს.
1
№16
ავტორი: Sh-rati
4 ნოემბერი 2016 15:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 91
რაც შეეხება ფეხბურთელებს,გადახედეთსატურნირო ცხრილს ვინც ჩვენს ზემოთაა ყველას უკეთესი ფეხბურთელები ყავს კაცო?ევერტონზე ჩელსიზე და ტოტენჰემზე ნაკლები იგროკები გვყავს?გინდაც ლივერპული იყოს.პრობლემა ისაა 23 კაციდან ის 11 ვერ შეირჩა რაც საჭიროა და მაგაზე მაუ აგებს პასუხს და არა პოგბა ან დე გეა
0
№17
ავტორი: GeorgeBest
4 ნოემბერი 2016 16:00
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ციტატა: GOGA77777
სალამი ყველას.გუშინდელ მატჩს დავესწარი და დეპრესია კი არა გული კინაგამ გამისკდა ლივე გულშემატკივრობა სიგიჯეა უნდა გამოცადოთ.

გამოვცდი მეც მალე smoke
0
№18
ავტორი: gela-manutd
4 ნოემბერი 2016 16:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 771
ჩვენც სკოუზა
0
№19
ავტორი: just-rezi
4 ნოემბერი 2016 17:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 21
ესთი სიმართლე დიდიხანია არავის უთქვამს ... ჟოზეზე მაგარი მწვრთნელი რავი არამგონია ვინმე იყოს რა ქნას მწვრთნელმა როცა თვითონ ფეხბურთეკები ვერ ასრულებენ დავალებას და ერთი ერთზე მაზავენ ბურთებს ეს მოუს ბრალი ნაღდად არ არის. გუნდი მთლიანად გარდასაქმნელია და საკმაოდ ბევრი ტრანსფერია ამისთვის საჭირო რადგან არსებულ რესურს უყურებთ და ვხედავთ რა საშინელებაც ხდება
0
№20
ავტორი: roonet10
4 ნოემბერი 2016 17:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 94
მართალს ამბობს, მწვრთნელების გამოცხვლის დრო არ არი 5-6 წელი ან მეტიც თუ დარჩება მოუ კაი იქნება, ყველა მწვრთნელს თავისი სტილი აქ და გუნდს სხვანაირად ათამაშებს თუ გვინდა რო დავდგეთ ფეხზე მოუს უნდა ვაცალოტ თორე ისე არაფერი გამოვა...მოურინიომ კი რაც სეიძლება მალე უნდა ჩამოაყალიბოს ძირითადი თერთმეტეული რომLითაც ვითამაშებთ ,ყველა ტამასსი სხვადასხვა ფეხბურთელების გამოყვანა არ ივარგებს.. გუნდში არიან ისეთიბიც რომლებიც გასაშვებია და რაც შეიძლება მალე უნდა წავიდნონ. მე პირადად სულაც არ მინდოდა მოუს მოსვლა,გიგზი მინდოდა იმიტომ რომ იცის გუნდს რაც სჭირდება ფერგის სკოლა აქვს გამოვლილი და მას შეუძლია ახალი ისტორიის დაწერა უტდ სთვის და იმედი მაქვს რომ ერთ დგესაც გახდება მწვრთნელი ,მაგრამ ახლა მოუა აქ და უნდა ვაცალოთ ,კიდევ ერთხელ ვიტყვი რო ერთ და ორ თვეში არაფერი არ გამოვა დრო სჭირდება ყველაფერს.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top