თბილისი:
მანჩესტერი:
4-11-2016, 14:18
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3153,
კომენტარები: 28
სქოულზი: "იუნაიტედის" თამაშისგან დეპრესია მაქვს"
"იუნაიტედის" ლეგენდარული ფეხბურთელი გუნდის თამაშს აკრიტიკებს.
სქოულზი:
ევროპის ლიგაზე "ფენერბაჰჩესთან" "მანჩესტერ იუნაიტედის" დამარცხების შემდეგ პოლ სქოულზმა განაცხადა, რომ თავისი ყოფილი გუნდის თამაშისგან დიდი ხანია დეპრესიაში იმყოფება.

ხუთშაბათს საღამოს ჟოზე მოურინიოს გუნდის გულშემატკივრებმა კიდევ ერთი უსიამოვნო მარცხი განიცადეს სტამბულში, სადაც ადგილობრივ გუნდთან თავიანთი საყვარელი გუნდის 2:1 მარცხის მომსწრენი გახდნენ.

პრემიერ ლიგის 11-გზის გამარჯვებული სქოულზი თვლის, რომ კრიზისიდან გამოსვლა გაჭიანურდება, მაგრამ მწვრთნელისთვის დროის მიცემას ითხოვს.

"ძალიან რთული სამი წელიწადი გადავიტანეთ. მომდევნო სამი წელიც ასეთივე შეიძლება იყოს. "მანჩესტერ იუნაიტედი" არსებული შემადგენლობით ჩემპიონატს ვერ მოიგებს. უკვე რამდენიმე წელია დეპრესიაში ვიმყოფები. პრემიერ ლიგაში ჩვენზე უკეთესი გუნდი მინიმუმ სამი მაინც არის.

სადამდე მივალთ, თუკი მწვრთნელის ცვლას გავაგრძელებთ? მაინტერესებს, ჰგონია თუ არა ჟოზე მოურინიოს, რომ გუნდი უფრო ძლიერი იყო, სანამ ის მოვიდოდა.

"იუნაიტედის" ამ გუნდს 18 თვეში ან 2 წელიწადში ვეღარ იცნობთ, თუკი ჟოზე მომდევნო ოთხი სატრანსფერო ფანჯრის განმავლობაში მას გარდაქმნის. ვფიქრობ, ამ გუნდს მის ამჟამინდელ მდგომარეობასთან შედარებით ვეღარ ვიცნობთ, მაგრამ მაინც, რასაც მივაღწევთ ამ ორ წელიწადში, მხოლოდ სასიამოვნო ბონუსი შეიძლება იყოს.

ვნახოთ, მოიგებენ თუ არა ლიგის თასს ან ინგლისის თასს. იქნებ ევროპის ლიგასაც?"
- განაცხადა სქოულზმა BT Sport-ის პირდაპირ ეთერში.

წყარო: dailymail
ინტერვიუები
28 კომენტარი
№1
ავტორი: gilmour
4 ნოემბერი 2016 14:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
ჩვენ რო ამ დღეში ვართ ლამისაა ფეხბურთი შემზიზღდეს, წარმოიდგინეთ სქოულზი და ის ძველი არმია რას განიცდის. ხო შეიძლება ერთი ამის მსგავსი მაინც კიდევ გამოგვერიოს ვინმე, რო შეხედო და თამაში მოგინდეს.
0
№2
ავტორი: Lady in red
4 ნოემბერი 2016 14:29
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 523
პრობლემა უფრო ღრმაა და ეს უკვე კარგად ჩანს. არ ვიცი რა სჭირთ, მაგრამ ასე თუ გაგრძელდა რა დონემდე მივალთ წარმოდგენაც არ მინდა. ძალიან არასტაბილურები არიან, ზოგჯერ ვერც ვხვდები რა ემართებათ ხოლმე, მაგრამ ველოდებით და დიდი იმედი მაქვს სეზონის მეორე ნახევარს მაღალ დონეზე ჩავატარებთ და ვფიქრობ, ჩვენი მიზანი ამ სეზონში მხოლოდ ოთხეული უნდა იყოს ისიც თუ მოვახერხეთ.
0
№3
ავტორი: RojoDiablo
4 ნოემბერი 2016 14:33
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
გრძნობებზე თუ მიდგა საქმე, ერთადერთი, რასაც არ ვგრძნობ, სირცხვილია. სხვა ყველანაირი შეგრძნება მეუფლება თამაშის ყურებისას.
მოედანზე ფულის და სახელის გამო გადიან, თავს ზოგავენ, მაგრამ რისთვის ზოგავენ ვერ ვხვდები. გასაგები იყო, რომ "სიტის" ფეხბურთელებმა ინდივიდუალურად აჯობეს, მაგრამ "იუნაიტედის" მოთამაშე იმით უნდა განსხვავდებოდე, რომ "ფენერბაჰჩეს" ინდივიდუალისტებს მაინც აჯობო როგორმე. მეორე გოლის შემდეგ იყო პერიოდი, როცა შთაბეჭდილება დამრჩა, რომ თურქები ეკაიფებოდნენ ჩვენებს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№4
ავტორი: GOGA77777
4 ნოემბერი 2016 14:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2
სალამი ყველას.გუშინდელ მატჩს დავესწარი და დეპრესია კი არა გული კინაგამ გამისკდა ლივე გულშემატკივრობა სიგიჯეა უნდა გამოცადოთ.
1
№5
ავტორი: SANDROGRIGA
4 ნოემბერი 2016 14:41
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
სქოულზი ყოველთვის სწორად და ლოგიკურად მსჯელობს, ბევრს არ სიამოვნებს მანჩესტერზე არ რო საუბრობს მარა ფაქტია მართალია ამ მომენტისთვის და ზოგადად ბოლო სამი წელია საშუალო დონის გუნდი ვართ am
0
№6
ავტორი: dybbuk
4 ნოემბერი 2016 14:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1596
ეხა არც მე მიმაჩნია გამართლებულად მწვრთნელის გამოცვლაზე საუბარი, ისედაც ჭაობში ვიყავით და ეხა კიდე ახალი ტრენერი, მისი საფეხბურთო ხედვები და კაროჩე მთელი ამბავი, კრიზისში ვართ ვხედავთ მაგრამ გუნდმა ამბიციები და სულისკვეთება არ უნდა დაკარგოს, ბევრს გაუშვებს მოუ და ბევრსაც მოიყვანს, ვნახოთ რა გამოვა, უკეთესი ალტერნატივა მაინც არ ჩანს, ყველა ტოპ ტრენერი დაკავებულია და ისედაც საერთოდ არ ვაბრალებ მარტო მოუს გუნდის ესეთ თამაშს, კაცებია საჭირო მართლაც გუნდში და არა პიჟონები და ფულზე დახამებული ტიპები, დეპრესიაც აღარ ქვია ამას რაც ხდება, მძიმე ვითარებაა
2
№7
ავტორი: gache1991
4 ნოემბერი 2016 14:55
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
კი იმიტო რო ფეხბურთელები ჩვენთან რამის ფულისთვის მოდიან(იბრა დიმარია,არ მინდა პოგბა თქვაიმიტო რო ძაან დიდი იმედი მაქ...გლი მიგრძნობს მხითარიანიც ვერ ითამაშებს ჩვენთან და ასე შემდეგ)(ეერასასგან განსხვავებით რომელსაც ეტყობა რო კლუბი უყვარს)მოიყვანონ გრიზმანი რომელიც ბექჰემზე გიჟდებოდა და დარწმუნებული ვარ მაგისთის ჩვენი 7-იანი უფრო მნიშვნელოვანიიქნება ვიდრე ატლეტიკოსი..მოივანონ ნაინგოლანი რომელიც ყველაზე მეტად გავს კინს ხასიათით და კინზე უკეთესი დარტყმა და პასიცაქ..არ შეილება ფნერბახჩე გიგებდეს და ეს სულერთ იყოს,ან აგებდე 4-0 და მოედანზე კისკისებდე იმ გულშემატკივრის წინომელც მოგებული გუნდის ბალეშიკზე მეტად მღეროდა და ამხნევებდა გუნდს +++ სტუმრად..
0
№8
ავტორი: RojoDiablo
4 ნოემბერი 2016 14:58
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ციტატა: GOGA77777
სალამი ყველას.გუშინდელ მატჩს დავესწარი და დეპრესია კი არა გული კინაგამ გამისკდა ლივე გულშემატკივრობა სიგიჯეა უნდა გამოცადოთ.

ჩვენ "ოლდ ტრაფორდს" ვუმუღამებთ
1
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№9
ავტორი: chestersa
4 ნოემბერი 2016 15:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 265
წარმოდგენაც არ მინდა რას გრძნობენ ახლა ფერგის ბიჭები ფერგიუსონი კიდე მგონი ეხლა უფრო ნერვიულობს ვიდრე თვითონ რო იყო მწვრთნელი :/

რა ჯანდაბა გვიქნა ასეთი ამ ვან გაალმა არ ვიც 3 თვეა მოურინიო მოვიდა და კარგი ჯანდაბას ჯერ მოვითმენთ 3 თვეში ვერაფერს ვერ ოთხოვ და მჯერა მისი მაგრამ რაღაც მომენტში მახსენდება ინტერიდნ წამოსული მოურინიო როელიც საერთოდ არ განვითარებულა ის მერე პირიქით სამწვრთნელო თვალსაზრისით უკან უკან მიდის სამწუხაროდ და რეალურად რომ ვთქვათ მოურინიო არ არის დ ვერც იქნება მანჩესტერის სტილის მწვრთნელი სამწუხაროდ შემტევ გუნდში მოურინიოს წარმატება გინახავთ? არა არ გინახავთ რეალიო არავინ მითხრას ფსიქოლოგიურად ცუდი დრო უდგას ახლა თვითონ ჟოზეს და ვეღრ გაუგია თავის თავს მხედოს თუ გუნდს ძალიან დიდი წნეხის ქვეშ არის დ სამწუხაროდ სწორედ მაგ დროს რევა ხოლმე გონებაც და საქმეც ძალიან არ მინდა ასე მოხდეს მაგრამ ჯერ-ჯერობით ასე ჩანს ფაქტებიც ამას გვეუბნება

არავინ იფიქროს რომ მწვრთნელის გაოცვლს ვემხრობი არანირად პირიქით უნდა დასცალდეს აუცილებლად მუშაობა მჯერა რომ იპოვის იმ ძალას თავის თავში რომელიც დაგვეხმარება ჩვენც და მასაც! ეხლა თუ მწვრთნელი გამოცვალეს ილუზიაც არ იქონიოთ რომ გუნდის საქმე უკეთესობისკენ წავა!


გიგზი უნდა ადგეს და მოემზადოს გაოცდილება ჭირდება რას ელოდება ვერ ვხვდები
0
№10
ავტორი: Khomeriki
4 ნოემბერი 2016 15:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1
გამარჯობა პირველ რიგში)))
ყველა ჯოზეში ეძებს პრობლემას მაგრამ პრობლემა ფეხბურთელებშია გუნდს ეტყობა რო არ ყავს ისეთი ფეხბურთელი ბინც ესეთ დროს გუნდს გაუძღვება.. როგორც ამას სხვები შვებიან)) ადრე 2-0 სულ მქონდა ედი თამაშის შემოტრიალების , მაგრამ ეხლა ეტყობა გუნდს გოლს რო გაუშვებს მერე ყველა დაბნეულია). პს ეს ბლინდები და დარმიანები წავიდნენ რა))
1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top