თბილისი:
მანჩესტერი:
1-08-2014, 13:07
ავტორი: Esi,
ნანახია: 5131,
კომენტარები: 38
სატრანსფერო ციებ-ცხელება!
სრულადში შემოგთავაზებთ უახლესს სატრანსფერო ჭორებს...
სატრანსფერო ციებ-ცხელება!





1 აგვისტო


1. მადრიდის ატლეტიკოს კიდევ ერთი იუნაიტედის ფეხბურთელი მოუნდა. ამჯერად მადრიდელები იაპონელ შინჯი კაგავათი დაინტერესდნენ და მზად არიან მასში £14 მილიონი გადაიხადონ.

2. თუკი ლივერპული ტიაგო ილორის დორტმუნდის ბორუსიას მიჰყიდის, მაშინ დიდი ალბათობით მატს ჰუმელსი მანჩესტერ იუნაიტედში გადავა.

3. მადრიდის ატლეტიკოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ისინი არც ხავიერ ერნანდესით იგივე ჩიჩარიტოთი და არც ფერნანდო ტორესის ყიდვით არ არიან დაინტერესებულნი.

4. იტალიური პრესის თანახმად, არტურო ვიდალმა პირადი კონტრაქტი უკვე შეათანხმა მანჩესტერ იუნაიტედთან, მეტიც მან ჩილეში სამედიცინო შემოწმებაც კი გაიარა, სადაც იუნაიტედი ექიმები იყვნენ ჩასულები.


2 აგვისტო


1. პორტუგალიელი ვარსკვლავი შესაძლოა მანჩესტერ იუნაიტედში დაბრუნდეს, როგორც Mirror იტყობინება, რონალდომ ძალიან თბილად მოიხსენია იუნაიტედში გატარებული წლები და ბოლოს ისიც დაამატა, რომ არ იცის თუ რა მოხდება მომავალში.

2. არტურო ვიდალის აგენტმა განაცხადა, რომ ტურინის იუვენტუსს ერთ-ერთი ნახევარმცველი აუცილებლად დატოვებს. საუბარია ვიდალსა და პოგბაზე. აგენტის განცხადებით, ის დარწმუნებულია რომ ამ ორიდან მისი კლიენტი კლუბს აუცილებლად დატოვებს.

3. ესპანური გაზეთების ინფორმაციით, დიდი ალბათობით ხუან კუადრადო კატალონიის ბარსელონაში გააგრძელებს კარიერას. ამ უკანასკნელით ასევე იუნაიტედია დაინტერესებული.

4. The Guardian-ის ინფორმაციით, კატალონიის ბარსელონამ შესაძლოა იუნაიტედს კიდევ ერთ ტრანსფერში აჯობოს. ამჯერად საუბარია, ბელგიელ მცველ ტომას ვერმაელენზე, რომლის კლუბის დატოვებაც გადაწყვეტილი ამბავია, მაგრამ ჯერ კიდევ უცნობია სად გააგრძელებს იგი კარიერას.


3 აგვისტო


1. გერმანელ მცველ მატ ჰუმელსზე ნამდვილი ბრძოლა მიმდინარეობს. ორი ინგლისური კლუბი არსენალი და იუნაიტედი მზადაა ნებისმიერ ფასად შეიძინონ ეს უკანასკნელი. ბოლო ინფორმაციით იუნაიტედი მზადაა £30 მილიონი გადაიხადოს ჰუმელსში.

2. შესაძლოა მანჩესტერ იუნაიტედის ბელგიელი ნახევარმცველი მარუან ფელაინი იჯარის წესით ნაპოლიში გადავიდეს.

3. კატალონიის ბარსელონა მზადაა ლონდონის არსენალისგან £10 მილიონად შეიძინოს ბელგიელი მცველი ტომას ვერმაელენი.

4. ბოლო ინფორმაციით, ანხელ დი მარია შესაძლოა რამდენიმე დღეში მანჩესტერში ჩაფრინდეს. არგენტინელი ნახევარმცველით პ.ს.ჟ არის დაინტერესებული, მაგრამ თვითონ მადრიდელებს ურჩევნიათ დი მარია იუნაიტედში გაყიდონ, რადგან იუნაიტედი სრული თანხის გადახდას შეძლებს, ხოლო პარიზული კლუბი კი დი მარიას მხოლოდ იჯარის წესით თუ იყიდის.

5. Daily Express-ის ინფორმაციით, ლონდონის არსენალი და მანჩესტერ იუნაიტედი დაინტერესებულია ხუან ქუინტეროთი, ლონდონელები მზად არიან ამ უკანასკნელში £16 მილიონი გადაიხადონ, ხოლო იუნაიტედი უფრო მეტის გადახდას აპირებს.


4 აგვისტო


1. ლუის ვან გაალმა განაცხადა, რომ ამ ტურნეს შემდეგ გადაწყვეტს თუ ვინ დატოვებს კლუბს და ვინ დარჩება. წამსვლელების სიაში ჯერ-ჯერობით ლუიშ ნანი, შინჯი კაგავა, მარუან ფელაინი და ხავიერ ერნანდესი არიან.

2. მანჩესტერ იუნაიტედი და ტოტენჰემ ჰოთსპური დაინტერესებულნი არიან მემფის დეპაით. თვითონ ფეხბურთელმა განაცხადა, რომ შესაძლოა მან კლუბი გამოიცვალოს.

3. საუთჰეპტონის მთავარი მწვრთნელი დაინტერესებულია მანჩესტერ იუნაიტედის 17 წლის ვუნდერკინდის დემეტრ მიშელის იჯარის წესით შეძენით. თავის მხრივ ლუის ვან გაალმაც ყურადღებით გადახედა ინგლისელი ფეხბურთელის თამაშებს და ვნახოთ თუ რას გადაწყვეტს იგი.

4. მანჩესტერ იუნაიტედი ახლოსაა შეიძნოს უოტფორდის 16 წლის შემტევი, ოგო ობი.

5. როგორც ესპანური გაზეთები წერენ, მანჩესტერ იუნაიტედი მზადაა ატლეტიკოს არდა თურანის სანაცვლოდ შინჯი კაგავა და £16 მილიონი შესთავაზოს.
ჭორები
38 კომენტარი
№1
ავტორი: N.Vidic
1 აგვისტო 2014 13:34
  • სიახლეები: 268
  • კომენტარები: 89
ე ბიჯო იქნება ლივერპული რამეში გამოგვადგეს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ 2008 წელი ... მოსკოვი ... ეს დაუვიწყარია <3
№2
ავტორი: GeorgeBest
1 აგვისტო 2014 13:58
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
თუ კაგავა წავა ბორუსიაში უნდა დაბრუნდეს
0
№3
ავტორი: kakhi kakhidze
1 აგვისტო 2014 15:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 46
არ მეგონა რომ ოდესმე ლივერპული დაგვეხმარებოდა და მაგ ატლეტიკოს რა უნდა ჯერ კიდევ როისი დაგვრჩა საყიდელი წავიდეს აქედან საერთოდ
0
№4
ავტორი: Aon1
1 აგვისტო 2014 16:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 24
roiss ver iyidit shansi araa vackem rcheao mara me ki minda
0
№5
ავტორი: Juan Mata
1 აგვისტო 2014 16:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 153
ლივერპულმა ეს ამბავი რომ გაიგოს საერთოდ არ გაყიდის არავის. ეგენი ხო არაფერში გამოგვადგებიან რა
0
№6
ავტორი: Manchester United 14
1 აგვისტო 2014 18:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 982
კაი ძლივს არ მოიყვანეს ეს ვიდალი არ და არ მინდა საერთოდ პოგბა იყიდონ რა და ჰუმელსი და დიმარია რა იქნება პოგბა მინდა მაგრა დ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ MU – MUF - MUFC - Ok!
manunited
№7
ავტორი: Scholesy
1 აგვისტო 2014 20:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4
მეოთხე ჭორი განსაკუთრებით სანდოა, იტალიაში მყოფმა და გუნდთან ერთად მოვარჯიშე ვიდალმა ჩილეში გაიარე სამედიცინო შემოწმება )
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ He scores goals galore,
He scores goals,
He scores goals galore,
He scores goals,
He scores goals galore,
He scores goals,
Paul Scholes,
He scores goals
№8
ავტორი: Manchester_M
1 აგვისტო 2014 23:06
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
ლივერპული მაინც არაფერში გამოგვადგება და მაგარი წვინტლიანი მცველია ის არამგონია კლოპს მაგან გადააფიქრებიოს რამე მაგრამ ვიდალზე 7 არ მინდა რაღაცა უფრო ტექნიკური და თავის თავზე თამაშის ამღები მასტვისთვის მემეტება მაგალითად როგორიც კრისტიანო იყო მაგრამ რას ვიზამთ :)

როისის დათრევის შანსები არსებობს მაგრამ რამდენად უნდა გაალს ეგ სხვა საქმეა :))
0
№9
ავტორი: chudikone
2 აგვისტო 2014 08:43
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
არაა გამორიცხული ასეთი რამეს. ჩვენ ლივერპულს ვუთმობთ როისს, ისინი მცველს მიყიდიან ბორუსიას და ჩვენ ჰუმელსს ვიყიდით
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№10
ავტორი: don_vini
2 აგვისტო 2014 13:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1279
ვიდალი დარწუმნებული ვარ მანჩესრტერელია.ნუ თითქმის დარწმუნებული :დ :დ :დ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ o.kazakhashvili
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top