თბილისი:
მანჩესტერი:
1-08-2014, 13:07
ავტორი: Esi,
ნანახია: 5346,
კომენტარები: 38
სატრანსფერო ციებ-ცხელება!
სრულადში შემოგთავაზებთ უახლესს სატრანსფერო ჭორებს...
სატრანსფერო ციებ-ცხელება!





1 აგვისტო


1. მადრიდის ატლეტიკოს კიდევ ერთი იუნაიტედის ფეხბურთელი მოუნდა. ამჯერად მადრიდელები იაპონელ შინჯი კაგავათი დაინტერესდნენ და მზად არიან მასში £14 მილიონი გადაიხადონ.

2. თუკი ლივერპული ტიაგო ილორის დორტმუნდის ბორუსიას მიჰყიდის, მაშინ დიდი ალბათობით მატს ჰუმელსი მანჩესტერ იუნაიტედში გადავა.

3. მადრიდის ატლეტიკოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ისინი არც ხავიერ ერნანდესით იგივე ჩიჩარიტოთი და არც ფერნანდო ტორესის ყიდვით არ არიან დაინტერესებულნი.

4. იტალიური პრესის თანახმად, არტურო ვიდალმა პირადი კონტრაქტი უკვე შეათანხმა მანჩესტერ იუნაიტედთან, მეტიც მან ჩილეში სამედიცინო შემოწმებაც კი გაიარა, სადაც იუნაიტედი ექიმები იყვნენ ჩასულები.


2 აგვისტო


1. პორტუგალიელი ვარსკვლავი შესაძლოა მანჩესტერ იუნაიტედში დაბრუნდეს, როგორც Mirror იტყობინება, რონალდომ ძალიან თბილად მოიხსენია იუნაიტედში გატარებული წლები და ბოლოს ისიც დაამატა, რომ არ იცის თუ რა მოხდება მომავალში.

2. არტურო ვიდალის აგენტმა განაცხადა, რომ ტურინის იუვენტუსს ერთ-ერთი ნახევარმცველი აუცილებლად დატოვებს. საუბარია ვიდალსა და პოგბაზე. აგენტის განცხადებით, ის დარწმუნებულია რომ ამ ორიდან მისი კლიენტი კლუბს აუცილებლად დატოვებს.

3. ესპანური გაზეთების ინფორმაციით, დიდი ალბათობით ხუან კუადრადო კატალონიის ბარსელონაში გააგრძელებს კარიერას. ამ უკანასკნელით ასევე იუნაიტედია დაინტერესებული.

4. The Guardian-ის ინფორმაციით, კატალონიის ბარსელონამ შესაძლოა იუნაიტედს კიდევ ერთ ტრანსფერში აჯობოს. ამჯერად საუბარია, ბელგიელ მცველ ტომას ვერმაელენზე, რომლის კლუბის დატოვებაც გადაწყვეტილი ამბავია, მაგრამ ჯერ კიდევ უცნობია სად გააგრძელებს იგი კარიერას.


3 აგვისტო


1. გერმანელ მცველ მატ ჰუმელსზე ნამდვილი ბრძოლა მიმდინარეობს. ორი ინგლისური კლუბი არსენალი და იუნაიტედი მზადაა ნებისმიერ ფასად შეიძინონ ეს უკანასკნელი. ბოლო ინფორმაციით იუნაიტედი მზადაა £30 მილიონი გადაიხადოს ჰუმელსში.

2. შესაძლოა მანჩესტერ იუნაიტედის ბელგიელი ნახევარმცველი მარუან ფელაინი იჯარის წესით ნაპოლიში გადავიდეს.

3. კატალონიის ბარსელონა მზადაა ლონდონის არსენალისგან £10 მილიონად შეიძინოს ბელგიელი მცველი ტომას ვერმაელენი.

4. ბოლო ინფორმაციით, ანხელ დი მარია შესაძლოა რამდენიმე დღეში მანჩესტერში ჩაფრინდეს. არგენტინელი ნახევარმცველით პ.ს.ჟ არის დაინტერესებული, მაგრამ თვითონ მადრიდელებს ურჩევნიათ დი მარია იუნაიტედში გაყიდონ, რადგან იუნაიტედი სრული თანხის გადახდას შეძლებს, ხოლო პარიზული კლუბი კი დი მარიას მხოლოდ იჯარის წესით თუ იყიდის.

5. Daily Express-ის ინფორმაციით, ლონდონის არსენალი და მანჩესტერ იუნაიტედი დაინტერესებულია ხუან ქუინტეროთი, ლონდონელები მზად არიან ამ უკანასკნელში £16 მილიონი გადაიხადონ, ხოლო იუნაიტედი უფრო მეტის გადახდას აპირებს.


4 აგვისტო


1. ლუის ვან გაალმა განაცხადა, რომ ამ ტურნეს შემდეგ გადაწყვეტს თუ ვინ დატოვებს კლუბს და ვინ დარჩება. წამსვლელების სიაში ჯერ-ჯერობით ლუიშ ნანი, შინჯი კაგავა, მარუან ფელაინი და ხავიერ ერნანდესი არიან.

2. მანჩესტერ იუნაიტედი და ტოტენჰემ ჰოთსპური დაინტერესებულნი არიან მემფის დეპაით. თვითონ ფეხბურთელმა განაცხადა, რომ შესაძლოა მან კლუბი გამოიცვალოს.

3. საუთჰეპტონის მთავარი მწვრთნელი დაინტერესებულია მანჩესტერ იუნაიტედის 17 წლის ვუნდერკინდის დემეტრ მიშელის იჯარის წესით შეძენით. თავის მხრივ ლუის ვან გაალმაც ყურადღებით გადახედა ინგლისელი ფეხბურთელის თამაშებს და ვნახოთ თუ რას გადაწყვეტს იგი.

4. მანჩესტერ იუნაიტედი ახლოსაა შეიძნოს უოტფორდის 16 წლის შემტევი, ოგო ობი.

5. როგორც ესპანური გაზეთები წერენ, მანჩესტერ იუნაიტედი მზადაა ატლეტიკოს არდა თურანის სანაცვლოდ შინჯი კაგავა და £16 მილიონი შესთავაზოს.
ჭორები
38 კომენტარი
№11
ავტორი: gilmour
2 აგვისტო 2014 14:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
ჰუმელსი, ვიდალი და კუადრადო. ეს 3 რომ ვიყიდოთ პრემიერლიგას მოვიგებთ. დიმარია ცოტა ფანტასტიკის სფეროა თორე ყველას მირჩევნია.
0
№12
ავტორი: A.HERRERA
2 აგვისტო 2014 14:16
  • სიახლეები: 80
  • კომენტარები: 464
Do mariaze rato agar iwereba araperi , psg shi AR unda gavushvat
0
№13
ავტორი: Aon1
2 აგვისტო 2014 15:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 24
ukve iideba roisis forma
0
№14
ავტორი: Manchester_M
2 აგვისტო 2014 15:31
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
რონალდოზე რა უაზრო ჭორები იწერება ვინ გაუშვებს მაგას პეირ ფლეი კი არა მთელი უეფა რო დაადგნენ თავზე მაინც არ გაყიდის რეალი :X
0
№15
ავტორი: Manchester United 14
3 აგვისტო 2014 13:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 982
ჩემო კარგი ვიდალი შენ წყენა რატო გაკეთე derpgop
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ MU – MUF - MUFC - Ok!
manunited
№16
ავტორი: A.HERRERA
3 აგვისტო 2014 14:31
  • სიახლეები: 80
  • კომენტარები: 464
Humelsshi upro meti unda gadavixadot da guli migrdznobs gamoushveben ra, di marias rac sheexeba davitrevt didi albatobit, aramgonia ijarit gaushavs realma psgshi :) axla ertaderti rac gvevaleba aqtiurobaa da yvelaperi chvens sasiketod damtavrdeba
0
№17
ავტორი: NickCantona
3 აგვისტო 2014 17:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 69
Didi Maria <3
0
№18
ავტორი: Manchester_M
3 აგვისტო 2014 17:37
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
კარგი სიახლეებია დი მარია და ჰუმელსი დაგვხატავს ვიდალსაც თუ მოაყოლებენ მთლად კარგი ეს ქუინტერო ვინაა ?
0
№19
ავტორი: დავითი
4 აგვისტო 2014 00:17
  • სიახლეები: 13
  • კომენტარები: 154
როდის იხურება ტრანსფერების ფანჯარა?
0
№20
ავტორი: chestersa
4 აგვისტო 2014 00:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 265
A.HERRERA,

ძმა რა მაინტერესებს ყველა რომ ამბობთ დი მარია დი მარიაო სად აყენებთ ამ დიმარიას არ მესმის რა საყრდენად უნდა დადგეს თუ ცენტრში აყენებთ?! მაშინ დი მარია თუ გინდათ ლუის ტაქტიკაა შესაცვლელი დი მარიას არ იყიდის იუნაიტედი მაგის შანსი არაა თუ იყიდის ესეიგი ლუი ახალ ტაქტიკას ამზადებს რაც არამგონია :))
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top