თბილისი:
მანჩესტერი:
1-08-2014, 13:07
ავტორი: Esi,
ნანახია: 5346,
კომენტარები: 38
სატრანსფერო ციებ-ცხელება!
სრულადში შემოგთავაზებთ უახლესს სატრანსფერო ჭორებს...
სატრანსფერო ციებ-ცხელება!





1 აგვისტო


1. მადრიდის ატლეტიკოს კიდევ ერთი იუნაიტედის ფეხბურთელი მოუნდა. ამჯერად მადრიდელები იაპონელ შინჯი კაგავათი დაინტერესდნენ და მზად არიან მასში £14 მილიონი გადაიხადონ.

2. თუკი ლივერპული ტიაგო ილორის დორტმუნდის ბორუსიას მიჰყიდის, მაშინ დიდი ალბათობით მატს ჰუმელსი მანჩესტერ იუნაიტედში გადავა.

3. მადრიდის ატლეტიკოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ისინი არც ხავიერ ერნანდესით იგივე ჩიჩარიტოთი და არც ფერნანდო ტორესის ყიდვით არ არიან დაინტერესებულნი.

4. იტალიური პრესის თანახმად, არტურო ვიდალმა პირადი კონტრაქტი უკვე შეათანხმა მანჩესტერ იუნაიტედთან, მეტიც მან ჩილეში სამედიცინო შემოწმებაც კი გაიარა, სადაც იუნაიტედი ექიმები იყვნენ ჩასულები.


2 აგვისტო


1. პორტუგალიელი ვარსკვლავი შესაძლოა მანჩესტერ იუნაიტედში დაბრუნდეს, როგორც Mirror იტყობინება, რონალდომ ძალიან თბილად მოიხსენია იუნაიტედში გატარებული წლები და ბოლოს ისიც დაამატა, რომ არ იცის თუ რა მოხდება მომავალში.

2. არტურო ვიდალის აგენტმა განაცხადა, რომ ტურინის იუვენტუსს ერთ-ერთი ნახევარმცველი აუცილებლად დატოვებს. საუბარია ვიდალსა და პოგბაზე. აგენტის განცხადებით, ის დარწმუნებულია რომ ამ ორიდან მისი კლიენტი კლუბს აუცილებლად დატოვებს.

3. ესპანური გაზეთების ინფორმაციით, დიდი ალბათობით ხუან კუადრადო კატალონიის ბარსელონაში გააგრძელებს კარიერას. ამ უკანასკნელით ასევე იუნაიტედია დაინტერესებული.

4. The Guardian-ის ინფორმაციით, კატალონიის ბარსელონამ შესაძლოა იუნაიტედს კიდევ ერთ ტრანსფერში აჯობოს. ამჯერად საუბარია, ბელგიელ მცველ ტომას ვერმაელენზე, რომლის კლუბის დატოვებაც გადაწყვეტილი ამბავია, მაგრამ ჯერ კიდევ უცნობია სად გააგრძელებს იგი კარიერას.


3 აგვისტო


1. გერმანელ მცველ მატ ჰუმელსზე ნამდვილი ბრძოლა მიმდინარეობს. ორი ინგლისური კლუბი არსენალი და იუნაიტედი მზადაა ნებისმიერ ფასად შეიძინონ ეს უკანასკნელი. ბოლო ინფორმაციით იუნაიტედი მზადაა £30 მილიონი გადაიხადოს ჰუმელსში.

2. შესაძლოა მანჩესტერ იუნაიტედის ბელგიელი ნახევარმცველი მარუან ფელაინი იჯარის წესით ნაპოლიში გადავიდეს.

3. კატალონიის ბარსელონა მზადაა ლონდონის არსენალისგან £10 მილიონად შეიძინოს ბელგიელი მცველი ტომას ვერმაელენი.

4. ბოლო ინფორმაციით, ანხელ დი მარია შესაძლოა რამდენიმე დღეში მანჩესტერში ჩაფრინდეს. არგენტინელი ნახევარმცველით პ.ს.ჟ არის დაინტერესებული, მაგრამ თვითონ მადრიდელებს ურჩევნიათ დი მარია იუნაიტედში გაყიდონ, რადგან იუნაიტედი სრული თანხის გადახდას შეძლებს, ხოლო პარიზული კლუბი კი დი მარიას მხოლოდ იჯარის წესით თუ იყიდის.

5. Daily Express-ის ინფორმაციით, ლონდონის არსენალი და მანჩესტერ იუნაიტედი დაინტერესებულია ხუან ქუინტეროთი, ლონდონელები მზად არიან ამ უკანასკნელში £16 მილიონი გადაიხადონ, ხოლო იუნაიტედი უფრო მეტის გადახდას აპირებს.


4 აგვისტო


1. ლუის ვან გაალმა განაცხადა, რომ ამ ტურნეს შემდეგ გადაწყვეტს თუ ვინ დატოვებს კლუბს და ვინ დარჩება. წამსვლელების სიაში ჯერ-ჯერობით ლუიშ ნანი, შინჯი კაგავა, მარუან ფელაინი და ხავიერ ერნანდესი არიან.

2. მანჩესტერ იუნაიტედი და ტოტენჰემ ჰოთსპური დაინტერესებულნი არიან მემფის დეპაით. თვითონ ფეხბურთელმა განაცხადა, რომ შესაძლოა მან კლუბი გამოიცვალოს.

3. საუთჰეპტონის მთავარი მწვრთნელი დაინტერესებულია მანჩესტერ იუნაიტედის 17 წლის ვუნდერკინდის დემეტრ მიშელის იჯარის წესით შეძენით. თავის მხრივ ლუის ვან გაალმაც ყურადღებით გადახედა ინგლისელი ფეხბურთელის თამაშებს და ვნახოთ თუ რას გადაწყვეტს იგი.

4. მანჩესტერ იუნაიტედი ახლოსაა შეიძნოს უოტფორდის 16 წლის შემტევი, ოგო ობი.

5. როგორც ესპანური გაზეთები წერენ, მანჩესტერ იუნაიტედი მზადაა ატლეტიკოს არდა თურანის სანაცვლოდ შინჯი კაგავა და £16 მილიონი შესთავაზოს.
ჭორები
38 კომენტარი
№31
ავტორი: chestersa
4 აგვისტო 2014 19:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 265
Malboro463,


ამ ტაქტიკაში როისი სად უნდა დადგეს ვერ ვხვდები
0
№32
ავტორი: Manchester_M
4 აგვისტო 2014 22:41
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
chestersa,
წინა თამაში იანგი რა დავალებასაც ასულებდა იმას შეასრულებს როისი და დიმარია ვალენსიას ადგილას დადგება ანუ შენ სურათში 5 და 6 პოზიციას დაიკავებენ :) ან შეიძლება გადააწოს და უკეთესად მოარგოს ტაქტიკა ეგენი დაგვათრევია და ვან გაალი კამფეტივით მოარგებს ყველას :)
0
№33
ავტორი: A.HERRERA
4 აგვისტო 2014 23:36
  • სიახლეები: 80
  • კომენტარები: 464
Manchester_M,
mec magas AR vambob :D amatze rogor unda tqva uari
0
№34
ავტორი: chestersa
5 აგვისტო 2014 02:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 265
Manchester_M,
A.HERRERA,
ბიჭებო უარს არ ვამბობ(ან რო ვთქვა რა მაინც იყიდიან თუ ყიდვაა)მაგრამ ამ წუთში დიმარიაზე მეტად მცველი გვჭირდება და საყრდენი თუ როისი დიმარია ვიყიდეთ ჩათვალეთ რო ვიდალი და ჰუმელსი წარსულს ჩაბარდა! დაცვაში სეზონის მანძილზე პრობლემები შეგვექმნება მითუმეტეს ევანსი ხშირად იმტვრევა ხოლმე კინი კაი ბიჯია მაგრამ ძალიან ახალგაზრდაა მცველი გვჭირდება ვერმალენი არ მინდა არამგონია თქვენ გინდოდეთ ამიტონ 30 კი არა 50 რო დაგვჭირდეს ჰუმელსში უნდა გადავიხადოთ ან ბლინდი მაინც ვიყიდოთ ან ვლაარი თორე პრობლემები შეგვექმნება რაც ძალიან არ გვინდა არავის! საყრდენს რაც შეეხება ვიდალი გვჭირდება ფლეტჩერი-კერიკით(ძალიან დიდ პატივს ვცემ)მაგრამ ფონს ვერ გავალთ წელს პრემიერ ლიგა გვჭირდება აუცილებლად!!!
0
№35
ავტორი: Manchester_M
5 აგვისტო 2014 10:44
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
chestersa,
მცველი რო პრიორიტეტია რათ უნდა ბაზარი მაგას მაგრამ თუ ვინმეა თავდასხმაში მოსაყვანი როისი დიმარია ან ვიდალია :)
0
№36
ავტორი: A.HERRERA
5 აგვისტო 2014 12:44
  • სიახლეები: 80
  • კომენტარები: 464
Manchester_M,
chestersa,
200milionamde apirebdnen daxarjvas Da gadaifiqres? Mag tanxit humelsac davitrevt, vidalsac Da dimariasac
0
№37
ავტორი: Malboro463
5 აგვისტო 2014 13:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5891
chestersa,
5 იანზე და წინ ითამაშებს 3 მცველი და ერთი ჩამშლელი დაცვაში სათამაშოდ საკმარისია
0
№38
ავტორი: chestersa
6 აგვისტო 2014 13:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 265
Manchester_M,
ხო და მაგას ვამბობ რომ არავინ არაა გუნდში მოსაყვანი თავადხმაში არავინ ეხლა საყრდენის და მცველის გარდა არავინ არაა საჭირო შესაბამისად ვიდალის და ჰუმელსის გარდა არც დი მარია და არც როისი! ვიდალს თავდასხმაში რა უნდა?!
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top