თბილისი:
მანჩესტერი:
22-07-2014, 13:43
ავტორი: Esi,
ნანახია: 6281,
კომენტარები: 34
სატრანსფერო ციებ-ცხელება!
სრულადში შემოგთავაზებთ უახლესს სატრანსფერო ჭორებს...
სატრანსფერო ციებ-ცხელება!
21 ივლისი


1. ესპანური გამომცემლობა Sport-ის ინფორმაციით, დორტმუნდის ბორუსიას გერმანელი მცველი მატს ჰუმელსი ძალიან ახლოსაა იუნაიტედთან გადასვლასთან.

2. არა და არ ეშვება იუნაიტედი ჩილელ ნახევარმცველ არტურო ვიდალს. გუშინ კი პაველ ნედვედმა განაცხადა, რომ მათ არ სურთ არავის გაყიდვა, მით უმეტეს ვიდალისა

3. MUTV-სთან ინტევრიუში ედ ვუდვარდმა განაცხადა, რომ ფული მათთვის პრობლემა არ არის და რასაც ვან გაალი ისურვებს ყველა სურვილი დაკმაყოფილებული იქნება.

4. Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით პატრის ევრა ტურინის იუვენტუსში მაინც გადავა.



22 ივლისი


1. ლონდონის არსენალის მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა მანჩესტერ იუნაიტედს ტომას ვერმაელენის ტრანსფერში ფილ ჯონსის, კრის სმოლინგის ან ტომ ქლევერლის ჩართვა მოსთხოვა.

2. თითქმის ყველა ბრიტანული გაზეთი აჭრელებულია იმ ინფორმაციით, რომ გერმანელი მცველი მატს ჰუმელსი მანჩესტერ იუნაიტედში გადავა. სატრანსფერო თანხა კი £16 მილიონია. BBC - ის ინფორმაციით კი, ეს ტრანსფერი ძალიან მალე გაოფიციალურდება.

3. დიდი ალბათობით, ამ კვირაში საუთჰეპტონის ხორვატი მცველი ლოვრენი ლივერპულში £20 მილიონად გადავა. ამ ფაქტიდან გამომდინარე, საუთჰეპტონს მცველი სჭირდება, ამიტომაც ისინი დე ვრეით სერიოზულად დაინტერესდნენ. ამ უკანასკნელისადმი ინტერესს კი თავის მხრივ იუნაიტედიც იჩენს. ასევე ლოვრენის შემცვლელად ვლაარიც მოიაზრება, მაგრამ ინტერესი დე ვრეისადმი უფრო დიდია.

4. პორტუგალიური გამოცემა O Jogo-ს ინფორმაციით, მანჩესტერ იუნაიტედის პორტუგალიელი შემტევი, ლუიშ ნანი ერთწლიანი იჯარის წესით მილანის ინტერში ითამაშებს.



23 ივლისი


1. Daily Mail-ის ინფორმაციით, პორტუგალიელი შემტევი ბებე კლუბს ძალიან მალე დატოვებს. მისით ლისაბონის ბენფიკაა დაინტერესებული.

2. Daily Express-ის ცნობით, შანსი იმისა, რომ ანხელ დი მარია იუნაიტედში გადავიდეს უფრო მცირეა ვიდრე პ.ს.ჯ-ში გადასვლასთან შედარებით. მაგრამ ამავდროულად ფრანგულ კლუბს აქვს შეზღუდვები ფიფასგან ამიტომაც ისინი დი მარიას მხოლოდ იჯარის წესით თუ შეიძენენ.

3. Bild-ის ინფორმაციით, მანჩესტერ იუნაიტედი და ლივერპული რიკარდო როდრიგესით არიან დაინტერესებულნი.

4. ალბათ მანჩესტერ იუნაიტედის გულშემატკივრების დიდ ნაწილს გაახარებს ინფორმაცია, რომელიც ვან გაალმა გააჟღერა. მისი თქმით მექსიკელი ფორვარდი ხავიერ ერნანესი კლუბში დარჩება.


24-25 ივლისი



1. TalkSPORT-ის ინფორმაციით, მიუნხენის ბაიერნი მზადაა £30 მილიონი გადაიხადოს კოლუმბიელ ფეხბურთელ, ხუან კუადრადოში. ამ ფეხბურთელით ასევე მანჩესტერ იუნაიტედი და კატალონიის ბარსელონაა დაინტერესებული.

2. საიტ CaughtOffside.com-ის ინფორმაციით, მანჩესტერ იუნაიტედს მწვანე შუქი აენთო დი მარიას ტრანსფერთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, დი მარიას მომავალს პ.ს.ჯ-ს უკავშირებენ, მაგრამ რადგან ფრანგულ კლუბმა ფინანსური Fair Play-ს წესი არ უნდა დაარღვიოს, იუნაიტედს უფრო მეტი შანსი აქვს არგენტინელის ყიდვისა.

3. Metro-ს ინფორმაციით, ლივერპული ჩილელი ნახევარმცველით დაინტერესდა. საუბარია არტურო ვიდალიზე, რომლითაც ასევე იუნაიტედია დაინტერესებული.

4. BBC-ის ინფორმაციით, მანჩესტერ იუნაიტედი სერიოზულ ინტერესს იჩენს ჰოლანდიელ შემტევ ფეხბურთელ მემფის დეპაიზე.

5. Daily Mail-ის ინფორმაციით, ჩილელმა ნახევარმცველმა არტურო ვიდალიმ იტალიურ პრესას განუცხადა, რომ იგი იუნაიტედში არ მიდის.

6. The Times-ის ინფორმაციით, მადრიდის ატლეტიკომ ხელახლა გაუკეთა შეთავაზება მანჩესტერ იუნაიტედს ხავიერ ერნანდესის იგივე ჩიჩარიტოს ტრანსფერთან დაკავშირებით.

7. ლონდონის არსენალი მზადაა, პორტუგალიელ შემტევ ლუიშ ნანიში £9 მილიონი გადაიხადოს.
ჭორები
34 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
21 ივლისი 2014 18:29
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ჰუმელსი კარგია winked
0
№2
ავტორი: manutd---10
21 ივლისი 2014 19:00
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 225
გიორგი,
ჰუმელსი დაგვამშვენებს რაააა, ძაან მაგარი იქნება, ჰუმრლსი და დე ვრეიც და დე პაიც გამოიყოლოს ვანგაალმა და პრემიერ ლიგა ჩვენიაააააა.
0
№3
ავტორი: Jubo
21 ივლისი 2014 19:36
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
გამოუშვით ჰუმელსიი :@
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
№4
ავტორი: Aon1
21 ივლისი 2014 20:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 24
ehhh
0
№5
ავტორი: De_Gea
21 ივლისი 2014 20:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 0
humelsiiiiiii ^_^
0
№6
ავტორი: LizarD
21 ივლისი 2014 22:44
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
hummrls, blind და ყველაფერი დალაგდება
0
№7
ავტორი: Best 7
21 ივლისი 2014 23:11
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
ჰუმელსი მინდააა!
0
№8
ავტორი: ელენე
22 ივლისი 2014 00:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 279
იმედია ამ სიას დი მარიაც დაემატება. ეჭვი მაქვს, რომ მოვახერხებთ მის გადმობირებას. :)
0
№9
ავტორი: Malboro463
22 ივლისი 2014 01:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
ვესტჰემიდან ახალ გარეთ ბეილს ყიდულობენო 16 წლისა წავიკითხე :დ
0
№10
ავტორი: temo-scholes
22 ივლისი 2014 09:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
დავითი,
martla davit? uechveli naxe oficialurze dzma?
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top