თბილისი:
მანჩესტერი:
22-07-2014, 13:43
ავტორი: Esi,
ნანახია: 6284,
კომენტარები: 34
სატრანსფერო ციებ-ცხელება!
სრულადში შემოგთავაზებთ უახლესს სატრანსფერო ჭორებს...
სატრანსფერო ციებ-ცხელება!
21 ივლისი


1. ესპანური გამომცემლობა Sport-ის ინფორმაციით, დორტმუნდის ბორუსიას გერმანელი მცველი მატს ჰუმელსი ძალიან ახლოსაა იუნაიტედთან გადასვლასთან.

2. არა და არ ეშვება იუნაიტედი ჩილელ ნახევარმცველ არტურო ვიდალს. გუშინ კი პაველ ნედვედმა განაცხადა, რომ მათ არ სურთ არავის გაყიდვა, მით უმეტეს ვიდალისა

3. MUTV-სთან ინტევრიუში ედ ვუდვარდმა განაცხადა, რომ ფული მათთვის პრობლემა არ არის და რასაც ვან გაალი ისურვებს ყველა სურვილი დაკმაყოფილებული იქნება.

4. Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით პატრის ევრა ტურინის იუვენტუსში მაინც გადავა.



22 ივლისი


1. ლონდონის არსენალის მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა მანჩესტერ იუნაიტედს ტომას ვერმაელენის ტრანსფერში ფილ ჯონსის, კრის სმოლინგის ან ტომ ქლევერლის ჩართვა მოსთხოვა.

2. თითქმის ყველა ბრიტანული გაზეთი აჭრელებულია იმ ინფორმაციით, რომ გერმანელი მცველი მატს ჰუმელსი მანჩესტერ იუნაიტედში გადავა. სატრანსფერო თანხა კი £16 მილიონია. BBC - ის ინფორმაციით კი, ეს ტრანსფერი ძალიან მალე გაოფიციალურდება.

3. დიდი ალბათობით, ამ კვირაში საუთჰეპტონის ხორვატი მცველი ლოვრენი ლივერპულში £20 მილიონად გადავა. ამ ფაქტიდან გამომდინარე, საუთჰეპტონს მცველი სჭირდება, ამიტომაც ისინი დე ვრეით სერიოზულად დაინტერესდნენ. ამ უკანასკნელისადმი ინტერესს კი თავის მხრივ იუნაიტედიც იჩენს. ასევე ლოვრენის შემცვლელად ვლაარიც მოიაზრება, მაგრამ ინტერესი დე ვრეისადმი უფრო დიდია.

4. პორტუგალიური გამოცემა O Jogo-ს ინფორმაციით, მანჩესტერ იუნაიტედის პორტუგალიელი შემტევი, ლუიშ ნანი ერთწლიანი იჯარის წესით მილანის ინტერში ითამაშებს.



23 ივლისი


1. Daily Mail-ის ინფორმაციით, პორტუგალიელი შემტევი ბებე კლუბს ძალიან მალე დატოვებს. მისით ლისაბონის ბენფიკაა დაინტერესებული.

2. Daily Express-ის ცნობით, შანსი იმისა, რომ ანხელ დი მარია იუნაიტედში გადავიდეს უფრო მცირეა ვიდრე პ.ს.ჯ-ში გადასვლასთან შედარებით. მაგრამ ამავდროულად ფრანგულ კლუბს აქვს შეზღუდვები ფიფასგან ამიტომაც ისინი დი მარიას მხოლოდ იჯარის წესით თუ შეიძენენ.

3. Bild-ის ინფორმაციით, მანჩესტერ იუნაიტედი და ლივერპული რიკარდო როდრიგესით არიან დაინტერესებულნი.

4. ალბათ მანჩესტერ იუნაიტედის გულშემატკივრების დიდ ნაწილს გაახარებს ინფორმაცია, რომელიც ვან გაალმა გააჟღერა. მისი თქმით მექსიკელი ფორვარდი ხავიერ ერნანესი კლუბში დარჩება.


24-25 ივლისი



1. TalkSPORT-ის ინფორმაციით, მიუნხენის ბაიერნი მზადაა £30 მილიონი გადაიხადოს კოლუმბიელ ფეხბურთელ, ხუან კუადრადოში. ამ ფეხბურთელით ასევე მანჩესტერ იუნაიტედი და კატალონიის ბარსელონაა დაინტერესებული.

2. საიტ CaughtOffside.com-ის ინფორმაციით, მანჩესტერ იუნაიტედს მწვანე შუქი აენთო დი მარიას ტრანსფერთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, დი მარიას მომავალს პ.ს.ჯ-ს უკავშირებენ, მაგრამ რადგან ფრანგულ კლუბმა ფინანსური Fair Play-ს წესი არ უნდა დაარღვიოს, იუნაიტედს უფრო მეტი შანსი აქვს არგენტინელის ყიდვისა.

3. Metro-ს ინფორმაციით, ლივერპული ჩილელი ნახევარმცველით დაინტერესდა. საუბარია არტურო ვიდალიზე, რომლითაც ასევე იუნაიტედია დაინტერესებული.

4. BBC-ის ინფორმაციით, მანჩესტერ იუნაიტედი სერიოზულ ინტერესს იჩენს ჰოლანდიელ შემტევ ფეხბურთელ მემფის დეპაიზე.

5. Daily Mail-ის ინფორმაციით, ჩილელმა ნახევარმცველმა არტურო ვიდალიმ იტალიურ პრესას განუცხადა, რომ იგი იუნაიტედში არ მიდის.

6. The Times-ის ინფორმაციით, მადრიდის ატლეტიკომ ხელახლა გაუკეთა შეთავაზება მანჩესტერ იუნაიტედს ხავიერ ერნანდესის იგივე ჩიჩარიტოს ტრანსფერთან დაკავშირებით.

7. ლონდონის არსენალი მზადაა, პორტუგალიელ შემტევ ლუიშ ნანიში £9 მილიონი გადაიხადოს.
ჭორები
34 კომენტარი
№21
ავტორი: red devil
23 ივლისი 2014 07:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
ვენგერმა მთვარეზე ქაღალდიც გაიყოლოს მომინდომა ჯონსი. ჰუმელსი ოცნებად დაგვრჩება ასე მგონია.ნანის იჯარით გაშვებას რა აზრი აქ ვერ ვხვდები
0
№22
ავტორი: Malboro463
24 ივლისი 2014 02:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5855
ბებე წავიდა. ერნანდესის დარჩენა არ გამხარებია :დ
0
№23
ავტორი: alan smith
24 ივლისი 2014 02:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2
ჩიჩა დარჩეს კარგია am
0
№24
ავტორი: chicha_chicha14
25 ივლისი 2014 03:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 175
ჩიჩარიტო რჩებაააააააააააააააააააააა
0
№25
ავტორი: Manchester_M
25 ივლისი 2014 13:19
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
გადმოიყვანონ დი მარია ხალხი არ არიან ?

ნანის გაშვება ჩვენ კონკურენტ კლუბში მიანც არ მინდა რო ათამაშდეს მერე ნერვები მომეშლება :@
0
№26
ავტორი: A.HERRERA
25 ივლისი 2014 13:46
  • სიახლეები: 80
  • კომენტარები: 464
დი მარიას ვიყიდიტ ეტყობა, პესეჟე ვეგარ გაგვიწევს კონკურენციას რაც მთავარია
0
№27
ავტორი: don_vini
25 ივლისი 2014 15:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1279
ვიდალის ტრასნფერი სულ უფრო უკან უკან მიდის.რავიცი დი მარია კარგია მაგრამ ცენტრაული ნახევარცველიც რომ აუცილებალდ გვ?ჭირდება ამაშია საქმე.ვინემ აუცილებალდ უნდა ვიყიდოთ მაღალი კლასის
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ o.kazakhashvili
№28
ავტორი: chicha_chicha14
25 ივლისი 2014 15:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 175
აბა აახვიეთ აქედან მადრიდიესტებო. ჩიჩარიტო წითEლი ეშმაკია და ვსიო
0
№29
ავტორი: Manchester United 14
25 ივლისი 2014 16:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 982
Manchester_M,
რეალმა მართლა ვისაც დადგა თვალი ის გადმოიყვანა მაგრამ იუნაიტედს ნაკლები ფული ხო არ აქვს და დი მარია ჰუმელსი უეჭველი გვინდა და დე ვრეიც უკეთესი შოუს არამგონია ძირითადად სასტავი მიცეს ვან გალმა და კაი იქნება ბლინდსაც თუ დავითრევთ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ MU – MUF - MUFC - Ok!
manunited
№30
ავტორი: GeorgeBest
25 ივლისი 2014 16:31
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ნანი არაა გასაშვები ჯერ როცა არავინ გვყავს შემცვლელი! თუ გასვებაა იანგი გაუშვან
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top