თბილისი:
მანჩესტერი:
22-07-2014, 13:43
ავტორი: Esi,
ნანახია: 6284,
კომენტარები: 34
სატრანსფერო ციებ-ცხელება!
სრულადში შემოგთავაზებთ უახლესს სატრანსფერო ჭორებს...
სატრანსფერო ციებ-ცხელება!
21 ივლისი


1. ესპანური გამომცემლობა Sport-ის ინფორმაციით, დორტმუნდის ბორუსიას გერმანელი მცველი მატს ჰუმელსი ძალიან ახლოსაა იუნაიტედთან გადასვლასთან.

2. არა და არ ეშვება იუნაიტედი ჩილელ ნახევარმცველ არტურო ვიდალს. გუშინ კი პაველ ნედვედმა განაცხადა, რომ მათ არ სურთ არავის გაყიდვა, მით უმეტეს ვიდალისა

3. MUTV-სთან ინტევრიუში ედ ვუდვარდმა განაცხადა, რომ ფული მათთვის პრობლემა არ არის და რასაც ვან გაალი ისურვებს ყველა სურვილი დაკმაყოფილებული იქნება.

4. Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით პატრის ევრა ტურინის იუვენტუსში მაინც გადავა.



22 ივლისი


1. ლონდონის არსენალის მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა მანჩესტერ იუნაიტედს ტომას ვერმაელენის ტრანსფერში ფილ ჯონსის, კრის სმოლინგის ან ტომ ქლევერლის ჩართვა მოსთხოვა.

2. თითქმის ყველა ბრიტანული გაზეთი აჭრელებულია იმ ინფორმაციით, რომ გერმანელი მცველი მატს ჰუმელსი მანჩესტერ იუნაიტედში გადავა. სატრანსფერო თანხა კი £16 მილიონია. BBC - ის ინფორმაციით კი, ეს ტრანსფერი ძალიან მალე გაოფიციალურდება.

3. დიდი ალბათობით, ამ კვირაში საუთჰეპტონის ხორვატი მცველი ლოვრენი ლივერპულში £20 მილიონად გადავა. ამ ფაქტიდან გამომდინარე, საუთჰეპტონს მცველი სჭირდება, ამიტომაც ისინი დე ვრეით სერიოზულად დაინტერესდნენ. ამ უკანასკნელისადმი ინტერესს კი თავის მხრივ იუნაიტედიც იჩენს. ასევე ლოვრენის შემცვლელად ვლაარიც მოიაზრება, მაგრამ ინტერესი დე ვრეისადმი უფრო დიდია.

4. პორტუგალიური გამოცემა O Jogo-ს ინფორმაციით, მანჩესტერ იუნაიტედის პორტუგალიელი შემტევი, ლუიშ ნანი ერთწლიანი იჯარის წესით მილანის ინტერში ითამაშებს.



23 ივლისი


1. Daily Mail-ის ინფორმაციით, პორტუგალიელი შემტევი ბებე კლუბს ძალიან მალე დატოვებს. მისით ლისაბონის ბენფიკაა დაინტერესებული.

2. Daily Express-ის ცნობით, შანსი იმისა, რომ ანხელ დი მარია იუნაიტედში გადავიდეს უფრო მცირეა ვიდრე პ.ს.ჯ-ში გადასვლასთან შედარებით. მაგრამ ამავდროულად ფრანგულ კლუბს აქვს შეზღუდვები ფიფასგან ამიტომაც ისინი დი მარიას მხოლოდ იჯარის წესით თუ შეიძენენ.

3. Bild-ის ინფორმაციით, მანჩესტერ იუნაიტედი და ლივერპული რიკარდო როდრიგესით არიან დაინტერესებულნი.

4. ალბათ მანჩესტერ იუნაიტედის გულშემატკივრების დიდ ნაწილს გაახარებს ინფორმაცია, რომელიც ვან გაალმა გააჟღერა. მისი თქმით მექსიკელი ფორვარდი ხავიერ ერნანესი კლუბში დარჩება.


24-25 ივლისი



1. TalkSPORT-ის ინფორმაციით, მიუნხენის ბაიერნი მზადაა £30 მილიონი გადაიხადოს კოლუმბიელ ფეხბურთელ, ხუან კუადრადოში. ამ ფეხბურთელით ასევე მანჩესტერ იუნაიტედი და კატალონიის ბარსელონაა დაინტერესებული.

2. საიტ CaughtOffside.com-ის ინფორმაციით, მანჩესტერ იუნაიტედს მწვანე შუქი აენთო დი მარიას ტრანსფერთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, დი მარიას მომავალს პ.ს.ჯ-ს უკავშირებენ, მაგრამ რადგან ფრანგულ კლუბმა ფინანსური Fair Play-ს წესი არ უნდა დაარღვიოს, იუნაიტედს უფრო მეტი შანსი აქვს არგენტინელის ყიდვისა.

3. Metro-ს ინფორმაციით, ლივერპული ჩილელი ნახევარმცველით დაინტერესდა. საუბარია არტურო ვიდალიზე, რომლითაც ასევე იუნაიტედია დაინტერესებული.

4. BBC-ის ინფორმაციით, მანჩესტერ იუნაიტედი სერიოზულ ინტერესს იჩენს ჰოლანდიელ შემტევ ფეხბურთელ მემფის დეპაიზე.

5. Daily Mail-ის ინფორმაციით, ჩილელმა ნახევარმცველმა არტურო ვიდალიმ იტალიურ პრესას განუცხადა, რომ იგი იუნაიტედში არ მიდის.

6. The Times-ის ინფორმაციით, მადრიდის ატლეტიკომ ხელახლა გაუკეთა შეთავაზება მანჩესტერ იუნაიტედს ხავიერ ერნანდესის იგივე ჩიჩარიტოს ტრანსფერთან დაკავშირებით.

7. ლონდონის არსენალი მზადაა, პორტუგალიელ შემტევ ლუიშ ნანიში £9 მილიონი გადაიხადოს.
ჭორები
34 კომენტარი
№31
ავტორი: Manchester_M
25 ივლისი 2014 21:32
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
ჩელსმა დროგბა დაიბრუნა და წელს ჩვენი მთავარი კონკურენტი ალბათ ჩელსი იქნება ეპლში :) ძან გაააძლიერა მაურინიომ კლუბი :X
0
№32
ავტორი: Malboro463
25 ივლისი 2014 23:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
Manchester_M,
მე სიტი და ლივერპული მიმაჩნია
0
№33
ავტორი: LizarD
25 ივლისი 2014 23:35
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
დი მარია თუ მოვა იანგი უნდა გაუშვან, ისე ტაუნსენდი ძვირი არ უნდა ღიედეს და თან მაგარი ვინგერია, ჩვენებს ყველას ჟობს
0
№34
ავტორი: Manchester_M
26 ივლისი 2014 09:03
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
Middlesbro,
რა ლივერპული რაც მაგათმა სუარესი გაუშვეს წინა წელთან შედარებით მაგათი თამაშის ხარისხი ძან მოიკლებს და თან ჩემპიონთა ლიგაც ხელს შეუშლით :)
ასევე სიტიც შიძლება ვთქვათ სხვებთან შედარებით უმოტივაციოდ იქნება და ჩემპიონთა ლიგაზე იქნება გადართული :)
მაურინიომ კი თქვა რომ ეპლის მოგება იქნება პრიორიტეტიო :) და გუნდიც ხელს უწყობს ისეთი ტრანსფერები გააკეთა :X
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top