თბილისი:
მანჩესტერი:
1-04-2014, 17:43
ავტორი: GeorgeBest ,
ნანახია: 3190,
კომენტარები: 30
"მანჩესტერ იუნაიტედი" – "ბაიერნი" (პრევიუ)
დღევანდელი მატჩის პრევიუ
"მანჩესტერ იუნაიტედი" – "ბაიერნი" (პრევიუ)

სტადიონი: "ოლდ ტრაფორდი", მანჩესტერი
ტურნირი: ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალი, პირველი მატჩი
მსაჯი: კარლოს ველასკო
თარიღი: სამშაბათი, 1 აპრილი 2014 წელი.
მატჩის დასაწყისი: 22:45, (ჩვენი დროით)
ტრანსლაცია: "მანჩესტერ იუნაიტედი" – "ბაიერნი" (პრევიუ) "მანჩესტერ იუნაიტედი" – "ბაიერნი" (პრევიუ) "მანჩესტერ იუნაიტედი" – "ბაიერნი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი" – "ბაიერნი" (პრევიუ)


"მანჩესტერ იუნაიტედი" – "ბაიერნი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"

ტრავმირებულები: ვან პერსი, სმოლინგი, ევანსი.
დისკვალიფიკაცია: ევრა (1 მატჩი)
კითხვისნიშნისქვეშ: ვალენსია, რაფაელი

"მანჩესტერ იუნაიტედს" პრობლემები აქვს, მათი ჰოლანდიელი გოლეადორისთვის საკლუბო კარიერა დასრულდა, პერსი "იუნაიტედს" ამ სეზონში ვეღარ დაეხმარება. "ბაიერნთან" მატჩს პატრის ევრაც გამოტოვებს, რომელსაც 2 ყვითელი დაუგროვდა მიმდინარე გათამაშებაში, ამის გამო ის 1 მატჩი ვერ დაეხმარება გუნდს. ბოლო მატჩში რაფაელ და სილვამ ტრავმა მიიღო და მისი თამაში კითხვისნიშნისქვეშაა. ასევე შეიძლება გუნდს ანტონიო ვალენსიაც გამოაკლდეს.

"მანჩესტერ იუნაიტედი" – "ბაიერნი" (პრევიუ)


"მანჩესტერ იუნაიტედი" – "ბაიერნი" (პრევიუ)
"ბაიერნი"

ტრავმირებულები: ალკანტარა
დისკვალიფიკაცია: დანტე (1 მატჩი)
კითხვისნიშნისქვეშ: არავინ

პეპ გუარდიოლას გუნდი "ოლდ ტრაფროდს" ტიაგო ალკანტარას გარეშე ეწვევა. ესპანელი ტრავმის გამო გამოტოვებს მეოთხედფინალურ მატჩს. დისკვალიპიკაციის გამო გერმანელებს დანტე ვერ დაეხმარებათ

"მანჩესტერ იუნაიტედი" – "ბაიერნი" (პრევიუ)


გუნდების ფორმა

"მანჩესტერ იუნაიტედი" – "ბაიერნი" (პრევიუ)

პრემიერ ლიგისგან განსხვავებით დევიდ მოიესის გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე არც თუ ისე ცუდად გამოიყურება. გუნდს წელს ჩატარებული 8 მატჩიდან 5 მოგება და 2 ფრე აქვს. მერვედფინალში საბერძნეთში 2–0 წაგების შემდეგ "ეშმაკებმა" შეძლეს და 3–0 დაამარცხეს "ოლიპიაკოსი", რითაც შემდეგ ეტაოზე გასვლის უფლება მოიპოვეს. ტურნირზე გუნდის ბომბარდირი რობინ ვან პერსია, რომლის ანგარიშზე 4 გოლია. "იუნაიტედმა" წლევანდელ სეზონში "ოლდ ტრაფორდზე" ჩატარებული 4 მატჩიდან ყველას მოგება მოახერხა.


"მანჩესტერ იუნაიტედი" – "ბაიერნი" (პრევიუ)

მოქმედი ჩემპიონები ბრწყინვალე ფორმაში არიან. გუარდიოლას გუნდი უკვე ბუნდესლიგის ჩემპიონია. წელს ჩატარებული 8 მატჩიდან 6 მოგება და 1 ფრეა. გუნდმა 1 მარცხი იწვნია საკუთარ კედლებში, "მანჩესტერ სიტიმ" მათი დამარცხება შეძლო (2–3). გერმანელებმა მერვედფინალში ლონდონის "არსენალს" შანსი არ დაუტოვეს მეტოქეს და "ემირეიტზევე" გაინაღდეს მეოთხედფინალი, ორი მატჩის ჯამში "ბაიერნმა 3–1 იმარჯვა".

"მანჩესტერ იუნაიტედი" – "ბაიერნი" (პრევიუ)


გუნდების დაპირისპირებები



მატჩის წინა განცხადებები


დევიდ მოიესი: "ჩვენ უნდა ვაჩვენოთ კარგი თამაში,ვიცი რომ ეს ყოველთვის არ გამოგვდის,მაგრამ მე ვენდობი ჩემს ფეხბურთელებს. მე ვგრძნობ,რომ ყველა ფეხბურთელს სურს შეხვედრაში მონაწილეობის მიღება,ისინი ემზადებიან საოცრად, მათი დამოკიდებულება ამ შეხვედრისადმი ფენომენალურია.ფეხბურთელები ამბობენ,რომ ეს არის დიდი მატჩი,ყველას სურს რომ ითამაშოს დიდი თამაშები."

რაიან გიგზი "ნათელია, რომ "ბაიერნი" ფანტასტიური გუნდია. ისინი ტურნირის მოქმედი გამარჯვებულები არიან და გასაგებიცაა, რომ ძალიან ძლიერი გუნდი ჰყავთ. ალბათ უმეტესობას სწორედ ისინი მიაჩნია ფავორიტებად, მაგრამ ეს "ოლდ ტრაფორდია", ეს "მანჩესტერ იუნაიტედია" და ამ ქალაქმა დიდი ევროპული საღამოები ნახა. ჩვენ, მოთამაშეები, საკუთარ თავს აუტსაიდერებად არ ვხედავთ, ჩვენ "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელებად ვხედავთ და ერთი სული გვაქვს მოედანზე როდის გავალთ. გინდება ასეთ მატჩში როგორც მოთამაშემ, ისე მიიღო მონაწილება და ჩვენც გამარჯვების მოპოვებას შევეცდებით. ეს რთული იქნება, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალისთვის ეს ასეც უნდა იყოს. ჩვენ გვჯერა საკუთარი თავის."

ფილ ჯონსი: "ბაიერნის" თამაშს შევისწვლით და მათ ნაკლოვანებებს გამოვიყენებთ. რეალისტები ვართ და გვესმის, რომ ამ შეხვედრაში გაგვიჭირდება. მაგრამ ჩვენ სახლში, ჩვენი გულშემატკივრების თვალწინ ვთამაშობთ და ვინ იცის რითი დასრულდება ეს შეხვედრა."


ალექსანდრ ბიუტნერი: "მე მეძლევა შანსი იმისთვის, რომ ხალხს ვაჩვენო ყველაფერი, რისი გაკეთებაც ნამდვილად შემიძლია. არიენ რობენის თამაში ბოლომდე შევისწავლე და ახლა ვიცი მისგან რეალურად რას უნდა მოველოდე. ის ერთი-ერთზე კარგად თამაშობს, ამიტომ მაქსიმალურად კონცენტრირებული უნდა გავიდე მინდორზე. ბევრი ლაპარაკი არ უნდა იმას, თუ რამდენად ძლიერი ფეხბურთელია რობენი, ეს ყველამ იცის. თუ ყველაფერს სწორედ გავაკეთებ, მას აუცილებლად ვაჯობებ. ამ მატჩისთვის ეს არის ჩემი მთავარი მიზანი."

"ოცნებების თეატრში" საოცარი ატმოსფერო გველის

"მანჩესტერ იუნაიტედი" – "ბაიერნი" (პრევიუ)

კლუბის ოფიციალურმა საიტმა გვაჩვენა, თუ როგორი იქნება ტრიბუნები ”ბაიერნთან” გასამართი შეხვედრის პირველ წუთებში. "ოლდ ტრაფორდმა" ქომაგობით სახელი უკვე გაითქვა, სამშაბათს კი "ოცნებების თეატრი" მთლიანად გაწითლდება, ტრიბუნებზე წარწერა "United" გამოისახება, ხოლო ორივე მხარეს ეშმაკის ლოგო გამოჩნდება.



"მანჩესტერ იუნაიტედი" – "ბაიერნი" (მატჩის პრომო)

მატჩის წინ
30 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
1 აპრილი 2014 17:44
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მგონი საკმარისია

ოლდ ტრაფორდზე საოცარ ატმოსფეროს ველი, ფანების დიდი მხარდაჭერა ეხლა ისეა საჭირო როგორც არასდროს. მთავარია გუნდმა იმედები არ გაუცრუოს გულშემატკივარს და გამოვიდნენ ბლომდე იბრზოლონ, ფეხბურტი ითამაშონ. სასწაულებს არ ვითხოვთ, არ ვითხოვთ ეხლანდელი იუნაიტედით ბაიერნის განადგურებებს, ღირსეული თამაში გვინდა
0
№2
ავტორი: Rosso Diavolo
1 აპრილი 2014 17:46
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
ბაიერნიც და ჩვენც დიდი დანაკლისით დავიწყებთ მატჩს,მაგრამ უნდა შევძლოთ შეუძლებელი და ოლდ ტრაფორდზე მაინც უნდა გავიმარჯვოთ
0
№3
ავტორი: BERDI
1 აპრილი 2014 17:47
  • სიახლეები: 79
  • კომენტარები: 2257
მართლაც შეუძლებელი უნდა შევძლოთ და ბაიერნი დავამარცხოთ, საოცარი ატმოსფერო იქნება ოლდ ტრაფორდი უნდა დავახუროთ ფაშისტებს am
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ A broken hart, A broken dream, A broken plane, A broken plane, A broken team, No words we said, A silent vow, We loved you then, We love you now.
№4
ავტორი: Rosso Diavolo
1 აპრილი 2014 18:03
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
დამბურძგლა ბოლოს წინა ვიდეომ !! love

manunited
0
№5
ავტორი: Best 7
1 აპრილი 2014 18:29
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
დღეს უნდა მოვიგოთ შევეცადოთ და ბლია
0
№6
ავტორი: Lev
1 აპრილი 2014 18:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1513
კაროჩე ჩემი სასტავი ასეთია: კარებში დავითა-დაცვა: ვალენსია ჯონსი ევანსი ბუტნერი-ნახევარდაცვა: იანუზაი კერიკი გიგზი ნანი-ამათ წინ კაგავა რუნის უკან დადგება და ცოტა ტვინიანი თამაში წავა . 4-5-1 შეცვლებზე-გიგზი-(ფელაინი) ნანი(ველბეკი) . ვისაც სურვილი გაქვთ დაწერეთ თქვენი იდეალური სასტავი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!
№7
ავტორი: DaTo_O
1 აპრილი 2014 18:31
  • სიახლეები: 180
  • კომენტარები: 248
საღოლ გიო კარგი პრევიუა love

რაც შეეხება მატჩს უნდა ითამაშონ შემტევი ფეხბურთი და ყველაფერი გამოვა. ოლდ ტრაფორდზე საოცარ ატმოსფეროს შექმნიან ფანები და იემდია კარგი სანახაობრივი თამაში იქნება winked
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
- ალექს ფერგიუსონი:- " კაცი რომელმაც მოიფიქრა ტაქტიკა - " მიეცი ფორა და მერე გადაალეწე ბურთი თავზე " !!! ♥

- ალექს ფერგიუსონი:- " ყველაზე დიდი გამოწვევა ჩემთვის წყეული "ლივერპულის" დამხობაა, შეგიძლიათ სიტყვა სიტყვით დაბეჭდოთ ეს ყველაფერი " - 1986 წელი.'' !!! ♥
№8
ავტორი: Manchester_M
1 აპრილი 2014 19:59
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
დღესაც მოველი ოლიმპიაკოსთან რომ იყო მსგავს თამაშს
0
№9
ავტორი: red devil
1 აპრილი 2014 21:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
დღეს ღირსეულ თამაშს მოველი იმედია მოვიგებთ
0
№10
ავტორი: love united
1 აპრილი 2014 21:42
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
De Gea, Jones, Ferdinand, Vidic, Büttner, Valencia, Carrick, Fellaini, Giggs, Rooney, Welbeck.

ისე რა სასტავია.კაგავას არ ყოფნა გამიტყდა,მაგრამ 3 ცენტრალური ნახევარმცველი უკეთესია ალბათ. იმედია მოვიგებთ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top