თბილისი:
მანჩესტერი:
1-04-2014, 17:43
ავტორი: GeorgeBest ,
ნანახია: 3194,
კომენტარები: 30
"მანჩესტერ იუნაიტედი" – "ბაიერნი" (პრევიუ)
დღევანდელი მატჩის პრევიუ
"მანჩესტერ იუნაიტედი" – "ბაიერნი" (პრევიუ)

სტადიონი: "ოლდ ტრაფორდი", მანჩესტერი
ტურნირი: ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალი, პირველი მატჩი
მსაჯი: კარლოს ველასკო
თარიღი: სამშაბათი, 1 აპრილი 2014 წელი.
მატჩის დასაწყისი: 22:45, (ჩვენი დროით)
ტრანსლაცია: "მანჩესტერ იუნაიტედი" – "ბაიერნი" (პრევიუ) "მანჩესტერ იუნაიტედი" – "ბაიერნი" (პრევიუ) "მანჩესტერ იუნაიტედი" – "ბაიერნი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი" – "ბაიერნი" (პრევიუ)


"მანჩესტერ იუნაიტედი" – "ბაიერნი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"

ტრავმირებულები: ვან პერსი, სმოლინგი, ევანსი.
დისკვალიფიკაცია: ევრა (1 მატჩი)
კითხვისნიშნისქვეშ: ვალენსია, რაფაელი

"მანჩესტერ იუნაიტედს" პრობლემები აქვს, მათი ჰოლანდიელი გოლეადორისთვის საკლუბო კარიერა დასრულდა, პერსი "იუნაიტედს" ამ სეზონში ვეღარ დაეხმარება. "ბაიერნთან" მატჩს პატრის ევრაც გამოტოვებს, რომელსაც 2 ყვითელი დაუგროვდა მიმდინარე გათამაშებაში, ამის გამო ის 1 მატჩი ვერ დაეხმარება გუნდს. ბოლო მატჩში რაფაელ და სილვამ ტრავმა მიიღო და მისი თამაში კითხვისნიშნისქვეშაა. ასევე შეიძლება გუნდს ანტონიო ვალენსიაც გამოაკლდეს.

"მანჩესტერ იუნაიტედი" – "ბაიერნი" (პრევიუ)


"მანჩესტერ იუნაიტედი" – "ბაიერნი" (პრევიუ)
"ბაიერნი"

ტრავმირებულები: ალკანტარა
დისკვალიფიკაცია: დანტე (1 მატჩი)
კითხვისნიშნისქვეშ: არავინ

პეპ გუარდიოლას გუნდი "ოლდ ტრაფროდს" ტიაგო ალკანტარას გარეშე ეწვევა. ესპანელი ტრავმის გამო გამოტოვებს მეოთხედფინალურ მატჩს. დისკვალიპიკაციის გამო გერმანელებს დანტე ვერ დაეხმარებათ

"მანჩესტერ იუნაიტედი" – "ბაიერნი" (პრევიუ)


გუნდების ფორმა

"მანჩესტერ იუნაიტედი" – "ბაიერნი" (პრევიუ)

პრემიერ ლიგისგან განსხვავებით დევიდ მოიესის გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე არც თუ ისე ცუდად გამოიყურება. გუნდს წელს ჩატარებული 8 მატჩიდან 5 მოგება და 2 ფრე აქვს. მერვედფინალში საბერძნეთში 2–0 წაგების შემდეგ "ეშმაკებმა" შეძლეს და 3–0 დაამარცხეს "ოლიპიაკოსი", რითაც შემდეგ ეტაოზე გასვლის უფლება მოიპოვეს. ტურნირზე გუნდის ბომბარდირი რობინ ვან პერსია, რომლის ანგარიშზე 4 გოლია. "იუნაიტედმა" წლევანდელ სეზონში "ოლდ ტრაფორდზე" ჩატარებული 4 მატჩიდან ყველას მოგება მოახერხა.


"მანჩესტერ იუნაიტედი" – "ბაიერნი" (პრევიუ)

მოქმედი ჩემპიონები ბრწყინვალე ფორმაში არიან. გუარდიოლას გუნდი უკვე ბუნდესლიგის ჩემპიონია. წელს ჩატარებული 8 მატჩიდან 6 მოგება და 1 ფრეა. გუნდმა 1 მარცხი იწვნია საკუთარ კედლებში, "მანჩესტერ სიტიმ" მათი დამარცხება შეძლო (2–3). გერმანელებმა მერვედფინალში ლონდონის "არსენალს" შანსი არ დაუტოვეს მეტოქეს და "ემირეიტზევე" გაინაღდეს მეოთხედფინალი, ორი მატჩის ჯამში "ბაიერნმა 3–1 იმარჯვა".

"მანჩესტერ იუნაიტედი" – "ბაიერნი" (პრევიუ)


გუნდების დაპირისპირებები



მატჩის წინა განცხადებები


დევიდ მოიესი: "ჩვენ უნდა ვაჩვენოთ კარგი თამაში,ვიცი რომ ეს ყოველთვის არ გამოგვდის,მაგრამ მე ვენდობი ჩემს ფეხბურთელებს. მე ვგრძნობ,რომ ყველა ფეხბურთელს სურს შეხვედრაში მონაწილეობის მიღება,ისინი ემზადებიან საოცრად, მათი დამოკიდებულება ამ შეხვედრისადმი ფენომენალურია.ფეხბურთელები ამბობენ,რომ ეს არის დიდი მატჩი,ყველას სურს რომ ითამაშოს დიდი თამაშები."

რაიან გიგზი "ნათელია, რომ "ბაიერნი" ფანტასტიური გუნდია. ისინი ტურნირის მოქმედი გამარჯვებულები არიან და გასაგებიცაა, რომ ძალიან ძლიერი გუნდი ჰყავთ. ალბათ უმეტესობას სწორედ ისინი მიაჩნია ფავორიტებად, მაგრამ ეს "ოლდ ტრაფორდია", ეს "მანჩესტერ იუნაიტედია" და ამ ქალაქმა დიდი ევროპული საღამოები ნახა. ჩვენ, მოთამაშეები, საკუთარ თავს აუტსაიდერებად არ ვხედავთ, ჩვენ "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელებად ვხედავთ და ერთი სული გვაქვს მოედანზე როდის გავალთ. გინდება ასეთ მატჩში როგორც მოთამაშემ, ისე მიიღო მონაწილება და ჩვენც გამარჯვების მოპოვებას შევეცდებით. ეს რთული იქნება, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალისთვის ეს ასეც უნდა იყოს. ჩვენ გვჯერა საკუთარი თავის."

ფილ ჯონსი: "ბაიერნის" თამაშს შევისწვლით და მათ ნაკლოვანებებს გამოვიყენებთ. რეალისტები ვართ და გვესმის, რომ ამ შეხვედრაში გაგვიჭირდება. მაგრამ ჩვენ სახლში, ჩვენი გულშემატკივრების თვალწინ ვთამაშობთ და ვინ იცის რითი დასრულდება ეს შეხვედრა."


ალექსანდრ ბიუტნერი: "მე მეძლევა შანსი იმისთვის, რომ ხალხს ვაჩვენო ყველაფერი, რისი გაკეთებაც ნამდვილად შემიძლია. არიენ რობენის თამაში ბოლომდე შევისწავლე და ახლა ვიცი მისგან რეალურად რას უნდა მოველოდე. ის ერთი-ერთზე კარგად თამაშობს, ამიტომ მაქსიმალურად კონცენტრირებული უნდა გავიდე მინდორზე. ბევრი ლაპარაკი არ უნდა იმას, თუ რამდენად ძლიერი ფეხბურთელია რობენი, ეს ყველამ იცის. თუ ყველაფერს სწორედ გავაკეთებ, მას აუცილებლად ვაჯობებ. ამ მატჩისთვის ეს არის ჩემი მთავარი მიზანი."

"ოცნებების თეატრში" საოცარი ატმოსფერო გველის

"მანჩესტერ იუნაიტედი" – "ბაიერნი" (პრევიუ)

კლუბის ოფიციალურმა საიტმა გვაჩვენა, თუ როგორი იქნება ტრიბუნები ”ბაიერნთან” გასამართი შეხვედრის პირველ წუთებში. "ოლდ ტრაფორდმა" ქომაგობით სახელი უკვე გაითქვა, სამშაბათს კი "ოცნებების თეატრი" მთლიანად გაწითლდება, ტრიბუნებზე წარწერა "United" გამოისახება, ხოლო ორივე მხარეს ეშმაკის ლოგო გამოჩნდება.



"მანჩესტერ იუნაიტედი" – "ბაიერნი" (მატჩის პრომო)

მატჩის წინ
30 კომენტარი
№21
ავტორი: lefty
2 აპრილი 2014 00:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 512
ველბეკის გოლი რატო არ ჩათვალეს იცით ვინმემ? მოიეს შენი დედის ....... იანგის შემოყვანისთვის.
0
№22
ავტორი: ელენე
2 აპრილი 2014 00:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 279
არ ვიცი, რა ვთქვა. მოიესმა დღეს კიდევ ერთხელ გამაოცა. 1. ვერ გავიგე, იანგი რატომ შემოიყვანა 2. ნუთუ 86-ე წუთამდე ვერ მიხვდა, რომ ველბეკის ნაცვლად სხვა უნდა შემოეყვანა? მოკლედ, არ ვიცი რა. სასწაულის იმედზე ვარ, მოიესის აღარ მჯერა.
0
№23
ავტორი: I L C
2 აპრილი 2014 00:49
  • სიახლეები: 85
  • კომენტარები: 1917
Ryan97,
ძმა აბა იანუზაის ხო არ შემოიყვანდა გამოუცდელია და ნანიც კიდე რამდენი ხანია არ უთამაშია და ბაიერნტან ათამაშებდა ??ფელაინი იყო გასაყვანი ყველაზე მეტადდ..და სულაც არ უტამასია იანგს ცუდად!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
United are the team for me,
With a nick nack paddy whack give the dog a bone,
Why don’t city f**k off home?

№24
ავტორი: Malboro463
2 აპრილი 2014 00:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5855
საღოლ მაინც არ ველოდი ამ ანგარიშს.
3 ცვლილება იყო საჭირო ბიუტნერი,ფელაინი და ველბეკი იყო გასაყვანი 60 წუთის მერე

ფელაინი მეორე სართულზე რაფინიასაც ვერ უგებს რა უდნა მაგას ასეთ თამასში ძირითადში როცა ფლეთჩერი გყავს? პასი დარტყმა ტეხნიკა უკეთესი აქვს + ტავითაც თამOშბს კარგად.
მომავლ თამასში რაფელი დაბრუნდება და ნახევარდაცვაში ჯონსი დადგება love
0
№25
ავტორი: Count Alucard
2 აპრილი 2014 00:55
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
lefty,
ოფიციალურად გამოაცხადეს რომ სახიფათო თამაში იყო, ფეხი აწია ძალიან ზემოთო, მაგრამ ეგ რომ ჩაეთვალა და მეორე მომენტიც რომ გამოეყენებინა ველბეკს 3-1 რომ მოგვეგო მსოფლიოს გადავდგავდით lol
0
№26
ავტორი: ელენე
2 აპრილი 2014 00:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 279
Gio Baramashvili,
1. ძმა არ ვარ, გოგო ვარ :დ 2. იანუზაი თუ არ მერჩივნოს ცალფეხა იანგს. იმას ორი ფეხი მაინც აქვს :| და 3. ნანის რომ არ უთამაშია, მოიესის ბრალია ეგ, შემოეყვანა წინა თამაშში.
0
№27
ავტორი: Lev
2 აპრილი 2014 00:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1515
მადლობა ბიჭებს მართლა ვიბრძოლეთ)) გერმანიაშI რომც წავაგოთ მაინც უნდა ვიამაყოთ ჩვენი გმირებით..ნანი ფორმაში ჩადგება და ითამაშებს მიუნხენში..ფელაინს რაც შეეძლო აკეთებდა..
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!
№28
ავტორი: Count Alucard
2 აპრილი 2014 01:00
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
Lev,
ნანის არ ათამაშებს მე ასე მგონია, აქამდეც უნდა გამოეყვანა ერთხელ მაინც რომელიმე თამაშში, კაგავა უნდა იყოს ძირიტადში აუცილებლად და იანუზიას იმეიდ მაქვს იმედია მეორე თამაშში მისცემს შანსს.

Lev,
ნანის არ ათამაშებს მე ასე მგონია, აქამდეც უნდა გამოეყვანა ერთხელ მაინც რომელიმე თამაშში, კაგავა უნდა იყოს ძირიტადში აუცილებლად და იანუზიას იმეიდ მაქვს იმედია მეორე თამაშში მისცემს შანსს.
0
№29
ავტორი: Lev
2 აპრილი 2014 01:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1515
nika_123,
მთავარია იანგი არ ათამაშოს და თუნდა ბენ ამოსი დააყენოს ფლანგზე. აღარ შემიძლია ამ უსუსური ფეხბურთელის ყურება
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!
№30
ავტორი: lefty
2 აპრილი 2014 01:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 512
იანგის თამაში არის ერთი საწყალი კაცის წვალება რას ეძახით ცუდად არ თამაშს გაუგებარია
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top