თბილისი:
მანჩესტერი:
1-04-2014, 17:43
ავტორი: GeorgeBest ,
ნანახია: 3194,
კომენტარები: 30
"მანჩესტერ იუნაიტედი" – "ბაიერნი" (პრევიუ)
დღევანდელი მატჩის პრევიუ
"მანჩესტერ იუნაიტედი" – "ბაიერნი" (პრევიუ)

სტადიონი: "ოლდ ტრაფორდი", მანჩესტერი
ტურნირი: ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალი, პირველი მატჩი
მსაჯი: კარლოს ველასკო
თარიღი: სამშაბათი, 1 აპრილი 2014 წელი.
მატჩის დასაწყისი: 22:45, (ჩვენი დროით)
ტრანსლაცია: "მანჩესტერ იუნაიტედი" – "ბაიერნი" (პრევიუ) "მანჩესტერ იუნაიტედი" – "ბაიერნი" (პრევიუ) "მანჩესტერ იუნაიტედი" – "ბაიერნი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი" – "ბაიერნი" (პრევიუ)


"მანჩესტერ იუნაიტედი" – "ბაიერნი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"

ტრავმირებულები: ვან პერსი, სმოლინგი, ევანსი.
დისკვალიფიკაცია: ევრა (1 მატჩი)
კითხვისნიშნისქვეშ: ვალენსია, რაფაელი

"მანჩესტერ იუნაიტედს" პრობლემები აქვს, მათი ჰოლანდიელი გოლეადორისთვის საკლუბო კარიერა დასრულდა, პერსი "იუნაიტედს" ამ სეზონში ვეღარ დაეხმარება. "ბაიერნთან" მატჩს პატრის ევრაც გამოტოვებს, რომელსაც 2 ყვითელი დაუგროვდა მიმდინარე გათამაშებაში, ამის გამო ის 1 მატჩი ვერ დაეხმარება გუნდს. ბოლო მატჩში რაფაელ და სილვამ ტრავმა მიიღო და მისი თამაში კითხვისნიშნისქვეშაა. ასევე შეიძლება გუნდს ანტონიო ვალენსიაც გამოაკლდეს.

"მანჩესტერ იუნაიტედი" – "ბაიერნი" (პრევიუ)


"მანჩესტერ იუნაიტედი" – "ბაიერნი" (პრევიუ)
"ბაიერნი"

ტრავმირებულები: ალკანტარა
დისკვალიფიკაცია: დანტე (1 მატჩი)
კითხვისნიშნისქვეშ: არავინ

პეპ გუარდიოლას გუნდი "ოლდ ტრაფროდს" ტიაგო ალკანტარას გარეშე ეწვევა. ესპანელი ტრავმის გამო გამოტოვებს მეოთხედფინალურ მატჩს. დისკვალიპიკაციის გამო გერმანელებს დანტე ვერ დაეხმარებათ

"მანჩესტერ იუნაიტედი" – "ბაიერნი" (პრევიუ)


გუნდების ფორმა

"მანჩესტერ იუნაიტედი" – "ბაიერნი" (პრევიუ)

პრემიერ ლიგისგან განსხვავებით დევიდ მოიესის გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე არც თუ ისე ცუდად გამოიყურება. გუნდს წელს ჩატარებული 8 მატჩიდან 5 მოგება და 2 ფრე აქვს. მერვედფინალში საბერძნეთში 2–0 წაგების შემდეგ "ეშმაკებმა" შეძლეს და 3–0 დაამარცხეს "ოლიპიაკოსი", რითაც შემდეგ ეტაოზე გასვლის უფლება მოიპოვეს. ტურნირზე გუნდის ბომბარდირი რობინ ვან პერსია, რომლის ანგარიშზე 4 გოლია. "იუნაიტედმა" წლევანდელ სეზონში "ოლდ ტრაფორდზე" ჩატარებული 4 მატჩიდან ყველას მოგება მოახერხა.


"მანჩესტერ იუნაიტედი" – "ბაიერნი" (პრევიუ)

მოქმედი ჩემპიონები ბრწყინვალე ფორმაში არიან. გუარდიოლას გუნდი უკვე ბუნდესლიგის ჩემპიონია. წელს ჩატარებული 8 მატჩიდან 6 მოგება და 1 ფრეა. გუნდმა 1 მარცხი იწვნია საკუთარ კედლებში, "მანჩესტერ სიტიმ" მათი დამარცხება შეძლო (2–3). გერმანელებმა მერვედფინალში ლონდონის "არსენალს" შანსი არ დაუტოვეს მეტოქეს და "ემირეიტზევე" გაინაღდეს მეოთხედფინალი, ორი მატჩის ჯამში "ბაიერნმა 3–1 იმარჯვა".

"მანჩესტერ იუნაიტედი" – "ბაიერნი" (პრევიუ)


გუნდების დაპირისპირებები



მატჩის წინა განცხადებები


დევიდ მოიესი: "ჩვენ უნდა ვაჩვენოთ კარგი თამაში,ვიცი რომ ეს ყოველთვის არ გამოგვდის,მაგრამ მე ვენდობი ჩემს ფეხბურთელებს. მე ვგრძნობ,რომ ყველა ფეხბურთელს სურს შეხვედრაში მონაწილეობის მიღება,ისინი ემზადებიან საოცრად, მათი დამოკიდებულება ამ შეხვედრისადმი ფენომენალურია.ფეხბურთელები ამბობენ,რომ ეს არის დიდი მატჩი,ყველას სურს რომ ითამაშოს დიდი თამაშები."

რაიან გიგზი "ნათელია, რომ "ბაიერნი" ფანტასტიური გუნდია. ისინი ტურნირის მოქმედი გამარჯვებულები არიან და გასაგებიცაა, რომ ძალიან ძლიერი გუნდი ჰყავთ. ალბათ უმეტესობას სწორედ ისინი მიაჩნია ფავორიტებად, მაგრამ ეს "ოლდ ტრაფორდია", ეს "მანჩესტერ იუნაიტედია" და ამ ქალაქმა დიდი ევროპული საღამოები ნახა. ჩვენ, მოთამაშეები, საკუთარ თავს აუტსაიდერებად არ ვხედავთ, ჩვენ "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელებად ვხედავთ და ერთი სული გვაქვს მოედანზე როდის გავალთ. გინდება ასეთ მატჩში როგორც მოთამაშემ, ისე მიიღო მონაწილება და ჩვენც გამარჯვების მოპოვებას შევეცდებით. ეს რთული იქნება, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალისთვის ეს ასეც უნდა იყოს. ჩვენ გვჯერა საკუთარი თავის."

ფილ ჯონსი: "ბაიერნის" თამაშს შევისწვლით და მათ ნაკლოვანებებს გამოვიყენებთ. რეალისტები ვართ და გვესმის, რომ ამ შეხვედრაში გაგვიჭირდება. მაგრამ ჩვენ სახლში, ჩვენი გულშემატკივრების თვალწინ ვთამაშობთ და ვინ იცის რითი დასრულდება ეს შეხვედრა."


ალექსანდრ ბიუტნერი: "მე მეძლევა შანსი იმისთვის, რომ ხალხს ვაჩვენო ყველაფერი, რისი გაკეთებაც ნამდვილად შემიძლია. არიენ რობენის თამაში ბოლომდე შევისწავლე და ახლა ვიცი მისგან რეალურად რას უნდა მოველოდე. ის ერთი-ერთზე კარგად თამაშობს, ამიტომ მაქსიმალურად კონცენტრირებული უნდა გავიდე მინდორზე. ბევრი ლაპარაკი არ უნდა იმას, თუ რამდენად ძლიერი ფეხბურთელია რობენი, ეს ყველამ იცის. თუ ყველაფერს სწორედ გავაკეთებ, მას აუცილებლად ვაჯობებ. ამ მატჩისთვის ეს არის ჩემი მთავარი მიზანი."

"ოცნებების თეატრში" საოცარი ატმოსფერო გველის

"მანჩესტერ იუნაიტედი" – "ბაიერნი" (პრევიუ)

კლუბის ოფიციალურმა საიტმა გვაჩვენა, თუ როგორი იქნება ტრიბუნები ”ბაიერნთან” გასამართი შეხვედრის პირველ წუთებში. "ოლდ ტრაფორდმა" ქომაგობით სახელი უკვე გაითქვა, სამშაბათს კი "ოცნებების თეატრი" მთლიანად გაწითლდება, ტრიბუნებზე წარწერა "United" გამოისახება, ხოლო ორივე მხარეს ეშმაკის ლოგო გამოჩნდება.



"მანჩესტერ იუნაიტედი" – "ბაიერნი" (მატჩის პრომო)

მატჩის წინ
30 კომენტარი
№11
ავტორი: Count Alucard
1 აპრილი 2014 21:59
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
love united,
არც ისეთია რასაც მოველოდი მაგრამ იანგის და კლევერლის არყოფნა გამიხარდა lol
0
№12
ავტორი: Malboro463
1 აპრილი 2014 22:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5855
დადეთ ლაივი შემადგენლობები დაიდო გავარჩიოთ :დ
0
№13
ავტორი: Count Alucard
1 აპრილი 2014 22:16
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
Middlesbro,
ყველა შეკრებაზე იქნება ახლა და ვინ დადებს lol
0
№14
ავტორი: evansi
1 აპრილი 2014 22:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 22
am mnishvnelovan dges ar shemedzlo ar shemovsuliyavi:). giggsi dziritadshi unda iyo dzalian gamoadgebat. bevri sirbili ar mouwevs radgan dziritadad dacvashi iqnebiaan
0
№15
ავტორი: Malboro463
1 აპრილი 2014 22:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5855
nika_123,
ლავ უნაიტედი :დ დავიჯერო ერთი მწერალიც არა საიტზე ? :დ ეგრე წასვლას რომ აპირებ წინასწარ უნდა დადო და აპინო
0
№16
ავტორი: Rosso Diavolo
1 აპრილი 2014 23:33
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
ველბეკ იმენა პიტალო ხარ შე მართლა ცენზურა
0
№17
ავტორი: RojoDiablo
1 აპრილი 2014 23:44
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ეს რა გაგვიკეთა ველბეკმა ეს რა გვიქნა ღმერთო. როგორ ვერ შეაგდო როგორ ვერ დაარტყა. უფრო სწორად არ დაარტყა. ინერვიულა, პროფესიონალიზმი ვერ გამოვალინა. აი თუ წავაგეთ ხომ?.. აი თუ არა, არ გაპატიებთ დენი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№18
ავტორი: ელენე
2 აპრილი 2014 00:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 279
მოიესმა იანგის შემოყვანით ცხადად დაგვანახა, რომ მანჩესტერის დონის არ არის.
0
№19
ავტორი: Lev
2 აპრილი 2014 00:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1515
ნანი და იანუზაი კსამზე ჰყავს და იანგი შემოყავს ....
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!
№20
ავტორი: Count Alucard
2 აპრილი 2014 00:40
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
იანგი რატო შემოიყვანა? areyoukiddingme რა უნდა ამ კაცს შემოეყვანა იანუზაი დაღლილ მცველებს ადვილად მოატყუებდა და უფრო სახიფათოდ შევუტევდით, ისე მაინც მადლობა მოისს ისე ითამაშა გუნდა როგორც ეკადრება ალბათ, არ დაუთმიათ არაფერი და წესით უნდა მოგვეგო კიდეც ველბეკის კვერცხობა რომ არა.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top