თბილისი:
მანჩესტერი:
10-02-2014, 14:03
ავტორი: Mike,
ნანახია: 2313,
კომენტარები: 28
ჩემებური ანალიზი
ჩემებური ანალიზი
ჩემებური ანალიზი
მოგესალმებით ყველას დიდი სიყვარულით, იმ დიდი ოჯახის წევრებო "იუნაიტედი" რომ ქვია. პირველ რიგში მინდა იცოდეთ, რომ ეს ჩემი პირადი აზრია, და შორს ვარ იმისგან, რომ ყველა ჩემნაირად ფიქრობს.
დიდი ხანია არაფერი დამიწერია, მაგრამ იმდენი რაღაც დაგროვდა გადავწყვიტე პატარა ანალიზი შემოგთავაზოთ. დავიწყებ იმით რასაც თითონ "იუნაიტედის" გულშემატკივრებში ვხედავ, ჩემი აზრით გაუაზრებლად ძალიან ბევრი ვერ აფასებს ფერგის, რატო? ნუთუ მართლა გგონიათ,რომ სხვა ნებისმიერი მწვრთნელი ქლევერლებით და იანგებით შეძლებდა ამდენს ? ფერგი იყო გენია-გუნდი გენიალური, მაგრამ მორჩა წავიდა ფერგი, არ მესმის რატო ითხოვთ პირველივე სეზონში მოიესისგან იგივეს? დაფიქრდით ბევრი მწვრთნელი შეძლებდა გაერისკა და შეეცვალა სერ ალექსი? ჩემი აზრით მოიესი პატივისცემას ამიტომაც იმსახურებს, რაც შეეხება თამაშს "იუნაიტედის" ესეთი რბილად რო ვთქვა ცუდი თამაში 1998 წლიდან დღემდე არასდროს მინახია, არანაირი ფანტაზია , შემოქმედებითობა, ესთეტიკა, რიტმი და საერთოდ ის რატომაც ფეხბურთი გვიყვარს არ იგრძნობა, მოწინააღმდეგე გუნდმა ზეპირად იცის თუ რას გააკეთებს "იუნაიტედი". როგორ შეიძლება თამაშს უყურებდე და არ გაგიჩნდეს კითხვა რატომ? დიახაც რატომ? ბევრის აზრით ეს მოიესის ბრალია, ბევრი იანგს აბრალებს ზოგი ნახევარდაცვას, მაგრამ არავინ ახსენებს უეინ რუნის. ჩემი აზრით "იუნაიტედის" ესეთი თამაშის მთავარი დამნაშავე უეინ რუნია, ესეთ მძიმე დროს ვერ აიღო თავზე ლიდერის ფუნქციები,ვერ იტანს გოლებს, ვერ ანაწილებს პასებს ვერ მოყავს გუნდი დინამიკაში სამაგიეროდ სეზონის ბოლოს მადას დაიკმაყოფილებს და კვირაში 300 000 გირვანქა სტერლინგი ექნება ხელფასი. ასევე არ მესმის რა საჭირო იყო მატას ყიდვა თუ ფლანგზე უნდა ეთამაშა, თავდამსხმელების უკან ის უფრო კრეატიულია,თუმცა აქ თავს იჩენს ისევ რუნის ფაქტორი, თუ დააკვირდებოდით მთელი თამაში რუნი უაზროდ დარბოდა , აკეთებდა განწირულ პასებს ფლანგებზე რითაც ისეთი ფეხბურთელების შემოქმედებითობა იკარგება როგრიც მატა იანუზაი და თუნდაც ვან პერსია, ყველაფერს რუნის არ ვაბრალებ უბრალოდ ეს ის რუნი აღარაა ადრე რო მახსოვს, გუნდისთვის აღარ თამაშობს და შედეგიც სახეზეა. როგორ შეიძლება მოიესს ყველაფერი გადააბრალო როცა შეტევაში რუნი ვან პერსი მატა არიან და მთელი თამაში ჩაწოდებებით გადიან ფონს, ვერც იმას დავიჯერებ რომ მოიესმა უნდა დაისვას ესეთი დონის ფეხბურთელები და ყველა სიტუაცია სათითაოდ გაუაანალიზოს. ერთი სიტყვით მეგობრებო ვისაც გესმით "იუნაიტედის საფეხბურთო ფილოსოფია" ფერგის გუნდი აღარაა, დაველოდოთ მოიესის გუნდს, ზუსტად ორი სეზონია საჭირო იმის დასანახად თუ რას წარმოადგენს ახალი შოტლანდიელი და დღევანდელი გადმოსახედიდან "იუნაიტედს" გუნდი არ ქვია. მოუმ თქვა თავის ფეხბურთელებზე ჩემი კვერცხები არიანო, არ ვიცი არიან თუ არა ჩელსის ფეხბურთელები კვერცხები მარა, აი "იუნაიტედის" ფეხბურთელები მოიესის კვერცხები რო არიან დანამდვილებით გეუბნევით. კიდევ ერთხელ ვიძახი მოიესის გუნდი მშენებლობის პროცესშია.
სიახლეები
28 კომენტარი
№1
ავტორი: Macklemore
10 თებერვალი 2014 14:09
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
იმაში დაგეთანხმები რო გუნდში მშენებლობის პროცესია, მაგრამ რუნისთან მიმართებით ვერ დაგეთანხმები. რუნი თავის თავზე რო თამაშობდეს და არა გუნდზე, მაშინ არც ასისტები ექნებოდა ამდენი და არც ამდენ პასს გააკეთებდა მთელი მატჩის განმავლობაში. დადგებოდა შეტევაში და უკან არ ჩამოვიდოდა. რუნი სწორედ რომ გუნდისთვის თამაშობს და ყველგანაა ფაქტობრივად. მატას მოსვლით რომ რუნის პოზიცია გაურკვეველია ეგეც მართალია, მაგრამ ეგ იმის ბრალია რო კარგი საყრდენი ნახევარმცველი არ გვყას. 1 საყრდენზე რო ვითამაშოთ მატა ჩვეულებრივ ცენტრში დადგება და იქედან გაანაწილებს ბურთს, საყრდენი კი საჭირო შემთხვევაში დაცვას მიეხმარება. მე პირადად ამ უნიათო თამაშს ლიჩნად მაგ პოზიციის ჩავარდნას ვაბრალებ.
0
№2
ავტორი: Mike
10 თებერვალი 2014 14:12
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 566
რათქმაუნდა ეს ჩემი აზრია, შენ შენი აზრი გაქვს დასაწყისშიც ავღნიშნე, აქვე მე რაშე არ გეთანხმები იმასაც დავძენ, როცა რუნი ხარ მთავარი ის კი არაა რამდენ კილომეტრს ირბენ მთავარია რამდენად შემოქმედებითი ხარ გუნდისთვის.
0
№3
ავტორი: DaTo_O
10 თებერვალი 2014 14:26
  • სიახლეები: 180
  • კომენტარები: 248
არავინ ახსენებს უეინ რუნის. ჩემი აზრით "იუნაიტედის" ესეთი თამაშის მთავარი დამნაშავე უეინ რუნია, ესეთ მძიმე დროს ვერ აიღო თავზე ლიდერის ფუნქციები,ვერ იტანს გოლებს, ვერ ანაწილებს პასებს ვერ მოყავს გუნდი დინამიკაში სამაგიეროდ სეზონის ბოლოს მადას დაიკმაყოფილებს და კვირაში 300 000 გირვანქა სტერლინგი ექნება ხელფასი.


ახლა რუნიც დამნაშავე გამოიყვანეთ ? რუნუ რატომაა დამნაშავე ერთი მითხარით ? ფეხბურთელი რომელიც შეტევაში სწრაფად მიდის, ფეხბურთელი რომელიც მთელ ნახევარდაცვას მათრევს, ფეხბურთელი რომელიც დაცვაშიც კი ჩადის ბურთი რომ ამოიტანოს და შეტევაში წავიდნენ როდესაც გოლი გადის ვისი წამოწყებული შეტევაა ? ვისი ამოტანილია ხშირ შემთხვევაში ბურთი ? უაზრდო იმიტომ დარბოდა ჩემი ძმა, რომ დაიღალა მარტო ზემოთ ქვემოთ სირბილით და არარ შეეძლო ისიც ადამიანია და იღლება, რომელი მოეხმარა დაცვას ? რომელი თამაშობს რუნიზე კარგად ? რომელი აკეთებს რუნიზე მეტ შავ შამუშაოს გუნდში დამისახელე ? ცალფეხა იანგი ? მძორი ვალენსია ფლანგიდან ? ბებერი ფლეტჩერი ცენტრში ? კოჭლი ვან პერსი თუ რომელი ერთი დამისახელეთ ერთი ვინმე რომელიც რუნიზე მეტ სამუშაოს აკეთებს და უკეთესია, ხელფასს რასც შეეხება მას არ მოუთხოვია ხელფასის გაზრდა მან მოითხოვა გუნდის გაძლიერება, იმიტომ რომ ის ფიქრობს საკუთარ კლუბზე და არა მის მადაზე. რომელი გამოვიდა ერთხელ და თქვა გუნდი გააძლიერეთო ? რომელი აკეთებს მაგაზე მაგარ პასებს და რომელი ანაწილებს მაგაზე კარგად ფლანგებზე თუ არა რუნი ? რამდენჯერ დაასვა პერსის ბურთი ფეხზე საიდან სად და რამდენი ვერ გამოიყენა იმ კოჭლმა მითხარით ? თუ ცუდი პასი იყო გაკეთებული და ვერ მიიღო ? ეგეთი პასი მისცენ თვითონ რნის და ნახავ როგორც გამოიყენებს, ბაზარი არაა ვან პერსი დაგვეხმარა წინა სეზონში მაგრად, მაგრამ ზოგ მომენტში მართლა მაგარს ჭედავს აი გუშინაც რა ვერ გაიტანა ეგეც რუნის ბრალი ხომ არაა შემთხვევით ? რუნიზე რომ რამეს იტყვი და რამეში დაადანაშაულებ რაღა უნდა უთხრა სასტავს ამის მერე სამწვრთნელო შტაბი რომ არ ვარგა ეგ ვისი ბრალია ? ყველა გაუშვა და ვიღაც ფილ ნევილი მოიყვანა ვინც ფეხბურთშიდაც არ ყოფილა ტალანტი და გამორჩეული მაგის დამხარებით უნდა იუნაიტედის აშენება ? :///
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
- ალექს ფერგიუსონი:- " კაცი რომელმაც მოიფიქრა ტაქტიკა - " მიეცი ფორა და მერე გადაალეწე ბურთი თავზე " !!! ♥

- ალექს ფერგიუსონი:- " ყველაზე დიდი გამოწვევა ჩემთვის წყეული "ლივერპულის" დამხობაა, შეგიძლიათ სიტყვა სიტყვით დაბეჭდოთ ეს ყველაფერი " - 1986 წელი.'' !!! ♥
№4
ავტორი: ALEXFERGUSON
10 თებერვალი 2014 14:29
  • სიახლეები: 1058
  • კომენტარები: 1268
1) როცა ეთამაშები ბოლო ადგილოსან გუნდს და როცა მანჩესტერ უნაიტედი გქვია, მახიმუმ 40 წუთში უნდა უმთავრებდე თამაშს.
2) როცა გყავს 2 უძლიერესი ფლანგელი ვალენსია-იანუზია. არუნდა ათამაშებდე ერთერთ საუკეთესო ნახევარმცველს ფლანგზე(მატა).
3) რატო თამაშობ მარჯვენა მცველის გარეშე,როცა გაქ იმის რესურსი რო ყველა თავის პოზიცაიზე იდგეს(რაფაელი) ისედაც შეტევაში უყვარს ყოფნა და ვალენსიას ფუნქციებასც ასრულებინებ, კაცი იმდენად დაიღალა ვეღარც კი აწოდებდა.
4) თუ გოლის გაშვების შემდეგ ისე შეგიძლია თამაში,რაც მანჩესტერმა აჩვენა 81-19-ხე ბურთის ფლობა,რატო არ აკეთებ ამას პირველივე წუთებიდან.
5) გაქ ძალიან დიდი რესურსი გუნდში და ამას არ იყენებ. ან იყენებ ცუდათ.
6) 25 წელი აწყობილ გუნდს,მოდიხარ ვიღაც მოიესი და ერთი ხელის მოსმით შლი. უშვებ გუნდიდან ყველას და მოგყავს ფილ ნევილი,რომელიც როგორც ფეხბურთელიც კი არ იყო მაღალი კლასის.
7) რატო ცვლის 25 წლიან გუნდის ფილისოფიას,როცა შეიძლება უბრალოდ იმას შემატიო ახალი იდეები და არა დაშალო და გუნდის რომელსაც მანჩესტერი ქვია,ახლიდან აწყობა დაუწყო.
8)100 მილიონი ფერგის სულ არ დაუხარჯია 25 წლის მანძილზე ტრანსფერებში. და ეს თანხა გამოუყვეს მოიეს. ეს იმას ნიშნავს რო როგორც ტაქტიკოსი ხარ ნაგავი და გუნდის წარმატება გინდა მხოლოდ ტოპ კლასის ფეხბურთელების ხარჯზე.
9) 40 მილიონად ნაყიდი მატა,საერთოდ რა საჭირო იყო, თუ ცენტრში ისევ ფლეჩერი-კერირი უნდა მდგარიყო? საერთოდ ვერ ვხვდები.
10) ჩემი აზრით ევრა არუნდა გაუშვან გუნდიდან,ეს დღევანდელ თამაშიც გამოჩნდა.
11)გუნდი დანგრევის პროცესშია
0
№5
ავტორი: Mike
10 თებერვალი 2014 14:36
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 566
MaN.uNiTeD,
შენი ჭურუმე რა, მადლობ რო შენი აზრი დაწერე. ასევე ძალიან გამიხარდება თავის აზრს თუ დაწერს ყველა. ასევე მინდა გთხოვოთ რო ეს კამათი პატარა ბავშვებთან მაგრად მეზარება , კაცურად თქვენი აზრი თუ გაგაჩნიათ დაწერეთ თუ ჩემი აზრს ასხავთ ფრთას აბავთ კუდს და ასე შემდეგ მე ლიჩნად ძალიან მმაგრად მკიდია
0
№6
ავტორი: Macklemore
10 თებერვალი 2014 14:45
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
ციტატა: ALEXFERGUSON
1) როცა ეთამაშები ბოლო ადგილოსან გუნდს და როცა მანჩესტერ უნაიტედი გქვია, მახიმუმ 40 წუთში უნდა უმთავრებდე თამაშს.
2) როცა გყავს 2 უძლიერესი ფლანგელი ვალენსია-იანუზია. არუნდა ათამაშებდე ერთერთ საუკეთესო ნახევარმცველს ფლანგზე(მატა).
3) რატო თამაშობ მარჯვენა მცველის გარეშე,როცა გაქ იმის რესურსი რო ყველა თავის პოზიცაიზე იდგეს(რაფაელი) ისედაც შეტევაში უყვარს ყოფნა და ვალენსიას ფუნქციებასც ასრულებინებ, კაცი იმდენად დაიღალა ვეღარც კი აწოდებდა.
4) თუ გოლის გაშვების შემდეგ ისე შეგიძლია თამაში,რაც მანჩესტერმა აჩვენა 81-19-ხე ბურთის ფლობა,რატო არ აკეთებ ამას პირველივე წუთებიდან.
5) გაქ ძალიან დიდი რესურსი გუნდში და ამას არ იყენებ. ან იყენებ ცუდათ.
6) 25 წელი აწყობილ გუნდს,მოდიხარ ვიღაც მოიესი და ერთი ხელის მოსმით შლი. უშვებ გუნდიდან ყველას და მოგყავს ფილ ნევილი,რომელიც როგორც ფეხბურთელიც კი არ იყო მაღალი კლასის.
7) რატო ცვლის 25 წლიან გუნდის ფილისოფიას,როცა შეიძლება უბრალოდ იმას შემატიო ახალი იდეები და არა დაშალო და გუნდის რომელსაც მანჩესტერი ქვია,ახლიდან აწყობა დაუწყო.
8)100 მილიონი ფერგის სულ არ დაუხარჯია 25 წლის მანძილზე ტრანსფერებში. და ეს თანხა გამოუყვეს მოიეს. ეს იმას ნიშნავს რო როგორც ტაქტიკოსი ხარ ნაგავი და გუნდის წარმატება გინდა მხოლოდ ტოპ კლასის ფეხბურთელების ხარჯზე.
9) 40 მილიონად ნაყიდი მატა,საერთოდ რა საჭირო იყო, თუ ცენტრში ისევ ფლეჩერი-კერირი უნდა მდგარიყო? საერთოდ ვერ ვხვდები.
10) ჩემი აზრით ევრა არუნდა გაუშვან გუნდიდან,ეს დღევანდელ თამაშიც გამოჩნდა.
11)გუნდი დანგრევის პროცესშია

ამას აკპირებ და ყველა სიახლეზე წერ? :D
0
№7
ავტორი: Manchester_M
10 თებერვალი 2014 15:00
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
რავი რუნიზე ასე ვერაფერს ვიტყვი ალბათ დათანხმებას მას შემდეგ შევძლებდი თუ რუნის აზრები მეცოდინებოდა მაგრამ ახლა ვერაფერს ვიტყვი იმაზე რომ რუნი არ იხარჯება გუნდისთვის და თუ ეგ მართლა ეგრეა მაშინ კარგი მსახიობი ყოფილა :X
0
№8
ავტორი: ALEXFERGUSON
10 თებერვალი 2014 15:14
  • სიახლეები: 1058
  • კომენტარები: 1268
Macklemore,
ეს ჩემი აზრია და აბა თავიდან ვწერო ერთიდაიგივე? ;) თუ არ მეთანხმები მითხარი
0
№9
ავტორი: Mike
10 თებერვალი 2014 15:16
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 566
ციტატა: Manchester_M
რავი რუნიზე ასე ვერაფერს ვიტყვი ალბათ დათანხმებას მას შემდეგ შევძლებდი თუ რუნის აზრები მეცოდინებოდა მაგრამ ახლა ვერაფერს ვიტყვი იმაზე რომ რუნი არ იხარჯება გუნდისთვის და თუ ეგ მართლა ეგრეა მაშინ კარგი მსახიობი ყოფილა :X

მეგობარო შენ ალბთ ან ბოლომდე არ წაიკითხე , ან საეთოდ არ წაიკითხე, სადმე მიწერია რუნი ბოლომდე არ იხარჯება თქო??? ბოლომდე იხარჯება, ანალოგიურად ბოლომდე იხარჯება ეშლი იანგი, მარა რუნი როა უფრო მეტს ვითხოვ, მარა რა აზრი აქს რუნისგან იუნაიტედის ლიდერი არ შედგა რა ))
0
№10
ავტორი: chudikone
10 თებერვალი 2014 15:19
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
რუნის თუ აბრალებ შენ და მოიესს იცავ რავი რაღაზე უნდა ვიკამათოთ აწი. ტიპი ფილტვებს დებს ყველა მატჩში და კიდე ფულის ხამობას აბრალებთ ? რა გუნდის მშენებლობაზეა საუბარი როცა იანგს და ქლევერლის ძირითადში ათამაშებ და 1 ბურთის სხვაობაზე ფულჰემთან და მისი დონის გუნდებთან დაცვაში დგები. ძალიან კარგია აზრი რომ გამოხატე, მაგრამ უმეტესწინად ვერ დაგეთანხმები.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top