თბილისი:
მანჩესტერი:
10-02-2014, 14:03
ავტორი: Mike,
ნანახია: 2314,
კომენტარები: 28
ჩემებური ანალიზი
ჩემებური ანალიზი
ჩემებური ანალიზი
მოგესალმებით ყველას დიდი სიყვარულით, იმ დიდი ოჯახის წევრებო "იუნაიტედი" რომ ქვია. პირველ რიგში მინდა იცოდეთ, რომ ეს ჩემი პირადი აზრია, და შორს ვარ იმისგან, რომ ყველა ჩემნაირად ფიქრობს.
დიდი ხანია არაფერი დამიწერია, მაგრამ იმდენი რაღაც დაგროვდა გადავწყვიტე პატარა ანალიზი შემოგთავაზოთ. დავიწყებ იმით რასაც თითონ "იუნაიტედის" გულშემატკივრებში ვხედავ, ჩემი აზრით გაუაზრებლად ძალიან ბევრი ვერ აფასებს ფერგის, რატო? ნუთუ მართლა გგონიათ,რომ სხვა ნებისმიერი მწვრთნელი ქლევერლებით და იანგებით შეძლებდა ამდენს ? ფერგი იყო გენია-გუნდი გენიალური, მაგრამ მორჩა წავიდა ფერგი, არ მესმის რატო ითხოვთ პირველივე სეზონში მოიესისგან იგივეს? დაფიქრდით ბევრი მწვრთნელი შეძლებდა გაერისკა და შეეცვალა სერ ალექსი? ჩემი აზრით მოიესი პატივისცემას ამიტომაც იმსახურებს, რაც შეეხება თამაშს "იუნაიტედის" ესეთი რბილად რო ვთქვა ცუდი თამაში 1998 წლიდან დღემდე არასდროს მინახია, არანაირი ფანტაზია , შემოქმედებითობა, ესთეტიკა, რიტმი და საერთოდ ის რატომაც ფეხბურთი გვიყვარს არ იგრძნობა, მოწინააღმდეგე გუნდმა ზეპირად იცის თუ რას გააკეთებს "იუნაიტედი". როგორ შეიძლება თამაშს უყურებდე და არ გაგიჩნდეს კითხვა რატომ? დიახაც რატომ? ბევრის აზრით ეს მოიესის ბრალია, ბევრი იანგს აბრალებს ზოგი ნახევარდაცვას, მაგრამ არავინ ახსენებს უეინ რუნის. ჩემი აზრით "იუნაიტედის" ესეთი თამაშის მთავარი დამნაშავე უეინ რუნია, ესეთ მძიმე დროს ვერ აიღო თავზე ლიდერის ფუნქციები,ვერ იტანს გოლებს, ვერ ანაწილებს პასებს ვერ მოყავს გუნდი დინამიკაში სამაგიეროდ სეზონის ბოლოს მადას დაიკმაყოფილებს და კვირაში 300 000 გირვანქა სტერლინგი ექნება ხელფასი. ასევე არ მესმის რა საჭირო იყო მატას ყიდვა თუ ფლანგზე უნდა ეთამაშა, თავდამსხმელების უკან ის უფრო კრეატიულია,თუმცა აქ თავს იჩენს ისევ რუნის ფაქტორი, თუ დააკვირდებოდით მთელი თამაში რუნი უაზროდ დარბოდა , აკეთებდა განწირულ პასებს ფლანგებზე რითაც ისეთი ფეხბურთელების შემოქმედებითობა იკარგება როგრიც მატა იანუზაი და თუნდაც ვან პერსია, ყველაფერს რუნის არ ვაბრალებ უბრალოდ ეს ის რუნი აღარაა ადრე რო მახსოვს, გუნდისთვის აღარ თამაშობს და შედეგიც სახეზეა. როგორ შეიძლება მოიესს ყველაფერი გადააბრალო როცა შეტევაში რუნი ვან პერსი მატა არიან და მთელი თამაში ჩაწოდებებით გადიან ფონს, ვერც იმას დავიჯერებ რომ მოიესმა უნდა დაისვას ესეთი დონის ფეხბურთელები და ყველა სიტუაცია სათითაოდ გაუაანალიზოს. ერთი სიტყვით მეგობრებო ვისაც გესმით "იუნაიტედის საფეხბურთო ფილოსოფია" ფერგის გუნდი აღარაა, დაველოდოთ მოიესის გუნდს, ზუსტად ორი სეზონია საჭირო იმის დასანახად თუ რას წარმოადგენს ახალი შოტლანდიელი და დღევანდელი გადმოსახედიდან "იუნაიტედს" გუნდი არ ქვია. მოუმ თქვა თავის ფეხბურთელებზე ჩემი კვერცხები არიანო, არ ვიცი არიან თუ არა ჩელსის ფეხბურთელები კვერცხები მარა, აი "იუნაიტედის" ფეხბურთელები მოიესის კვერცხები რო არიან დანამდვილებით გეუბნევით. კიდევ ერთხელ ვიძახი მოიესის გუნდი მშენებლობის პროცესშია.
სიახლეები
28 კომენტარი
№11
ავტორი: Mike
10 თებერვალი 2014 15:28
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 566
chudikone,
მოიესს არ ვიცავ დასაცავიც საქმე ეგერე არ კეთდება , რაც შეეხება რუნის, შენ ერთ-ერთი რუნომანი მესაუბრები ალბათ )) თორე შეამჩნევდი რო დღევანდელ "იუნაიტედს" ლიდერი არ ყავს და ის ფილტვები რაზეც შენ საუბრობ სუ ტყუილა იყრება, მაგასაც შეამჩნევდი )))

კიდე ერთხელ დიდი მადლობა იმიტო რო ჩემ პოსტზე საკუთარ მოსაზრებებს ახმოვანებთ, ყველას აზრს პატივს ვცემ,ოღონდ ან ვეთანხმები ან არ manunited
0
№12
ავტორი: chudikone
10 თებერვალი 2014 15:36
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
Mike,
ნამდვილად, რუნომანი ვარ მისი მოსვლის დღიდან და არც ცუდზე ვხუჭავთ თვალს და არც კარგს ვაზვიადებ. დღევანდელი მანჩესტერის ასეთ დღეში ყოფნა ყველაზე ნაკლებად რუნის ბრალია ჩემი აზრით. როცა მოედანზე არ არის გუნდი რას წარმოადგებს კი ვხედავთ ყველა. არც გადაცემები დაეწუნება და არც თამაშის თავის თავზე აღება. რა კრიტერიუმებით დააბრალე არ ვიცი, მაგრამ პატივს ვცემ შენს მოსაზრებას, რომელსაც არ ვეთანხმები.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№13
ავტორი: Mike
10 თებერვალი 2014 15:47
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 566
chudikone,
ჯანსაღ კრიტიკას და კამათს მივესალმები იმ ადამიანთან ვისაც ფეხბურთი უყვარს, იმედია ცუდად არ გამიგებ კამათის რეჟიმში რო გადავიდე)) შენ როგორც აღნიშნე რუნომანი ხარ, შესაბამისად ჩემი აზრით შენ არ ხარ ობიექტური, დღევანდელ "იუნაიტედს" ლიდერი არ ყავს, ლიდერს თავი დავანებოთ რუნის თამაში უბრალოდ არ მომწონს.
0
№14
ავტორი: tupaca
10 თებერვალი 2014 15:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 596
Mike Rooneys rac sheexeba tipi centr porvardia wesit Da burtis misagebad sul centrshi trialebs Da ra liderobas itxov misgan roca kacss pasis mimcemi ar yavs? Tu gaxsovs ronaldo ro wavida Da runi dadga centr porvardad ro brdgvnida yvelapers, exla moyesze 2 sityvit siria Da uintelekto mwvrtneli, fergis shecvlas rac sheexeba bevri shecvlida didi siamovnebit tundac mourinio Da didi warmatebitac radgan mas tavis stili aq Da aravis badzavs moyesivit
0
№15
ავტორი: Mike
10 თებერვალი 2014 15:48
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 566
რუნიზე იმიტო ვამახვილებ ყურადღებას , რომ ყველაზე მეტი მოეთხოვება)) (იმედი მქონდა რო ამის ახსნა არ დამჭირდებოდა) თორე იანგის და ქლევერლის კრიტიკას რა აზრი აქვს მაგას ვერ ვხვდები )
0
№16
ავტორი: GeorgeBest
10 თებერვალი 2014 16:03
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
რუნი ისაა მოედანზე ყველაფერს რომ დებს და ფორვარდი როა უკვე დაავიწყდა, კაცი ყველგან თამაშობს სადაც გუნდს დასჭირდება, ტიპი ყველგანაა და მააგზე დიდ საქმეს არავინ აკეთებს გუნდში. გოლებს ვერ იტანს სამაგიეროდ ატანინებს, რუნი რობოტი არაა ყველა თამაში ერთ დონეზე ჩაატაროს. რავიცი ეს ჩემი აზრია უბრალოდ იმსახურებს ეგ კაცი ყველაფერს რასაც ითხოვს

რაც შეეხება ეხლა მოიესს. ვიცი რომ გუნდი შენდება, ვიცი რომ ბევრი უარს იტყოდა ფერგის სეცვლაზ ეიმიტომ რომ ამხელა პასუხისმგებლობის აღება ადვილი ნამდვილადა რაა, ყველა გვერდსი უდგას აბსოლიტურად, მისცეს ყველანაირი შანსი, მთელი ევერტონის სამწვრთნელო შტაბი დაუსვეს, არავინ არ ერევა მის საქმიანობაში მაგრამ წელს ყველა ბრძოლა წააგო სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, თუნდაც გუშინ რენესთან. არ ვიცი გაუშვებენ თუ არა წლის ბოლოს მაგრამ მე ამ კაცის იმედი დაკარგული მაქვს ამ ეტაპზე. ფერგის რეკორდების გამეორებას არავინ სთხოვს არც იმას ვითხოვთ რომ მეორე ფერგი გახდეს, უბრალოდ კრიზისია გვესმის მაგრამ ეს უკვე მარაზმია რა რასაც დღეს მანჩესტერი თამაშობს.
0
№17
ავტორი: Manchester_M
10 თებერვალი 2014 16:20
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
რუნიზე მეტი საკრიტიკო ვერ ინახა მანჩესტერში თუ რა არის რაზე ვკამათობთ გუშინდელი მატჩიდან გამომდინარე ხო საერთოდ რუნი არ უნდა გაკკრიტიკდეს რადგან კაცი დაცვაში ჩამოდიოდა კარი რომ ეხსნა ყველა გუნდმა ისწავლა დღეს ასე თუ ისე თამაში და 1 კაცი ვერაფერს გახდება 11 კაცთან ფეხბურთი გუნდური თამაშია და გუნდმა თუ ხელი არ შეგიწყო რუნი კი არა ნომერ პირველი ფეხბურთელი ვერ გააწყობს ვერაფერს.
0
№18
ავტორი: gilmour
10 თებერვალი 2014 18:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
პირველ რიგში იმას ვიტყვი რომ, რუნი არის ნათელი წერტილი გუნდში, ერთადერთი ვისი იმედიც მაქვს ამ ეტაპზე, გაიხსენეთ აბა სეზონის დასაწყისი, როცა რუნი თავის პოზიციაზე იდგა როგორ თამაშობდა და იყო თუ არა ნამდვილი ლიდერი სანამ ტრავმას მიიღებდა. ჩემი აზრით მსოფლიოში ყველაზე მეტად თუ ვინმეზე შეიძლება თქვა რომ გუნდურად თამაშობს ეს რუნია.
იყიდა მოიესმა მატა და ახლა დაფიქრდა სად ვათამაშოო, გაგიგიათ მასეთი რამე? სად რუნი დგას , სად მატა და სად საყრდენი ნახევარცველები ვუყურებ თამაშს და ვერ ვგებულობ, რომელ გოლების გატანას თხოვთ რუნის როცა ლამისაა ჩამშლელად ათამაშონ.
უამრავ შეცდომას უშვებს მოესი, საოცარ გადაწყვეტილებებს იღებს, მთელი სეზონია ვერ დავინახე გუნდი რა ტაკტიკით და ნახაზით თამაშობს, გაიხსენეთ გუშინდელი ფულემის გოლი, მოხსნა მარჯვენა მცველი და რამდენჯერაც ვალენსია დადგა მარჯვენა მცველი პოზიციაზე იმდენჯერ მაგის გამო გოლი მივიღეთ, ერთიდაიგივე შეცდომა ხო არ შეიძლება მილიონჯერ დაუშვა კაცმა. ვალენსია არის ცხენი და უნდა გამოიყენო სწორად, და არ უნდა ათამაშო პოზიციური თამაში.
0
№19
ავტორი: Lev
10 თებერვალი 2014 18:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1522
რთულ სიტუაციაში ვართ...საშველი მწვრთნელის ცვლილებაშია და გუნდის გადახალისებაც საჭიროა. გუნდში ტოპ კლასის ფეხბურთელების კონკურენცია არ არის. მოიესმა იმაში მიჰქარა რომ მატასნაირი და კაგავასნაირი ფეხბურთელი ჰყავს და ცენტრიდან არ უტევს. მატა და კაგავა ცენტრიდან მოკლე პასებით ნებისმიერი გუნდის დაცვას გაარღვევენ. და ერთი რამე ვერ გავიგე თუ აქცენტს ფლანგებზე აკეთებ დააყენე იანუზაი და შეეშვი ამ იანგს ...ამან არც ცენტრი გააძლიერა მატათი და ფლანგებიც დაასუსტა რაფაელი როგორი ვინგერიც არის ვნახეთ. მცველი იდეალუია მაგრამ ვინგერად არ ივარგებდა .და რაფაელზე და იანგზე ფლანგებიდან როგორ აკეთებ აქცენტს როცა სეზონის უმნიშვნელოვანესი თამაშია და გუნდში კაგავა ვალენსია და იანუზაი სკამზე გყავს. წადი შეგვეშვი მოიეს სხვაგან გაიარე სამწვრთნელო კურსები. ადრეც ვამბობდი ეხლა თუ არ ვარგიხარ ტაქტიკაში ვერც მერე მოწყვეტ ვარსკვლავებს. ტვინი შენ ასაკში აღარ იხსნება. ფერგის პირველი წლები იმიტომ უჭირდა რომ დასუსტებული და უმოტივაციო გუნდი ჩაიბარა...შენ კიდე ჩემპიონები ჩაიბარე და ვარსკვლავიც იყიდე მაგრამ მაინც ვერ ათამაშებ გუნდს..სსხვა რაღა ვთქვა არ ვიცი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!
№20
ავტორი: LizarD
10 თებერვალი 2014 18:49
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
ჩემ აზრს დავწერ, კამათს აზრი არ აქვს, თითქმის ყველაფერი წავიკითხე და რამოდენიმე რაღაცის თქმა მინდა.
1. მოიესის გინება ყოველთი თამაშის მერე არასწორედ მიმაჩნია, თუ გულშემატკივრობ ბოლომდე უნდა დაუდგე გუნდსაც და მწვრთნელსაც. აქ ზოგიერთებს გუნდის მართვა კამპოტების დახუფვა ხომ არ გგონიათ? რომელიმემ იცით ვარჯიშებზე რა ხდება ან გასახდელში ? როცა მოიესი კარგ რამეს აკეთებს ბევრი ვერ ხედავს, თუმდაც გუშინდელი ქამბექი. რომელიც კონკრეტული ერთი ფეხბურთელის განიავებულია - ნემანია ვიდიჩის.
2. გუნდს კაპიტანი ტოვებს, ამას ვერავინ აღიქვამს? ჩემი აზრით პერსიზე ნაკლები საქციელი არაა რასაც ვიდიჩი აკეთებს, პირველი სეზონი ჩაუვარდა მანჩესტერს ამდენი ხნის შემდეგ და იმ წამსვე მოინდომა გუნდის დატოვება. თუ გუნდის კაპიტანი ხარ სწორედ ასეთ მომენტში უნდა დარჩე გუნდში და ბოლომდე იბრძოლო.
3. გუნდში არიან არაპროფესიონალები. გუნდი მიჩვეული იყო "ფერგის თრევას", ახლა ასე აღარ იქნება და მოიესს სურს გუნდი თავისი ტაქტიკით გადიოდეს მოედანზე და მწვრთნელზე არ იყვნენ დაოკიდებულები. რაც მე პირადად სწორედ მიმაჩნია
4. ბევრი ამბობს რომ იგივე როსტერით შეძლო ფერგიმ პრემიერ ლიგის მოგება, მე გეტყვით რატომაც, გუნდს ჰქონდა მოტივაცია(თასი სიტისთან იყო), გუნდს ყავდა ფერგი რაც გუნდის 60% უდრიდა მე თუ მკითხავ. ფერდინანდი, პერსი, ქლევერლი, ევრა, აჩვენებდნენ მაღალი დონის ფეხბურთს რაც წელს აღარ ხდება. + ბევრ შეხვედრაში მსაჯის დახმარება.
ციტატა: ALEXFERGUSON
10) ჩემი აზრით ევრა არუნდა გაუშვან გუნდიდან,ეს დღევანდელ თამაშიც გამოჩნდა.

რა გამოჩნდა დღევანდელ თამაშში? ტიპი გარღვევაა ეს წელია მაგის ფლანგი ცარიელია მთლიანად და ან ევანსი გარბის ან ჯონსი ადგილის შესავსებად.
ციტატა: ALEXFERGUSON
7) რატო ცვლის 25 წლიან გუნდის ფილისოფიას,როცა შეიძლება უბრალოდ იმას შემატიო ახალი იდეები და არა დაშალო და გუნდის რომელსაც მანჩესტერი ქვია,ახლიდან აწყობა დაუწყო.

გუნდის ფსიქოლოგიაში რას გულისხმობ? გუნდი აღუა ბავშვივით იყო დედის გარეშე არაფერი რომ არ შეუძლია, ფერგის გარეშე არაფრის გამკეთებლები არ იყვნენ ბოლო 3 წელი.

5. მინდა რუნის შევეხო, დღეს აშკარად არ ჰქონდა კარგი მატჩი, ბევრს დარბის და ცდილობს, ვერ დაუკარგავ. იმაშიც ვერ დაგეთანხმები რომ მარტო თავის თავზე ფიქრობს. ჩემი აზრით დარჩება გუნდში.

ციტატა: გიორგი
ყველა ბრძოლა წააგო სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით

არსენალთან ტაქტიკით რომ მოიგო მემგონი სხვანაირად ფიქრობდი , ან სუონსისთან მეორე ტაიმში თამაში რომ შემოაბრუნა. მაშინ სხვანაირად ფიქრობდი მემგონი ხო? და არამარტო შენ ყველას უცბად გაუნათდა გონება. ერთი მატჩი ფრედ ითამაშა და ნაგავი გახდა უცბად? = ))
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top