თბილისი:
მანჩესტერი:
23-01-2014, 20:00
ავტორი: Vodafone,
ნანახია: 2737,
კომენტარები: 24
რუნის ბედი დღეს გადაწყდება
უეინ რუნის აგენტი მოლაპარაკებებს მართავს ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით.
რუნის ბედი დღეს გადაწყდება
დღეს უეინ რუნის აგენტი დახურულ კარს მიღმა შეხვდა "მანჩესტერ იუნაიტედის" აღმასრულებელ დირექტორს ედ ვუდვორდს, რათა განიხილონ ინგლისელი თავდამსხმელის ახალი კონტრაქტი.

რუნით, რომელსაც კონტრაქტი 18 თვეში უმთავრდება, აქტიურად არის დაინტერესებული უამრავი გუნდი, მათ შორის არიან "რეალ მადრიდი" და "ჩელსი".

ფეხბურთელის აგენტი პოლ სტრეტფორდი ოთხშაბათს იმყოფებოდა კარინგტონზე, დღეს კი ის კიდევ ერთხელ ეწვია გუნდის სავარჯიშო ბაზას.

რუნის ბედი დღეს გადაწყდებარუნის ბედი დღეს გადაწყდება

უეინ რუნი და პოლ სტრეტფორდი "იუნაიტედთან" მოლაპარეკებებს მართავენ


"იუნაიტედი" არ აპირებს ინგლისელის გაყიდვას არანირი ფასის სანაცვლოდ, მიუხედავად იმისა, რომ მისით ძალიან აქტიურად ინტერესდება "რეალ მადრიდის" მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი და ინგლისში დაბრუნებული ჟოზე მაურინიო.

ცოტა ხნის წინ მაურინიომ განაცხადა, რომ უეინ რუნი აუცილებლად დატოვებდა "მანჩესტერ იუნაიტედს" ზაფხულში, თუმცა მოიესმა ეს ინფორმაცია უარყო.

როგორც მოგეხსენებათ, გუშინ "მანჩესტერ იუნაიტედი" პენლების სერიაში დამარცხდა "სანდერლედთან". თუმცა ამ მატჩის შედეგით გამოწვეული მწუხარება გაათანაბრა ხუან მატას ტრანსფერმა, რომელიც ხუთშაბათს კარინგტონს ეწვია.

რუნის ბედი დღეს გადაწყდება
ხუან მატა "იუნაიტედს" კლუბისთვის სარეკორდო თანხა დაუჯდა.


დღეს მატა გაივლის სამედიცინო შემოწმებას "ბრიჯუოთერის" ჰოსპიტალში და საბოლოოდ ჩაირიცხება "იუნაიტედში", სარეკორდო თანხის სანაცვლოდ.

ეს ტრანსფერი "იუნაიტედის" ლეგენდის, გარი ნევილის ყურადღების ქვეშაც მოექცა, რომელმაც განაცხადა, რომ მატა არ ჯდება "მანჩესტერ იუნაიტედის" ტიპიურ ფილოსოფიაში. თუმცა დაამატა, რომ მის მოსვლას შესაძლოა ძალიან კარგი შედეგი ჰქონდეს გუნდისთვის.

წყარო: DailyMail
სიახლეები
24 კომენტარი
№1
ავტორი: Vodafone
23 იანვარი 2014 20:03
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
მატას ტრანსფერზე მეტად გამიახრდება love
0
№2
ავტორი: GGMU
23 იანვარი 2014 20:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 220
მატა ჩვნეია და რუნისაც არ გავუშვებთ
0
№3
ავტორი: ვახო ( G G M U)
23 იანვარი 2014 20:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
მატა არ ჯდება და იანგი ჯდება ხოო? კაი რააა wink რუნიმ კიდე მოაწეროს ხელი რაა რო დადუმდეს ყველა...
0
№4
ავტორი: love united
23 იანვარი 2014 20:06
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
მატაზე იმდენად გადავერთეთ რუნი დაგვავიწყდა :დ თუ მართლა გადმოვიდა მატა მაგარი წყვილი იქნება რუნი-მატა...
0
№5
ავტორი: GeorgeBest
23 იანვარი 2014 20:11
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მატას ტრანსფერზე მაგრად რუნის კონტრაქტი გამახარებს

მალე მორცეს ესჭორები
0
№6
ავტორი: VaRdo
23 იანვარი 2014 20:14
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ციტატა: love united
მატაზე იმდენად გადავერთეთ რუნი დაგვავიწყდა


რუნ იარსად წამსვლელი არაა შანსი არაა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№7
ავტორი: messi rooney
23 იანვარი 2014 20:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 14
VAXO ( G G M U ),
es nevilebi sul gadairien
0
№8
ავტორი: Manchester_M
23 იანვარი 2014 20:23
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
რუნის კონტრაქტი ბევრად მნიშვნელოვანია.
0
№9
ავტორი: ViDa
23 იანვარი 2014 20:25
  • სიახლეები: 132
  • კომენტარები: 450
ბოლოსდაბოლოს გაარკვიე რა რა გინდა, თუ გინდა დარჩი თუ არადა არავინ გაძალებს. შენაირები გაგვიშვია გუნდიდან? გადავიტანთ როგორმე :) ძალად დატოვებულ ფეხბურთელს რა ვუთხარი მე
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"My greatest challenge is not what’s happening at the moment, my greatest challenge was knocking Liverpool right off their fuckinging perch. And you can print that."
№10
ავტორი: chudikone
23 იანვარი 2014 20:45
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
რუნი და მატა ორივე დიდი ხნით დარჩებიან ერთად კლუბში. ერთნაირი ტიპები არიან და მატა გააკეთებს ეხლა იმ სამუშაოს, რომელიც რუნის ქონდა დაკისრებული, რუნი წინ წაიწევს და პერსისთან ერთად მტრისას რაც მოხდება
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top