თბილისი:
მანჩესტერი:
23-01-2014, 20:00
ავტორი: Vodafone,
ნანახია: 2742,
კომენტარები: 24
რუნის ბედი დღეს გადაწყდება
უეინ რუნის აგენტი მოლაპარაკებებს მართავს ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით.
რუნის ბედი დღეს გადაწყდება
დღეს უეინ რუნის აგენტი დახურულ კარს მიღმა შეხვდა "მანჩესტერ იუნაიტედის" აღმასრულებელ დირექტორს ედ ვუდვორდს, რათა განიხილონ ინგლისელი თავდამსხმელის ახალი კონტრაქტი.

რუნით, რომელსაც კონტრაქტი 18 თვეში უმთავრდება, აქტიურად არის დაინტერესებული უამრავი გუნდი, მათ შორის არიან "რეალ მადრიდი" და "ჩელსი".

ფეხბურთელის აგენტი პოლ სტრეტფორდი ოთხშაბათს იმყოფებოდა კარინგტონზე, დღეს კი ის კიდევ ერთხელ ეწვია გუნდის სავარჯიშო ბაზას.

რუნის ბედი დღეს გადაწყდებარუნის ბედი დღეს გადაწყდება

უეინ რუნი და პოლ სტრეტფორდი "იუნაიტედთან" მოლაპარეკებებს მართავენ


"იუნაიტედი" არ აპირებს ინგლისელის გაყიდვას არანირი ფასის სანაცვლოდ, მიუხედავად იმისა, რომ მისით ძალიან აქტიურად ინტერესდება "რეალ მადრიდის" მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი და ინგლისში დაბრუნებული ჟოზე მაურინიო.

ცოტა ხნის წინ მაურინიომ განაცხადა, რომ უეინ რუნი აუცილებლად დატოვებდა "მანჩესტერ იუნაიტედს" ზაფხულში, თუმცა მოიესმა ეს ინფორმაცია უარყო.

როგორც მოგეხსენებათ, გუშინ "მანჩესტერ იუნაიტედი" პენლების სერიაში დამარცხდა "სანდერლედთან". თუმცა ამ მატჩის შედეგით გამოწვეული მწუხარება გაათანაბრა ხუან მატას ტრანსფერმა, რომელიც ხუთშაბათს კარინგტონს ეწვია.

რუნის ბედი დღეს გადაწყდება
ხუან მატა "იუნაიტედს" კლუბისთვის სარეკორდო თანხა დაუჯდა.


დღეს მატა გაივლის სამედიცინო შემოწმებას "ბრიჯუოთერის" ჰოსპიტალში და საბოლოოდ ჩაირიცხება "იუნაიტედში", სარეკორდო თანხის სანაცვლოდ.

ეს ტრანსფერი "იუნაიტედის" ლეგენდის, გარი ნევილის ყურადღების ქვეშაც მოექცა, რომელმაც განაცხადა, რომ მატა არ ჯდება "მანჩესტერ იუნაიტედის" ტიპიურ ფილოსოფიაში. თუმცა დაამატა, რომ მის მოსვლას შესაძლოა ძალიან კარგი შედეგი ჰქონდეს გუნდისთვის.

წყარო: DailyMail
სიახლეები
24 კომენტარი
№21
ავტორი: ynwa
24 იანვარი 2014 11:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11
რუნის გაშვება იუნაიტედს ძვირად დაუჯდება :):):) 1 რუნი 3 მატას უდრის:):) you'll never walk alone
0
№22
ავტორი: LizarD
24 იანვარი 2014 12:00
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
ynwa,
და ვინ უშვებს მერე?
0
№23
ავტორი: ynwa
24 იანვარი 2014 12:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11
LizarD,
aravin:):):) ;););) roonays gacvlidi suarezshi???????
0
№24
ავტორი: LizarD
24 იანვარი 2014 13:20
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
ynwa,
არანაირად. სად რუნი სად სუარესი, სუარესს წელს ფენომენალური სეზონი აქვს და ძალიან კარგი ფორვარდია, მაგრამ რუნის ნახევარიც არაა მთლიანობაში.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top