თბილისი:
მანჩესტერი:
23-01-2014, 20:00
ავტორი: Vodafone,
ნანახია: 2742,
კომენტარები: 24
რუნის ბედი დღეს გადაწყდება
უეინ რუნის აგენტი მოლაპარაკებებს მართავს ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით.
რუნის ბედი დღეს გადაწყდება
დღეს უეინ რუნის აგენტი დახურულ კარს მიღმა შეხვდა "მანჩესტერ იუნაიტედის" აღმასრულებელ დირექტორს ედ ვუდვორდს, რათა განიხილონ ინგლისელი თავდამსხმელის ახალი კონტრაქტი.

რუნით, რომელსაც კონტრაქტი 18 თვეში უმთავრდება, აქტიურად არის დაინტერესებული უამრავი გუნდი, მათ შორის არიან "რეალ მადრიდი" და "ჩელსი".

ფეხბურთელის აგენტი პოლ სტრეტფორდი ოთხშაბათს იმყოფებოდა კარინგტონზე, დღეს კი ის კიდევ ერთხელ ეწვია გუნდის სავარჯიშო ბაზას.

რუნის ბედი დღეს გადაწყდებარუნის ბედი დღეს გადაწყდება

უეინ რუნი და პოლ სტრეტფორდი "იუნაიტედთან" მოლაპარეკებებს მართავენ


"იუნაიტედი" არ აპირებს ინგლისელის გაყიდვას არანირი ფასის სანაცვლოდ, მიუხედავად იმისა, რომ მისით ძალიან აქტიურად ინტერესდება "რეალ მადრიდის" მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი და ინგლისში დაბრუნებული ჟოზე მაურინიო.

ცოტა ხნის წინ მაურინიომ განაცხადა, რომ უეინ რუნი აუცილებლად დატოვებდა "მანჩესტერ იუნაიტედს" ზაფხულში, თუმცა მოიესმა ეს ინფორმაცია უარყო.

როგორც მოგეხსენებათ, გუშინ "მანჩესტერ იუნაიტედი" პენლების სერიაში დამარცხდა "სანდერლედთან". თუმცა ამ მატჩის შედეგით გამოწვეული მწუხარება გაათანაბრა ხუან მატას ტრანსფერმა, რომელიც ხუთშაბათს კარინგტონს ეწვია.

რუნის ბედი დღეს გადაწყდება
ხუან მატა "იუნაიტედს" კლუბისთვის სარეკორდო თანხა დაუჯდა.


დღეს მატა გაივლის სამედიცინო შემოწმებას "ბრიჯუოთერის" ჰოსპიტალში და საბოლოოდ ჩაირიცხება "იუნაიტედში", სარეკორდო თანხის სანაცვლოდ.

ეს ტრანსფერი "იუნაიტედის" ლეგენდის, გარი ნევილის ყურადღების ქვეშაც მოექცა, რომელმაც განაცხადა, რომ მატა არ ჯდება "მანჩესტერ იუნაიტედის" ტიპიურ ფილოსოფიაში. თუმცა დაამატა, რომ მის მოსვლას შესაძლოა ძალიან კარგი შედეგი ჰქონდეს გუნდისთვის.

წყარო: DailyMail
სიახლეები
24 კომენტარი
№11
ავტორი: UTD-Rule
23 იანვარი 2014 20:48
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
აუ მოაწერე და მოაკეტინე ამ პრესას და მეტი არაფერი მინდა what
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№12
ავტორი: IJay
23 იანვარი 2014 20:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 62
chudikone,
ზუსტად მაგას ვფიქრობ
0
№13
ავტორი: gilmour
23 იანვარი 2014 20:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
რუნი-პერსი და მათ უკან მატა love
ახლა იწყევბა ყველა მეტოქის განადგურება რა წასვლა რის წასვლა.
0
№14
ავტორი: Wilfried Zaha
23 იანვარი 2014 21:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 46
რამდენი კარგი ამბავი გავიგე ტო დღეს <3
0
№15
ავტორი: davita
23 იანვარი 2014 21:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 566
Wilfried Zaha,
ერთი წაგება იყო ცუდი wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ We'll keep our red flag flying high
Couse man united will never die!
№16
ავტორი: Lomsa099
23 იანვარი 2014 22:15
  • სიახლეები: 102
  • კომენტარები: 426
მოაწერს <3 გულით მანჩესტერელია ესკაცი რა არავითარი ჩელსი ესრო ჩელსიში გადავიდეს დაფურთხება იქნება ეგ მანჩესტერისთვის
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ One Love, One Team!
Manchester United, Forever!!!
№17
ავტორი: fletcher
23 იანვარი 2014 22:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5
რუნი სამუდამოდ წიტელი ეშმაკიააა არსად არ წავა
0
№18
ავტორი: Malboro463
23 იანვარი 2014 23:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5855
ერთი შენც გახანგრძლივე და ეგა რა
0
№19
ავტორი: red devil
24 იანვარი 2014 08:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Amanac tu gaaxangrdzliva da mere oooo magari iqneba :/
0
№20
ავტორი: LizarD
24 იანვარი 2014 09:04
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
რუნი ტრანსფერს ითხოვდა და რახან შედგა,, კონტრაქტსაც გაახანგრძლივებს წესით. სკაისპორტზე ეწერა ასეთი შინაარსის თემა. აგენტი კიდე სუფთა ანჩელოტია :დ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top