თბილისი:
მანჩესტერი:
10-01-2014, 18:29
ავტორი: love united,
ნანახია: 3235,
კომენტარები: 27
60 მილიონი "ბორუსიას" დუეტისთვის
ექსკლუზივი:მოიესი 60 მილიონ ევროს ამზადებს
60 მილიონი
"იუნაიტედი" მზადაა იყიდოს დორტმუნდის "ბორუსიას" ორი ფეხბურთელი, ილკაი გიუნდოგანი და მარკო როისი, რათა განაახლოს ნახევარდაცვის ხაზი. CaughtOffside ირწმუნება, რომ დევიდ მოიესი და მანჩესტერის ხელმძღვანელობა მზად არიან დახარჯონ თანხა ფეხბურთელების შესაძენად. მოიესი განსაკუთრებით ისეთი ნახევარმცველების ყიდვით ინტერესდება, რომლებსაც შეეძლებათ თავდამსხმაშიც თამაში, რათა დაეხმარონ გუნდის შემტევ ხაზს.

60 მილიონი "ბორუსიას" დუეტისთვის

გიუნდოგანი "იუნაიტედის" ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა


23 წლის გერმანელი ნახევარმცველი "ბორუსიას" ხელმძღვანელობასთან რამდენიმე თვეა რაც მოლაპარაკებებს აწარმოებს, მაგრამ საერთო დასკვნამდე ჯერ ვერ მივიდნენ. გიუნდოგანს მიმდინარე კონტრაქტი 2015 წლის ზაფხულში უსრულდება. ეს ყველაფერი დორტმუნდელებისთვის აღელვების საბაბად იქცა, მით უმეტეს, რომ მათი ფორვარდი, რობერტ ლევანდოვსკი, ზაფხულში "ბაიერნში" თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავა. მოიესს სჯერა, რომ ილკაის შეეძლება მისი გუნდის ნახევარდაცვის გაძლიერება და მაიკლ კერიკის შეცვლა. ის ნამდვილად ჯობია ანდერსონსა და კრიტიკის ქარ-ცეცხლში გახვეული ქლევერლის.

გიუნდოგანი ალბათ დაინტერესდება "იუნაიტედის" შეთავაზებით, იმის გათვალისწინებით, რომ დორტმუნდი ვერ ბრწყინავს. ისინი უკვე გამოეთიშნენ გერმანიის პირველობისთვის ბრძოლას- პირველადგილოსანი "ბაიერნი" მათ 12 ქულიანი ჰანდიკაპით უსწრებს. დორტმუნდზე წინ არიან "ბაიერი" და მიუნხენგლაბახის "ბორუსია". მათ მთლიანი ყურადღება ჩემპიონთა ლიგაზე უნდა გადაიტანონ.

60 მილიონი "ბორუსიას" დუეტისთვის

მარკო როისი შესაძლოა მანჩესტერში აღმოჩნდეს


მოიესი ასევე ეცდება 24 წლის მარკო როისის გადმოყვანას ნისლიან ალბიონზე, რომელიც იდეალური ხიდი იქნება ნახევარდაცვასა და შეტევას შორის. გერმანელმა დიდი წინსვლა განიცადა მას შემდეგ, რაც მიუხენგლადბახიდან დორტმუნდში გადავიდა. 18 თვის მანძილზე როისმა 30 გოლისა და 17 ასისტის გაკეთება მოასწრო ჩატარებულ 74 მატჩში. ის ალბათ ექს-დორტმუნდელი, შინჯი კაგავას პოზიციას დაიკავებს თუ ტრანსფერი განხორციელდება.

"ბორუსიას" მთავარი მწვრთნელი უკვე არაერთი წამყვანი ფეხბურთელის წასვლის მომსწრე გახდა. მათ შორის არიან ნური შაჰინი(რომელიც უკან დაბრუნდა), მარიო გიოტცე, შინჯი კაგავა. ყველა მათგანმა გუნდი "ოცნების" ასასრულებლად დატოვა. მათ ცოტა ხნის წინ რობერტ ლევანდოვსკიმაც "მიბაძა". შესაძლოა 60 მილიონ ევროდ დორტმუნდა კიდევ ორი წამყვანი ფეხბურთელი, ილკაი გიუნდოგანი და მარკო როისი დათმოს.

წყარო:caughtoffside.com
ტრანსფერები
27 კომენტარი
№1
ავტორი: lefty
10 იანვარი 2014 18:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 512
პონტია 60ად ორივე არ წამოვა ჟმოტებოოო. cerealguy
0
№2
ავტორი: vano
10 იანვარი 2014 18:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 20
ღადაობთ რა 60 მილიონი არ გადმოვლენ ტყუილად ნოერწყვს ნუ მაყლაპავთ დორტმუნდი კიდევ 2 ლიდერს არავითარ შემთხვევაში არ გაუშვებს
0
№3
ავტორი: davita
10 იანვარი 2014 18:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 566
ჟმოტები ფუ ჩემი რაა jackie
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ We'll keep our red flag flying high
Couse man united will never die!
№4
ავტორი: vano
10 იანვარი 2014 18:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 20
ეჰჰჰ ოცნებას კაცი არ მოუკლავს ესენი დაგენინძლავებით არც ზაფხულშიი გადმოვლენ
0
№5
ავტორი: davita
10 იანვარი 2014 18:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 566
მოიესი ასევე ეცდება 24 წლის მარკო როისის გადმოყვანას ნისლიან ალბიონზე



კაი კაცო 60 მილიონად ? areyoukiddingme
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ We'll keep our red flag flying high
Couse man united will never die!
№6
ავტორი: gio(kosheichi)
10 იანვარი 2014 18:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 152
70 ati mainc unda orives
0
№7
ავტორი: Alex Buttner
10 იანვარი 2014 19:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 56
აუ ვიყიდოთ რა იმედია ვიყიდით მაგრამ ლევანდოვსკის შემდეგ ამათ არ გაუშვებენ :'(
0
№8
ავტორი: Z A C K™
10 იანვარი 2014 19:18
  • სიახლეები: 46
  • კომენტარები: 896
ბარემ დავაწეროთ ბორუსია დორტმუნდი სტადიონს და ყვითელი ფორმებით ვითამაშოთ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ I’ll always love you, Sir Alex.
Manager of my favorite club for my entire life.
Chewer of gum and winner of trophies, you’ll always be in our hearts.
№9
ავტორი: gilmour
10 იანვარი 2014 19:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
მიჩტი სბივაიუტსია- გაზპრომ
0
№10
ავტორი: Manchester_M
10 იანვარი 2014 19:20
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
და ამის შემდეგ რაის 200 მილლიონს გამოყოფდა გლეიზერები ამათში 60 მილიონს ვერ აგდებიებენ ხელიდან თფუიიი
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top