თბილისი:
მანჩესტერი:
10-01-2014, 18:29
ავტორი: love united,
ნანახია: 3435,
კომენტარები: 27
60 მილიონი "ბორუსიას" დუეტისთვის
ექსკლუზივი:მოიესი 60 მილიონ ევროს ამზადებს
60 მილიონი
"იუნაიტედი" მზადაა იყიდოს დორტმუნდის "ბორუსიას" ორი ფეხბურთელი, ილკაი გიუნდოგანი და მარკო როისი, რათა განაახლოს ნახევარდაცვის ხაზი. CaughtOffside ირწმუნება, რომ დევიდ მოიესი და მანჩესტერის ხელმძღვანელობა მზად არიან დახარჯონ თანხა ფეხბურთელების შესაძენად. მოიესი განსაკუთრებით ისეთი ნახევარმცველების ყიდვით ინტერესდება, რომლებსაც შეეძლებათ თავდამსხმაშიც თამაში, რათა დაეხმარონ გუნდის შემტევ ხაზს.

60 მილიონი "ბორუსიას" დუეტისთვის

გიუნდოგანი "იუნაიტედის" ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა


23 წლის გერმანელი ნახევარმცველი "ბორუსიას" ხელმძღვანელობასთან რამდენიმე თვეა რაც მოლაპარაკებებს აწარმოებს, მაგრამ საერთო დასკვნამდე ჯერ ვერ მივიდნენ. გიუნდოგანს მიმდინარე კონტრაქტი 2015 წლის ზაფხულში უსრულდება. ეს ყველაფერი დორტმუნდელებისთვის აღელვების საბაბად იქცა, მით უმეტეს, რომ მათი ფორვარდი, რობერტ ლევანდოვსკი, ზაფხულში "ბაიერნში" თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავა. მოიესს სჯერა, რომ ილკაის შეეძლება მისი გუნდის ნახევარდაცვის გაძლიერება და მაიკლ კერიკის შეცვლა. ის ნამდვილად ჯობია ანდერსონსა და კრიტიკის ქარ-ცეცხლში გახვეული ქლევერლის.

გიუნდოგანი ალბათ დაინტერესდება "იუნაიტედის" შეთავაზებით, იმის გათვალისწინებით, რომ დორტმუნდი ვერ ბრწყინავს. ისინი უკვე გამოეთიშნენ გერმანიის პირველობისთვის ბრძოლას- პირველადგილოსანი "ბაიერნი" მათ 12 ქულიანი ჰანდიკაპით უსწრებს. დორტმუნდზე წინ არიან "ბაიერი" და მიუნხენგლაბახის "ბორუსია". მათ მთლიანი ყურადღება ჩემპიონთა ლიგაზე უნდა გადაიტანონ.

60 მილიონი "ბორუსიას" დუეტისთვის

მარკო როისი შესაძლოა მანჩესტერში აღმოჩნდეს


მოიესი ასევე ეცდება 24 წლის მარკო როისის გადმოყვანას ნისლიან ალბიონზე, რომელიც იდეალური ხიდი იქნება ნახევარდაცვასა და შეტევას შორის. გერმანელმა დიდი წინსვლა განიცადა მას შემდეგ, რაც მიუხენგლადბახიდან დორტმუნდში გადავიდა. 18 თვის მანძილზე როისმა 30 გოლისა და 17 ასისტის გაკეთება მოასწრო ჩატარებულ 74 მატჩში. ის ალბათ ექს-დორტმუნდელი, შინჯი კაგავას პოზიციას დაიკავებს თუ ტრანსფერი განხორციელდება.

"ბორუსიას" მთავარი მწვრთნელი უკვე არაერთი წამყვანი ფეხბურთელის წასვლის მომსწრე გახდა. მათ შორის არიან ნური შაჰინი(რომელიც უკან დაბრუნდა), მარიო გიოტცე, შინჯი კაგავა. ყველა მათგანმა გუნდი "ოცნების" ასასრულებლად დატოვა. მათ ცოტა ხნის წინ რობერტ ლევანდოვსკიმაც "მიბაძა". შესაძლოა 60 მილიონ ევროდ დორტმუნდა კიდევ ორი წამყვანი ფეხბურთელი, ილკაი გიუნდოგანი და მარკო როისი დათმოს.

წყარო:caughtoffside.com
ტრანსფერები
27 კომენტარი
№21
ავტორი: vova
10 იანვარი 2014 22:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 3
შანსი არაა 60 მილიონად მარტო როისს თუ გადმოვიყვანთ მაგაზეც ეჭვი მეპარება რო გამოუშვან
0
№22
ავტორი: Berba 9
10 იანვარი 2014 22:37
  • სიახლეები: 278
  • კომენტარები: 1500
ამ წუთას პასის მიცემი არ გვყავს მოედანზე:)) გიუნდოგანი გვინდა, ისე 60 მილიონ ფუნტ სტერლიგად ვიყიდით ორივეს, ევროდ არ ვიცი, თუ ერთი 25-ად წამოვა და მეორე 35-ად ცოტა კი მეეჭვება:))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
The City Is Yours?
The City Is Yours?
20,000 empty seats!
Are You Fucking Sure?
№23
ავტორი: GeorgeBest
10 იანვარი 2014 22:55
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ეს გამოვიდეს და მიმიქარავს რეალის გალაქტიკო biggrin2 ცოტაა 60, მოუმატეთ ნუ ჟმოტავთ, იდეალური იქნება, მაგრამ სადაა.
0
№24
ავტორი: BERDI
10 იანვარი 2014 23:58
  • სიახლეები: 79
  • კომენტარები: 2257
60 მიინო კრიჟანობაა რა ორი ფეხბურთელისთვის ორივე ახალგაზრდა ვინ გამოუშვებს ესე იაფად ორ ფეხბურთელს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ A broken hart, A broken dream, A broken plane, A broken plane, A broken team, No words we said, A silent vow, We loved you then, We love you now.
№25
ავტორი: VaRdo
11 იანვარი 2014 02:24
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ჯერ 60 თუ უარია მერე 80 და ვიყიდით 80ად wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№26
ავტორი: don_vini
11 იანვარი 2014 11:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1279
60 მილიონი და და უდნა ჩავრთოთ კიდევ ფეხბურთელები.იმიტომ რომ ძალიან ბევრი გამოუსადეგარი ფეხბურთელები გვყავს გუნდში.რომლებიც ტყულიად იღებენ ხელფაას.ამით გამოათAვისუფლებს მანჩესტერიც ხარჯებს ფეხბურთელების მიცემული ხელფასებით.ასე რომ 60 მილიონი და 2 რომელიმე ფეხბურთელი მგონი კარგი იქნება
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ o.kazakhashvili
№27
ავტორი: LizarD
11 იანვარი 2014 15:36
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
გუნდოგანი უფრო ჭირდება გუნდს ვიდრე როისი.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top