თბილისი:
მანჩესტერი:
10-01-2014, 18:29
ავტორი: love united,
ნანახია: 3435,
კომენტარები: 27
60 მილიონი "ბორუსიას" დუეტისთვის
ექსკლუზივი:მოიესი 60 მილიონ ევროს ამზადებს
60 მილიონი
"იუნაიტედი" მზადაა იყიდოს დორტმუნდის "ბორუსიას" ორი ფეხბურთელი, ილკაი გიუნდოგანი და მარკო როისი, რათა განაახლოს ნახევარდაცვის ხაზი. CaughtOffside ირწმუნება, რომ დევიდ მოიესი და მანჩესტერის ხელმძღვანელობა მზად არიან დახარჯონ თანხა ფეხბურთელების შესაძენად. მოიესი განსაკუთრებით ისეთი ნახევარმცველების ყიდვით ინტერესდება, რომლებსაც შეეძლებათ თავდამსხმაშიც თამაში, რათა დაეხმარონ გუნდის შემტევ ხაზს.

60 მილიონი "ბორუსიას" დუეტისთვის

გიუნდოგანი "იუნაიტედის" ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა


23 წლის გერმანელი ნახევარმცველი "ბორუსიას" ხელმძღვანელობასთან რამდენიმე თვეა რაც მოლაპარაკებებს აწარმოებს, მაგრამ საერთო დასკვნამდე ჯერ ვერ მივიდნენ. გიუნდოგანს მიმდინარე კონტრაქტი 2015 წლის ზაფხულში უსრულდება. ეს ყველაფერი დორტმუნდელებისთვის აღელვების საბაბად იქცა, მით უმეტეს, რომ მათი ფორვარდი, რობერტ ლევანდოვსკი, ზაფხულში "ბაიერნში" თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავა. მოიესს სჯერა, რომ ილკაის შეეძლება მისი გუნდის ნახევარდაცვის გაძლიერება და მაიკლ კერიკის შეცვლა. ის ნამდვილად ჯობია ანდერსონსა და კრიტიკის ქარ-ცეცხლში გახვეული ქლევერლის.

გიუნდოგანი ალბათ დაინტერესდება "იუნაიტედის" შეთავაზებით, იმის გათვალისწინებით, რომ დორტმუნდი ვერ ბრწყინავს. ისინი უკვე გამოეთიშნენ გერმანიის პირველობისთვის ბრძოლას- პირველადგილოსანი "ბაიერნი" მათ 12 ქულიანი ჰანდიკაპით უსწრებს. დორტმუნდზე წინ არიან "ბაიერი" და მიუნხენგლაბახის "ბორუსია". მათ მთლიანი ყურადღება ჩემპიონთა ლიგაზე უნდა გადაიტანონ.

60 მილიონი "ბორუსიას" დუეტისთვის

მარკო როისი შესაძლოა მანჩესტერში აღმოჩნდეს


მოიესი ასევე ეცდება 24 წლის მარკო როისის გადმოყვანას ნისლიან ალბიონზე, რომელიც იდეალური ხიდი იქნება ნახევარდაცვასა და შეტევას შორის. გერმანელმა დიდი წინსვლა განიცადა მას შემდეგ, რაც მიუხენგლადბახიდან დორტმუნდში გადავიდა. 18 თვის მანძილზე როისმა 30 გოლისა და 17 ასისტის გაკეთება მოასწრო ჩატარებულ 74 მატჩში. ის ალბათ ექს-დორტმუნდელი, შინჯი კაგავას პოზიციას დაიკავებს თუ ტრანსფერი განხორციელდება.

"ბორუსიას" მთავარი მწვრთნელი უკვე არაერთი წამყვანი ფეხბურთელის წასვლის მომსწრე გახდა. მათ შორის არიან ნური შაჰინი(რომელიც უკან დაბრუნდა), მარიო გიოტცე, შინჯი კაგავა. ყველა მათგანმა გუნდი "ოცნების" ასასრულებლად დატოვა. მათ ცოტა ხნის წინ რობერტ ლევანდოვსკიმაც "მიბაძა". შესაძლოა 60 მილიონ ევროდ დორტმუნდა კიდევ ორი წამყვანი ფეხბურთელი, ილკაი გიუნდოგანი და მარკო როისი დათმოს.

წყარო:caughtoffside.com
ტრანსფერები
27 კომენტარი
№11
ავტორი: rvpevil
10 იანვარი 2014 19:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 60
გიუნდოგანი კარგია მარა უფრო როისი გვინდა
0
№12
ავტორი: red devil
10 იანვარი 2014 19:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Jmotebo daamatet kide 20 milioni da mere ragac shansi gveqneba
0
№13
ავტორი: Manchester_M
10 იანვარი 2014 19:38
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
სხვა რამე თუ ნახეთ უფრო ზუსტი დაწერეთ სხვა სტატიის კომენტარებში წავიკითხე როისი უკვე იყიდესო და თუ ნახოთ დაწვრილებით დადეთ.
0
№14
ავტორი: ლადო
10 იანვარი 2014 19:44
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
60 მილიონი და + კაგავა, ანდერსონი და ქლეველი მივცეთ :D
0
№15
ავტორი: chudikone
10 იანვარი 2014 19:47
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ცოტა არარეალურია, მაგრამ თუ გადმოვიდნენ მგონი გვეშველება
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№16
ავტორი: GGMU
10 იანვარი 2014 20:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 220
რა 60 60 მარტო როიესი რირს 100 გადაიხადე ორივეშIი
0
№17
ავტორი: red_girl
10 იანვარი 2014 20:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 66
yvelaze meti chori amatzea mara imedia bolos xaxamshrali ar davrchebit
0
№18
ავტორი: SAF
10 იანვარი 2014 20:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 692
გუნდოგანი უფრო გვჭირდება ეხლა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "ყველაზე დიდი გამოწვევა ჩემთვის წყეული "ლივერპულის" დამხობაა, შეგიძლიათ სიტყვა-სიტყვით დაბეჭდოთ."-1986 წელი,ფერგი.
№19
ავტორი: fabio
10 იანვარი 2014 21:00
  • სიახლეები: 56
  • კომენტარები: 256
60 ჯერ მარტო როისი ღირს
0
№20
ავტორი: RedGirl
10 იანვარი 2014 21:34
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
60 კი არა მეტი მიეცით ესენი თუ ორივე გადმოვლენ :დდ მარა რაღაც არამგონია. თან დორტმუნდი მეცოდება :დ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top