მოიესი: "ჩვენ კვლავ შეგვიძლია პრემიერ ლიგის მოგება"
დევიდ მოიესს მიაჩნია, რომ "იუნაიტედის" ასეთ მდგომარეობაში ყოფნა არ არის მისი ბრალი, რადგან მას მნიშვნელოვანი ცვლილებები არ შეუტანია სერ ალექს ფერგიუსონის გუნდში.
პრემიერ ლიგაში განცდილი მეხუთე მარცხის მიუხედავად, "იუნატედის" მთავარი მწვრთნელი მიიჩნევს, რომ მის გუნდს კვლავ შესწევს ძალა ჩემპიონის ტიტული დაიცვას. შეგახსენებთ, რომ ქულათა სხვაობა "წითელი ეშმაკებსა" და "მეთოფეებს" 15 ქულა გახდება, თუ დღეს "არსენალი" მოახერხებს და დაამარცხებს "ევერტონს". თავად "იუნაიტედმა" კი, ზედიზედ მეორე მარცხი იწვნია საკუთარ მოედანზე, მან სწორედ ევერტონთან დათმო შეხვედრა შუა კვირაში, შაბათს კი "კაჭკაჭებმა" წაიღეს 3 ქულა ოლდ ტრაფორდიდან. ყველაფრისდა მიუხედავად დევიდ მოეისი კვლავ ფიქრობს, რომ მისი გუნდის ჩამოწერა საჩემპიონო გუნდებიდან ნაადრევია.
"მე სიტყვას გაძლევთ, სეზონის ბოლოს ცხრილის სათავეში ვიქნებით" აცხადებს მოიესი. როდესაც მას კითხეს თუ რა იყო მისი თავდაჯერებულობის მთავარი მიზეზი, შოტლანდიელმა ასეთი კომენტარი გააკეთა: "ფეხბურთელები. მე ჩემპიონები მყავს ჩაბარებული"
შაბათს გამართული შეხვედრის შემდეგ, "იუნაიტედის" გულშემატკივართა დიდმა ნაწილმა უკმაყოფილება გამოთქვა ახალი მწვრთნელის მიმართ, ხოლო თავად მოესმა კი, განაცხადა რომ "იუნაიტედის" ასეთ მდგომარეობაში ყოფნა არ არის მისი ბრალი, რადგან მას მნიშვნელოვანი ცვლილებები არ შეუტანია სერ ალექს ფერგიუსონის გუნდში.
"ცვლილებები ? არ ვფიქრობ რომ რაიმე მნიშვნელოვანი შევცვალე გუნდში. მე იგივე ფეხბურთელებს ვწვრთვნი." აგრძელებს დევიდ მოიესი. "მე მხოლოდ ერთი ფეხბურთელი დავიმატე, რაც გუნდისთვის აუცილებელი იყო. მე რომ გუნდში დიდი ცვლილებები შემეტანა, დღეს "იუნაიტედი" გაცილებით ცუდ მდგომარეობაში იქნებოდა. ასე რომ, ერთი ფეხბურთელის დამატებას და ადნან იანუზაისთვის სათამაშო დროის მიცემას მნიშვნელოვან ცვლილებად არ ვთვლი."
"მე მყავს ის ფეხბურთელები, რომლებმაც გასულ წელს პრემიერ ლიგა მოიგეს." - დაასრულა შოტლანდიემა სპეციალისტმა.