თბილისი:
მანჩესტერი:
8-12-2013, 13:55
ავტორი: chudikone,
ნანახია: 2357,
კომენტარები: 23
მოიესი: "ჩვენ კვლავ შეგვიძლია პრემიერ ლიგის მოგება"
დევიდ მოიესს მიაჩნია, რომ "იუნაიტედის" ასეთ მდგომარეობაში ყოფნა არ არის მისი ბრალი, რადგან მას მნიშვნელოვანი ცვლილებები არ შეუტანია სერ ალექს ფერგიუსონის გუნდში.
მოიესი:
პრემიერ ლიგაში განცდილი მეხუთე მარცხის მიუხედავად, "იუნატედის" მთავარი მწვრთნელი მიიჩნევს, რომ მის გუნდს კვლავ შესწევს ძალა ჩემპიონის ტიტული დაიცვას. შეგახსენებთ, რომ ქულათა სხვაობა "წითელი ეშმაკებსა" და "მეთოფეებს" 15 ქულა გახდება, თუ დღეს "არსენალი" მოახერხებს და დაამარცხებს "ევერტონს". თავად "იუნაიტედმა" კი, ზედიზედ მეორე მარცხი იწვნია საკუთარ მოედანზე, მან სწორედ ევერტონთან დათმო შეხვედრა შუა კვირაში, შაბათს კი "კაჭკაჭებმა" წაიღეს 3 ქულა ოლდ ტრაფორდიდან. ყველაფრისდა მიუხედავად დევიდ მოეისი კვლავ ფიქრობს, რომ მისი გუნდის ჩამოწერა საჩემპიონო გუნდებიდან ნაადრევია.

"მე სიტყვას გაძლევთ, სეზონის ბოლოს ცხრილის სათავეში ვიქნებით" აცხადებს მოიესი. როდესაც მას კითხეს თუ რა იყო მისი თავდაჯერებულობის მთავარი მიზეზი, შოტლანდიელმა ასეთი კომენტარი გააკეთა: "ფეხბურთელები. მე ჩემპიონები მყავს ჩაბარებული"

შაბათს გამართული შეხვედრის შემდეგ, "იუნაიტედის" გულშემატკივართა დიდმა ნაწილმა უკმაყოფილება გამოთქვა ახალი მწვრთნელის მიმართ, ხოლო თავად მოესმა კი, განაცხადა რომ "იუნაიტედის" ასეთ მდგომარეობაში ყოფნა არ არის მისი ბრალი, რადგან მას მნიშვნელოვანი ცვლილებები არ შეუტანია სერ ალექს ფერგიუსონის გუნდში.

"ცვლილებები ? არ ვფიქრობ რომ რაიმე მნიშვნელოვანი შევცვალე გუნდში. მე იგივე ფეხბურთელებს ვწვრთვნი." აგრძელებს დევიდ მოიესი. "მე მხოლოდ ერთი ფეხბურთელი დავიმატე, რაც გუნდისთვის აუცილებელი იყო. მე რომ გუნდში დიდი ცვლილებები შემეტანა, დღეს "იუნაიტედი" გაცილებით ცუდ მდგომარეობაში იქნებოდა. ასე რომ, ერთი ფეხბურთელის დამატებას და ადნან იანუზაისთვის სათამაშო დროის მიცემას მნიშვნელოვან ცვლილებად არ ვთვლი."

"მე მყავს ის ფეხბურთელები, რომლებმაც გასულ წელს პრემიერ ლიგა მოიგეს." - დაასრულა შოტლანდიემა სპეციალისტმა.

წყარო: SkySPORTS
---
23 კომენტარი
№21
ავტორი: RedGirl
9 დეკემბერი 2013 00:08
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
შენ თუ მაგას გააკეთებ აი შენ თუ მაგას გააკეთებ ნუ რავიცი რა ;დ ოთხეულში ზუსტად ვიცი რო შევალთ, მაგრამ შენ თუ 21-ე თასს აგვაწევინებ რავიცი ეგ ყველაზე დიდი ბედნიერება იქნება :დდ <3 მიდი მიდი გვჯერა და გვერდში გიდგავართ ! <3
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№22
ავტორი: tupaca
9 დეკემბერი 2013 03:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 596
Moyesi imito moiyvanes ro bevri vaginot :) fergis mere vinc ginda moeyvanat mainc yvela chaisvrida ase Rom momavali sezonidan kai mwvrtnels davitrevt;) exla mtavaria ligis gareshe ar dagvtovos am s....
0
№23
ავტორი: NoExcess
9 დეკემბერი 2013 17:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 13
აი მანიუს ისტორიაში ძალიან ცოტაა ისეთი თამაშები სადაც მაქსიმუმი რესურსით გვაქ ნათამაშები და მაინც ვიგებდით ამას მივეჩვიეთ ყველა, მაგრამ ეს მხოლოდ ისეთი ტრენერების დამსახურებაა, როგორიც ფერგი იყო, ის ფეხბურთელებს იმ დონეზე აწყობდა რომ უბრალოდ ვალდებულები იყვნენ გასულიყვნენ და მაქსიმუმი გაეკეთებინათ და ზოგი შეიძლება ვერც ხედავდა იმ სუსტ მხარეს რაც თითქმის ყველა პოზიციაზე გვაწუხებდა, ზოგჯერ შეიძლება იღბალი გვწირავდა, ზოგჯერ შეიძლება მსაჯები, მაგრამ ამ ბოლოს ხო აშკარაა რო მოიესი ვერანაირად იყენებს რესურსს, თვითონვე ამბობს მე რომ ცვლილებები შემეტანა მაქსიმალური უარესი იქნებოდაო, ეს ცვლილება რაც შეიტანა ტაქტიკასთან დაკავშირებით უკვე შეცდომაა..
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top