თბილისი:
მანჩესტერი:
8-12-2013, 13:55
ავტორი: chudikone,
ნანახია: 2384,
კომენტარები: 23
მოიესი: "ჩვენ კვლავ შეგვიძლია პრემიერ ლიგის მოგება"
დევიდ მოიესს მიაჩნია, რომ "იუნაიტედის" ასეთ მდგომარეობაში ყოფნა არ არის მისი ბრალი, რადგან მას მნიშვნელოვანი ცვლილებები არ შეუტანია სერ ალექს ფერგიუსონის გუნდში.
მოიესი:
პრემიერ ლიგაში განცდილი მეხუთე მარცხის მიუხედავად, "იუნატედის" მთავარი მწვრთნელი მიიჩნევს, რომ მის გუნდს კვლავ შესწევს ძალა ჩემპიონის ტიტული დაიცვას. შეგახსენებთ, რომ ქულათა სხვაობა "წითელი ეშმაკებსა" და "მეთოფეებს" 15 ქულა გახდება, თუ დღეს "არსენალი" მოახერხებს და დაამარცხებს "ევერტონს". თავად "იუნაიტედმა" კი, ზედიზედ მეორე მარცხი იწვნია საკუთარ მოედანზე, მან სწორედ ევერტონთან დათმო შეხვედრა შუა კვირაში, შაბათს კი "კაჭკაჭებმა" წაიღეს 3 ქულა ოლდ ტრაფორდიდან. ყველაფრისდა მიუხედავად დევიდ მოეისი კვლავ ფიქრობს, რომ მისი გუნდის ჩამოწერა საჩემპიონო გუნდებიდან ნაადრევია.

"მე სიტყვას გაძლევთ, სეზონის ბოლოს ცხრილის სათავეში ვიქნებით" აცხადებს მოიესი. როდესაც მას კითხეს თუ რა იყო მისი თავდაჯერებულობის მთავარი მიზეზი, შოტლანდიელმა ასეთი კომენტარი გააკეთა: "ფეხბურთელები. მე ჩემპიონები მყავს ჩაბარებული"

შაბათს გამართული შეხვედრის შემდეგ, "იუნაიტედის" გულშემატკივართა დიდმა ნაწილმა უკმაყოფილება გამოთქვა ახალი მწვრთნელის მიმართ, ხოლო თავად მოესმა კი, განაცხადა რომ "იუნაიტედის" ასეთ მდგომარეობაში ყოფნა არ არის მისი ბრალი, რადგან მას მნიშვნელოვანი ცვლილებები არ შეუტანია სერ ალექს ფერგიუსონის გუნდში.

"ცვლილებები ? არ ვფიქრობ რომ რაიმე მნიშვნელოვანი შევცვალე გუნდში. მე იგივე ფეხბურთელებს ვწვრთვნი." აგრძელებს დევიდ მოიესი. "მე მხოლოდ ერთი ფეხბურთელი დავიმატე, რაც გუნდისთვის აუცილებელი იყო. მე რომ გუნდში დიდი ცვლილებები შემეტანა, დღეს "იუნაიტედი" გაცილებით ცუდ მდგომარეობაში იქნებოდა. ასე რომ, ერთი ფეხბურთელის დამატებას და ადნან იანუზაისთვის სათამაშო დროის მიცემას მნიშვნელოვან ცვლილებად არ ვთვლი."

"მე მყავს ის ფეხბურთელები, რომლებმაც გასულ წელს პრემიერ ლიგა მოიგეს." - დაასრულა შოტლანდიემა სპეციალისტმა.

წყარო: SkySPORTS
---
23 კომენტარი
№11
ავტორი: VaRdo
8 დეკემბერი 2013 15:14
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ძაან მეეჭვება ჩემპიონობა მაგრამ ოთხეულს მიღმა თუ არ დაგვტოვებ მაგისთვისაც მადლობელი ვიქნები. ვიცოდი 100% დარწმუნებული ვიყავი რომ მოიესი ესე ადვილად ვერ გაუძლებდა ამხელა ზეწოლას.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№12
ავტორი: Macklemore
8 დეკემბერი 2013 15:31
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
მე მჯერა ამ კაცის. ყველაფერს რო თავი დავანებოთ, 1 კითხვაზე გამეცით პასუხი. კაი მოიესი ხო დებილია როგორც თვლით მაგრამ ფერგიც დებილია მოიესი რო დაგვიტოვა მემკვიდრედ??? დაფიქრდით უბრალოდ!
0
№13
ავტორი: David Berbatov
8 დეკემბერი 2013 15:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 32
"ფეხბურთელები. მე ჩემპიონები მყავს ჩაბარებული"
არა რა მაინც ვხედავ რომ რაღაც შეუძლია დრო უნდა მივცეთ :)) manunited
0
№14
ავტორი: Shako Jones
8 დეკემბერი 2013 15:38
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 1891
მოიცადეთ
0
№15
ავტორი: Rosso Diavolo
8 დეკემბერი 2013 16:06
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
წლის ბოლოს შენზე იქნება რეკლამა...დაპირება ნომერი პირველი მოვიგებთ პრემიერ ლიგას...არ შესრულდა მოიესი არმუშაობს!!
0
№16
ავტორი: GeorgeBest
8 დეკემბერი 2013 16:21
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ჩემპიონობის რა გითხრა მაგრამ ოთხეული რომ 100% უნდა დადო შენც ხო იცი
0
№17
ავტორი: gigapersie
8 დეკემბერი 2013 17:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 169
believe
0
№18
ავტორი: Best 7
8 დეკემბერი 2013 17:56
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
ჩემი აზრით მეცხრე ადგილზე რომ ვართ დევიდის ბრალი არ არის ეს გლეიზერების ბრალია დევიდი ევერტონიდან რომ გადმოიყვანა.ევერტონი კი კარგი გუნდია მაგრამ მანჩეს ვერასდროს ვერ შეედრება და უნდა მოგვეყვანა უფრო კარგი სპეციალისტი რომელიც თავიდანვე კარგად აგვაღებინებდა სტარტს

Macklemore,
შეცდომები ვის არ მოსვლის
0
№19
ავტორი: Zizou
8 დეკემბერი 2013 18:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 834
ეს უთავმოყვარეო ნახე რააა

გაააჯვიი
0
№20
ავტორი: m-an-united
8 დეკემბერი 2013 23:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 598
otxeulshi aucileblad unda shevidet!!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Thank you Sir Alex !!
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top