თბილისი:
მანჩესტერი:
27-06-2013, 13:47
ავტორი: GGMU20,
ნანახია: 2290,
კომენტარები: 22
გვჭირდება ბეინსი, როცა გვყავს ფაბიო ?
დევიდ მოიესის მანჩესტერ იუნაიტედში მისვლის შემდგომ, პრესა არ წყვეტს ლაპარაკს იმის შესახებ, რომ ევერტონის მარცხენა მცველი, ლეიტონ ბეინსი შესაძლოა მანჩესტერელთა რიგებში ვიხილოთ
გვჭირდება ბეინსი, როცა გვყავს ფაბიო ?
დევიდ მოიესის მანჩესტერ იუნაიტედში მისვლის შემდგომ, პრესა არ წყვეტს ლაპარაკს იმის შესახებ, რომ ევერტონის მარცხენა მცველი, ლეიტონ ბეინსი შესაძლოა მანჩესტერელთა რიგებში ვიხილოთ, მაგრამ სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ ფეხბურთელის მაღალი კლასის მიუხედავად, მოიესს უნდა ესმოდეს, შეუძლია თუ არა მოთამაშეს გახდეს „ეშმაკი“.
არსებობს ორი პუნქტი, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს ფეხბურთელი: პირველი - მოთამაშემ უნდა გაიზიაროს კლუბის ღირებულებები და ფეხბურთელებისადმი დამოკიდებულება, ასევე უნდა იყო განწყობილი, რომ დიდ ხანს დარჩეს გუნდში. მეორე- მოთამაშის დონე და მისი პოტენციალი უნდა შეესაბამებოდეს კლუბის დონეს.
გუნდის ხელმძღვანელები ფაბიოში უფრო მეტ პოტენციალს ხედავდნენ, ვიდრე რაფაელში, მაგრამ გარი ნევილის წასვლამ რაფაელს მიეცა შანსი, მოხვედრილიყო ძირითად შემადგენლობაში.
ორივე ძმას შეუძლია თამაში, როგორ მარჯვენა, ასევე მარცხენა ფლანგზე, რაც მათთვის ძალიანი დიდი პლიუსია.
სამწუხაროდ, ფაბიოს არც ბრაზილიის ნაკრებში გაუმართლა. არცაა გასაკვირი - მარსელო ხომ ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში ამ პოზიციაზე. თუმცა რაფაელი დარწმუნებულია, რომ ფაბიო უკვე უნდა თამაშობდეს ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში.
ტყუპების კიდევ ერთი დადებითი მხარე არის შეტევაში კარგი თამაში, მაგრამ ფაბიო პოტენციურად სჯობს რაფაელს დაცვაში თამაშის მხრივ.





შეიძლება ფაბიომ ჩაანაცვლოს ევრა?
ფრანგი მცველი უშვებს ნაკლებ შეცდომას, მაგრამ ფაბიოს აქვს ვარდნების უკეთესი პროცენტული მაჩვენებელი.
გასული სეზონის განმავლობაში ფაბიო უფრო ხშირად მოქმედებდა დაცვაში, ვიდრე პატრის ევრა. ბრაზილიელი შედიოდა ორთაბრძოლაში ყოველ 9,66 წუთში, ევრა კი 11,39 წუთში. ფაბიო ბურთისთვის ბრძოლას იგებს ყოველ 20 წუთში, ევრა კი ყოველ 18 წუთში.
გასულ წელს ფაბიომ 840 წუთი გაატარა მინდორზე, და ამ დროის დაახლოებით 65% (533 წუთი) მან გაატარა რედნაპის ხელმძღვანელობით. გუნდის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით, მან ჩამოაყალიბა ღრმა დაცვის ხაზი და რამდენჯერმა საკუთარ კარებთან „ავტობუსი გააჩერა“, ეს იყო გზა მოწინააღმედეგისგან თავის დაცვის და ქულის მოპოვების. ასეთი ტაქტიკის პირობებში, ფაბიო პრაქტიკულად არ გამოდიოდა საკუთარი საჯარიმოდან და მხოლოდ დაცვით ფუნქციებს ასრულებდა.
რაც შეეხება ბურთის შენარჩუნებას, ტყუპი სჯობია ევრას. მიუხედავად ბრაზილიელის სიყვარულს შეტევისადმი, სტატისტიკურად, ფაბიო ბურთს კარგავს ყოველ 105 წუთში, მაშინ როდესაც ევრა ყოველ 71 წუთში. რა თქმა უნდა ფაბიო უფრო ხშირად იყო დაცვაში, მისი გუნდის ტაქტიკიდან გამომდინარე, ვიდრე ევრა, მაგრამ ეს მცირედით ცვლის ციფრებს.
სტატისტიკის მიხედვით, ევრას უკეთესი შედეგები აქვს ფაბიოსთან შედარებით, მაგრამ ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს ასაკობრივი სხვაობა. ფაბიო 10 წლით უმცროსია ფრანგ მცველზე, მაგრამ მას აქვს კარგი შანსი ღირსეულად ჩაანაცვლოს ის.
ცოტა ხნის წინ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მონაკო დაინტერესდა პატრის ევრათი, რამაც უბიძგა პრესას, გაევრცელებინათ ინფორმაცია ბეინსის გადასვლასთან დაკავშირებით მანჩესტერ იუნაიტედში. მაგრამ ღირს კი თანხის დახარჯვა მცველებზე? როცა მანჩესტერს ნახევარმცველები უფრო სჭირდება?
არ შეიძლება დაგვავიწყდეს ალექსანდრ ბიუტნერი, რომელიც ვიტესში ვინგერად თამაშობდა, მანჩესტერში კი ვიხილეთ როგორც მარცხენა მცველი. ნამდვილად კარგი სანახავი იქნება წყვილი: ფაბიო-ბიუტნერი.
ფაბიო და რაფაელი ორივენი ტალანტებია, მაგრამ ფაბიო უფრო უნივერსალური ფეხბურთელია. თუ ევრა დატოვებს კლუბს, მოიესს არ აქვს მიზეზი არ გამოსცადოს ფაბიო მარცხენა მცველის პოზიციაზე.
სიახლეები
22 კომენტარი
№1
ავტორი: I L C
27 ივნისი 2013 13:50
  • სიახლეები: 85
  • კომენტარები: 1917
არამგონია ფაბიომ რაფაელის მსგავსად ითამაშოს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
United are the team for me,
With a nick nack paddy whack give the dog a bone,
Why don’t city f**k off home?

№2
ავტორი: Luka Gelashvili
27 ივნისი 2013 14:01
  • სიახლეები: 243
  • კომენტარები: 1953
საღოლ ავტორ.. არ გვჭირდება ბენსი და ნახეთ ფაბიო რა მაგარი გაიზარდოს ორივე ფლანგზე თამაში შეუძლია ))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"Many great players have worn the shirt of Manchester United.. In so many ways Scholes is my favourite" - Sir bobby Charlton
№3
ავტორი: (S)(A)(F)
27 ივნისი 2013 14:07
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 101
არანაირი ბიუნტერი მაგარია ბაზარი რაა მაგრამ ფაბიო რაფა იმენა დაცვის ფლანგებზე მაგარი დუეტ გვეზრდება არამგონია სადმე წავიდნენ და არც უნდა დაუშვათ ეს მოძლიერდნენ ფიზიკურად და ეგაა იმენა მაგრები არიან რა <3 რაფა-ჯონსი-ევანსი-ფაბიო < მომვლის დაცვა! <3 სმოლინგი ეგდოს ზამენაზე რა :დ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ თუ გინდა ნამდვილი ფანი იყო უნდა გიყვარსდეს თამაში და არა მოთამაშეები! <3
№4
ავტორი: Shako Jones
27 ივნისი 2013 14:15
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 1891
ფაბიოს გაშვება არ შეიძლება !! ჩემი აზრით უფრო ნიჭიერია.. ბიუტნერი კიდე ათამაშონ მარცხენა ფლანგზე ვინგერად რაიცი როგორია :@
0
№5
ავტორი: chakhna
27 ივნისი 2013 14:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 115
ფაბიოს როგორ ადარებთ ბეინსს, ერთერთი საუკეთესოა ლეიტონი. ბიუტნერიც კაი ბიჭი ჩანს
0
№6
ავტორი: Mike
27 ივნისი 2013 14:32
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 566
ბეინსს 10 000 ჯერ მირჩევნია ფაბიო, მართალია სტატიაში რო ეწერა არ გაუმართლაო ;) ჯერ ევრას სასტავიდან ამოგდება ყველას გაუჭირდება თან მარჯვენა მცველად თამაშობდა მოკლედ მეც დიდ პოტენციალს ვხედავ ფაბიოში და იმედია მომავალი 3 ია რა ))
0
№7
ავტორი: frankie
27 ივნისი 2013 14:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 148
აი როგორ ადარებთ ტოო? სირცხვილია ბრატცი მეტი არაფერი, ბეინსი ერთ ეღტი საუკეთესოა დღეს დღეობით, უბრალოდ მათი შედარება არ შეიძლება
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ http://assets.sbnation.com/assets/2818167/duncanmiss.gif
№8
ავტორი: NeymaR
27 ივნისი 2013 14:46
  • სიახლეები: 5
  • კომენტარები: 553
რაფა ჯობია ასწავლოს ფაბიოს და მერე უფრო მეტ გამოცდილებას მიიღებს ვიდრე ქუინზ პარკ რეინჯერსში მიიღო
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Cristiano Ronaldo | I'm Coming Home | Manchester United
№9
ავტორი: Red Hooligan
27 ივნისი 2013 14:53
  • სიახლეები: 268
  • კომენტარები: 1754
ევრა 3-4 წელი ითამაშებს უმაღლეს დონეზე. ბიუტნერიც წამოიზრდება მაგისთვის მიიღებს გამოცდილებას, იგივე შეიძლება ითქვას ფაბიოზე. რომელიღაცას მოუწევს ან სკამზე დაჯდომა ან წასვლა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The Forgotten Winger.

SAF
№10
ავტორი: love united
27 ივნისი 2013 14:55
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
ბეინსი არის ერთ-ერთი საუკეთესო მსოფლიოში თავის ადგილზე და საუკეთესო პრემიერ ლიგაში...
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top