27-06-2013, 13:47
ნანახია: 2458,
კომენტარები: 22
გვჭირდება ბეინსი, როცა გვყავს ფაბიო ?
დევიდ მოიესის მანჩესტერ იუნაიტედში მისვლის შემდგომ, პრესა არ წყვეტს ლაპარაკს იმის შესახებ, რომ ევერტონის მარცხენა მცველი, ლეიტონ ბეინსი შესაძლოა მანჩესტერელთა რიგებში ვიხილოთ
დევიდ მოიესის მანჩესტერ იუნაიტედში მისვლის შემდგომ, პრესა არ წყვეტს ლაპარაკს იმის შესახებ, რომ ევერტონის მარცხენა მცველი, ლეიტონ ბეინსი შესაძლოა მანჩესტერელთა რიგებში ვიხილოთ, მაგრამ სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ ფეხბურთელის მაღალი კლასის მიუხედავად, მოიესს უნდა ესმოდეს, შეუძლია თუ არა მოთამაშეს გახდეს „ეშმაკი“.
არსებობს ორი პუნქტი, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს ფეხბურთელი: პირველი - მოთამაშემ უნდა გაიზიაროს კლუბის ღირებულებები და ფეხბურთელებისადმი დამოკიდებულება, ასევე უნდა იყო განწყობილი, რომ დიდ ხანს დარჩეს გუნდში. მეორე- მოთამაშის დონე და მისი პოტენციალი უნდა შეესაბამებოდეს კლუბის დონეს.
გუნდის ხელმძღვანელები ფაბიოში უფრო მეტ პოტენციალს ხედავდნენ, ვიდრე რაფაელში, მაგრამ გარი ნევილის წასვლამ რაფაელს მიეცა შანსი, მოხვედრილიყო ძირითად შემადგენლობაში.
ორივე ძმას შეუძლია თამაში, როგორ მარჯვენა, ასევე მარცხენა ფლანგზე, რაც მათთვის ძალიანი დიდი პლიუსია.
სამწუხაროდ, ფაბიოს არც ბრაზილიის ნაკრებში გაუმართლა. არცაა გასაკვირი - მარსელო ხომ ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში ამ პოზიციაზე. თუმცა რაფაელი დარწმუნებულია, რომ ფაბიო უკვე უნდა თამაშობდეს ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში.
ტყუპების კიდევ ერთი დადებითი მხარე არის შეტევაში კარგი თამაში, მაგრამ ფაბიო პოტენციურად სჯობს რაფაელს დაცვაში თამაშის მხრივ.
შეიძლება ფაბიომ ჩაანაცვლოს ევრა?
ფრანგი მცველი უშვებს ნაკლებ შეცდომას, მაგრამ ფაბიოს აქვს ვარდნების უკეთესი პროცენტული მაჩვენებელი.
გასული სეზონის განმავლობაში ფაბიო უფრო ხშირად მოქმედებდა დაცვაში, ვიდრე პატრის ევრა. ბრაზილიელი შედიოდა ორთაბრძოლაში ყოველ 9,66 წუთში, ევრა კი 11,39 წუთში. ფაბიო ბურთისთვის ბრძოლას იგებს ყოველ 20 წუთში, ევრა კი ყოველ 18 წუთში.
გასულ წელს ფაბიომ 840 წუთი გაატარა მინდორზე, და ამ დროის დაახლოებით 65% (533 წუთი) მან გაატარა რედნაპის ხელმძღვანელობით. გუნდის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით, მან ჩამოაყალიბა ღრმა დაცვის ხაზი და რამდენჯერმა საკუთარ კარებთან „ავტობუსი გააჩერა“, ეს იყო გზა მოწინააღმედეგისგან თავის დაცვის და ქულის მოპოვების. ასეთი ტაქტიკის პირობებში, ფაბიო პრაქტიკულად არ გამოდიოდა საკუთარი საჯარიმოდან და მხოლოდ დაცვით ფუნქციებს ასრულებდა.
რაც შეეხება ბურთის შენარჩუნებას, ტყუპი სჯობია ევრას. მიუხედავად ბრაზილიელის სიყვარულს შეტევისადმი, სტატისტიკურად, ფაბიო ბურთს კარგავს ყოველ 105 წუთში, მაშინ როდესაც ევრა ყოველ 71 წუთში. რა თქმა უნდა ფაბიო უფრო ხშირად იყო დაცვაში, მისი გუნდის ტაქტიკიდან გამომდინარე, ვიდრე ევრა, მაგრამ ეს მცირედით ცვლის ციფრებს.
სტატისტიკის მიხედვით, ევრას უკეთესი შედეგები აქვს ფაბიოსთან შედარებით, მაგრამ ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს ასაკობრივი სხვაობა. ფაბიო 10 წლით უმცროსია ფრანგ მცველზე, მაგრამ მას აქვს კარგი შანსი ღირსეულად ჩაანაცვლოს ის.
ცოტა ხნის წინ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მონაკო დაინტერესდა პატრის ევრათი, რამაც უბიძგა პრესას, გაევრცელებინათ ინფორმაცია ბეინსის გადასვლასთან დაკავშირებით მანჩესტერ იუნაიტედში. მაგრამ ღირს კი თანხის დახარჯვა მცველებზე? როცა მანჩესტერს ნახევარმცველები უფრო სჭირდება?
არ შეიძლება დაგვავიწყდეს ალექსანდრ ბიუტნერი, რომელიც ვიტესში ვინგერად თამაშობდა, მანჩესტერში კი ვიხილეთ როგორც მარცხენა მცველი. ნამდვილად კარგი სანახავი იქნება წყვილი: ფაბიო-ბიუტნერი.
ფაბიო და რაფაელი ორივენი ტალანტებია, მაგრამ ფაბიო უფრო უნივერსალური ფეხბურთელია. თუ ევრა დატოვებს კლუბს, მოიესს არ აქვს მიზეზი არ გამოსცადოს ფაბიო მარცხენა მცველის პოზიციაზე.