თბილისი:
მანჩესტერი:
27-06-2013, 13:47
ავტორი: GGMU20,
ნანახია: 2458,
კომენტარები: 22
გვჭირდება ბეინსი, როცა გვყავს ფაბიო ?
დევიდ მოიესის მანჩესტერ იუნაიტედში მისვლის შემდგომ, პრესა არ წყვეტს ლაპარაკს იმის შესახებ, რომ ევერტონის მარცხენა მცველი, ლეიტონ ბეინსი შესაძლოა მანჩესტერელთა რიგებში ვიხილოთ
გვჭირდება ბეინსი, როცა გვყავს ფაბიო ?
დევიდ მოიესის მანჩესტერ იუნაიტედში მისვლის შემდგომ, პრესა არ წყვეტს ლაპარაკს იმის შესახებ, რომ ევერტონის მარცხენა მცველი, ლეიტონ ბეინსი შესაძლოა მანჩესტერელთა რიგებში ვიხილოთ, მაგრამ სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ ფეხბურთელის მაღალი კლასის მიუხედავად, მოიესს უნდა ესმოდეს, შეუძლია თუ არა მოთამაშეს გახდეს „ეშმაკი“.
არსებობს ორი პუნქტი, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს ფეხბურთელი: პირველი - მოთამაშემ უნდა გაიზიაროს კლუბის ღირებულებები და ფეხბურთელებისადმი დამოკიდებულება, ასევე უნდა იყო განწყობილი, რომ დიდ ხანს დარჩეს გუნდში. მეორე- მოთამაშის დონე და მისი პოტენციალი უნდა შეესაბამებოდეს კლუბის დონეს.
გუნდის ხელმძღვანელები ფაბიოში უფრო მეტ პოტენციალს ხედავდნენ, ვიდრე რაფაელში, მაგრამ გარი ნევილის წასვლამ რაფაელს მიეცა შანსი, მოხვედრილიყო ძირითად შემადგენლობაში.
ორივე ძმას შეუძლია თამაში, როგორ მარჯვენა, ასევე მარცხენა ფლანგზე, რაც მათთვის ძალიანი დიდი პლიუსია.
სამწუხაროდ, ფაბიოს არც ბრაზილიის ნაკრებში გაუმართლა. არცაა გასაკვირი - მარსელო ხომ ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში ამ პოზიციაზე. თუმცა რაფაელი დარწმუნებულია, რომ ფაბიო უკვე უნდა თამაშობდეს ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში.
ტყუპების კიდევ ერთი დადებითი მხარე არის შეტევაში კარგი თამაში, მაგრამ ფაბიო პოტენციურად სჯობს რაფაელს დაცვაში თამაშის მხრივ.





შეიძლება ფაბიომ ჩაანაცვლოს ევრა?
ფრანგი მცველი უშვებს ნაკლებ შეცდომას, მაგრამ ფაბიოს აქვს ვარდნების უკეთესი პროცენტული მაჩვენებელი.
გასული სეზონის განმავლობაში ფაბიო უფრო ხშირად მოქმედებდა დაცვაში, ვიდრე პატრის ევრა. ბრაზილიელი შედიოდა ორთაბრძოლაში ყოველ 9,66 წუთში, ევრა კი 11,39 წუთში. ფაბიო ბურთისთვის ბრძოლას იგებს ყოველ 20 წუთში, ევრა კი ყოველ 18 წუთში.
გასულ წელს ფაბიომ 840 წუთი გაატარა მინდორზე, და ამ დროის დაახლოებით 65% (533 წუთი) მან გაატარა რედნაპის ხელმძღვანელობით. გუნდის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით, მან ჩამოაყალიბა ღრმა დაცვის ხაზი და რამდენჯერმა საკუთარ კარებთან „ავტობუსი გააჩერა“, ეს იყო გზა მოწინააღმედეგისგან თავის დაცვის და ქულის მოპოვების. ასეთი ტაქტიკის პირობებში, ფაბიო პრაქტიკულად არ გამოდიოდა საკუთარი საჯარიმოდან და მხოლოდ დაცვით ფუნქციებს ასრულებდა.
რაც შეეხება ბურთის შენარჩუნებას, ტყუპი სჯობია ევრას. მიუხედავად ბრაზილიელის სიყვარულს შეტევისადმი, სტატისტიკურად, ფაბიო ბურთს კარგავს ყოველ 105 წუთში, მაშინ როდესაც ევრა ყოველ 71 წუთში. რა თქმა უნდა ფაბიო უფრო ხშირად იყო დაცვაში, მისი გუნდის ტაქტიკიდან გამომდინარე, ვიდრე ევრა, მაგრამ ეს მცირედით ცვლის ციფრებს.
სტატისტიკის მიხედვით, ევრას უკეთესი შედეგები აქვს ფაბიოსთან შედარებით, მაგრამ ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს ასაკობრივი სხვაობა. ფაბიო 10 წლით უმცროსია ფრანგ მცველზე, მაგრამ მას აქვს კარგი შანსი ღირსეულად ჩაანაცვლოს ის.
ცოტა ხნის წინ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მონაკო დაინტერესდა პატრის ევრათი, რამაც უბიძგა პრესას, გაევრცელებინათ ინფორმაცია ბეინსის გადასვლასთან დაკავშირებით მანჩესტერ იუნაიტედში. მაგრამ ღირს კი თანხის დახარჯვა მცველებზე? როცა მანჩესტერს ნახევარმცველები უფრო სჭირდება?
არ შეიძლება დაგვავიწყდეს ალექსანდრ ბიუტნერი, რომელიც ვიტესში ვინგერად თამაშობდა, მანჩესტერში კი ვიხილეთ როგორც მარცხენა მცველი. ნამდვილად კარგი სანახავი იქნება წყვილი: ფაბიო-ბიუტნერი.
ფაბიო და რაფაელი ორივენი ტალანტებია, მაგრამ ფაბიო უფრო უნივერსალური ფეხბურთელია. თუ ევრა დატოვებს კლუბს, მოიესს არ აქვს მიზეზი არ გამოსცადოს ფაბიო მარცხენა მცველის პოზიციაზე.
სიახლეები
22 კომენტარი
№11
ავტორი: CR.7
27 ივნისი 2013 15:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 28
ზდ ბრატცი ახალი ვარ
0
№12
ავტორი: Becksy
27 ივნისი 2013 15:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 176
უნდა მისცეს დევიდმა ფაბიოს შანსი და ძმები იქნებიან კრაიზეე :)))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ || Nemanja Vidic ||
№13
ავტორი: (S)(A)(F)
27 ივნისი 2013 15:15
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 101
აუუ რეებს ვკთხულობ ფაბიო უნდა გავუშვათ ან სკამზე ჯომა მოუწევსო :D ან კიდე ევრა რაღა 3-4 წელი ითამაშებს აფსურდია ეგ უბრალოდ! და ბიუნტერი რატო უნდა ამჯობინო ფაბიოს არ მესმის რა!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ თუ გინდა ნამდვილი ფანი იყო უნდა გიყვარსდეს თამაში და არა მოთამაშეები! <3
№14
ავტორი: joni777
27 ივნისი 2013 16:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 3
fabio xo agar tamashobs manchestershi
0
№15
ავტორი: Mike
27 ივნისი 2013 16:09
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 566
joni777,
განათხოვრებული იყო ”ქპრ” ში და დაბრუნდა
0
№16
ავტორი: GGMU20
27 ივნისი 2013 17:39
  • სიახლეები: 14
  • კომენტარები: 202
ამ სიახლეზე მიმატყდა თითებიიი lol
ტყუპები დონეები არიან ♥
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ G G M U !!!
№17
ავტორი: Manchester_M
27 ივნისი 2013 18:35
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
ასე ვფიქრობ ტყუპები მაგარ დუეტს შექმნიან და არც ერთი გასაშვები არაა არ გვინდა ეს ბიურტნერი რაიცი ეგ როგორ შეეგუება და აეწყობა მანჩესტერს და ახლა ცდების ჩატარების დრო არ არის :X
0
№18
ავტორი: Amerigo
27 ივნისი 2013 18:49
  • სიახლეები: 15
  • კომენტარები: 1181
- G I O -,
არც მე!
0
№19
ავტორი: chicha_chicha14
27 ივნისი 2013 22:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 175
ტყუპებს ძაან დიდი პოტენციალი აქვთ ამიტომ ბეინსსაც და ბიუტნერსაც მე ბევრად მირჩევნია ფაბიო
0
№20
ავტორი: buka oboladze
27 ივნისი 2013 23:04
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
joni777,
areyoukiddingme

joni777,
areyoukiddingme
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top