თბილისი:
მანჩესტერი:
26-06-2013, 10:09
ავტორი: ლადო,
ნანახია: 2320,
კომენტარები: 23
სამი ამიგო!
კლუბის ოფიციალურმა საიტმა დავიდ დე ხეას, ანტონიო ვალენისას და ჩიჩარიტოს ინტერვიუ ჩამოართვეს...
სამი ამიგო!
მოდით დავიწყოთ ანტონიოთი. როგორ შეაფასებთ მის თამაშს ამ სეზონში?


დე ხეა: ვფიქრობ, რომ მან კარგად დაიწყო სეზონი. მაგრამ შემდეგ მან სერიოზული ტრავმა მიიღო, ასეა ხომ ანტონიო? ხოლო ამ ტრავმისგან გამკლავებას არც ისე ცოტა დრო დასჭირდა. ის ცდილობდა პირვანდელი ფორმის დაბრუნებას, რაც სეზონის ბოლოს გამოუვიდა.

ჩიჩარიტო: გასულ სეზონში ვალენისა კლუბის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს, რადგან ის ძალიან კარგად ეხმარებოდა კლუბს გამარჯვებების მოპოვებაში. დიახ, ამ სეზონში მან რაიმე განსაკუთრებულის გაკეთება ვერ მოახერხა, რადგან როგორც დავიდმა აღნიშნა, მას ხელი ტრავმამ შეუშალა. მაგრამ ყველა ჩვენთაგანმა იცის, თუ როგორი ფეხბურთელია ანტონიო და ყველა ელოდება მის ფორმაში ჩადგომას. ამაშია ჩვენი გუნდის პლიუსი, რომ ყველა ფეხბურთელს აქვს თავისი ადგილი და როლი. ვფიქრობ, რომ ვალენისა იმსახურებს ნდობას და ადგილს "იუნაიტედში".

სამი ამიგო!


ახლა დავიდის ჯერია.

დე ხეა: ჩემზე კარგი თქვით...

ჩიჩარიტო: ერთ-ერთ ჩემს ინტერვიუში მე განვაცხადე, რომ დე ხეა საუკეთესო მეკარე იყო. პირადად ჩემთვის ის საუკეთესო მეკარეა. მას ჯერ პატარა ასაკისაა, მაგრამ მოახერხა და თავისი ადგილი დაიმკვიდრა "მანჩესტერ იუნაიტედში". ვფიქრობ, რომ ნებისმიერ ფეხბურთელს თუ უფრო მიენდობი ის უკეთეს ფეხბურთს გიჩვენებს. ის პრემიერ-ლიგის საუკეთესო მეკარედ დასახელდა, ანუ ვფიქრობ, რომ მან თავი გაართვა ყვეაფერს.

სამი ამიგო!


ანტონიო: ის იდეალური იყო. წარმოუდგენელია, რომ მან ამხელა ასაკში ამდენს მიაღწია. დარწმუნებული ვარ ის მალე ითამაშებს ესპანეთის ეროვნული ნაკრების პირველ გუნდში. ყველა მისი თანაგუნდელი იმედოვნებს, რომ ის ორ წელიწადში უკვე ნაკრების ძირითადი მეკარე გახდება. დავიდი შესანიშნავ ფორმაშია და ვიმედოვნებ, რომ მისით დიდ ხანს დავტკბებით კიდევ.

და რას ფიქრობთ ჩიჩარიტოზე?


ანტონიო: ხავიერზე ახალის თქმა აღარ შეიძლება. ის კლუბში სამი წლის წინ მოვიდა და მას შემდეგ ძალიან ბევრი აუცილებელი და ძალზედ საჭირო გოლის გატანა მოახერხა. შეხედეთ მის მაჩვენებლებს ამ სეზონში. თუ სწორედ მახსოვს 15 გოლი 25 მატჩში. ეს შესანიშნავი მაჩვენებელია, ჩემი აზრით. მე ძალიან მიხარია, რომ ის ჩემი თანაგუნდელია და მასთან ერთად მიწევს ვარჯიში.

დე ხეა: როგორც სენიორ ანტონიომ განაცხადა, ჩიჩარიტო ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის მინდორზე. მინდვრის გარეთ კი ის ძალიან პოზიტიური და შესანიშნავი ადამიანია. ის თავდაუზოგავად მუშაობს. ძალიან სასიამოვნოა მასთან ერთად თამაში. მას ძალიან კარგი სერიები ჰქონდა და ძალიან მნიშვნელოვანი ბურთებიც გაიტანა.

სამი ამიგო!


ჩიჩარიტო: მეც იგივეს ვიტყოდი, რომ ანტონიოსთან და დავიდთან ერთად თამაშით ბედნიერი ვარ. ჩვენ ერთმანეთში ესპანურად ვსაუბრობთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მე ძალიან ვმხიარულობ ამ ორ ბიჭთან. ამასთანავე ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს სხვა თანაგუნდელებთანაც და ჩვენი ინგლისურიც საშუალებას გვაძლევს ერთმანეთში თავისუფლად ვისაუბროთ.

წყარო:http://redevils.ru
ახალი ამბები
23 კომენტარი
№1
ავტორი: ლადო
26 ივნისი 2013 10:19
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
მაგარი კაცები არიან....მომავალი წლიდან თქვენ ვალენსია ნახეთთ რას გაითრეევს, ტრავმამ შეუშალა ხელი და მერე მთელი სეზონი ჩაუვარდა
0
№2
ავტორი: Mike
26 ივნისი 2013 10:23
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 566
Lado Ghonghadze,
საღოლ ისეთ მუღამში შევედი გამიტყდა ინტერვიუ რო მორჩა უფრო ვრცელს ველოდებოდი, კაია love
0
№3
ავტორი: ლადო
26 ივნისი 2013 10:32
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
Mike,
ხოო რაღაც ცოტა იყო...სულ ერთი კითხვა დასვეს დამერე ამ სამ კაცში აბრუნეს
0
№4
ავტორი: Zizou
26 ივნისი 2013 10:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 834
დე ხეა: ჩემზე კარგი თქვით...
wink wink
0
№5
ავტორი: love united
26 ივნისი 2013 10:54
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
დე ხეა რა კაცია... wink საღოლ ლადო...
0
№6
ავტორი: Mike
26 ივნისი 2013 10:55
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 566
Lado Ghonghadze,
მაგრად მეავსება ესეთი ინტერვიუები 2 ან 3 გუნდელი როა და თან რო ღადაობენ რა ))
0
№7
ავტორი: GeorgeBest
26 ივნისი 2013 11:30
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
დე ხეა: ჩემზე კარგი თქვით


biggrin2
0
№8
ავტორი: red devil
26 ივნისი 2013 11:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
De gea ra rojaaa tavidanve utxra cuds ityvit da dagerxevato :-D :-D
0
№9
ავტორი: Giorgi Kuloshvili
26 ივნისი 2013 12:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 351
დავიდი ძალიან მიყვარს და ძაან მაგარი მეკარეა <3 ყველას ჯოია ჩიჩა არა მხოლოდ შენთვის არამედ ჩემთვისაც ის ჩემთვის მსოფლიოში N1 ლი მეკარეა <3
0
№10
ავტორი: I L C
26 ივნისი 2013 12:03
  • სიახლეები: 85
  • კომენტარები: 1917
ჰეჰ დე ჰეა..(კარგი თქვით) wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
United are the team for me,
With a nick nack paddy whack give the dog a bone,
Why don’t city f**k off home?

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top