თბილისი:
მანჩესტერი:
26-06-2013, 10:09
ავტორი: ლადო,
ნანახია: 2327,
კომენტარები: 23
სამი ამიგო!
კლუბის ოფიციალურმა საიტმა დავიდ დე ხეას, ანტონიო ვალენისას და ჩიჩარიტოს ინტერვიუ ჩამოართვეს...
სამი ამიგო!
მოდით დავიწყოთ ანტონიოთი. როგორ შეაფასებთ მის თამაშს ამ სეზონში?


დე ხეა: ვფიქრობ, რომ მან კარგად დაიწყო სეზონი. მაგრამ შემდეგ მან სერიოზული ტრავმა მიიღო, ასეა ხომ ანტონიო? ხოლო ამ ტრავმისგან გამკლავებას არც ისე ცოტა დრო დასჭირდა. ის ცდილობდა პირვანდელი ფორმის დაბრუნებას, რაც სეზონის ბოლოს გამოუვიდა.

ჩიჩარიტო: გასულ სეზონში ვალენისა კლუბის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს, რადგან ის ძალიან კარგად ეხმარებოდა კლუბს გამარჯვებების მოპოვებაში. დიახ, ამ სეზონში მან რაიმე განსაკუთრებულის გაკეთება ვერ მოახერხა, რადგან როგორც დავიდმა აღნიშნა, მას ხელი ტრავმამ შეუშალა. მაგრამ ყველა ჩვენთაგანმა იცის, თუ როგორი ფეხბურთელია ანტონიო და ყველა ელოდება მის ფორმაში ჩადგომას. ამაშია ჩვენი გუნდის პლიუსი, რომ ყველა ფეხბურთელს აქვს თავისი ადგილი და როლი. ვფიქრობ, რომ ვალენისა იმსახურებს ნდობას და ადგილს "იუნაიტედში".

სამი ამიგო!


ახლა დავიდის ჯერია.

დე ხეა: ჩემზე კარგი თქვით...

ჩიჩარიტო: ერთ-ერთ ჩემს ინტერვიუში მე განვაცხადე, რომ დე ხეა საუკეთესო მეკარე იყო. პირადად ჩემთვის ის საუკეთესო მეკარეა. მას ჯერ პატარა ასაკისაა, მაგრამ მოახერხა და თავისი ადგილი დაიმკვიდრა "მანჩესტერ იუნაიტედში". ვფიქრობ, რომ ნებისმიერ ფეხბურთელს თუ უფრო მიენდობი ის უკეთეს ფეხბურთს გიჩვენებს. ის პრემიერ-ლიგის საუკეთესო მეკარედ დასახელდა, ანუ ვფიქრობ, რომ მან თავი გაართვა ყვეაფერს.

სამი ამიგო!


ანტონიო: ის იდეალური იყო. წარმოუდგენელია, რომ მან ამხელა ასაკში ამდენს მიაღწია. დარწმუნებული ვარ ის მალე ითამაშებს ესპანეთის ეროვნული ნაკრების პირველ გუნდში. ყველა მისი თანაგუნდელი იმედოვნებს, რომ ის ორ წელიწადში უკვე ნაკრების ძირითადი მეკარე გახდება. დავიდი შესანიშნავ ფორმაშია და ვიმედოვნებ, რომ მისით დიდ ხანს დავტკბებით კიდევ.

და რას ფიქრობთ ჩიჩარიტოზე?


ანტონიო: ხავიერზე ახალის თქმა აღარ შეიძლება. ის კლუბში სამი წლის წინ მოვიდა და მას შემდეგ ძალიან ბევრი აუცილებელი და ძალზედ საჭირო გოლის გატანა მოახერხა. შეხედეთ მის მაჩვენებლებს ამ სეზონში. თუ სწორედ მახსოვს 15 გოლი 25 მატჩში. ეს შესანიშნავი მაჩვენებელია, ჩემი აზრით. მე ძალიან მიხარია, რომ ის ჩემი თანაგუნდელია და მასთან ერთად მიწევს ვარჯიში.

დე ხეა: როგორც სენიორ ანტონიომ განაცხადა, ჩიჩარიტო ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის მინდორზე. მინდვრის გარეთ კი ის ძალიან პოზიტიური და შესანიშნავი ადამიანია. ის თავდაუზოგავად მუშაობს. ძალიან სასიამოვნოა მასთან ერთად თამაში. მას ძალიან კარგი სერიები ჰქონდა და ძალიან მნიშვნელოვანი ბურთებიც გაიტანა.

სამი ამიგო!


ჩიჩარიტო: მეც იგივეს ვიტყოდი, რომ ანტონიოსთან და დავიდთან ერთად თამაშით ბედნიერი ვარ. ჩვენ ერთმანეთში ესპანურად ვსაუბრობთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მე ძალიან ვმხიარულობ ამ ორ ბიჭთან. ამასთანავე ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს სხვა თანაგუნდელებთანაც და ჩვენი ინგლისურიც საშუალებას გვაძლევს ერთმანეთში თავისუფლად ვისაუბროთ.

წყარო:http://redevils.ru
ახალი ამბები
23 კომენტარი
№11
ავტორი: razma21
26 ივნისი 2013 12:47
  • სიახლეები: 38
  • კომენტარები: 584
ჩიჩა და დეხეა მართლაც შესანიშნავები იკვნენ მარა ვალენსია :(

ლადო ცოტა დაუკვირდი რა ძალიან ბევრი შეცდომაა - თ_ს მაგივრად ტ წერია, ჩ_ს მაგივრად ც და კიდე სიტყვები არასწორ ბრუნვაშია...
0
№12
ავტორი: TrueRed
26 ივნისი 2013 12:54
  • სიახლეები: 34
  • კომენტარები: 1206
დე ხეა: ჩემზე კარგი თქვით
აბაა შენზეე ცუდიი როგორ უნდა თქვანნ ?
0
№13
ავტორი: ლადო
26 ივნისი 2013 13:07
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
RazMa.,
გაიხარე ძმა რო მითხარი, თორე ვიღაცა ინტრიგანი გამოხტებოდა და რამე ისეთს დამიწერდა, რომ არ ვიცი...გავითვალისწინებ ძმა
0
№14
ავტორი: m-an-united
26 ივნისი 2013 13:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 598
ahahah lol
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Thank you Sir Alex !!
№15
ავტორი: Amanda Seyfried
26 ივნისი 2013 13:43
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 2065
სამი ამიგო troll
0
№16
ავტორი: Vodafone
26 ივნისი 2013 13:53
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
სამივე ძალიან მნიშვნელოვანია გუნდისთვის იმედია ანტონიო მოუმტებს
0
№17
ავტორი: Becksy
26 ივნისი 2013 14:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 176
ვალენსიას წასვლა მინდა კატეგორიულაად .. :Dდდ არ მეავსება რაა ეს კაციიი სისწრაფისმ ეტი არაფერი აქვს დაა შრომისუნარიანობაა რაც დასაფასებელია მაგრამ მარტო ეგ არ კმარაა :))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ || Nemanja Vidic ||
№18
ავტორი: chicha_chicha14
26 ივნისი 2013 14:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 175
ამ სამიდან ყველაზე კარგი მაინც დე ხეა იყო
0
№19
ავტორი: razma21
26 ივნისი 2013 14:45
  • სიახლეები: 38
  • კომენტარები: 584
ციტატა: Lado Ghonghadze
RazMa.,
გაიხარე ძმა რო მითხარი, თორე ვიღაცა ინტრიგანი გამოხტებოდა და რამე ისეთს დამიწერდა, რომ არ ვიცი...გავითვალისწინებ ძმა

smile
0
№20
ავტორი: NeymaR
26 ივნისი 2013 14:49
  • სიახლეები: 5
  • კომენტარები: 553
ვალეს პირველი ინტერვიუ ჩემს ცხოვრებაში
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Cristiano Ronaldo | I'm Coming Home | Manchester United
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top