თბილისი:
მანჩესტერი:
26-06-2013, 10:09
ავტორი: ლადო,
ნანახია: 2328,
კომენტარები: 23
სამი ამიგო!
კლუბის ოფიციალურმა საიტმა დავიდ დე ხეას, ანტონიო ვალენისას და ჩიჩარიტოს ინტერვიუ ჩამოართვეს...
სამი ამიგო!
მოდით დავიწყოთ ანტონიოთი. როგორ შეაფასებთ მის თამაშს ამ სეზონში?


დე ხეა: ვფიქრობ, რომ მან კარგად დაიწყო სეზონი. მაგრამ შემდეგ მან სერიოზული ტრავმა მიიღო, ასეა ხომ ანტონიო? ხოლო ამ ტრავმისგან გამკლავებას არც ისე ცოტა დრო დასჭირდა. ის ცდილობდა პირვანდელი ფორმის დაბრუნებას, რაც სეზონის ბოლოს გამოუვიდა.

ჩიჩარიტო: გასულ სეზონში ვალენისა კლუბის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს, რადგან ის ძალიან კარგად ეხმარებოდა კლუბს გამარჯვებების მოპოვებაში. დიახ, ამ სეზონში მან რაიმე განსაკუთრებულის გაკეთება ვერ მოახერხა, რადგან როგორც დავიდმა აღნიშნა, მას ხელი ტრავმამ შეუშალა. მაგრამ ყველა ჩვენთაგანმა იცის, თუ როგორი ფეხბურთელია ანტონიო და ყველა ელოდება მის ფორმაში ჩადგომას. ამაშია ჩვენი გუნდის პლიუსი, რომ ყველა ფეხბურთელს აქვს თავისი ადგილი და როლი. ვფიქრობ, რომ ვალენისა იმსახურებს ნდობას და ადგილს "იუნაიტედში".

სამი ამიგო!


ახლა დავიდის ჯერია.

დე ხეა: ჩემზე კარგი თქვით...

ჩიჩარიტო: ერთ-ერთ ჩემს ინტერვიუში მე განვაცხადე, რომ დე ხეა საუკეთესო მეკარე იყო. პირადად ჩემთვის ის საუკეთესო მეკარეა. მას ჯერ პატარა ასაკისაა, მაგრამ მოახერხა და თავისი ადგილი დაიმკვიდრა "მანჩესტერ იუნაიტედში". ვფიქრობ, რომ ნებისმიერ ფეხბურთელს თუ უფრო მიენდობი ის უკეთეს ფეხბურთს გიჩვენებს. ის პრემიერ-ლიგის საუკეთესო მეკარედ დასახელდა, ანუ ვფიქრობ, რომ მან თავი გაართვა ყვეაფერს.

სამი ამიგო!


ანტონიო: ის იდეალური იყო. წარმოუდგენელია, რომ მან ამხელა ასაკში ამდენს მიაღწია. დარწმუნებული ვარ ის მალე ითამაშებს ესპანეთის ეროვნული ნაკრების პირველ გუნდში. ყველა მისი თანაგუნდელი იმედოვნებს, რომ ის ორ წელიწადში უკვე ნაკრების ძირითადი მეკარე გახდება. დავიდი შესანიშნავ ფორმაშია და ვიმედოვნებ, რომ მისით დიდ ხანს დავტკბებით კიდევ.

და რას ფიქრობთ ჩიჩარიტოზე?


ანტონიო: ხავიერზე ახალის თქმა აღარ შეიძლება. ის კლუბში სამი წლის წინ მოვიდა და მას შემდეგ ძალიან ბევრი აუცილებელი და ძალზედ საჭირო გოლის გატანა მოახერხა. შეხედეთ მის მაჩვენებლებს ამ სეზონში. თუ სწორედ მახსოვს 15 გოლი 25 მატჩში. ეს შესანიშნავი მაჩვენებელია, ჩემი აზრით. მე ძალიან მიხარია, რომ ის ჩემი თანაგუნდელია და მასთან ერთად მიწევს ვარჯიში.

დე ხეა: როგორც სენიორ ანტონიომ განაცხადა, ჩიჩარიტო ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის მინდორზე. მინდვრის გარეთ კი ის ძალიან პოზიტიური და შესანიშნავი ადამიანია. ის თავდაუზოგავად მუშაობს. ძალიან სასიამოვნოა მასთან ერთად თამაში. მას ძალიან კარგი სერიები ჰქონდა და ძალიან მნიშვნელოვანი ბურთებიც გაიტანა.

სამი ამიგო!


ჩიჩარიტო: მეც იგივეს ვიტყოდი, რომ ანტონიოსთან და დავიდთან ერთად თამაშით ბედნიერი ვარ. ჩვენ ერთმანეთში ესპანურად ვსაუბრობთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მე ძალიან ვმხიარულობ ამ ორ ბიჭთან. ამასთანავე ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს სხვა თანაგუნდელებთანაც და ჩვენი ინგლისურიც საშუალებას გვაძლევს ერთმანეთში თავისუფლად ვისაუბროთ.

წყარო:http://redevils.ru
ახალი ამბები
23 კომენტარი
№21
ავტორი: Shako Jones
26 ივნისი 2013 14:51
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 1891
ვალენსია დიდაად არ მეხატება გულზე და რა ვქნა...

დე ხეეაა <33 ჩიჩააააა
0
№22
ავტორი: Beckham 7
26 ივნისი 2013 21:30
  • სიახლეები: 467
  • კომენტარები: 1434
ვახ რა კაცები :დ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Why Always Redarmy.ge?
№23
ავტორი: likusha
28 ივნისი 2013 17:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 27
დე ხეა: ჩემზე კარგი თქვით...

საღოლ fuckthatbitch
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top