თბილისი:
მანჩესტერი:
21-06-2013, 13:07
ავტორი: Esi,
ნანახია: 2361,
კომენტარები: 25
მოიესის ბიჭები:თავდასხმელები(ბოლო ნაწილი)
სრულადში ნახავთ იმ თავდასხმელებს,რომლებიც მოიესის განკარგულებაშია...
მოიესის ბიჭები:თავდასხმელები(ბოლო ნაწილი)
როდესაც მოიესი ოფიციალურად ჩაიბარებს მანჩესტერ იუნაიტედს მას,ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო თავდასხმის ხაზი დახვდება.მისი 11-წლიანი მოღვაწეობის შემდეგ ის საბოლოოდ იუნაიტედში გადმოვა და შეეცდება,რომ გახდეს მანჩესტერ იუნაიტედის ახალი ერის დასაწყისი ნაწილი.იუნაიტედში ამჯერად 4 თავდასხმელია:რობინ ვან პერსი,უეინ რუნი,დანი უელბეკი და ხავიერ ერნანდესი.

რობინ ვან პერსი:გასული სეზონის დასაწყისში ჰოლანდიელი თავდასხმელი მანჩესტერ იუნაიტედმა ლონდონის არსენალიდან შეიძინა.ეს იყო ერთ-ერთი ხმაურიანი ტრანსფერი იუნაიტედის ისტორიაში და საბოლოოდ გაამართლა კიდეც.რობინმა ძალიან დიდი წვლილი დაიდო მე-20 პრემიერ ლიგის ტიტულის მოპოვებაში.მან ყველა შეხვედრა ჩაატარა პრემიერ ლიგაში და 26 გოლის გატანა მოახერხა.ის გახდა პრემიერ ლიგის ბომბარდირი,ასევე მიიღო სერ მატ ბასბის წლის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული კლუბისაგან და გახდა გულშემატკივრების ფავორიტი მოთამაშე.ასევე მან მოიგო თავის კარიერაში პირველად პრემიერ ლიგის ტიტული.

უეინ რუნი:ის ჯერ კიდევ რჩევა იუნაიტედის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად.უეინ რუნისათვის დევიდ მოიესი უცხო არაა,რადგან მან სწორედ მოიესის ევერტონში აიდგა ფეხი.გასულ სეზონში რუნიმ 37 მატჩი ითამაშა ყველა ტურნირზე და 16 გოლი გაიტანა.აღსანიშნავია ისიც,რომ ის ძირითადად ნახევარდაცვაში თამაშობდა და არა მის პოზიციაზე.ასევე მისთვის ეს სეზონი იყო წარმატებული იმითაც,რომ მან დაასრულა თავის წიგნზე მუშაობა და გასულ სეზონში გამოსცა კიდეც ის.

დენი უელბეკი:ახალგაზრდა ინგლისელი ფორვარდის პლიუსი ის არის,რომ მას ასევე შეუძლია ვინგერის პოზიციაზე თამაში,სადაც გასულ სეზონში ხშირად უხდებოდა კიდეც თამაში.ველბეკმა იმდენს მიაღწია,რომ დასახელებული იყო პრემიერ ლიგის წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის ნომინაციაზე.მაღალი,ძლიერი,შრომისუნარიანი ეს არის მცირე ჩამონათვალი მისი შესაძლებლობებიდან.

ხავიერ ერნანდესი:შეგვიძლია თამამად ვთქვათ,რომ გასული სეზონი ჩიჩარიტოსთვის მაინც წარმატებული გამოდგა,რადგანაც მან 36 თამაშში 18 გოლის გატანა მოახერხა ყველა ტურნირზე.დაჯილდოვებული გასაოცარი გოლის ალღოთი და ასევე შესანიშნავი სირბილით.მექსიკელი ფორვარდის ერთ-ერთი საუკეთესო თვისება არის ის,რომ მას შეუძლია ერთი შეხებით შეტევის დასრულება.

მსგავსი სიახლეები:
მოიესის ბიჭები:მეკარეები(ნაწილი პირველი)
მოიესის ბიჭები:ფლანგის მცველები(ნაწილი მეორე)
მოიესის ბიჭები:ცენტრალური მცველები(ნაწილი მესამე)
მოიესის ბიჭები:ფლანგის შემტევები(ნაწილი მეოთხე)
მოიესის ბიჭები:ცენტრალური ნახევარმცველები(ნაწილი მეხუთე)
სტატიები
25 კომენტარი
№1
ავტორი: Esi
20 ივნისი 2013 17:43
  • სიახლეები: 265
  • კომენტარები: 1115
მოვრჩი ამასაც)) მგონი საინტერესო გამომივიდა :) ვისაც ძველები არ წაუკითხავს ყველა წაიკითხეთ საინტერესოა :)
0
№2
ავტორი: UTD-Rule
20 ივნისი 2013 17:47
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
უელბეკი უნდა გავზარდოთ მსოფლიო ფორვარდი love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№3
ავტორი: GeorgeBest
20 ივნისი 2013 17:56
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ყოჩაღ გოგიტ winked

აი აქ საქმე იდელაურად გვაქვს, 4 საუკეთესო თავდამსხმელი, სხვადასხვა სტილის და ოთხივე საუკეთესო love ენრიკესიც ძალიან კარგი ბიჭი გვეზრდება
0
№4
ავტორი: ლადო
20 ივნისი 2013 18:04
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
თავდასხმა უძლიერესი გვყავს, ძალიან ძლიერები არიან, ყველა განსხვავებული სტილის, ამგარმ კარგად შეთამაშებულები....


საღოლ გოგიტ winked
0
№5
ავტორი: chicha_chicha14
20 ივნისი 2013 18:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 175
მიდი ჩიჩა ეგრე გააგრძელე მინიმუმ 25 გოლი ახალ სეზონში
0
№6
ავტორი: Luka Gelashvili
20 ივნისი 2013 18:54
  • სიახლეები: 243
  • კომენტარები: 1953
საღოლ ესი ))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"Many great players have worn the shirt of Manchester United.. In so many ways Scholes is my favourite" - Sir bobby Charlton
№7
ავტორი: Amerigo
20 ივნისი 2013 19:05
  • სიახლეები: 15
  • კომენტარები: 1181
კარგია!
0
№8
ავტორი: Jubo
20 ივნისი 2013 20:00
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
თავდასხმაში ერთადერთი საზრუნავი აქვს მოიესს: რუნის გუნდში დატოვება
საღოლ ესი love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
№9
ავტორი: Dato de gea quantana
20 ივნისი 2013 20:34
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 89
kargi sastavia tavdasxmashi exla mtvaria runi tavis adgilas atamashos da morcha yvelaferi 10 ianze iqneba win
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ M-A-N-C-H-E-S-T-E-R
U-N-T-E-D

Rel.ge
№10
ავტორი: razma21
20 ივნისი 2013 20:47
  • სიახლეები: 38
  • კომენტარები: 584
წელს ოთხუვე ფორმის პიკზე იქნება :))))) საღოლ ესი
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top