თბილისი:
მანჩესტერი:
21-06-2013, 13:07
ავტორი: Esi,
ნანახია: 2538,
კომენტარები: 25
მოიესის ბიჭები:თავდასხმელები(ბოლო ნაწილი)
სრულადში ნახავთ იმ თავდასხმელებს,რომლებიც მოიესის განკარგულებაშია...
მოიესის ბიჭები:თავდასხმელები(ბოლო ნაწილი)
როდესაც მოიესი ოფიციალურად ჩაიბარებს მანჩესტერ იუნაიტედს მას,ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო თავდასხმის ხაზი დახვდება.მისი 11-წლიანი მოღვაწეობის შემდეგ ის საბოლოოდ იუნაიტედში გადმოვა და შეეცდება,რომ გახდეს მანჩესტერ იუნაიტედის ახალი ერის დასაწყისი ნაწილი.იუნაიტედში ამჯერად 4 თავდასხმელია:რობინ ვან პერსი,უეინ რუნი,დანი უელბეკი და ხავიერ ერნანდესი.

რობინ ვან პერსი:გასული სეზონის დასაწყისში ჰოლანდიელი თავდასხმელი მანჩესტერ იუნაიტედმა ლონდონის არსენალიდან შეიძინა.ეს იყო ერთ-ერთი ხმაურიანი ტრანსფერი იუნაიტედის ისტორიაში და საბოლოოდ გაამართლა კიდეც.რობინმა ძალიან დიდი წვლილი დაიდო მე-20 პრემიერ ლიგის ტიტულის მოპოვებაში.მან ყველა შეხვედრა ჩაატარა პრემიერ ლიგაში და 26 გოლის გატანა მოახერხა.ის გახდა პრემიერ ლიგის ბომბარდირი,ასევე მიიღო სერ მატ ბასბის წლის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული კლუბისაგან და გახდა გულშემატკივრების ფავორიტი მოთამაშე.ასევე მან მოიგო თავის კარიერაში პირველად პრემიერ ლიგის ტიტული.

უეინ რუნი:ის ჯერ კიდევ რჩევა იუნაიტედის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად.უეინ რუნისათვის დევიდ მოიესი უცხო არაა,რადგან მან სწორედ მოიესის ევერტონში აიდგა ფეხი.გასულ სეზონში რუნიმ 37 მატჩი ითამაშა ყველა ტურნირზე და 16 გოლი გაიტანა.აღსანიშნავია ისიც,რომ ის ძირითადად ნახევარდაცვაში თამაშობდა და არა მის პოზიციაზე.ასევე მისთვის ეს სეზონი იყო წარმატებული იმითაც,რომ მან დაასრულა თავის წიგნზე მუშაობა და გასულ სეზონში გამოსცა კიდეც ის.

დენი უელბეკი:ახალგაზრდა ინგლისელი ფორვარდის პლიუსი ის არის,რომ მას ასევე შეუძლია ვინგერის პოზიციაზე თამაში,სადაც გასულ სეზონში ხშირად უხდებოდა კიდეც თამაში.ველბეკმა იმდენს მიაღწია,რომ დასახელებული იყო პრემიერ ლიგის წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის ნომინაციაზე.მაღალი,ძლიერი,შრომისუნარიანი ეს არის მცირე ჩამონათვალი მისი შესაძლებლობებიდან.

ხავიერ ერნანდესი:შეგვიძლია თამამად ვთქვათ,რომ გასული სეზონი ჩიჩარიტოსთვის მაინც წარმატებული გამოდგა,რადგანაც მან 36 თამაშში 18 გოლის გატანა მოახერხა ყველა ტურნირზე.დაჯილდოვებული გასაოცარი გოლის ალღოთი და ასევე შესანიშნავი სირბილით.მექსიკელი ფორვარდის ერთ-ერთი საუკეთესო თვისება არის ის,რომ მას შეუძლია ერთი შეხებით შეტევის დასრულება.

მსგავსი სიახლეები:
მოიესის ბიჭები:მეკარეები(ნაწილი პირველი)
მოიესის ბიჭები:ფლანგის მცველები(ნაწილი მეორე)
მოიესის ბიჭები:ცენტრალური მცველები(ნაწილი მესამე)
მოიესის ბიჭები:ფლანგის შემტევები(ნაწილი მეოთხე)
მოიესის ბიჭები:ცენტრალური ნახევარმცველები(ნაწილი მეხუთე)
სტატიები
25 კომენტარი
№11
ავტორი: love united
20 ივნისი 2013 22:28
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
მაგარი შემტევები გვყავს....არცერთი მემეტტება ზამენისთვის... wink
0
№12
ავტორი: Becksy
20 ივნისი 2013 23:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 176
დობრი ჯიგრებოოო ახალი ვარ ამ საიტზეე :)))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ || Nemanja Vidic ||
№13
ავტორი: Paul Scholes 22
21 ივნისი 2013 00:01
  • სიახლეები: 219
  • კომენტარები: 428
გაუმარჯოს ბიჭებსს..დღეიდან აგერ ვართ ამ საიტზე:*
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ შეიძლება ცხოვრებაში ბევრ რამეს ვერ მივაღწიო, მაგრამ ერთ რამეში დარწმუნებული ვარ. სიკვდილის წინ აუცილებლად ვიტყვი, რომ მანჩესტერის თამაშებს ვუყურებდი და რაც მთავარია მანჩესტერის გულშემატკივარი ვიყავი..!
ფეხბურთელები მიდიან და მოდიან, იუნაიტედი კი სამუდამად რჩება! <3
№14
ავტორი: frankie
21 ივნისი 2013 00:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 148
გაუმარჯოს ბიჭებს, ახალი ვარ მეც ასევე
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ http://assets.sbnation.com/assets/2818167/duncanmiss.gif
№15
ავტორი: VaRdo
21 ივნისი 2013 01:29
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
Becksy,
Paul Scholes 22,
frankie,

გაუმარჯოს. კეთილი იყოს თქვენი ფეხი რედარმიზე
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№16
ავტორი: buka oboladze
21 ივნისი 2013 03:43
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
მალე რონალდოც შეემატება იმედია
0
№17
ავტორი: Beckham 7
21 ივნისი 2013 08:33
  • სიახლეები: 467
  • კომენტარები: 1434
Becksy,
Paul Scholes 22,
frankie,
fellow
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Why Always Redarmy.ge?
№18
ავტორი: ლადო
21 ივნისი 2013 08:43
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
Becksy,
Paul Scholes 22,
frankie,
გაგიმარჯოთ, ველცომე fellow
0
№19
ავტორი: BERDI
21 ივნისი 2013 10:17
  • სიახლეები: 79
  • კომენტარები: 2257
საღოლ ესი საღOლ ველბეკს მალე დაუდგება კარიერის ყველაზე კარგი პერიოდი და იმედია გამოიყენებს ამას, ჩიჩა კი მაინც ზამენაზე მგონია კარგად შემოდის
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ A broken hart, A broken dream, A broken plane, A broken plane, A broken team, No words we said, A silent vow, We loved you then, We love you now.
№20
ავტორი: Paul Scholes 22
21 ივნისი 2013 11:01
  • სიახლეები: 219
  • კომენტარები: 428
გაიხარეთ ბიჭებო:*ყველააირად თქვენს გვერდით გვიგულეთ:*
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ შეიძლება ცხოვრებაში ბევრ რამეს ვერ მივაღწიო, მაგრამ ერთ რამეში დარწმუნებული ვარ. სიკვდილის წინ აუცილებლად ვიტყვი, რომ მანჩესტერის თამაშებს ვუყურებდი და რაც მთავარია მანჩესტერის გულშემატკივარი ვიყავი..!
ფეხბურთელები მიდიან და მოდიან, იუნაიტედი კი სამუდამად რჩება! <3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top