თბილისი:
მანჩესტერი:
21-06-2013, 13:07
ავტორი: Esi,
ნანახია: 2538,
კომენტარები: 25
მოიესის ბიჭები:თავდასხმელები(ბოლო ნაწილი)
სრულადში ნახავთ იმ თავდასხმელებს,რომლებიც მოიესის განკარგულებაშია...
მოიესის ბიჭები:თავდასხმელები(ბოლო ნაწილი)
როდესაც მოიესი ოფიციალურად ჩაიბარებს მანჩესტერ იუნაიტედს მას,ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო თავდასხმის ხაზი დახვდება.მისი 11-წლიანი მოღვაწეობის შემდეგ ის საბოლოოდ იუნაიტედში გადმოვა და შეეცდება,რომ გახდეს მანჩესტერ იუნაიტედის ახალი ერის დასაწყისი ნაწილი.იუნაიტედში ამჯერად 4 თავდასხმელია:რობინ ვან პერსი,უეინ რუნი,დანი უელბეკი და ხავიერ ერნანდესი.

რობინ ვან პერსი:გასული სეზონის დასაწყისში ჰოლანდიელი თავდასხმელი მანჩესტერ იუნაიტედმა ლონდონის არსენალიდან შეიძინა.ეს იყო ერთ-ერთი ხმაურიანი ტრანსფერი იუნაიტედის ისტორიაში და საბოლოოდ გაამართლა კიდეც.რობინმა ძალიან დიდი წვლილი დაიდო მე-20 პრემიერ ლიგის ტიტულის მოპოვებაში.მან ყველა შეხვედრა ჩაატარა პრემიერ ლიგაში და 26 გოლის გატანა მოახერხა.ის გახდა პრემიერ ლიგის ბომბარდირი,ასევე მიიღო სერ მატ ბასბის წლის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული კლუბისაგან და გახდა გულშემატკივრების ფავორიტი მოთამაშე.ასევე მან მოიგო თავის კარიერაში პირველად პრემიერ ლიგის ტიტული.

უეინ რუნი:ის ჯერ კიდევ რჩევა იუნაიტედის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად.უეინ რუნისათვის დევიდ მოიესი უცხო არაა,რადგან მან სწორედ მოიესის ევერტონში აიდგა ფეხი.გასულ სეზონში რუნიმ 37 მატჩი ითამაშა ყველა ტურნირზე და 16 გოლი გაიტანა.აღსანიშნავია ისიც,რომ ის ძირითადად ნახევარდაცვაში თამაშობდა და არა მის პოზიციაზე.ასევე მისთვის ეს სეზონი იყო წარმატებული იმითაც,რომ მან დაასრულა თავის წიგნზე მუშაობა და გასულ სეზონში გამოსცა კიდეც ის.

დენი უელბეკი:ახალგაზრდა ინგლისელი ფორვარდის პლიუსი ის არის,რომ მას ასევე შეუძლია ვინგერის პოზიციაზე თამაში,სადაც გასულ სეზონში ხშირად უხდებოდა კიდეც თამაში.ველბეკმა იმდენს მიაღწია,რომ დასახელებული იყო პრემიერ ლიგის წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის ნომინაციაზე.მაღალი,ძლიერი,შრომისუნარიანი ეს არის მცირე ჩამონათვალი მისი შესაძლებლობებიდან.

ხავიერ ერნანდესი:შეგვიძლია თამამად ვთქვათ,რომ გასული სეზონი ჩიჩარიტოსთვის მაინც წარმატებული გამოდგა,რადგანაც მან 36 თამაშში 18 გოლის გატანა მოახერხა ყველა ტურნირზე.დაჯილდოვებული გასაოცარი გოლის ალღოთი და ასევე შესანიშნავი სირბილით.მექსიკელი ფორვარდის ერთ-ერთი საუკეთესო თვისება არის ის,რომ მას შეუძლია ერთი შეხებით შეტევის დასრულება.

მსგავსი სიახლეები:
მოიესის ბიჭები:მეკარეები(ნაწილი პირველი)
მოიესის ბიჭები:ფლანგის მცველები(ნაწილი მეორე)
მოიესის ბიჭები:ცენტრალური მცველები(ნაწილი მესამე)
მოიესის ბიჭები:ფლანგის შემტევები(ნაწილი მეოთხე)
მოიესის ბიჭები:ცენტრალური ნახევარმცველები(ნაწილი მეხუთე)
სტატიები
25 კომენტარი
№21
ავტორი: red devil
21 ივნისი 2013 12:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Karoche ra rooney tu darcha levana agar gvchirdeba saocari tavdasxma gvyavs. Welekma golebis gatana tu iswavla udzlieresi iqneba. Chichasnairi fexburteli yoveltvis sachiroa klubshi. Persi rooney ukomentarod.
0
№22
ავტორი: I L C
21 ივნისი 2013 12:25
  • სიახლეები: 85
  • კომენტარები: 1917
მაგარია derpthumb და საინტერესო:)
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
United are the team for me,
With a nick nack paddy whack give the dog a bone,
Why don’t city f**k off home?

№23
ავტორი: don_vini
21 ივნისი 2013 13:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1279
კარგია 4 ასეთი დონის ფორფარდი გუნდში.წინ დიდი სეზონია და 4 ასეთი დონის ფორვარდი საჭიროა გუნდში
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ o.kazakhashvili
№24
ავტორი: VaRdo
21 ივნისი 2013 14:35
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ციტატა: red devil
Welekma golebis gatana tu iswavla


აი ეგ მინუსი აქვს. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ გადამწყვეტ მომენტში არ იცის რა უნდა ქნას და 10 დან 7_ს აფუჭებს. მანამდე კი შესანიშნავია. თავის თავზე მუშაობა სჭირდება ამას სხვა არაფერი. მაგას მწვრთვნელი ვერ გასწავლის თუ შენ არ ისწავლე.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№25
ავტორი: frankie
21 ივნისი 2013 18:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 148
VaRdo,
მსვლელის ინსტიქტი უნდა გქონდეს გამომუშავებული, რაც უმეტესს შემთხვევაში ყველა მანიუს ფეხბურთელს აქ იმედია ესეც ისწავლის
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ http://assets.sbnation.com/assets/2818167/duncanmiss.gif

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top