თბილისი:
მანჩესტერი:
18-06-2013, 18:16
ავტორი: VaRdo,
ნანახია: 2856,
კომენტარები: 26
საჭირო ტრანსფერი!
4 ფაქტი თუ რატომ უნდა დაბრუნდეს, რონალდო "მანჩესტერში"!
საჭირო ტრანსფერი!
იმ დღიდან რაც რონალდო, "მანჩესტერიდან" სამეფო კლუბ მადრიდის "რეალში" გადაბარგდა ყველა ჩვენგანს ერთი კითხვა გვიტრიალებს თავში. "დაბრუნდება თუ არა ის ოლდ.ტრაფორდზე"? კითხვაზე პასუხი კი კვლავ უცნობია, მაგრამ ერთი განსხვავება მაინც არის. თუ აქამდე ეს ყველაფერი ოცნების ტოლფასი იყო დღეს ეს კითხვა უკვე რეალობასთან მიახლოებულია და შეიძლება სულ მალე რონალდო კვლავ "იუნაიტედის" შეუცვლელი ფეხბურთელი გახდეს. დღევანდელ სიახლეში კი შემოგთავაზებთ 4 ფაქტს თუ რატომ უნდა დაბრუნდეს რონალდო გუნდში და არა სხვა რომელიმე ფეხბურთელი.


1. სერ ალექს ფერგიუსონი


როგორც უკვე იცით სეზონის დასრულების წინ კლუბი დატოვა ლეგენდარულმა სერ ალექს ფერგიუსონმა და მისმა ამ გადაწყვეტილებამ მთლიანად საფეხბურთო სამყარო შოკში ჩააგდო. 27 წლიანი მოღვაწეობის შემდეგ ფერგიუსონის ეპოქა დასრულდა, გუნდი კი "ევერტონის" უკვე ყოფილმა მწვრთვნელმა დევიდ მოიესმა ჩაიბარა. ალბათ ყველა დამეთანხმება, რომ ახალი ეპოქის შექმნას პირველი 2 წელი პატარ-პატარა პრობლემებიც ახლავს და ხშირად გუნდი სეზონს დიდი წარმატებების გარეშე ასრულებს. სწორედ ამიტომ დღეს ორმაგად საჭიროა გუნდში ისეთი ფეხბურთელი, რომელიც ახალი ეპოქის გუნდს წინ გაუძღვება და დაეხმარება დევიდ მოიესს პირველივე სეზონში ტიტულების მოპოვებაში. ესეთი ფეხბურთელი კი დღეს მხოლოდ ერთია. ეს კ.რონალდოა და სხვა არავინ. რონალდოს მოსვლა "მანჩესტერის" შეტევას კიდევ უფრო მომაკვდინებელს გახდის და მსოფლიოში საუკეთესო წინა ხაზი ეყოლება რაც უდაოდ წარმატების საწინდარი იქნება. ასე და ამგვარად ფერგიუსონისთვის თუ პრობლემას არ წარმოადგენდა რონალდოს გარეშე "მანჩესტერი" და ის კვლავ აღწევდა ვალენსიით წარმატების მიღწევას ეს დევიდ მოიეს დიდი ალბათობით გაუჭირდება. ეს იცის თვიონ მოიესმა და ეს იცის გუნდის ხელმძღვანელობამ და სწორედაც ამიტომ იხდიან რეკორდულ თანხას 65 მილიონს!
საჭირო ტრანსფერი!



2. 7 ნომრიანი მაისური კვლავ პატრონის მოლოდინშია


მას შემდეგ რაც რონალდომ კლუბი დატოვა 7 ნომერს ღირსეული შემცვლელი არ გამოსჩენია. მეტიც, ხშირად ამ ნომერს მოედანზე ვეღარც ვხედავთ რაც უდადოდ დიდი ტრაგედიაა. დიდი ტრაგედია "მანჩესტერ იუნაიტედისთვის" და არა სხვა, რომელიმე კლუბისთვის. ამ ნომერს უდიდესი ისტორია გააჩნია თავის ლეგენდარული ფეხბურთელებით. ისტორიას რომ გადავხედოთ ეს მაისური ისეთ ფეხბურთელებს ეცვათ რომლებმაც სამუდამოდ დაიმკვიდრეს ჩვენ გულებში ადგილი და ზოგიერთ მათგანს ოლდ.ტრაფორდის წინ ძეგლიც უდგათ. დღეს კი ყველაფერი სხვანაირადაა. ჯერ იყო და მაიკლ ოუენს ჰქონდა ამ 7 ნომრიანი მაისურის ტარების პატივი, რომელმაც სამწუხაროდ ტრავმების გამო ვერ გაამართლა და შემდეგ უკვე ანტონიო ვალენსიას, რომელმაც იმაზე ცუდად ჩაატარა სეზონი ვიდრე წარმოვიდგენდით და ეს უკანასკნელიც ხშირად გვევლინებოდა სათადარიგოთა სკამზე. სწორედ ამიტომ რონალდოს დაბრუნება დღეს კიდევ უფრო საჭიროა ვიდრე აქამდე. კიდევ უფრო სჭირდება ის ამ კლუბს ვიდრე შარშან ან შარშან წინ. მისი გადმოსვლა მოხსნის 7 ნომრიანი მაისურის პრობლემას და ეს კლუბზე კიდევ უფრო დადებითად იმოქმედებს.
საჭირო ტრანსფერი!



3. კატასტროფა ფლანგებზე


ყველა ვინც "მანჩესტერს" ბექემის დროს ან უფრო დიდი ხნის წინ დავუწყეთ გულშემატკივრობა პირველი რაც თვალში გვხვდებოდა ეს იყო "იუნაიტედის" ფლანგიდან გარღვევები და ლამაზი დაგვირგვინება. ავიღოთ გიგზი მაგალითად. მისი ბურთან შეხება უმალ პრობლემებს უქმნიდა მეტოქე გუნდის მცველებს და მეკარეს, განსაკუთრებით ემახსოვრებათ მისი დრიბლინგი და ლამაზი გოლი არსენალის იმდროინდელ ფეხბურთელებს. მაგრამ დღეს ეს ყველაფერი უარესობისკენ იცვლება და თუ ესე გაგრძელდა შეიძლება ძვირადაც დაგვიჯდეს. წელს ვალნესიამ, ნანიმ, იანგმა და გიგზმა ერთად აღებული გაიტანეს არც მეტი არც ნაკლები 9 გოლი აქედან 5 გოლი გიგზის ანგარიშზეა დანარჩენმა სამმა ნახევარმცველმა იმდენივე გოლი გაიტანეს რამდენიც პატრის ევრამ. იანგის ანგარიშზე წელს გოლების გრაფაში 0 წერია ხო ვალენსიას გრაფაში 1. ამ სტატისტიკიდანაც კარგად ჩანს თუ როგორ შეეძლო ფერგიუსონს გუნდის გადაწყობა და სხვა სტილით ათამაშება. ეს ყველაფერი გააკეთა ფერგიუსონმა და მისმა ტაქტიკამაც გაამართლა. ვინ აღმოფხვრის ამ პრობლემაზე იმაზე უკეთ ვიდრე კ.რონალდო? ვერც ვერავინ ვინაიდან ყველას კარგად გვახსოვს მისი შედეგიანობა და იმდროინდელი მანჩესტერის ფლანგური გარღვევები, რომლებიც ხშრიად გატანილი გოლით მთავრდებოდა. დღეს რონალდოს ტრანსფერი ამ დაბალ მაჩვენებელსაც აღმოფხვრის რა "იუნაიტედის" ნახევარდაცვაც უფრო მომაკვდინებელი იქნება ვიდრე ბოლო 3 წელია არის.
საჭირო ტრანსფერი!


4. "ჩემპიონთა ლიგის"ფაქტორი.


ეს ის ტურნირია სადაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება მწვრთვნელს და მის გამოცდილებას. დევიდ მოიესი კი გახლავთ ის ადამიანი, რომელიც დებიუტანტი იქნება წლევანდელ "ლიგის" გათამაშებაში.ექსპერტების ვარაუდით წელს იუნაიტედი ფავორიტის სტატუსით ვეღარ იქნება ლიგაზე და კვლავ ესპანური გუნდები იქნებიან ფავოიტები ბაიერნთან ერთად და ძნელია არ დავეთანხმოთ. მაგრამ ეს ყველაფერი რადიკალურათ შეიცვლება თუ რონალდო "ოლდ.ტრაფორდ"_ზე დაბრუნდება და კვლავ მოირგებს 7 ნომრიან მაისურს. ეს ტრანსფერი ისევ დაუბრუნებს "მანჩესტერ იუნაიტედს" ფავორიტის წოდებას და სავსებით შესაძლებელია მოიესის ერა ზღაპრულად დაიწყოს და პირველივე წელს "ჩემპიონთა ლიგის" ტიტული მოიპოვოს რაც დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული. ასე და ამგვარად დაველოდოთ 1 თვეც ამ ტრანსფერის საბოლოოდ დადასტურებაში და ვიმედოვნოთ, რომ ყველაფერი ისე იქნება როგორც ჩვენი კლუბისთვის იქნება საჭირო და მომგებიანი.
საჭირო ტრანსფერი!
სიახლეები
26 კომენტარი
№1
ავტორი: VaRdo
18 ივნისი 2013 18:17
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
არ მინდა ეხლა მძულს მეზიზღება და ასე შემდეგ კომენტარები. საჭიროა ეს კაცი მანჩესტერში და დალშე თუ გინდა პიდარასტი ეძახეთ და თუ გინდა პეძიკი. თავის საქმის პროფესიონალია!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№2
ავტორი: MANUTD FAN.
18 ივნისი 2013 19:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 494
VaRdo,
კი გეთანხმები თავისი საქმის პროფესიონალია და მაგრად მევასება :D
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Glory Manchester United !!!
№3
ავტორი: Mike
18 ივნისი 2013 19:30
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 566
VaRdo,
ვინც მაგას იტყვის ჩემი აზრით მაგრად ბავშვობს და რონალდოზეა გაბუტული ნუ მესმის მაგათიც მარა ფაქტია, რონალდო იუნაიტედის ლეგენდაა და ძალიან გვჭირდება
0
№4
ავტორი: VaRdo
18 ივნისი 2013 19:50
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ციტატა: Mike
რონალდო იუნაიტედის ლეგენდაა და ძალიან გვჭირდება


ნუ ლეგენდობაზე დავა შეიძლება ჯერ , მაგრამ თუ გადმოვა გახდება საბოლოოდ!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№5
ავტორი: Jubo
18 ივნისი 2013 19:57
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
და ტიტულების ფაქტორი
უნდა ტიტული? მოვიდეს და მიიღოს!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
№6
ავტორი: ლადო
18 ივნისი 2013 20:12
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
საღოლ ვარდო...ბრილიანტი სტატიაა პირდაპირ, კარაგდაა ჩამოყალიბებული....


იმედია რონი მართლაც დაბრუნდება და ბევრს ძალიან დიდ ოცნებას აასრულებს
0
№7
ავტორი: chicha_chicha14
18 ივნისი 2013 21:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 175
ვინც ფიქრობს რომ რონალდოს დაბრუნება გაამართლრებს მაშინ შევჩენკოს შემთხვევაც გაიხსენეთ am
0
№8
ავტორი: love united
18 ივნისი 2013 21:43
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
უნდა დაბრუნდეს 2 აზრი არაა...ყოჩაღ დათო,საინტერესოა...
0
№9
ავტორი: Red Hooligan
18 ივნისი 2013 21:44
  • სიახლეები: 268
  • კომენტარები: 1754
რონალდო რო არ წასულიყო მინიმუმ ერთ ოქროს ბურთს მოიგებდა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The Forgotten Winger.

SAF
№10
ავტორი: იუელი
18 ივნისი 2013 22:19
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 91
სუპერ სიახლე საღALL

2 აზი არისlove united, ალბათ 99.9% უნდა რო გადმოვიდეს და მეც მინდა მაგრამ შეილება რელში დარჩეს იმიტო რომ 150 მილიონი ცოტა არაა
ვნახოთ

მაგრამ შეილება ''ნაიკმა'' უფრო დიდი თანხა შესთავაზოს რო გადმოვიდეს

0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ REDARMY.GE
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top