თბილისი:
მანჩესტერი:
18-06-2013, 18:16
ავტორი: VaRdo,
ნანახია: 2864,
კომენტარები: 26
საჭირო ტრანსფერი!
4 ფაქტი თუ რატომ უნდა დაბრუნდეს, რონალდო "მანჩესტერში"!
საჭირო ტრანსფერი!
იმ დღიდან რაც რონალდო, "მანჩესტერიდან" სამეფო კლუბ მადრიდის "რეალში" გადაბარგდა ყველა ჩვენგანს ერთი კითხვა გვიტრიალებს თავში. "დაბრუნდება თუ არა ის ოლდ.ტრაფორდზე"? კითხვაზე პასუხი კი კვლავ უცნობია, მაგრამ ერთი განსხვავება მაინც არის. თუ აქამდე ეს ყველაფერი ოცნების ტოლფასი იყო დღეს ეს კითხვა უკვე რეალობასთან მიახლოებულია და შეიძლება სულ მალე რონალდო კვლავ "იუნაიტედის" შეუცვლელი ფეხბურთელი გახდეს. დღევანდელ სიახლეში კი შემოგთავაზებთ 4 ფაქტს თუ რატომ უნდა დაბრუნდეს რონალდო გუნდში და არა სხვა რომელიმე ფეხბურთელი.


1. სერ ალექს ფერგიუსონი


როგორც უკვე იცით სეზონის დასრულების წინ კლუბი დატოვა ლეგენდარულმა სერ ალექს ფერგიუსონმა და მისმა ამ გადაწყვეტილებამ მთლიანად საფეხბურთო სამყარო შოკში ჩააგდო. 27 წლიანი მოღვაწეობის შემდეგ ფერგიუსონის ეპოქა დასრულდა, გუნდი კი "ევერტონის" უკვე ყოფილმა მწვრთვნელმა დევიდ მოიესმა ჩაიბარა. ალბათ ყველა დამეთანხმება, რომ ახალი ეპოქის შექმნას პირველი 2 წელი პატარ-პატარა პრობლემებიც ახლავს და ხშირად გუნდი სეზონს დიდი წარმატებების გარეშე ასრულებს. სწორედ ამიტომ დღეს ორმაგად საჭიროა გუნდში ისეთი ფეხბურთელი, რომელიც ახალი ეპოქის გუნდს წინ გაუძღვება და დაეხმარება დევიდ მოიესს პირველივე სეზონში ტიტულების მოპოვებაში. ესეთი ფეხბურთელი კი დღეს მხოლოდ ერთია. ეს კ.რონალდოა და სხვა არავინ. რონალდოს მოსვლა "მანჩესტერის" შეტევას კიდევ უფრო მომაკვდინებელს გახდის და მსოფლიოში საუკეთესო წინა ხაზი ეყოლება რაც უდაოდ წარმატების საწინდარი იქნება. ასე და ამგვარად ფერგიუსონისთვის თუ პრობლემას არ წარმოადგენდა რონალდოს გარეშე "მანჩესტერი" და ის კვლავ აღწევდა ვალენსიით წარმატების მიღწევას ეს დევიდ მოიეს დიდი ალბათობით გაუჭირდება. ეს იცის თვიონ მოიესმა და ეს იცის გუნდის ხელმძღვანელობამ და სწორედაც ამიტომ იხდიან რეკორდულ თანხას 65 მილიონს!
საჭირო ტრანსფერი!



2. 7 ნომრიანი მაისური კვლავ პატრონის მოლოდინშია


მას შემდეგ რაც რონალდომ კლუბი დატოვა 7 ნომერს ღირსეული შემცვლელი არ გამოსჩენია. მეტიც, ხშირად ამ ნომერს მოედანზე ვეღარც ვხედავთ რაც უდადოდ დიდი ტრაგედიაა. დიდი ტრაგედია "მანჩესტერ იუნაიტედისთვის" და არა სხვა, რომელიმე კლუბისთვის. ამ ნომერს უდიდესი ისტორია გააჩნია თავის ლეგენდარული ფეხბურთელებით. ისტორიას რომ გადავხედოთ ეს მაისური ისეთ ფეხბურთელებს ეცვათ რომლებმაც სამუდამოდ დაიმკვიდრეს ჩვენ გულებში ადგილი და ზოგიერთ მათგანს ოლდ.ტრაფორდის წინ ძეგლიც უდგათ. დღეს კი ყველაფერი სხვანაირადაა. ჯერ იყო და მაიკლ ოუენს ჰქონდა ამ 7 ნომრიანი მაისურის ტარების პატივი, რომელმაც სამწუხაროდ ტრავმების გამო ვერ გაამართლა და შემდეგ უკვე ანტონიო ვალენსიას, რომელმაც იმაზე ცუდად ჩაატარა სეზონი ვიდრე წარმოვიდგენდით და ეს უკანასკნელიც ხშირად გვევლინებოდა სათადარიგოთა სკამზე. სწორედ ამიტომ რონალდოს დაბრუნება დღეს კიდევ უფრო საჭიროა ვიდრე აქამდე. კიდევ უფრო სჭირდება ის ამ კლუბს ვიდრე შარშან ან შარშან წინ. მისი გადმოსვლა მოხსნის 7 ნომრიანი მაისურის პრობლემას და ეს კლუბზე კიდევ უფრო დადებითად იმოქმედებს.
საჭირო ტრანსფერი!



3. კატასტროფა ფლანგებზე


ყველა ვინც "მანჩესტერს" ბექემის დროს ან უფრო დიდი ხნის წინ დავუწყეთ გულშემატკივრობა პირველი რაც თვალში გვხვდებოდა ეს იყო "იუნაიტედის" ფლანგიდან გარღვევები და ლამაზი დაგვირგვინება. ავიღოთ გიგზი მაგალითად. მისი ბურთან შეხება უმალ პრობლემებს უქმნიდა მეტოქე გუნდის მცველებს და მეკარეს, განსაკუთრებით ემახსოვრებათ მისი დრიბლინგი და ლამაზი გოლი არსენალის იმდროინდელ ფეხბურთელებს. მაგრამ დღეს ეს ყველაფერი უარესობისკენ იცვლება და თუ ესე გაგრძელდა შეიძლება ძვირადაც დაგვიჯდეს. წელს ვალნესიამ, ნანიმ, იანგმა და გიგზმა ერთად აღებული გაიტანეს არც მეტი არც ნაკლები 9 გოლი აქედან 5 გოლი გიგზის ანგარიშზეა დანარჩენმა სამმა ნახევარმცველმა იმდენივე გოლი გაიტანეს რამდენიც პატრის ევრამ. იანგის ანგარიშზე წელს გოლების გრაფაში 0 წერია ხო ვალენსიას გრაფაში 1. ამ სტატისტიკიდანაც კარგად ჩანს თუ როგორ შეეძლო ფერგიუსონს გუნდის გადაწყობა და სხვა სტილით ათამაშება. ეს ყველაფერი გააკეთა ფერგიუსონმა და მისმა ტაქტიკამაც გაამართლა. ვინ აღმოფხვრის ამ პრობლემაზე იმაზე უკეთ ვიდრე კ.რონალდო? ვერც ვერავინ ვინაიდან ყველას კარგად გვახსოვს მისი შედეგიანობა და იმდროინდელი მანჩესტერის ფლანგური გარღვევები, რომლებიც ხშრიად გატანილი გოლით მთავრდებოდა. დღეს რონალდოს ტრანსფერი ამ დაბალ მაჩვენებელსაც აღმოფხვრის რა "იუნაიტედის" ნახევარდაცვაც უფრო მომაკვდინებელი იქნება ვიდრე ბოლო 3 წელია არის.
საჭირო ტრანსფერი!


4. "ჩემპიონთა ლიგის"ფაქტორი.


ეს ის ტურნირია სადაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება მწვრთვნელს და მის გამოცდილებას. დევიდ მოიესი კი გახლავთ ის ადამიანი, რომელიც დებიუტანტი იქნება წლევანდელ "ლიგის" გათამაშებაში.ექსპერტების ვარაუდით წელს იუნაიტედი ფავორიტის სტატუსით ვეღარ იქნება ლიგაზე და კვლავ ესპანური გუნდები იქნებიან ფავოიტები ბაიერნთან ერთად და ძნელია არ დავეთანხმოთ. მაგრამ ეს ყველაფერი რადიკალურათ შეიცვლება თუ რონალდო "ოლდ.ტრაფორდ"_ზე დაბრუნდება და კვლავ მოირგებს 7 ნომრიან მაისურს. ეს ტრანსფერი ისევ დაუბრუნებს "მანჩესტერ იუნაიტედს" ფავორიტის წოდებას და სავსებით შესაძლებელია მოიესის ერა ზღაპრულად დაიწყოს და პირველივე წელს "ჩემპიონთა ლიგის" ტიტული მოიპოვოს რაც დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული. ასე და ამგვარად დაველოდოთ 1 თვეც ამ ტრანსფერის საბოლოოდ დადასტურებაში და ვიმედოვნოთ, რომ ყველაფერი ისე იქნება როგორც ჩვენი კლუბისთვის იქნება საჭირო და მომგებიანი.
საჭირო ტრანსფერი!
სიახლეები
26 კომენტარი
№11
ავტორი: VaRdo
18 ივნისი 2013 22:35
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ციტატა: chicha_chicha14
ვინც ფიქრობს რომ რონალდოს დაბრუნება გაამართლრებს მაშინ შევჩენკოს შემთხვევაც გაიხსენეთ


სად შევჩენკო და სად რონალდო? რონალდო მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია იცი ?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№12
ავტორი: R.v.Persie
18 ივნისი 2013 22:42
  • სიახლეები: 220
  • კომენტარები: 431
განსაკუთრებით ის ფაქტი მაღელვებს, რომ გუნდისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა ”7_იანი” არ გვყავს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
“Impossible is just a big word thrown around by small men who find it easier to live in the world they've been given than to explore the power they have to change it. Impossible is not a fact. Impossible is not a declaration. It's a dare. Impossible is potential. Impossible is temporary. Impossible is nothing.”
№13
ავტორი: VaRdo
18 ივნისი 2013 23:02
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ციტატა: R.v.Persie
განსაკუთრებით ის ფაქტი მაღელვებს, რომ გუნდისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა ”7_იანი” არ გვყავს


თითქოს უმნიშვნელო, მაგრამ ყველაზე მნიშვნეოვანი სწორედ ეგაა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№14
ავტორი: R.v.Persie
18 ივნისი 2013 23:27
  • სიახლეები: 220
  • კომენტარები: 431
VaRdo,
იუნაიტედს შეიძლება ჰყავდეს, კარგი მოტივატორი, კარგი კაპიტანი, მაგრამ 7იანის ძალა და ლიდერობა ყველაზე მნიშვნელოვანია ასე ვფიქრობ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
“Impossible is just a big word thrown around by small men who find it easier to live in the world they've been given than to explore the power they have to change it. Impossible is not a fact. Impossible is not a declaration. It's a dare. Impossible is potential. Impossible is temporary. Impossible is nothing.”
№15
ავტორი: TrueRed
18 ივნისი 2013 23:53
  • სიახლეები: 34
  • კომენტარები: 1206
R.v.Persie,
გეთანხმები.. რაც შეეხებაა რონის ჩემი ოცნებაა, რომ დაბრუნდეს ! love
0
№16
ავტორი: VaRdo
19 ივნისი 2013 01:17
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ციტატა: THEvv
7 კი გვყავს მარა ვაი იმ 7იანს


საქმეც მაგ ვაი 7_იანშია :(
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№17
ავტორი: red devil
19 ივნისი 2013 08:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Me mainc ar mgonia ro ronaldo dabrundeba ravi vnaxot imedi mainc maq
0
№18
ავტორი: BERDI
19 ივნისი 2013 09:49
  • სიახლეები: 79
  • კომენტარები: 2257
კი საჭიროა და ნებისმიერ დროს მესიამოვნება მისი დაბრუნება მაგრამ ეხლა გაირკვევა როგორი ადამიანია თU რეალის შეთავაზებას უარი უთხრა ძაან მაგარი იქნება მაგრამ თუ დათანხმდა ჩემ თვალში ძალიან დაეცემა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ A broken hart, A broken dream, A broken plane, A broken plane, A broken team, No words we said, A silent vow, We loved you then, We love you now.
№19
ავტორი: UTD-Rule
19 ივნისი 2013 10:20
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
თითქოს ყველაფერი იმაზე მეტყველებს,რომ რონალდო უნდა დაბრუნდეს... love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№20
ავტორი: Lev
19 ივნისი 2013 10:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1514
დიდებული სტატიაა)) მშვენივრადაა ოთხივე პუნქტი განხილული)) გაიხარე ძმა)
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top