თბილისი:
მანჩესტერი:
18-06-2013, 18:16
ავტორი: VaRdo,
ნანახია: 2864,
კომენტარები: 26
საჭირო ტრანსფერი!
4 ფაქტი თუ რატომ უნდა დაბრუნდეს, რონალდო "მანჩესტერში"!
საჭირო ტრანსფერი!
იმ დღიდან რაც რონალდო, "მანჩესტერიდან" სამეფო კლუბ მადრიდის "რეალში" გადაბარგდა ყველა ჩვენგანს ერთი კითხვა გვიტრიალებს თავში. "დაბრუნდება თუ არა ის ოლდ.ტრაფორდზე"? კითხვაზე პასუხი კი კვლავ უცნობია, მაგრამ ერთი განსხვავება მაინც არის. თუ აქამდე ეს ყველაფერი ოცნების ტოლფასი იყო დღეს ეს კითხვა უკვე რეალობასთან მიახლოებულია და შეიძლება სულ მალე რონალდო კვლავ "იუნაიტედის" შეუცვლელი ფეხბურთელი გახდეს. დღევანდელ სიახლეში კი შემოგთავაზებთ 4 ფაქტს თუ რატომ უნდა დაბრუნდეს რონალდო გუნდში და არა სხვა რომელიმე ფეხბურთელი.


1. სერ ალექს ფერგიუსონი


როგორც უკვე იცით სეზონის დასრულების წინ კლუბი დატოვა ლეგენდარულმა სერ ალექს ფერგიუსონმა და მისმა ამ გადაწყვეტილებამ მთლიანად საფეხბურთო სამყარო შოკში ჩააგდო. 27 წლიანი მოღვაწეობის შემდეგ ფერგიუსონის ეპოქა დასრულდა, გუნდი კი "ევერტონის" უკვე ყოფილმა მწვრთვნელმა დევიდ მოიესმა ჩაიბარა. ალბათ ყველა დამეთანხმება, რომ ახალი ეპოქის შექმნას პირველი 2 წელი პატარ-პატარა პრობლემებიც ახლავს და ხშირად გუნდი სეზონს დიდი წარმატებების გარეშე ასრულებს. სწორედ ამიტომ დღეს ორმაგად საჭიროა გუნდში ისეთი ფეხბურთელი, რომელიც ახალი ეპოქის გუნდს წინ გაუძღვება და დაეხმარება დევიდ მოიესს პირველივე სეზონში ტიტულების მოპოვებაში. ესეთი ფეხბურთელი კი დღეს მხოლოდ ერთია. ეს კ.რონალდოა და სხვა არავინ. რონალდოს მოსვლა "მანჩესტერის" შეტევას კიდევ უფრო მომაკვდინებელს გახდის და მსოფლიოში საუკეთესო წინა ხაზი ეყოლება რაც უდაოდ წარმატების საწინდარი იქნება. ასე და ამგვარად ფერგიუსონისთვის თუ პრობლემას არ წარმოადგენდა რონალდოს გარეშე "მანჩესტერი" და ის კვლავ აღწევდა ვალენსიით წარმატების მიღწევას ეს დევიდ მოიეს დიდი ალბათობით გაუჭირდება. ეს იცის თვიონ მოიესმა და ეს იცის გუნდის ხელმძღვანელობამ და სწორედაც ამიტომ იხდიან რეკორდულ თანხას 65 მილიონს!
საჭირო ტრანსფერი!



2. 7 ნომრიანი მაისური კვლავ პატრონის მოლოდინშია


მას შემდეგ რაც რონალდომ კლუბი დატოვა 7 ნომერს ღირსეული შემცვლელი არ გამოსჩენია. მეტიც, ხშირად ამ ნომერს მოედანზე ვეღარც ვხედავთ რაც უდადოდ დიდი ტრაგედიაა. დიდი ტრაგედია "მანჩესტერ იუნაიტედისთვის" და არა სხვა, რომელიმე კლუბისთვის. ამ ნომერს უდიდესი ისტორია გააჩნია თავის ლეგენდარული ფეხბურთელებით. ისტორიას რომ გადავხედოთ ეს მაისური ისეთ ფეხბურთელებს ეცვათ რომლებმაც სამუდამოდ დაიმკვიდრეს ჩვენ გულებში ადგილი და ზოგიერთ მათგანს ოლდ.ტრაფორდის წინ ძეგლიც უდგათ. დღეს კი ყველაფერი სხვანაირადაა. ჯერ იყო და მაიკლ ოუენს ჰქონდა ამ 7 ნომრიანი მაისურის ტარების პატივი, რომელმაც სამწუხაროდ ტრავმების გამო ვერ გაამართლა და შემდეგ უკვე ანტონიო ვალენსიას, რომელმაც იმაზე ცუდად ჩაატარა სეზონი ვიდრე წარმოვიდგენდით და ეს უკანასკნელიც ხშირად გვევლინებოდა სათადარიგოთა სკამზე. სწორედ ამიტომ რონალდოს დაბრუნება დღეს კიდევ უფრო საჭიროა ვიდრე აქამდე. კიდევ უფრო სჭირდება ის ამ კლუბს ვიდრე შარშან ან შარშან წინ. მისი გადმოსვლა მოხსნის 7 ნომრიანი მაისურის პრობლემას და ეს კლუბზე კიდევ უფრო დადებითად იმოქმედებს.
საჭირო ტრანსფერი!



3. კატასტროფა ფლანგებზე


ყველა ვინც "მანჩესტერს" ბექემის დროს ან უფრო დიდი ხნის წინ დავუწყეთ გულშემატკივრობა პირველი რაც თვალში გვხვდებოდა ეს იყო "იუნაიტედის" ფლანგიდან გარღვევები და ლამაზი დაგვირგვინება. ავიღოთ გიგზი მაგალითად. მისი ბურთან შეხება უმალ პრობლემებს უქმნიდა მეტოქე გუნდის მცველებს და მეკარეს, განსაკუთრებით ემახსოვრებათ მისი დრიბლინგი და ლამაზი გოლი არსენალის იმდროინდელ ფეხბურთელებს. მაგრამ დღეს ეს ყველაფერი უარესობისკენ იცვლება და თუ ესე გაგრძელდა შეიძლება ძვირადაც დაგვიჯდეს. წელს ვალნესიამ, ნანიმ, იანგმა და გიგზმა ერთად აღებული გაიტანეს არც მეტი არც ნაკლები 9 გოლი აქედან 5 გოლი გიგზის ანგარიშზეა დანარჩენმა სამმა ნახევარმცველმა იმდენივე გოლი გაიტანეს რამდენიც პატრის ევრამ. იანგის ანგარიშზე წელს გოლების გრაფაში 0 წერია ხო ვალენსიას გრაფაში 1. ამ სტატისტიკიდანაც კარგად ჩანს თუ როგორ შეეძლო ფერგიუსონს გუნდის გადაწყობა და სხვა სტილით ათამაშება. ეს ყველაფერი გააკეთა ფერგიუსონმა და მისმა ტაქტიკამაც გაამართლა. ვინ აღმოფხვრის ამ პრობლემაზე იმაზე უკეთ ვიდრე კ.რონალდო? ვერც ვერავინ ვინაიდან ყველას კარგად გვახსოვს მისი შედეგიანობა და იმდროინდელი მანჩესტერის ფლანგური გარღვევები, რომლებიც ხშრიად გატანილი გოლით მთავრდებოდა. დღეს რონალდოს ტრანსფერი ამ დაბალ მაჩვენებელსაც აღმოფხვრის რა "იუნაიტედის" ნახევარდაცვაც უფრო მომაკვდინებელი იქნება ვიდრე ბოლო 3 წელია არის.
საჭირო ტრანსფერი!


4. "ჩემპიონთა ლიგის"ფაქტორი.


ეს ის ტურნირია სადაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება მწვრთვნელს და მის გამოცდილებას. დევიდ მოიესი კი გახლავთ ის ადამიანი, რომელიც დებიუტანტი იქნება წლევანდელ "ლიგის" გათამაშებაში.ექსპერტების ვარაუდით წელს იუნაიტედი ფავორიტის სტატუსით ვეღარ იქნება ლიგაზე და კვლავ ესპანური გუნდები იქნებიან ფავოიტები ბაიერნთან ერთად და ძნელია არ დავეთანხმოთ. მაგრამ ეს ყველაფერი რადიკალურათ შეიცვლება თუ რონალდო "ოლდ.ტრაფორდ"_ზე დაბრუნდება და კვლავ მოირგებს 7 ნომრიან მაისურს. ეს ტრანსფერი ისევ დაუბრუნებს "მანჩესტერ იუნაიტედს" ფავორიტის წოდებას და სავსებით შესაძლებელია მოიესის ერა ზღაპრულად დაიწყოს და პირველივე წელს "ჩემპიონთა ლიგის" ტიტული მოიპოვოს რაც დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული. ასე და ამგვარად დაველოდოთ 1 თვეც ამ ტრანსფერის საბოლოოდ დადასტურებაში და ვიმედოვნოთ, რომ ყველაფერი ისე იქნება როგორც ჩვენი კლუბისთვის იქნება საჭირო და მომგებიანი.
საჭირო ტრანსფერი!
სიახლეები
26 კომენტარი
№21
ავტორი: VaRdo
19 ივნისი 2013 11:40
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ციტატა: Lev
დიდებული სტატიაა)) მშვენივრადაა ოთხივე პუნქტი განხილული)) გაიხარე ძმა)


მაადლობა ძმა. უკეთაც შეიძლებოდა უფრო კარგად გადმოცემა უბრალოდ იდმენიხანია აღარ დამიწერია ჩემი ვერსია სტატიები რომ გამირთულდა უკვე გადმოცემა აზრის კარგად: )))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№22
ავტორი: Ví Ví
19 ივნისი 2013 13:27
  • სიახლეები: 41
  • კომენტარები: 1619
;დ;დ;დ;;დ ეუფჰ არადა საქმე კარგად მეგონა :დ;დ;დ;დ
0
№23
ავტორი: Shako Jones
19 ივნისი 2013 13:59
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 1891
პერესი ბევრ ფულს სთავაზობს, რონალდუ რეალის ფანია და ფანები უყვარს და პატივს სცემს და პლიუს პირობაც დადო რო სანამ ჩლ არ მოვიგებ რეალთან ერთად არსად არ წავალო.
0
№24
ავტორი: Mika
19 ივნისი 2013 14:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 133
meotxe mizezma kvelaze metad damtrguunaa :XXX 3d_6
0
№25
ავტორი: Vipera
19 ივნისი 2013 15:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1
რონიიი love

რონიიი love
0
№26
ავტორი: Lev
19 ივნისი 2013 22:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1514
VaRdo, მშვენიერია რას ერჩი)) ეჰ ნეტა გადმოვიდეს რონალდო და აზრის გადმოცემას ვჩივით?))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top