თბილისი:
მანჩესტერი:
8-05-2013, 22:04
ავტორი: R V P,
ნანახია: 4857,
კომენტარები: 55
გულშემატკივართა ცრემლები
რა არის საოცარი "მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივრებისთვის, რაც ჩვეულებრივია სხვა, ნებისმიერი გუნდის გულშემატკივრისთვის?
გულშემატკივართა ცრემლები
"პირველი იყო შოკი...როდესაც ერთი კვირის წინ მე გავიგე ჭორები სერ ალექს ფერგიუსონის წასვლის შესახებ თითები გადავაჯვარედინე, ერთადერთ რაც არ მინდოდა ის იყო, რომ ეს საუბრები რეალურად ახდენილიყო. ამ დილას გავრცელებულმა ინფორმაციამ კი გულში მხოლოდ სევდა დამიტოვა, დარწმუნებული ვარ ასე იქნება ნებისმიერი "იუნაიტედის" ფანიც, სერ ალექს ფერგიუსონი იყო ადამიანი, რომელმაც დროს გაუძლო. ის არ იყო ჩვეულებრივი მწვრთნელი, სხვადასხვა გუნდებში მწვრთნელები იცვლებიან, მიდიან და მოდიან, მაქსიმუმ 4-5 წელი ძლებენ, სერ ალექსის ერას კი მე ვადევნებდი თვალყურს ბაბუაჩემთან, ხოლო შემდეგ მამაჩემთან ერთად, მთელი ოჯახი იყო მომსწრე იმ დიდებული წუთებისა, რომლებიც სერ ალექსმა ჩვენ და მილიონობით "მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივარს აჩუქა. ის უდიდესი მიღწევები რასაც ფერგიმ მიაღწია სამუდამოდ დარჩება ისტორიაში. "მანჩესტერ იუნაიტედი" დიდი გუნდია, დიდი გუნდი, რომელშიც დიდი ფეხბურთელები თამაშობდნენ და თამაშობენ კიდეც და დარწმუნებული ვარ ითამაშებენ კიდეც: რაიან გიგზი, პოლ სქოულზი, კრისტიანო რონალდო, ერიკ კანტონა და ბევრი სხვა ლეგენდა იყო, არის და იქნება მანჩესტერულ კლუბში, მაგრამ ადრე თუ გვიან ყველა ფეხბურთელი მიდიოდა ამ კლუბიდან, თუმცა მისი შეცვლა ყოველთვის ხდებოდა, რადგან ეს იყო გუნდი, სადაც შეუცვლელი არავინ იყო, თუმცა აი დადგა დრო როდესაც ვერავინ შეცვლის ერთ დიდ ადამიანს - სერ ალექს ფერგიუსონს, რომელიც თავად იყო "მანჩესტერ იუნაიტედი".

გულშემატკივართა ცრემლები

როდესაც "მანჩესტერ იუნაიტედის" ისტორიაზე ვსაუბრობთ, უამრავი დიდებული გუნდი შეიძლება გავიხსენოთ, რომელიც ამათუ იმ ფეხბურთელებს უკავშირდებოდა, თუნდაც 1999 წლის მსოფლიო ფეხბურთის არსებობის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი გუნდი, შემდეგ იყო ერიკ კანტონას ეპოქა, რომელიც კრისტიანო რონალდომ ჩაანაცვლა, ბოლოს კი გუნდი მე-20 გახდა ჩემპიონი, იცვლებოდნენ ფეხბურთელები, შეუცვლელი მხოლოდ ერთი ადამიანი იყო - სერ ალექს ფერგიუსონი. იგი წავიდა, დასრულდა ფეხბურთის არსებობის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ეპოქა, ფერგის ეპოქა. დიდებული ადამიანები თავის სიდიადეს სწორედ ამით ადასტურებენ, ქმნიან ეპოქას, რომელიც სამუდამოდ რჩება ადამიანთა მეხსიერებაში, მასზე ლაპარაკობენ წლების, საუკუნეების შემდეგ, სწორედ ასეთი ეპოქა შექმნა სერ ალექსმა, მასზე იზრდებოდნენ თაობები, მე ტყუილად არ მოგიყვანეთ მაგალითი ჩემი ოჯახისა, თითოეულ ჩემი ოჯახის წევრს ახსოვს სერ ალექსის ეპოქა, გავა დრო და მამები საკუთარ შვილებს მოუყვებიან მის შესახებ, სამყაროს არაერთი დიდი მებრძოლი, ხელოვანი თუ სხვა ადმაიანი ახსოვს, რომელიც ისტორიაში შევიდა, მათ გვერდით თავისუფლად დადგება სერ ალექს ფერგიუსონი ადამიანი, რომელმაც დროს გაუსწრო, ადამიანი, რომელიც თავად იყო "მანჩესტერ იუნაიტედი" და ადამიანი, რომლის მაგალითზეც მთელი თაობები იზრდებოდნენ.

გულშემატკივართა ცრემლები

დღეს ყველას უმძიმს, უმძიმს იმ თითოეულ ადამიანს, რომელსაც რაიმე აკავშირებს "მანჩესტერ იუნაიტედთან", ფეხბურთელებს, გუნდის მფლობელებს, სამწვრთნელო შტაბს, მაგრამ ალბათ ყველაზე მეტად გულშემატკივრებს უმძიმთ. ის რაც ნებისმიერი სხვა გუნდის გულშემატკივრისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა, "მანჩესტერ იუნაიტედის" ქომაგებმა, ყოველ შემთხვევაში ბევრმა მათგანმა პირველად გამოსცადა. 27 წელი არ არის ცოტა დრო, ეს ის დროა სადაც მთელი თაობა გაიზარდა, ალბათ ბევრი ნამდვილად არ იქნება ისეთ ადამიანი, რომელსაც ახსოვს "მანჩესტერ იუნაიტედი" სერ ალექსის გარეშე. სევდა, მონატრების გრძნობა, ალბათ ერთგვარად შიშიც - ეს ის გრძნობებია რასაც ახლა "მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივრები განიცდიან, თუმცა არის ალბათ უცნაური შეგრძნება, რომელსაც ვერ ახსნი, შეგრძნება იმისა რომ "მანჩესტერ იუნაიტედში" პირველად 27 წლის შემდეგ ახალი მთავარი მწვრთნელი ინიშნება, ახალი მთავარი "ეშმაკი", რომელსაც უნდა ენდოს მილიონობით გულშემატკივარი. ალბათ სწორედ ესაა ყველაზე რთული მომენტი გულშემატკივრებისთვის, ისევე როგორც ფეხბურთელებისთის, ენდო სერ ალექსის შემდეგ ვინმეს საკმაოდ რთულია, ალბათ არ იქნება სწორი ახლა მის შემცვლელზე საუბარი, რადგან ფერგის შეცვლა დღეს ამ გუნდისთვის არავის შეუძლია.

გულშემატკივართა ცრემლები

და რა იქნება მომავალში? ალბათ პირველ რიგში იმას უნდა შეეგუონ "იუნაიტედის" გულშემატკივრები, რომ ეს იქნება მათი საყვარელი გუნდის და თავად ფანების ყველაზე დიდი გამოცდა. როგორ შეხვდებიან ისიანი ახალ მთავარ მწვრთნელს, იქნება გამოცდა თავად ახალი მწვრთნელისაც, თუმცა ალბათ ყველაზე ნაკლებად, რადგან არავის, ვინც არ უნდა გახდეს "იუნაიტედის" ახალი წინამძღოლი არავინ მოთხოვს სერ ალექსის შეცვლას პირველსავე სეზონებში. ყველაზე დიდი გამოცდა კი ფეხბურთელებს აქვთ წინ, იმ ფეხბურთელებს, რომლებიც ფერგისთვის იბრძოდნენ, ახლა კი მათ ბრძოლა ფერგის გარეშე მოუწევთ, არის საუბრები რომ შესაძლოა ბევრი ფეხბურთელი წავიდეს გუნდიდან, თუმცა ეს ყველაზე ნაკლებადაა მოსალოდნელი, ახლა "იუნაიტედს" ისე ჭირდება ერთიანობა როგორც არასდროს. ზემოთ ვსაუბრობდით თუ რაოდენ რთული იქნებოდა ეს პერიოდი ყველასთის, თუმცა ყველაზე რთული თავად ფერგისთვის იქნება, ადამიანისთვის, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება ერთ გუნდს მიუძღვნა, რთულია მასა და "მანჩესტერ იუნაიტედის" დამოკიდებულებაზე ვისაუბროთ როგორც მწვრთნელისა და ერთ გუნდის, ეს უფრო ოჯახური დამოკიდბეულება იყო, 27 წელი ის დროა, როდესაც ჩვეულებრივი საფეხბურთო გუნდი ერთ დიდ ოჯახათ კეთდება და ამ ოჯახის უფროსი სწორედ სერ ალექსი იყო.

გულშემატკივართა ცრემლები

"მანჩესტერ იუნაიტედის" ისტორიაში კიდევ ერთი ფურცელი გადაიშალა, თუმცა რთულია სერ ალექსს მხოლოდ ისტორიის ერთი ფურცელი ვუწოდოთ, ის შეგვიძლია მდიდარ წიგნს შევადაროთ, რომლისგანაც სწავლოდბნენ სხვები. როგორც თავად განაცხადა ფერგი გუნდში რჩება, თუმცა გულშემატკივრები მას ყოველ თამაშზე ვეღარ დაინახავენ სათადარიგოთა სკამზე, რთულია ფერგის წასვლის შემდეგ ვისაუბროთ რომ ამით ყველაფერი არ სრულდება, რადგან ფაქტია რომ დასრულდა ერთი ძალიან დიდი ეპოქა, ისიც გასაგებია რომ ფეხბურთელებს სულ სხვა შეგრძნება ექნებათ როდესაც სათადარიგოთა სკამისკენ გაიხედავენ და იქ სერს ვერ დაინახავენ, თუმცა ალბათ დღეს ყველაზე მეტად სწორედ მათ უნდა მოინდომონ და მათ უნდა იბრძოლონ, პირველ რიგში სწორედ ფერგისთვი., გულშემატკივრებს კი წინ გადამწყვეტი გამოცდა ელით, უდავოა რომ 76 000 "ოცნებათა თეატრი" ახალი სეზონის დაწყების წინ, ახალ მთავარ მწვრთნელს ჯერ არნახული ოვაციებით შეხვდება, თუმცა თითოეულ მათგანს გული სევდით ექნება სავსე. შემდეგ სეზონამდე დარჩა მატჩი "სუონსისთან", რომელიც კვირას გაიმართება და სადაც "იუნაიტედს" მის კუთვნილ თასს გადასცემენ, ეს იქნება ცერემონიალი და ეს იქნება სერ ალექს ფერგიუსონის გაცილება - უბრალოდ ეს იქნება ყველა დროის ყველაზე ცრემლიანი დაჯილდოვება."

წყარო: "The Daily Mail"
სტატიები
55 კომენტარი
№1
ავტორი: VaRdo
8 მაი 2013 22:04
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
შენ შემოგევლე ლაშ :* :* :* ძმა ხააააააააარ love წავიკითხავ უეჭველად.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№2
ავტორი: AvTeX
8 მაი 2013 22:05
  • სიახლეები: 29
  • კომენტარები: 106
საღოლ..ლაშა შენ დბ9 ხარ ძველი? cerealguy2
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "Возможно, моё кровотечение стало неизбежным, чтобы показать и напомнить им, какого цвета кровь и Манчестер" (с) Рио Фердинанд

«Юнайтед» до конца моих дней. И к черту все остальное.
№3
ავტორი: Beckham 7
8 მაი 2013 22:11
  • სიახლეები: 467
  • კომენტარები: 1434
მაგარი სტატიაა, ვერანაირ კომენტარს ვერ დავწერ. ყველაფერი სიახლეში წერია <3
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Why Always Redarmy.ge?
№4
ავტორი: love united
8 მაი 2013 22:13
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
საღოლ... love ავტირდი...უდიდესი ადამიანი...არ ვიცი რა ვთქვა...
0
№5
ავტორი: chichaRITOOOo
8 მაი 2013 22:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 40
jer kidev ar mjera rom midis :( momenatreba <3 <3 <3 love
0
№6
ავტორი: R V P
8 მაი 2013 22:15
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 13
AvTeX

კი მე ვარ : ) უბრალოდ ვეღარ ვწერ სტატიებს დრო აღარ მაქვს ფიზიკურად : ( მაგრამ დღეს ისეთი დღეა შემოვედი და თქვენთან ვარ დღეს ყველა ერთად უნდა ვიდგეთ! : ((((( უმძიმესი დღე მანჩესტერ იუნაიტედის არსებობის ისტორიაში, შეიძლება მიუნხენის ტრაგედიის მერე ყველაზე რთულიც!
0
№7
ავტორი: VaRdo
8 მაი 2013 22:15
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
R V P

საღოლ ლაშ წავიკითხე და გეტყვი, რომ ძალიან მაგარი სტატიაა. ბრავო სიტყვები არ მყოფნის. ყველაფერი წერია რაც კი უნდა ეწეროს ამ ადამიანზე. 3d_6 3d_6 3d_6 3d_6 3d_6 3d_6 3d_6 3d_6 3d_6 მევასება შენი სიახლეები და მომენატრა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№8
ავტორი: reddevil
8 მაი 2013 22:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 139
ძალიან განვიცდი არ ვიცი რა ვთქვა :( 19 წლის ვარ და პატარაობიდან მთელი ჩემი სული და გული იუნაიტედს ეკუთვნის ჩემი ცხოვრებაა და დღევანდელმა დღემ ძალიან იმოქმედა...ცრემლები მადგება და არც მცხვენია...ესაა იუნაიტედი რომელიც ყველაფერზე მეტია...12 ში ყველაზე მძიმე დღე იქნება თითოეული ჩვენგანისთვის ბოლოჯერ ვნახავთ ფერგის ოლდ ტრაფორდზე როგორც "მთავარ ეშმაკად" love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ იუნაიტედი სიცოცხლის ბოლომდე,დანარჩენი ეშმაკსაც წაუღია!!!
№9
ავტორი: R V P
8 მაი 2013 22:19
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 13
VaRdo

love love

reddevil

ეგ უნდა მეთქვა ზუსტად 21ის ვარ მე და 1999 წლიდან მანჩეს ფანი ვარ რა გამოდის 15 წელი ხო? 15 წელი ამ კაცს ვუყურებდი და სულით და გულით ვქომაგობდი, მართლა რაღაცნაირად უკვე ოჯახის წვერი მგონია ფეხბურთელები სულ იცვლებოდნენ მაგრამ ეს მუდამ ჩვენთან იყო : (
0
№10
ავტორი: Z A C K™
8 მაი 2013 22:21
  • სიახლეები: 46
  • კომენტარები: 896
ცრემლებს ვერ ვიკავებ...თავზარდაცემული ვარ 3d_6
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ I’ll always love you, Sir Alex.
Manager of my favorite club for my entire life.
Chewer of gum and winner of trophies, you’ll always be in our hearts.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top